Jump to content
Planeta.Ge

21 მაისიდან სოლიდარობის ქმედებები


Recommended Posts

რა რუსეთი კაცო, რუსეთს ყველაზე ძალიან სააკაშვილი აწყობს, შენი თქმით გამოდის რომ მიშა საქართველოს სუვერენიტეტს იცავს?

გამოდის რომ ნაცები არიან პატრიოტები, ოკ, ნუ, თუკი ასეა გაუმარჯოს ნაცმოძრაობას,

რაღა პრეტენზიები შეიძლება გვქონდეს მათ მიმართ, ადამიანი ყველაფერს მოითმენს თუკი საბოლოო ჯამში ეს ჩვენი სუვერენიტეტისთვის კეთდება,

ოკ,

მაშინ ხვალიდავნე ჩავწერეოთ ნაცების სიაში და ვიყვიროთ მიშა მიშას

რუსეთს რომ აწყობს სააკაშვილი არა იმიტომ რომ მათ საქმეს აკეთებს, არამეტ იმიტომ რომ საქართველოს საქმესაც ვერ აკეთებს და ასე მათი საქმეც ნაწილობრივ კეთდება.

მიშას მხარდაჭერას არავინ გთხოვს, არც მე ვარ მაგის მომხრე. მაგრამ შეიცვალოს იმ ძალებით რომლებიც რუსეთის გუბერნიად გვაქცევს, ნაღდად არ მინდა.

ეხლა როდესაც პარლამენტსაც დრო აქვს ფაქტიურად ამოწურული, მიშასაც ცოტა დარჩა, ის უნდა ვაიძულოთ, აკეთოს ქართული საქმე.

ამისათვის ოპოზიციაც უნდა გაერთიანდეს, და არა ისინი, მე5ე კოლონა რომ ჰქვია.

მაგრამ ყველა რომ მის ნაჭუჭშია ჩაკეტილი, ესენი უფრო აკეთებენ მიშას საქმეს.

რითი არიან მმიშაზე უკეთესები, რამდენიმე კაცი ვერ გაერთიანებულან ერთად ერთი საქმისთვის და ქვეყნის ერთიანობაზე აქვთ პრეტენზია რომ ესენი შეძლებენ?

მე რეალური ოპოზიცია მყავს მხედველობაში, ყოველ შემთხვევაში ისინი, რუსეთს გუნდრუკს რომ არ უკმევენ.

რატომ არ მუშაუბენ იმ ხალხზე, ვისაც ეს "სახალხო" და "ქართული" პარტია აბრიყვებს?

რატომ არ მოუწოდებენ ხალხს არ აჰყვენ პროვოკატორებს?

რატომ არ მოუწოდებენ ხელისუფლებას აღკვეთოს რუსეთის აგენტების თარეში საქართველოში?

რატო არ მოუწოდებენ ბურჯანაძის ოჯახის დასჯისკენ? ცოტა დანაშაული აქვთ ჩადენილი?

ეხლა ხელისუფლებაზე ზეწოლაა საჭირო, ერთიანი ნძალებით. ხალხს ვეღარ გამოიყვან ქუჩაში, არა იმიტომ რომ მოსწონთ სააკაშვილი, არამედ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა ბურჯანაძის და გრეჩიხა ლობიოების დახმარებით რომ ხალხი ასე გაებრიყვებინათ და ნიჰილიზმის ბურუსში გაეხვიათ.

ეხლა უნდა ზეწოლა სხვანაირად. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით.

მაგრამ არავინ არ დაგიჭერთ მხარს, თუ რეალური ერთიანობა და ძალა არ ნახეს ოპოზიციაში.

ამისთვის კი ამბიციები გადადონ უნდა ყვალამ და იბრძოლონ ერთად. 2-3 პარტია ჩამოაყალიბონ ასობით რომ არის დღეს საქართველოში დარეგისტრირებული.

გაერთიანდენ შეხედულებების მიხედვით. სოციალისტი იქნება, დემოკრატი თუ კონსერვატორი, ჩამოყალიბდენ და ითანამშრომლონ ერთმანეთთან ამ ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოხდენისთვის და იმისთვის რომ არჩევნები ჩატარდეს ერთხელ ამ ქვეყანაში მაინც, რომელშიც ბურჯანაძისნაირები ვერასდროს გაიმარჯვებენ და რომელშიც ხალხი ხმის მიცემით გასცემს ხმას ლუსტრირებულ აგენტებს, რომ მათი დრო არაა და არც იქნება არასდროს და იქნებ ეს ხელისუფლებაც წავიდეს ასე.

თუ არ წავა, მოიგებს კიდო, ბრძოლა ისევ მათზე საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით გაგრძელდეს.

და თუ ზღვარს გადავლენ, დაუმორჩილებლობის აქციებით.

ყოველ შემთხვევაშიო დღეს არ სეიძლება ზალით შეცვლა ხელისუფლების, ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, როდესაც ასე ახლოს ხარ არჩევნებთან და სეგიძლია მათი კონტროლის მექანიზმები მოიპოვო საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით.

