Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მანქანით გააჩერეს და "უბრალოდ" საბუთები არ აჩვენა პოლიციას. ამისთვის უნდა დაეჭირათ? :mad:

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=21-05-2011%2014:11

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახალხო კრების აქტივისტი და მისი ფეხმძიმე მეუღლე ცემაში მუხიანის პოლიციელებს ადანაშაულებენ

პს. მხოლოდ ადანაშაულებენ... მე არ მჯერა, რომ ჩვენი პოლიცია ამას ქნამდა...

----------------------------------------------------

მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ, მღვდელი და მანქანისა...

აგე ვირი, შეჯექი და იარე...

მანქანა ეშმაკის მოგონილია

---------------------------------------------

მაესტრო გათიშულია?

Edited by georgekh13
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანქანით გააჩერეს და "უბრალოდ" საბუთები არ აჩვენა პოლიციას. ამისთვის უნდა დაეჭირათ? :mad:

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=21-05-2011%2014:11

ეს ვაივიდეო აქ არ ანახებს, მაგრამ ამის გულისათვის დაჭერა ნაღდში აბსურდია.

აქ შეადგენდნენ პროტოკოლს და გაუშვებდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ვაივიდეო აქ არ ანახებს, მაგრამ ამის გულისათვის დაჭერა ნაღდში აბსურდია.

აქ შეადგენდნენ პროტოკოლს და გაუშვებდნენ.

საბუთი თუ არ მისცა როგორ შეადგენენ პროტოკოლს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ინციდენტი შეიძლება შავაფასოთ ორი თვალსაზირისით სამართლებირივი

და სასულიერო,

რეალურად რა მოხდა წესით უნდა დაადგინოს მიუკერძოებელმა სასამართლომ რომელიც არ არსებობს და არც იარსებებს სანამ ნაცები იქნებიან ხელისუფლებაში,

არსებული სიუჟეტიდან მე ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტან, ანუ არ ვიცი, სასულიერო პირს კანონიერად მოექცნენ თუ უკანონოდ,

ეხლა რაც შეეხება საეკლესიო სამაართლებრივ შეფასებას,

მღვდლებს მიტინგზე სიარული არ ეკრძალებათ, მაგრამ არაა რეკომენდირებული,

ანუ მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიცია არ იცნობს ასეთ შემთხვევებს,

ასეთ ქმედებას კურთხევა სჭირდება ეპისკოპოსის მხრდან და თუკი ეპიკსოპოსმა გასცა კურთხევა

პასუხისმგებლობა მასზე გადადის,

მე როგორც რიგიტი მართლმადიდებელი წუხილს გამოვთქვავ რომ მამაოს მეტყველების კულტურა კრიტიკას ვერ უძლებს, სამსახურში მივდიოდიო,

რა უბედურებაა ეს პროვინციალიზმი, დიქციაზე მაინც იმუშავოს, ბოლო ბოლო პატივი უნდა ვცეთ ქართულ ენას ერთი ბეწო ერი ვართ და რა უბედურებაა ეს წეიღე მეიტანი, ეჭვი მიჩნდება მამაოს ან არა აქვს საუსლიერო სემინარია დამთავრებული, ან იქ არ მიმდინარეობს სათანაოდ დონეზე სწავლებ რა კრიტერიუმებით აკურთხეს ის მღვდლად, რა უნდა ასწავლოს მან მრევლს,

არადა თუკი მღვდელმონაზნობა არ დგას თავის სიმაღლეზე, ან ინტელექტუალურად ან მორალურად ეს საშინელი შედეგით მთავრდება საზოგადოებისთვის

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამაოს მეტყველების კულტურა კრიტიკას ვერ უძლებს, სამსახურში მივდიოდიო

როცა ყოველდღე ერთი და იგივეს აკეთებ და ამაში ფულს იღებ, ადრე თუ გვიან ეს სამსახურად იქცევა. აი ეგ მომენტი ნამდვილად არ მიკვირს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა ყოველდღე ერთი და იგივეს აკეთებ და ამაში ფულს იღებ, ადრე თუ გვიან ეს სამსახურად იქცევა. აი ეგ მომენტი ნამდვილად არ მიკვირს :)

ღვთის მსახურება და სამსახური სხვადასხვა რაღაცაა, ყოველ შემთხვევაში მართლმადიდებელი მღვდელი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს და ასეთ კონტექსტში ეკლესიის მოხსენიება, რომ აი სამსახურში მივდიოდი წირვის ჩასატარებლად იმას ნიშნავს რომ .. ეხლა არ ვიცნობ მაგ კაცს და არ ვიცი როგორი მღვდელია, შეიძლება ნუ მეტყველება არ უვარგა და სხვა მხრივაა ძლიერი, თუმცა მღვდელი პირველ რიგში დამრიგებელი და სულიერი ცხოვრების მასწავლებელი უნდა იყოს, ხოლო ასეთი მეტყველების მქონე ადამიანმა ვის რა უნდა ასწავლოს ან რა უნდა შესძინოს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წესით უნდა დაადგინოს მიუკერძოებელმა სასამართლომ რომელიც არ არსებობს და არც იარსებებს სანამ ნაცები იქნებიან ხელისუფლებაში,

მიუკერძოებელი სასამართლო ბუნებაში არ არსებობს, რადგან განაჩენი ადამიანებს გამოაქვთ. სასამართლო საერთოდ არ უნდა არსებობდეს. სულ ერთია, მაინც პროცესს იგებს ის, ვინც ძლიერია. უფრო მეტიც, თუ ფული გაქვს, ნებისმიერ სასამართლოს მოიგებ. აი, მილიონად გამოუშვეს ის ვიღაც მსოფლიო სავალუტოს უფროსი. ეგეთ რამეზე მე რო დავეჭირეთ, 20 წლიანს მომცემდნენ. გავარტყი ყველანაირ სასამართლოს.

