Jump to content
Planeta.Ge

"სახალხო კრება" შეტევაზე გადადის


Recommended Posts

აგერ ნახეთ რა განაცხადა ოქრომ:

 

ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს მიმართვა გაავრცელა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ: "ძალიან მიმძიმს ახლა საუბარი, დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა. უკვე მეორედ ხდება ერთი და იგივე, როდესაც ხელი შემიშალეს საქართველოში დაბრუნებაში. ეს ერთხელ 2009 წლის მაისში მოხდა, როდესაც საქართველოს საზღვართან ვიმყოფებოდი და ეგრეთ წოდებულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარყოფითად შეაფასა ჩემი საქართველოში დაბრუნება.

ხელისუფლების რიტორიკა, რითაც ხალხს აშინებდნენ, თითქოსდა ცხინვალის გავლით, რუსული ტანკებით უნდა დავბრუნებულიყავი და პუტჩი მომეწყო, მყისვე აიტაცა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, რის გამოც ოპოზიციის გაერთიანება ჩაიშალა და იმედი მაქვს ხალხი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს.

მათი სურვილია ეს საქმე ჩემი ხელით გაკეთდეს და ხელი მე შემაწმინდონ, თანაც თვითონ სუფთა გამოვიდნენ ამ საქმიდან.

ამის შემდეგ, მე უშუალოდ მივიღებ გადაწყვეტილებებს, სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე.

იმას, რაც დღეს ხდება, ერთი სიტყვით ღალატი ქვია, ხალხის ღალატი. მათ სინდისზე იყოს იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც მათი საქციელის გამო ხელისუფლება გააუბედურებს. მათთვის პოლიტიკა არის ბიზნესი და მეტი არაფერი.

მე ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ, სამუდამოდ წავალ პოლიტიკიდან. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩათვალა, რომ გული ვატკინე. არაფერი არ დამთავრებულა, ყველაფერი წინაა!",-ნათქვმია ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 436
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ჩემი აზრით 10-15 წელი დასჭირდება საზოგადოებას გაიაზროს, თუ როგორი გზით კეთდება პოლიტიკა და რას ნიშნავს პოლიტიკა და როგორი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია.

 

10-15 წელში ქართველობა იქნება ისეთ უმცირესობაში, რომ პოლიტიკას ჩვენთვის აზრი აღარ ექნება.

გილაურმა ბრძანა, უმუშევრობა შემცირდაო. ვეთანხმები: დაიხოცნენ ის უმუშევრები და იმიტომ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...