Jump to content
Planeta.Ge

ხელისუფლება დაჭერებს იწყებს?


Recommended Posts

დიქტატურისთვის ფარდის ახდის ახალი ეტაპი დაიწყო, ბოღმით მაქვს გული სავსე და ამ უსამართლობას არავის ვაპატიებთ , - ეს განცხადება "ქართული პარტიის თანათავმდჯომარემ ლევან გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.\

 

"ქართული პარტიის" ლიდერებმა სოზარ სუბარმა, ლევან გაჩეჩილაძემ და ქართული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა კახა მიქაიამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სააკაშვილის რეჟიმი აპირებს ქართული პარტიის დისკრედიტაციის მიზნით, მის ზოგიერთ წევრს ნარკოტიკი ან იარაღი ჩაუდოს და ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოაცხადოს.

"ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრმა კახა მიქაიამ განაცხადა, რომ ამ საქმეში განსაკუთრებით აქტიურობენ სამეგრელოს რეგიონის პოლიციის სამხარეო სამმართველოს მაღალჩინოსნები, რომლებიც 17 მაისს, დილით, ანაკლიაში შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ.

 

"ამ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, "ქართულ პარტიაზე" იყო საუბარი. გუშინ იგივე შემადგენლობა, ოღონდ ამჯერად მერაბიშვილის გარეშე, ზუგდიდში კიდევ ერთხელ შეიკრიბა და "ქართული პარტიის" აქტიურობა და ბრძოლის გზები განიხილა. შეხვედრაზე ცნობილი ზონდერი თემურ თორია წინადადებით გამოვიდა "ქართული პარტიის" წევრებისთვის ნარკოტიკი ან იარაღი ჩაედოთ და როგორც კრიმინალები დაეპატიმრებინათ. ამ წინადადებას სამეგრელოს რეგიონის პოლიციის მაღალჩინოსნები დაეთანხმნენ. პირველ რიგში მსხვერპლად კი, ქართული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია შეირჩა", - განაცხადა მიქაიამ.

 

"ქართული პარტია" მოითხოვს, ხელისუფლებამ შეწყვიტოს მის წინააღმდეგ უკანონო ბინძური მეთოდებით ბრძოლა და უარი თქვას უდანაშაულო ადამიანების პოლიტიკურ დევნაზე, განაცხადეს პარტიის ლიდერებმა.

"ქართული პარტიის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა კი აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სერიოზული შიშები გაუჩნდა და დაიწყო პარტიის წევრების დევნა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/168857-qqarthuli-partiisq-liderebis-mtkicebith-khelisufleba-kakha-miqaias-dakavebas-gegmavs.html

 

პ.ს. ეს ის კახა მიაქაიაა, ზუგდიდში საკანი რო დადგა და სისხლს რომ უშრობს ადგილობრივ ხელისუფლებას, პლანეტაზეც არაერთხელ გახსნილა ამ კაცზე თემა...

 

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/kaxa-miqaia.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 81
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ხელისუფლება დაჭერებს იწყებს?

თემის შინაარსიდან გამომდინარე "ქართული პარტია" ბოდვას იწყებს უნდა ერქვას თემას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლაც მთავრობა რაღაც სამზადისშია. ეს ფაქტი სწორედ დაჭერებისა და დარბევების მომასწავებელია

http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=2834&Itemid=1

 

ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება ეზრდება. ამჯერად საბჭოს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ხელმძღვანელობის, მართვისა და კოორდინაციის უფლება მიენიჭა. შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა.

 

აღსანიშნავია, რომ უშიშროების საბჭოს გასული წლის დეკემბერში კიდევ ერთი ახალი ფუნქცია - საფრთხეების შეფასების დოკუმენტის შემუშავება მიენიჭა.

 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბრიდან უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერიაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ ისევ ამ "ქართული პარტიისთვის" უმჯობესისც იყოს რომ დაიჭირონ?

