Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს უკანასკნელი დიქტატორის უკანასკნელი ავანტიურა

Recommended Posts

http://wp.me/pySj7-hS

war is coming! საქართველოს უკანასკნელი დიქტატორის უკანასკნელი ავანტიურა

რაოდენ უცნაური და ალოგიკურიც არ უნდა იყოს, საქართველოს მოსახლეობის ნაწილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მარიონეტი ე.წ. ოპოზიციური პარტიების მოწოდებას და თბილისის ქუჩებში, მორიგი მრავალდღიანი საპროტესტო აქციების მოსაწყობად გავიდა.

21 მაისი აქციების დაწყების თარიღია, დასასრულზე ჯერ ვერავინ ვერაფერს ამბობს, თუმცა ვარაუდები მრავლად ჩნდება ინტერნეტ სივრცეში და მეც შემოგთავაზებთ ჩემ ვერსიას იმისა თუ რა ამოძრავებს ფსევდო ოპოზიციას, რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს აქციები და რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს, ქართული საზოგადოების მორიგი დაუფიქრებელი ნაბიჯი, როგორც ქვეყნისთვის, ასევე უშუალოდ მოსახლეობისთვის..

პირველ რიგში სრულიად გამოვრიცხავ ალბათობას იმისა, რომ ან ნინო ბურჯანაძე, ან ლევან გაჩეჩილაძე და ან რომელიმე სხვა ე.წ. ოპოზიციონერი “ლიდერი” დამოუკიდებლად მოქმედებს და სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმისგან ან ქვეყნის გარეთ მოქმედი ძალებისგან (პირველ რიგში აშშ-ის, რუსეთის, სომხეთის სპეც-სამსახურები) არ იღებს მითითებებს..

ვინაიდან ფსევდო ოპოზიციონერების მოქმედებებში სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის და ქვეყნის გარეთ არსებული დაინტერესებული ძალების ინტერესებს ვხედავ, შესაბამისად მოვლენების განვითარების ორ ძირითად სცენარს ვაძლევს მაქსიმალურ დაშვებას და თქვენის ნებართვით ორივე მათგანზე შევჩერდები..

1. სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი, ფსევდო ოპოზიციის გამოყენებით მოსახლეობაში დაგროვილი საპროტესტო მუხტის ნეიტრალიზებას ცდილობს.

ამ შემთხვევაში ე.წ. ოპოზიციის აქციები მხოლოდ რამდენიმე დღე, მაქსიმუმ კვირა გასტანს და მოსახლეობაში ნიჰილიზმის დონის მკვეთრი ზრდით დასრულდება.

სააკაშვილი მიზანს მიაღწევს..

2. სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი, მისი მუდმივი დამკვეთის, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ნეოკონსერვატორული ფრთის და ლენგლის მითითებებისამებრ მოქმედებს და ქვეყანაში ვითარების მკვეთრ დესტაბილიზაციას, საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, კონფლიქტის ზონების მიმართულებით მდგომარეობის გართულებას და საქართველო-რუსეთსა და საქართველო-სომხეთს შორის ომის პროვოცირებას შეეცდება..

ამ სცენარის რეალიზების შემთხვევაში საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბური გახდება. პიარ ტექნოლოგიებისა და ფულის გამოყენებით ფსევდო ოპოზიციონერები მრავალათასიანი მიტინგების გამართვას შეძლებენ.

საპროტესტო კერები შეიქმნება სხვადასხვა ქალაქში. ძირითადად დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

გახშირდება პროტესტანტებსა და ე.წ. სამართალდამცავებს შორის შეტაკებების რაოდენობა.

რეჟიმი სპეც-ტექნიკისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაშლის რამდენიმე აქციას.

განხორციელდება მასიური დაპატიმრებები.

რამდენიმე წინასწარ შერჩეული და გაწვრთნილი საჯარისო დანაყოფი კრიმინალური რეჟიმისადმი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს და ე.წ. ოპოზიციის მხარეს გადავა. იმავდროულად დაიწყება მოხალისეთა გასამხედროებული რაზმების ფორმირება.