სასამართლო ყოველთვის არსებობდა და ცივილიზაციის განუყრელი ნაწილია,

მნიშვნელობა არა აქვს მოსამართლის ფუნქცია ვინ ასრულებს, დაქირავებული მოსამართლე, მახვში-ხევისბერი თუ კანონიერი ქურდი,

როდესაც სასამართლო სამართლიანობას კარგავს და ხდება მიკერძოებული, კორუმპირებული ასეთი საზოგადოების საქმე ცუდადაა და ადამიანებს უწევთ უსამართლო გარემოში ცხოვრება, რაც არაბუნებრივია, ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის სამართლიანობისკენ რაც არ უნდა ნაძირალა იყოს, ის ბანდიტია თუ მანიაკი, ყოველთვის მოითხოვს რომ მას უსამარტლოდ არ მოექცნენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიუკერძოებელი სასამართლო ბუნებაში არ არსებობს, რადგან განაჩენი ადამიანებს გამოაქვთ

აიზეკ აზიმოვს აქვს საინტერესო მოთხრობა მაგ თემაზე ანუ მოსამართლეზე, რომელიც სინამდვილეში რობოტი იყო და ყოველთვის სამართლიანი განაჩენი გამოჰქონდა და არასდროს არ უსჯიდა ბრალდებულს სიკვდილს :)(ეს რობოტიკის ერთ-ერთ კანონს ეწინააღმდეგებოდა).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასამართლო ყოველთვის არსებობდა და ცივილიზაციის განუყრელი ნაწილია,

არაა ეგრე. აი, ვთქვათ მე მცემა ვიღაცამ. სასამართლო რომ არ არსებობდეს, ავდგები და ვცემ. მე თუ ვერ მოვერევი, ვინმეს ვნახავ და ვაცემინებ. იმას ეცოდინება, რომ აუცილებლად მოინახება მასზე ძლიერი და იცემება. სასამართლო როცა არსებობს, უბრალოდ გადაიხდის ჯარიმას და ვსიო. ამით მე რა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

დონ, შენ სრულიადაც არ ხარ ორიგინალური,

შენს წარმოდგენაში მართალია არა ის ვინც მართალია, არამედ ის ვინც ძლიერია,

ეს პრინციპი მეტ ნაკლებად ყველგან მოქმედებს, მაგრამ რაც უფრო ცივლიზირებული და ჰუმანურია საზოგადოება, მით უფრო ხდება იმის მცდელობა რომ მხარეთა შორის წარმოშობილი დავა მიუკერძოებლად გადაწყდეს,

მაგალითად, შენ მიდიხარ ქუჩაში და დაინახე რომ ვიღაც შენს წარმოდგენაში მოპიდარასტო ელემენტს აქვს ნავაროჩენი მობილური, მიხვედი და აახიე,

შენ შენს გაგებაში მართალი ხარ იმიტომ რომ ის პედერასტი არ იმსახურებს კარგ მობილურს,

ამიტომ ააახიე როგორც ჩმორს,

ამის შემდეგ იგივე მობილური იარაღიანმა მასტმა აგახია,

მერე იმ იარაღიან მასტს უფრო მაგარი იარაღის მქონე ტიპმა აახია,

ხოდა, აი, ასეთი ბეზპრედელი რომ არ იყოს, ამიტომაც არსებობს კანონიც და სასამართლოც

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა, აი, ასეთი ბეზპრედელი რომ არ იყოს, ამიტომაც არსებობს კანონიც და სასამართლოც

ბეზპრედელი სწორედ მაშინ არსებობს, როდესაც არსებობს სასამართლო. ქაოსზე მეტი წესრიგი არ გამოუგონია ბუნებას. ყოველგვარი ხელოვნურად მოწესრიგება იწვევს უსამართლობას

მაგალითად, შენ მიდიხარ ქუჩაში და დაინახე რომ ვიღაც შენს წარმოდგენაში მოპიდარასტო ელემენტს აქვს ნავაროჩენი მობილური, მიხვედი და აახიე,

აი როდესაც არ იქნება სასამართლოები, ეგეთ ტიპებს ვეღარ ექნებათ ნავაროჩენი მობილურები :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაა ეგრე. აი, ვთქვათ მე მცემა ვიღაცამ. სასამართლო რომ არ არსებობდეს, ავდგები და ვცემ. მე თუ ვერ მოვერევი, ვინმეს ვნახავ და ვაცემინებ. იმას ეცოდინება, რომ აუცილებლად მოინახება მასზე ძლიერი და იცემება. სასამართლო როცა არსებობს, უბრალოდ გადაიხდის ჯარიმას და ვსიო. ამით მე რა?

მთაში იყო სისხლის აღების წესი. კაცი სანამ რამეს ჩაიდენდა, იცოდა რომ არ შერჩებოდა და ფრთხილობდა.

საფრანგეთშიც იყო მსგავსი წესი-ვენდეტა.

ცოტა ველურია, მაგრამ ეფექტური.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთაში იყო სისხლის აღების წესი. კაცი სანამ რამეს ჩაიდენდა, იცოდა რომ არ შერჩებოდა და ფრთხილობდა.

საფრანგეთშიც იყო მსგავსი წესი-ვენდეტა.

ცოტა ველურია, მაგრამ ეფექტური.

ეგრე რა კაცო, მომეხმარე თორე დამჩაგრეს ამ "კანონმორჩილებმა" :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...