Jump to content
Planeta.Ge

"სახალხო კრება" შეტევაზე გადადის


Recommended Posts

ავტომანქანა, რომელსაც კოსტავას გამზირზე შეკრებილი "სახალხო კრების" აქტივისტები თავს დაესხნენ, პოლიციას ეკუთვნოდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, შავი ფერის "ფოლკსვაგენ ჯეტა", რომელშიც პოლიციის თანამშრომლები ისხდნენ, პოლიციის შენობიდან გამოვიდა. სწორედ ამ დროს ავტომანქანას თავს დაესხნენ დროშის ტარებით აღჭურვილი "სახალხო კრების" აქტივისტები.

ამის შემდეგ, სპეცრაზმი იძულებული გახდა, ვითარება განემუხტა. შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი, რომლებსაც სამედიცინო დახმარება რესპუბლიკურ საავადმყოფოში აღმოუჩინეს. საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. მომხდარზე დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

არეულობა 07.45 წუთზე მას შემდეგ დაიწყო, რას კოსტავას გამზირზე ავტომანქანა "ფოლკსვაგენი" შევიდა, რომელშიც პოლიციის ფორმიანი პირები ისხდნენ. მომიტინგეები ყვირილით შემოეხვივნენ გარს ავტომანქანას და პლასტმასის ჯოხებით, რომლებსაც მანამდე დროშები ჰქონდა, ავტომანქანას დარტყმა დაუწყეს. ჩაამსხვრიეს მინები, დააზიანეს მანქანა და ჯოხებს ურტყამდნენ შიგნით მსხდომებს, ასევე ცდილობდნენ მათი მანქანიდან გადმოყვანას.

 

ავტომანქანამ მოახერხა დაეტოვებინა ტერიტორია, რის შემდეგაც სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“ –ის მხრიდან წამოვიდნენ სპეცრაზმელები, რომლებაც მომიტინგეებს რეზინის ტყვიები დაუშინეს და გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. მომიტინგეებმა გმირთა მოედნისკენ დაიხიეს, რის შემდეგაც მათ მოუწოდეს შეფიცულთა რაზმის წევრებმა, რომ არ დაეტოვებინათ ტერიტორია.

 

ინციდენტის დროს ნინო ბურჯანაძე კოსტავას ქუჩაზე არ იმყოფებოდა, მან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორია გამთენიისას, დაახლოებით 07.00 საათისთვის დატოვა.

 

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=22-05-2011%2009:00

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 436
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ისეთი აქციების დედაც რომელსაც არ დაარბევენ, უფრო სწორად,

როდესაც ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის პრეტენზია გაქვს

მუშტის ქნევაც უნდა შეგეძლოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ინციდენტის დროს ნინო ბურჯანაძე კოსტავას ქუჩაზე არ იმყოფებოდა, მან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორია გამთენიისას, დაახლოებით 07.00 საათისთვის დატოვა.

 

გაფრთხილებული იყო)) უფრო სწორად იცოდა ყველაფერი კარგად))

ეს ტყვიები, ჯოხები და გაზი ოპოზიციას მოხვდა მთლიანობაში, რომელიც მაგ აქციებზე სულ არ იყო და დიდხანს იქნება ეხლა მიჩმორებულ მდგომარეობაში და დიდხანს კიდო მოგვიწევს სააკაშვილის ბაქიბუქის მოსმენა)

შოუ ჩატარდა, შჰოუ გრძელდება.

ხალხი კი გაბრიყვებული დარჩა კიდო ერთხელ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio, შენ რომ სურათებს დებ ხოლმე ის არაა დარბევა, აი ეს არის რაც ამ სურათზეა და არ ვისურვებდი მაგ ხალხის ადგილზე ყოფნას ვინც მაგაში მიიღო მონაწილეობა

car.png

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქციების გამარაზმებას ისევ მისი დარბევა ჯობია,

დინამიკაა აუცილებელი, დინამიკა,

თუკი ხელისუფლება არაფრად მიიჩნევს მრავალათასიან პროტესტს საზოგადოებას უფლება აქვს გადადგას რაადიკალური ნაბიჯები,

 

 

ფოთოლი არ ჩამოვარდა და თურმე ეს კულტურულების ნიშანია, სინამდვილეს ეს არის საკუთარი უსუსურობის და მშიშრობის გამართლება

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უფლება აქვს გადადგას რაადიკალური ნაბიჯები

კარგი ბატონო. ერთ მხარეს თუ აქვს რადიკალური ნაბიჯების გადადგმის უფლება, მეორე მხარესაც სუფთა სინდისით შეუძლია უპასუხოს ამ რადიკალურ ნაბიჯებს. ვისი აჯობებს ვნახოთ :)

 

იმ ბათუმშიც ეტყობა რაგაც ასეთი ტიპის ქლიბობა გააკეთეს და იმიტომაც დაამშვიდეს დროულად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი ბატონო. ერთ მხარეს თუ აქვს რადიკალური ნაბიჯების გადადგმის უფლება, მეორე მხარესაც სუფთა სინდისით შეუძლია უპასუხოს ამ რადიკალურ ნაბიჯებს. ვისი აჯობებს ვნახოთ

 

ეგრე თუ წავა საქმე, საქართველოში დარჩება შსს და მთავრობა. ვაკუუმს ჩინელები და ინდოელები შეავსებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი ბატონო. ერთ მხარეს თუ აქვს რადიკალური ნაბიჯების გადადგმის უფლება, მეორე მხარესაც სუფთა სინდისით შეუძლია უპასუხოს ამ რადიკალურ ნაბიჯებს. ვისი აჯობებს ვნახოთ :)

 

იმ ბათუმშიც ეტყობა რაგაც ასეთი ტიპის ქლიბობა გააკეთეს და იმიტომაც დაამშვიდეს დროულად.