შესაძლოა აღნიშნულმა საჯარისო ფორმირებებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავონ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და თბილისი-ფოთი, თბილისი-ბათუმის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები გადაკეტონ. ხიდები დანაღმონ და ააფეთქონ.

ე.წ. ოპოზიციის მხარეს გადასულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა და მოხალისეთა რაზმებმა აფხაზეთის მიმართულებითაც შეიძლება დაძაბონ ვითარება და აფხაზეთის შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის მესაზღვრეების წინააღმდეგ დაიწყონ საბრძოლო მოქმედებები..

არც ის არის გამორიცხული, რომ აფხაზეთის მიმართულებით სარძოლო მოქმედებებს, კრიმინალური რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფები დაიწყებენ, რომელთაც დასავლეთ საქართველოში ე.წ. კონტროლიდან გამოსული საჯარისო დანაყოფებისა და შეიარაღებული მოხალისეთა რაზმების ნეიტრალიზების მიზნით გადაისვრიან.

გართულდება ვითარება სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.

პარალელურად გახშირდება ანტისომხური განცხადებები ე.წ. ოპოზიციის მხრიდან.

ქართველი და სომეხი მოქალაქეების შორის ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის ფაქტებიც დაფიქსირდება, რაც რათქმაუნდა არ ჩაივლის სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყურადღების მიღმა.

ოფიციალური ერევანი ულტიმატურ ფორმაში მოითხოვს ოფიციალური თბილისისგან სატრანსპორტო მაგისტრალების გახსნას და სომეხი ეროვნების მოქალაქეების უფლებების დაცვას.

ოფიციალური მოსკოვი ასევე ულტიმატური ფორმით მოითხოვს საქართველოს შეიარაღებული ძალებისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით წარმოებული საბრძოლო/დივერსიული ოპერაციების შეჩერებას. საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შეწყვეტას.

ამასობაში კი რუსეთის სპეც-დანიშნულების რაზმები მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელს აიღებენ იერიშით. სააკაშვილის ლიკვიდაციას განახორციელებენ და გზას გაუხსნიან რუსეთის არმიის ავანგარდს საქართველოს სრულმასშტაბიანი ან ნაწილობრივი ოკუპირებისთვის.

პრინციპში სააკაშვილი წერტილოვანი სარაკეტო დარტყმითაც შეიძლება გაანადგურონ, თუმცა ჩემი აზრით, უფრო სავარაუდოა, რომ საქართველოს უკნასკნელი დიქტატორი, ავღანეთის ყოფილი ხელმძღვანელის, ხაფიზულა ამინის ანალოგიურად დაამთავრებს კარიერას და ე.წ. მაისის საპროტესტო აქციები მისი უკანასკნელი ავანტიურა იქნება..

რუსეთს არც სომხეთი ჩამორჩება და საქართველოში სომეხი მოქალაქეების უფლებების ხელყოფისა და სატრანსპორტო მაგისტრალების ბლოკირების გამო, “სიცოცხლის გზას” გაიყვანს სამცხე ჯავახეთისა და აჭარის ტერიტორიაზე, აღნიშნული ტერიტორიების ოკუპირების მეშვეობით..

თანამედროვე საქართველო, როგორც სახელმწიფო არსებობას შეწყვიტავს..

p.s. ამ ეტაპზე რთულია იმის განსაზღვრა თუ წარმოდგენილი ორი სცენარიდან, რომლის მიხედვით განვითარდება მოვლენები, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კრიმინალური რეჟიმი და მარიონეტი ე.წ. ოპოზიცია, ბრმა იარაღად იყენებს მოსახლეობას და ქვეყანას კატასტროფისკენ მიაქანებს.

ეს არის და ეს მეგობრებო.

იფიქრეთ..

.................

