babuagiorgi Posted May 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2011 McLaren ხოდა თუ არჩევნებს წააგებს და არ დაუთმობს, მაშინ იქნება გადასაყენებელი უკვე ყველანაირი გზით კაცო აბა ყოფილა გადასაყენებელი.არჩევნები გააყალბა და ამაზე მეტი რა გინდა ეხლა გადასაყენებლ მიზეზად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted May 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 22, 2011 (edited) Saturnხოდა თუ არჩევნებს წააგებს და არ დაუთმობს, მაშინ იქნება გადასაყენებელი უკვე ყველანაირი გზითწინა არჩევნებზე სააკაშვილმა აიღო 53%. თან ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის ძალიან ბევრი უბნის ოქმზე დაფიქსირდა 99%-იანი აქტივობა, საიდანაც 99% სააკაშვილის ხმა იყო. გადასატანი ყუთებიდან დათვლილი ხმების 90%-იც სააკაშვილს ეკუთვნოდა. დახურულ უბნებში, სადაც ჯარი და პოლიცია აძლევდა ხმას, სააკაშვილს ყველგან თითქმის 100% ქონდა. დამატებითი სიებით ვინც მისცა ხმა, და უბნების ნაცვლად საოლქო კომისიებში რაც გააგზავნეს დასათვლელად, იქაც 90% სამთავრობო ხმა აღმოჩნდა. ეუთომ პირდაპირ დაწერა თავის დასკვნაში, ბიულეტენების 23% არასწორად იყოო დათვლილი. მაშინდელ სახალხო დამცველს რა ჩანაწერებიც მიაწოდეს, თითქმის ყველგან ოქმზე ამომრჩევლების რაოდენობა ბევრად აღემატებოდა იმ ხალხის რაოდენობას, ვინც საარჩევნო უბანზე იყო შემოსული. და ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ გვქონდა სააკაშვილის გადაყენების უფლება ყველანაირი გზით? Edited May 22, 2011 by McLaren Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2011 babuagiorgiMcLarenარჩევნები გაყალბებულად უნდა სცნონ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და არა გრეჩიხამ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted May 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2011 Saturnარჩევნები გაყალბებულად უნდა სცნონ ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და არა გრეჩიხამ.ეუთო არასაკმარისად ავტორიტეტული ორგანიზაციაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2011 ეუთო არასაკმარისად ავტორიტეტული ორგანიზაციაა?ეუთომ სცნო ის არჩევნები. არ უღიარებია ჩაშლილად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted May 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2011 Saturnეუთომ სცნო ის არჩევნები. არ უღიარებია ჩაშლილად.ბიულეტენების 23% არასწორად დაითვალესო. ახლა იმას ვერ დაადგენდნენ სწორად რომ დაეთვალათ, რომელი კანდიდატი რამდენ პროცენტს მიიღებდა. ხოდა ზუსტად მაგას გეუბნებოდი, რომ ბურჯანაძისა არ იყოს, არც სააკაშვილი არ აღიარებს არასოდეს თავის დამარცხებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2011 სოჭში მცხოვრებმა ქართველებმა “ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს საღამოს ქალაქის ცენტრში შენიშნეს. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” სოჭში მცხოვრებმა ქართველებმა აცნობეს. სააგენტოს კითხვაზე, იყო თუ არა აღნიშნული პირი ირაკლი ოქრუაშვილი, ქართველებმა შემდეგი განმარტეს. “საღამოს სოჭში “რივიერას” პარკში ვსეირნობდით, იქედან რომ გამოვედით, გამოსულებს გაგარინის პროსპექტზე ირაკლი ოქრუაშვილი სამ თანმხლებ პირთან ერთად შეგვეჩეხა. თავიდან დავიბენით, გვეგონა, რომ ეს ადამიანი ოქრუაშვილს გავდა, შემდეგ ჩვენმა მეზობელმა ქართულად დაუძახა – ბატონო ირაკლი თქვენთან ფოტოს გადავიღებთო. ოქროაშვილმა უარის ნიშნად ხელი დაგვიქნია და თანმხლებ პირებთან ერთად მანქანაში ჩაჯდა”,- აცხადებენ სოჭში მცხოვრები ქართველები. “ექსპრესნიუსი” სამივე ქართველს ესაუბრა და სამივე ნანახის ერთი და იგივე ვერსიას ჰყვება. ინფორმაციის მიღების შემდეგ, “ექსპრესნიუსმა” გაარკვია, რომ ფრანგული მობილური ოპერატორების ერთ ნაწილს რუსეთში როუმინგული მომსახურება აქვს. ამის მიუხედავად, სააგენტომ ოქრუაშვილის ფრანგულ ნომერზე დაკავშირება ვერ მოახერხა. “ექსპრესნიუსი” ცდილობდა დაკავშირებოდა “ქართული პარტიის” რამდენიმე ლიდერს ამ ინფორმაციის კომენტირებისთვის, თუმცა, ჩვენი ვარაუდით, გვიანი ღამის გამო, მათ ტელეფონებს არ უპასუხეს. “ექსპრესნიუსი” უფლებას იტოვებს არ გაამჟღავნოს იმ ქართველების სახელი და გვარები, რომლებიც სოჭში ცხოვრობენ, თუმცა სააგენტო ადასტურებს რომ ინფორმატორები ნამდვილად სოჭში ცხოვრობენ და აფხაზეთიდან დევნილები არიან. http://www.epn.ge/?p=63134 :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2011 McLarenარსებობს არჩევნების ჩატარების ცნობის და არცნობის ცნება. მაგალითად არ სცნეს ბელორუსიის არჩევნები. საქართველოსი სცნეს. მარტივია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted May 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2011 Saturnარსებობს არჩევნების ჩატარების ცნობის და არცნობის ცნება. მაგალითად არ სცნეს ბელორუსიის არჩევნები. საქართველოსი სცნეს. მარტივია.თუ ავტორიტეტულ ორგანიზაციებზე ვლაპარაკობთ, მაგალითად ეუთოზე, ისინი დებენ დასკვნებს თუ რამდენად შეესაბამებოდა ესა თუ ის არჩევნები დემოკრატიის ამა თუ იმ ნორმებს. ისინი აფიქსირებენ დარღვევებს. მთავრობა გამუდმებით გაიმეორებს, რომ ეს დარღვევები საერთო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდა, ოპოზიცია იტყვის საპირისპიროს. მარა რახან საარჩევნო კომისიებში ხელისუფლებას უმრავლესობა ყავს, ყოველთვის ხელისუფლების ვერსია გაიმარჯვებს. რაც შეეხება არჩევნების ცნობა / არ ცნობას, ეგ უშუალოდ ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობის გადასაწყვეტია. და ახლა რა გამოდის, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტზეა დამოკიდებული ვინ გვეყოლება მთავრობაში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2011 McLarenრაც შეეხება არჩევნების ცნობა / არ ცნობას, ეგ უშუალოდ ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობის გადასაწყვეტია. და ახლა რა გამოდის, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტზეა დამოკიდებული ვინ გვეყოლება მთავრობაში? მსოფლიო თანამეგობრობაზე არის დამოკიდებული რა თქმა უნდა. თუ არ ცნეს ეს ნიშნავს ყველა გზის და არხის დაბლოკვას, რაც ხელისუფლების დასასრულს ნიშნავს ფაქტიურად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.