 

საწორაო გამოეცლებათ ნაცებს

ეხლა "ნარკოტიკი" და "იარაღი" ნამეტანი სტერეოტიპული ბრალდებებია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოღმით მაქვს გული სავსე და ამ უსამართლობას არავის ვაპატიებთ , - ეს განცხადება "ქართული პარტიის თანათავმდჯომარემ ლევან გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.\

საიდან ამდენი დესლი და ბოღმა? :what:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ ისევ ამ "ქართული პარტიისთვის" უმჯობესისც იყოს რომ დაიჭირონ?

 

საწორაო გამოეცლებათ ნაცებს

ეხლა "ნარკოტიკი" და "იარაღი" ნამეტანი სტერეოტიპული ბრალდებებია

 

სტერეოტიპული კი არის მაგრამ ედიკასა და მისი შთამომავლებისთვის საკმაოდ მისაღები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიქტატურისთვის ფარდის ახდის ახალი ეტაპი დაიწყო, ბოღმით მაქვს გული სავსე და ამ უსამართლობას არავის ვაპატიებთ , - ეს განცხადება "ქართული პარტიის თანათავმდჯომარემ ლევან გაჩეჩილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.\

 

"ქართული პარტიის" ლიდერებმა სოზარ სუბარმა, ლევან გაჩეჩილაძემ და ქართული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა კახა მიქაიამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სააკაშვილის რეჟიმი აპირებს ქართული პარტიის დისკრედიტაციის მიზნით, მის ზოგიერთ წევრს ნარკოტიკი ან იარაღი ჩაუდოს და ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეებად გამოაცხადოს.

"ქართული პარტიის" პოლიტსაბჭოს წევრმა კახა მიქაიამ განაცხადა, რომ ამ საქმეში განსაკუთრებით აქტიურობენ სამეგრელოს რეგიონის პოლიციის სამხარეო სამმართველოს მაღალჩინოსნები, რომლებიც 17 მაისს, დილით, ანაკლიაში შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ.

 

"ამ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, "ქართულ პარტიაზე" იყო საუბარი. გუშინ იგივე შემადგენლობა, ოღონდ ამჯერად მერაბიშვილის გარეშე, ზუგდიდში კიდევ ერთხელ შეიკრიბა და "ქართული პარტიის" აქტიურობა და ბრძოლის გზები განიხილა. შეხვედრაზე ცნობილი ზონდერი თემურ თორია წინადადებით გამოვიდა "ქართული პარტიის" წევრებისთვის ნარკოტიკი ან იარაღი ჩაედოთ და როგორც კრიმინალები დაეპატიმრებინათ. ამ წინადადებას სამეგრელოს რეგიონის პოლიციის მაღალჩინოსნები დაეთანხმნენ. პირველ რიგში მსხვერპლად კი, ქართული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კახა მიქაია შეირჩა", - განაცხადა მიქაიამ.

 

"ქართული პარტია" მოითხოვს, ხელისუფლებამ შეწყვიტოს მის წინააღმდეგ უკანონო ბინძური მეთოდებით ბრძოლა და უარი თქვას უდანაშაულო ადამიანების პოლიტიკურ დევნაზე, განაცხადეს პარტიის ლიდერებმა.

"ქართული პარტიის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა კი აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სერიოზული შიშები გაუჩნდა და დაიწყო პარტიის წევრების დევნა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/168857-qqarthuli-partiisq-liderebis-mtkicebith-khelisufleba-kakha-miqaias-dakavebas-gegmavs.html

 

პ.ს. ეს ის კახა მიაქაიაა, ზუგდიდში საკანი რო დადგა და სისხლს რომ უშრობს ადგილობრივ ხელისუფლებას, პლანეტაზეც არაერთხელ გახსნილა ამ კაცზე თემა...