ესეც თქვენ. კიდევ ერთი სტრაშილკა ჩემგან : )))

გინდა გაითვალისწინეთ ჩემი მოსაზრება, გინდა არა, მაგრამ თუ მეორე ვერსია გამართლდა, ბრალი საქ მოსახლეობის და ბრალი საქართველოს..

post-1231-065549100 1306165239_thumb.jpeg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 34
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

მე ლიჩნად, ამ პირველ ვარიანტს:

სააკაშვილი მიზანს მიაღწევს..

ეს მეორე ვარიანტი მირჩევნია:

ამასობაში კი რუსეთის სპეც-დანიშნულების რაზმები მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელს აიღებენ იერიშით. სააკაშვილის ლიკვიდაციას განახორციელებენ

დანარჩენი მკიდია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ეხლა შეიძლება გკიდია კიდეც, რადგან ჩემზე მეტად თუ არა ნაკლებად არ გაქვს აკრეფილი კრიმინალურ რეჟიმზე, თან მაინც ეჭვის თვალით უყურებ ამ მეორე ვერსიას, მაგრამ თუ მოხდა ის რაზეც ვსაუბრობ, ვერც შენ დაიკიდებ და ვერც ვერავინ სხვა..

ორ ფრონტზე ომი + სამოქალაქო დაპირისპირება საბოლოოდ დაასამარებს თანამედროვე საქართველოს და არა მხოლოდ მას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამოქალაქო დაპირისპირება საბოლოოდ დაასამარებს თანამედროვე საქართველოს

აი ამ ჩემ შაბანას :) ჩემთვის მაინც არაა თანამედროვე, მე ისევ უმუშევრად ვარ და ეხლა ვიღაცა თუ ყოველ დღე ფრანგს და ესპანელს ჟიმავს, მაგით მე რა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ამ ჩემ შაბანას :) ჩემთვის მაინც არაა თანამედროვე, მე ისევ უმუშევრად ვარ და ეხლა ვიღაცა თუ ყოველ დღე ფრანგს და ესპანელს ჟიმავს, მაგით მე რა? :)

მე რა უარეს დღეში არ ვარ კარედო? ოჯახით, ორი მცირეწლოვანი ბავშვით სადღაც უცხო ქვეყანაში მიწევს ოჯახის გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლა.. ეგ არის რომ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას თუ დედა ეტირება და ჩემზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩემთვის შვება ვერ იქნება. უფრო პირიქით ალბათ, მაინც ადამიანები ვართ..

ხო იცი კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო. საქმეზე საქმეზე რომ მიდგეს პირველი შეიძლება შენ გარბოდე სამობილიზაციო პუნტში : ))

ნაცბოზბანდის დედაც მოვსდღან ასე რომ გადაგვიკიდა.. მაგ არაადამიანებს ნამდვილად არ დავინდობდი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

ეხლა შეიძლება გკიდია კიდეც, რადგან ჩემზე მეტად თუ არა ნაკლებად არ გაქვს აკრეფილი კრიმინალურ რეჟიმზე, თან მაინც ეჭვის თვალით უყურებ ამ მეორე ვერსიას, მაგრამ თუ მოხდა ის რაზეც ვსაუბრობ, ვერც შენ დაიკიდებ და ვერც ვერავინ სხვა..

ორ ფრონტზე ომი + სამოქალაქო დაპირისპირება საბოლოოდ დაასამარებს თანამედროვე საქართველოს და არა მხოლოდ მას.

ოღონდ აჭარას თითს ვერ ახლებენ))

ალბათ თურქეთიც ჩაერთვება და ის შემოიყვანს ჯარს აქ "ერთმორწმუნე" ძმების დასაცავად.

სომხეთი კი რა უნდა, ჯავახეთს და აიღებს, ბორჯომი ახალციხით, რუსები ოსეთიდან ხაშურს და გორს

აფხაზები "ისტორიული დიდი აფხაზეთის" დედაქალაქ ქუთაისს "დაიბრუნებენ".

დარჩება თბილისი მარტო საქართველოს რუკაზე. ისიც დატოვებენ სამუზეუმო ექსპონატივით რუსეთის პროტექტორატის ქვეშ.

ან სომხეთის.