ამისსთვის კი ძალა უნდა ნახონ მათაც. ბურჯანაძეს გრეჩიხას და რუსების ძაღლებს კი არა აქვთ იმედი არჩევნების გზითაც ხელისუფლებაში მოსვლის და ამიტომ აწყობთ არეულობა დღეს.

ეგენი ვერასდროს მოვლენ ხალხის სახელით ხელისუფლებაში და ეშმაკსაც შეეკვრებიან ამის გამო.

Nაციონალები ანგელოზები არ არიან, მაგრამ სიტყვით მაინც რუსეთს ქედს არ უხრიან.

ხალხში არ ავრცელებენ იმ იდეას რომ რუსეთის გარეშე თურმე ვერ ვიარსებებთ.

დებილებია, გეთანხმებით, იდიოტებია, გეთანხმებით, აგინებთ ? მეც ვაგინებ თქვენთან ერთად, მაგრამ ამის გამო ქვეყანა მათ არ უნდა გადავაყოლოთ რუსულ ჭაობში.

სხვა გაზით უნდა ვებრძოლოთ და სხვა მიზნებისთვის, საქართველოს გადარჩენისთვის და არა რუსეთში შებრუნებით.

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლო-ბოლო გაირკვა ვისი ვისთანაა?

 

ხო, შემიფასეთ ახალი ნამუშევარი :)

 

http://www.prime-news.net/

 

პარამტრებია ოდნავ დაულაგებელი იმის გამო რომ კატეგორიებში პოსტები არაა.

 

აქციიდან ვიდეოც არის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა - ნინო ბურჯანაძემ და ირაკლი ბათიაშვილმა განუცხადეს, აქციის მონაწილეები ამაღამ დაშლას არ აპირებენ.

აი ეხლა უნდა გაუხსენონ ნინოს ლეიბები რომ წაართვა მოშიმშილეებს სპიკერობის ჟამს :yes:

 

პ.ს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის(ან სიცოცხლის)უეცარი დატოვების შემთხვევაში ვინაა მხედართმთავარი

მითხარით კაცო........ნუთუ ბაქრაძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

rsebobs

 

verusi

 

მიშისტი ყოფილხარ გეტყობა! :yes:

 

არავინ პირადად აქ არ მიცნობს, მაგრამ მოდი და ჰკითხე სხვას, მე თუ მიშისტი ვარ ჩემი პოსტებით, თუ მაპატიე მაგრამ, ტვინგახრეტილი კომუნისტი ხარ შენ, როდესაც ეგეთი აზრი გამოგაქვს ჩემზე და მეტი არაფერი?

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

პ.ს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის(ან სიცოცხლის)უეცარი დატოვების შემთხვევაში ვინაა მხედართმთავარი

მითხარით კაცო........ნუთუ ბაქრაძე

ბოკერიაა რეალურად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

აი ჩემი გადაღებული ვიდეო ისე ხალხი კი იყო ბლომად

კი... ეგ სატურნს უთხარი...

 

:yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამყაროს დასრულების შემდეგი თარიღი დაიდოს..

 

ამერიკის დროით საღამოს 6 საათი, ჩვენთან რა დროა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ამერიკის დროით საღამოს 6 საათი, ჩვენთან რა დროა?

საქართველოში იქნება ღამის 2 საათი..

აბა წავედი მე მთელი ღამე აეროპორტებში და თვითმფრინავებში მომიწევს ყოფნა..აეროპორტებიდან შემოგიერთდებით ხოლმე,ასე რომ ყველამ არ დაიძინოთ..მორიგე დატოვეთ.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოკერიაა რეალურად

ეს გასაგებია და მაქ მარტო ბოკერია ვერ იქნება

მე მაინტერესებს კონსტიტუციით ვინაა ... სპიკერი?

ანუ ეხლა ქვეყანა დავითას ხუშტურებით ცხოვრობს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

არავინ პირადად აქ არ მიცნობს, მაგრამ მოდი და ჰკითხე სხვას, მე თუ მიშისტი ვარ ჩემი პოსტებით, თუ მაპატიე მაგრამ, ტვინგახრეტილი კომუნისტი ხარ შენ, როდესაც ეგეთი აზრი გამოგაქვს ჩემზე და მეტი არაფერი?

იგივეს ვიტყოდი შენზე ჩემდამი პოსტზე მეხუთე კოლონასთან დაკავშირებით...

 

მე და მეხუთე კოლონა? თანაც კომუნისტები??? სასაცილოა უბრალოდ...

 

შენს პოსტებს რაც შეეხება!

ნებისმიერი ქმედება რომელიც არ იქნება მიმართული სააკიანცის რეჟიმის შეცვლისკენ ჩაითვლება საკუთარი თავის მოტყუებად და სააკიანცის რეჟიმის მხარდაჭერად...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...