მეტი რა უნდა გაეკეთებინათ? ტელევიზიას დაეცნენ, მინები ჩაამსხვრიეს, შტურმით უნდა ავიღოთო და დაფანტულები კიდო იმუქრებოდნენ აი მოვბრუნდებით და სხვანაირად მოგხედავთო.

ხო და შეამოწმეს ეს "სხვანაირი" რა გეგმა საშუალები ქონდათ ოფისებში.)))

არ უნდა გადაემოწმებინათ? მაშინ ღლეები იქნებოდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტელევიზიას დაეცნენ, მინები ჩაამსხვრიეს, შტურმით უნდა ავიღოთო და დაფანტულები კიდო იმუქრებოდნენ აი მოვბრუნდებით და სხვანაირად მოგხედავთო.

ასეც ვიცოდი :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრე თუ წავა საქმე, საქართველოში დარჩება შსს და მთავრობა. ვაკუუმს ჩინელები და ინდოელები შეავსებენ.

შსს უნდა იყოს,ჯარიც, მის გარეშე ვერცერთი მთავრობა და ვერცერთი სახელმწიფო ვერ იქნება.

არ სეეძლოთ წყნარად ეტარებინათ აქციები?

მაგრამ თვითონ არ უნდოდათ გაგრძელება, და ჯობს დაბრალდეს ვიღაცას რაღაცა და ვიღაცას ქულები დაეწეროს ამით. მთავრობასაც კი, თქვენ წარმოიდგინეთ. ეხლა მაგათზე უფრო არავის აწყობს აქციის ჩაფლავება და ამაში ეხმარებიან კიდეც.

ამის მერე კი დგება მომენტი, როდესაც მოტყუებული გაბრიყვებული ხალხი ჩმორდება ცხვირ პირ დანაყული რომ მიდის სახლში არაფრის გარეშე და მერე უძახე მაგათ სხვა თუნდაც ნაღდ აქციაზე გამოდითო. გამოვლენ?

ჩინელები და ინდოელები რომ მოეძალენ აქაურობას, ეგ ცუდი არაა კიდო. ესეიგი შეიძლებიათ ჩინელებს და ინდოელებს აქ მუშაობა და მოდიან, ხომ არ გარბიან?

ამ ქართველებს კი რა ღმერთი გაუწყრათ?

თუ მზამზარეულს მოგვიტანს ვინმე და ჩაგვიდებს პირში?

ვინც ამას ელოდება, მერე სხვა რამეზე რომ უწევს გემოს გასინჯვა და რატომ უკვირთ?

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მაგ მანქანაში ვიღაცა ჩაუსვიათ

და რახდება ეხლა თქვენტან ამ დილას რამ გაგაღვIძა

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ მანქანაში ვიღაცა ჩაუსვიათ

და რახდება ეხლა თქვენტან ამ დილას რამ გაგაღვIძა

ხო ეგ "ვიღაცა ჩაუსვამთ" მოიფიქრეს სახელდახელოდ აბა რა ეთქვათ? ტყუილად ვეცით მანქანასო ხო არ იტყოდნენ?

მაესტროს ლაივი გადაახვიე უკან, ბათიაშვილი რომ ამბობს რა მოხდა ჩხუბი იყო, ვის არ გვინახავს ჩხუბიო. არავითარ ჩასმაზე არ დაუძრავს სიტყვა.

 

სად ჩვენთან რა ხდება? ჩემი ოჯახის ამბები გაინტერესებს?

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეიგი შეიძლებიათ ჩინელებს და ინდოელებს აქ მუშაობა და მოდიან, ხომ არ გარბიან?

ამ ქართველებს კი რა ღმერთი გაუწყრათ?

ამის ფიქრისთვის ლოგიკა არ ყოფნით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო ეგ "ვიღაცა ჩაუსვამთ" მოიფიქრეს სახელდახელოდ აბა რა ეთქვათ? ტყუილად ვეცით მანქანასო ხო არ იტყოდნენ?

მაესტროს ლაივი გადაახვიე უკან, ბათიაშვილი რომ ამბობს რა მოხდა ჩხუბი იყო, ვის არ გვინახავს ჩხუბიო. არავითარ ჩასმაზე არ დაუძრავს სიტყვა.

 

სად ჩვენთან რა ხდება? ჩემი ოჯახის ამბები გაინტერესებს?

არა ეხლა იძახიან უნდოდათ წაყვანაო და არ გავატანეთო ))

არადა მომზადებული იყო წინასწარ. რაზმიც შეტევისთვის გამზადებული იქვე, ნინიკო გაპარული სადღაც))

გაიარა მანქანამ, დასცხეს, სპეცრაზმა დაფანტა წესრიგის დამრღვევები, დაიშალენ თვითონაც და უცებ მოდის Nინიკო თეთრ ცხენზე ამხედრებული))) სპასიტელნიცა :vedreba:

ვაი რა დურაკებია ეს ხალხი, მდენს რომ ვერ ხვდება ვერაფერს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...