აზერბაიჯანი კი რუსეთ ბელორუს, სომხეთის კავშირს შეუერთდება.

მე რა უარეს დღეში არ ვარ კარედო? ოჯახით, ორი მცირეწლოვანი ბავშვით სადღაც უცხო ქვეყანაში მიწევს ოჯახის გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლა.. ეგ არის რომ საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას თუ დედა ეტირება და ჩემზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩემთვის შვება ვერ იქნება. უფრო პირიქით ალბათ, მაინც ადამიანები ვართ..

ხო იცი კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო. საქმეზე საქმეზე რომ მიდგეს პირველი შეიძლება შენ გარბოდე სამობილიზაციო პუნტში : ))

ნაცბოზბანდის დედაც მოვსდღან ასე რომ გადაგვიკიდა.. მაგ არაადამიანებს ნამდვილად არ დავინდობდი..

მეც წავალ სამობილიზაციო პუნქტში, როგორც 2008ში მივედი ჩემით, თუ დამხვდა იქ ვინმე...

როგორც მაშინ არ იყო არავინ იქ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

ჩემი აზრით თუ პირველ პოსტში წარმოდგენილი მეორე სცენარის მიხედვით განვითარდა მოვლენები ვეღარც თურქეთი ჩაერევა და ვეღარც სხვა რომელიმე ქვეყანა..

ამ საკითხს 2-3 წელია ვამუშავებ და დარწმუნებული ვარ, რომ 2008 წლის შემდეგ ვაშინგტონი საქართველოს სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას უსიტყვოდ გაწირავს, სამხრეთ კავკასიაში მისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური რუქისა და ბალანსის შესაქმნელად, პლუს ირანზე თავდასხმის შემდგომ პერიოდში უსაფრთხო ენერგოდერეფანის ასამოქმედებლად..

საქართველო "აბსაითში" აღმოჩნდა მთელი რიგი მიზეზების გამო და ვეჭვობ რომ თანამედროვე სახით გადარჩენა მოახერხოს.

ყოველ შემთხვევაში არსებული კრიმინალური რეჟიმის, კორუმპირებული პოლიტიკური სისტემისა და კორუმპირებული/ხელოვნური საზოგადოებრივ/პოლიტიკური ელიტის პირობებში ნამდვილად ვერ გადარჩება..

არა მგონია ეგ მასე იყოს და არა მგონია ვაშინგტონს კასპიის რესურსების გამო საქართველო და მისი დერეფანი არ სჭირდებოდეს და მიტ უმეტეს აქ რუსების ყოფნა.

ეგაა რამდენად აწყობს ვაშინგტონს სააკაშვილი? ენდობიან კი მას?

არ ვიცი მართალია თუ არა, ჯონ ბაასთან უჩხუბია და ის ინფარკტით თბილისის ერთერთ კლინიკაში მოათავსესო (ელჩი).

სამხედროების მობილიზაციაც შეინიშნებაო ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებთან კახეთის და რაჭის მხრიდანო, ტელევიზიამ გამოაცხადა.

მოკლედ ეს სირი რაფერ მოიქცევა ღმერთმა იცის აწე და რუსებიც რას იზამენ.

არა და ის გამოსვლები უკვე ჩასახშობია და ლიდერებიც დასაჭერი.

გაუგრძელდათ რაღაც თამაში და არც ხალხის აქტიურობაა რომ ხალხის სახელით "რევოლუცია" მოეწყოს. ჰოდა მეორე ვარიანტი რჩება თუ აქვთ ეგ სათადარიგო გეგმაში რუსების ჩართვა პროვოკაციის შედეგად და რამდენად ვართ ამისთვის ან ჩვენ, ან საერთაშორისო საზოგადოება მზად, ეხლა ამაშია საქმე.

ამიტომ არ სეიძლება 25დე ამათი ხელშეუხებელი დატოვება.

დაიჭირონ ეხლა უნდა ყველა და არც არავინ იქნება ქუჩაში და არც პროვოკაციის საშიშროება იქნება ასე მეტი.