 

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/kaxa-miqaia.jpg

მე მხოლოდ ერთი რამის თმქ შემიძლია ქართულ პარტიას შ-ს-ს-ში ბოზი ჰყავს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მე მხოლოდ ერთი რამის თმქ შემიძლია ქართულ პარტიას შ-ს-ს-ში ბოზი ჰყავს

მეც მაგი ვიფიქრე

 

მაგრამ მეორე მომენტიცაა.. რაიონია, ვინმე ახლობელი იქნება ვინმესი და გამოიტანდა ინფორმაციას...

 

kisa

იქნებ ისევ ამ "ქართული პარტიისთვის" უმჯობესისც იყოს რომ დაიჭირონ?

აგერ დაჭერები:

 

ქუთაისში, ქალაქის ცენტრში პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფალი საქართველოს" ადგილობრივი ლიდერი გოგი წულაია დააკავეს. "როგორც "ინტერპრესნიუსის" კორეპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, წულაია მაშინ დააკავეს, როცა საპროტესტო აქციას მართავდა.

გოგი წულაია, თანაპარტიელებთან, ერთად საღებავებით ნაგვის უნრებზე აკეთებდა წარწერებს - "მიშა, წადი".

საპატრულო პოლიციამ მას ბორკილები დაადო და წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/168843-quthaisshi-qthavisufali-saqarthvelosq-adgilobrivi-lideri-gogi-tsulaia-daakaves.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

"ქართული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრს შოთა იამანიძეს გამოძიება ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება. ამის შესახებ ჟურნალისტებს იამანიძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა.

თადუმაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, შესაბამისად, როგორც ადვოკატი აცხადებს, მის ხელთა არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს იამანიძის გასათავისუფლებლად. ადვოკატის განცხადებით, 48 საათის განმავლობაში პროკურატურა დააყენებს შუამდგომლობას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, ხვალ სასამართლო პროცესი გაიმართება და აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი გადაწყდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა ასეთ შუამდგომლობას არ დააყენებს, ადვოკატის განცხადებით, იამანიძე ოჯახს დაუბრუნდება.

"ქართული პარტიის" წევრს 260-ე მუხლით ედება ბრალი. ოჯახის წევრების განცხადებით, იგი ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, გუშინ დააკავეს.

 

 

---

 

პ.ს. ესეც ბოდვაა?>

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nostradamusi

სტერეოტიპული კი არის მაგრამ ედიკასა და მისი შთამომავლებისთვის საკმაოდ მისაღები

მართალი ხარ

რაც მათთვის მისაღებია - ჩვენთვის გასაგებია :givi:

newstudio

თან სტერეოტიპს ქმნიან - ოპო-ნარკომანები, ნაცი-კანონმორჩილი :givi:

თეთრი ძაფით ნაკერია ეს ყველაფერი

Fუ, რა უბადრუკები არიან :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თან სტერეოტიპს ქმნიან - ოპო-ნარკომანები, ნაცი-კანონმორჩილი

კანონმორჩილი რითი ჯობია ნარკომანს, ერთი ეგ ამიხსენით რა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საიდან ამდენი დესლი და ბოღმა? :what:

:givi:

სე სიტყვა არ მიყვარს მაგრამ

საღოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ!!! აი უმაგრეის იყო!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

თან სტერეოტიპს ქმნიან - ოპო-ნარკომანები, ნაცი-კანონმორჩილი

Beso Kurtanidze ეს ბიჭი სიგარეტსაც არ ეწევა, ძალიან დიდი სისულელეა ნარკოტიკების მოხმარებისთვის მისი დაკავება. გააჩერეს ქუჩაში, ნემსი გაუკეთეს ავტომანქანაში და მერე ჩაუდეს ნარკოტიკი. ანუ, როგორც ხდება ხოლმე. მარა არ გკიდიათ, რა ჩაუდეს ან არ ჩაუდეს... თქვენთვის ხო არ ჩაუდიათ და.. მიდი აბა, გააპროტესტეთ, გამოიძიეთ ახლა ეს ფაქტი ნჯო, აქტივისტებო, ადამიანის უფლებათა დამცველებო, ექსპერტებო და რავი კიდე რაც და ვინც ხართ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...