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

ჯონ ბაასთან უჩხუბია და ის ინფარკტით თბილისის ერთერთ კლინიკაში მოათავსესო (ელჩი).

მაგ ელჩს ბებია ყოლია ქართველი და იმიტომ ნერვიულობს ასე საქართველოზე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა მგონია ეგ მასე იყოს და არა მგონია ვაშინგტონს კასპიის რესურსების გამო საქართველო და მისი დერეფანი არ სჭირდებოდეს და მიტ უმეტეს აქ რუსების ყოფნა.

ეგაა რამდენად აწყობს ვაშინგტონს სააკაშვილი? ენდობიან კი მას?

არ ვიცი მართალია თუ არა, ჯონ ბაასთან უჩხუბია და ის ინფარკტით თბილისის ერთერთ კლინიკაში მოათავსესო (ელჩი).

სამხედროების მობილიზაციაც შეინიშნებაო ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებთან კახეთის და რაჭის მხრიდანო, ტელევიზიამ გამოაცხადა.

მოკლედ ეს სირი რაფერ მოიქცევა ღმერთმა იცის აწე და რუსებიც რას იზამენ.

არა და ის გამოსვლები უკვე ჩასახშობია და ლიდერებიც დასაჭერი.

გაუგრძელდათ რაღაც თამაში და არც ხალხის აქტიურობაა რომ ხალხის სახელით "რევოლუცია" მოეწყოს. ჰოდა მეორე ვარიანტი რჩება თუ აქვთ ეგ სათადარიგო გეგმაში რუსების ჩართვა პროვოკაციის შედეგად და რამდენად ვართ ამისთვის ან ჩვენ, ან საერთაშორისო საზოგადოება მზად, ეხლა ამაშია საქმე.

ამიტომ არ სეიძლება 25დე ამათი ხელშეუხებელი დატოვება.

დაიჭირონ ეხლა უნდა ყველა და არც არავინ იქნება ქუჩაში და არც პროვოკაციის საშიშროება იქნება ასე მეტი.

დასაჭერები რომ არიან ეგ ფსევდო ოპოზიციონერები ამაში 110% გეთანხმები და გეთანხმები იმაშიც რომ ქუჩის აქციების შეწყვეტა პროვოკაციის ალბათობას მნიშვნელოვნად შეამცირებდა, მაგრამ ვინ დაიჭერს მაგათ?

მიშპოცა?

შანსი არ არის..

სწორედ მიშპოცას დავალებებით მოქმედებენ ეგ არაადამიანები და სწორედ მიშპოცას თანხმობის შედეგად წამოიწყეს ეს აქციები.

უბედურება ის არის, რომ ვერც სააკიანცი ხვდება რა შარში ყოფს თავს, ვერც ეგ ფსევდო ოპოზიცია და ვერც მაგ არაადამიანებს აყოლილი საქართველოს მოსახლეობა ..

აშშ-ის ელჩს რომ ჯამრთელობის მხრივ პრობლემები დაეწყო, მაგის მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს რაც საქართველოში უახლოვეს მომავალში მოხდება.. საქმის კურსში ნაწილობრივ მაინც იქნება და ნერვებიც ყველას არ აქვს რკინის..

რაც შეეხება ვაშინგტონის გეოპოლიტიკურ ინტერესს და კასპიის ენერგოსაბადოებს, აქ ჩემი პოზიცია ცალსახაა. აგვისტოს ომმა ცხადყო, რომ ვაშნგტონმა სამხრეთ კავკასიური ენერგოდერეფანის ფარგლებში საბოლოო არჩევანი არა საქართველოზე, არამედ სომხეთზე გააკეთა და შესაბამისად საქართველო დასავლეთის მარიონეტ რუსეთს მიუგდო საჯიჯგნად..

პლუს ამას ვაშინგტონის სამიზნე არა იმდენად აზერბაიჯანის ტერიტორიალურ წყელბში არსებული ენერგომარაგებია, რამდენადაც ირანის ნავთობსაბადოები. ანუ მომავალი ენერგოდერეფანი ირანი-სომხეთი-თურქეთი (ჯეიჰანი), შუააზია (ყაზახეთი-თურქმენეთი)-ირანი-სომხეთი-თურქეთი, შუააზია-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი და აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი იქნება..

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტიც უახლოვეს მომავალში ჰპოვებს განმუხტვას და საქართველოს ტერიტორიებიც უახლოვეს მომავალში გადანაწილდება ვაშინგტონისა და მარიონეტი რუსეთის გრძელვადიანი და მოკლევადიანი ინტერესების შესაბამისად..

მე ასე ვფიქრობ..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტიც უახლოვეს მომავალში ჰპოვებს განმუხტვას და საქართველოს ტერიტორიებიც უახლოვეს მომავალში გადანაწილდება ვაშინგტონისა და მარიონეტი რუსეთის გრძელვადიანი და მოკლევადიანი ინტერესების შესაბამისად..

თბილისი რომ გამოაცხადონ რამე ჰონგკონგის პონტში, არ გამოვა? ნუ, ნა ხუდიო კანეც, საბურთალო მაინც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თბილისი რომ გამოაცხადონ რამე ჰონგკონგის პონტში, არ გამოვა? ნუ, ნა ხუდიო კანეც, საბურთალო მაინც

გამოუცხადებლადაც ეგრე გამოდის რო? : ))

ნუ, მანდეთ მიდის ყოველ შემთხვევაში..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დასაჭერები რომ არიან ეგ ფსევდო ოპოზიციონერები ამაში 110% გეთანხმები და გეთანხმები იმაშიც რომ ქუჩის აქციების შეწყვეტა პროვოკაციის ალბათობას მნიშვნელოვნად შეამცირებდა, მაგრამ ვინ დაიჭერს მაგათ?

მიშპოცა?

შანსი არ არის..

სწორედ მიშპოცას დავალებებით მოქმედებენ ეგ არაადამიანები და სწორედ მიშპოცას თანხმობის შედეგად წამოიწყეს ეს აქციები.

მეც მაგას ვამტკიცებ თავიდანვე.

ბურჯანაძის და გაჩეჩილაძეების და კინწმარიშვილის დასაჭერად ხელისუფლებას ყველანაირი მიზეზი აქვს. მათ ამისთვის ნებისმიერ ქვეყანაში დააპატიმრებდენ კანონის სრული დაცვით, ყოველი გაჩალიჩებების გარეშე..

მაგრამ ეგენი რის სირებია სირულად არ გააკეთონ ყველაფერი და თან ერთად თუ თამაშობენ, რატომ დაიჭერენ?

მთავარი საქმე გააკეთეს. საზოგადოება შეამოწმეს როგორაა მზად რევოლუციებისთვის, აცრეს კარგად ყოველშემთხვევისთვის და მალე მიწყნარდება ყველაფერი.

თუ ერთად არ არიან, უკვე დროა დაჭერების, დიდი პროვოკაცია რომ არ მოხდეს და ცუდად არ წავიდეს სულ საქმე. თუ არ გააკეთებენ ამას, ყველაფერი მალე გამოჩნდება ვინ ვისთან და სად იდგა.

მე უბრალოდ სხვა პარტიების და ოპოზიციის გულგრილობა მაკვირვებს ამ მოვლენებს რომ სათანადოდ არ აფასებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვა ოპოზიციური პარტიების რა გითხრა, არც მათი ნდობა შეიძლება ჩემი აზრით, მაგრამ ძირითადად პოსტის პათოსს ვიზიარებ.. ეგ არის, რომ თუ უარესსა და უარესს შორის არჩევანზეა საუბარი ისევ ალასანია და რესპუბლიკელები მირჩევნია მაგ თახსირებს..

ნუ, ფორუმი, კი ბატონო, ცოტა მეტად თუ გათანამედროვდებიან : ))

იმედია მალე ჩანწყნარდება ვითარება და უარესი არ მოხდება..

ბოლო ბოლო ეგ ხალხიც ცოდოა მაგ არაადამიანი პოლიტიკანების გადამკიდე..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...