lasha_alo Posted May 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 (edited) წარმოშობით ზუგდიდელი, პუტინის აქტიური ყმა, მიხეილ ხუბუტია უკვე ათეული წლებია, მოსკოვში "მოღვაწეობს". ის რუსეთში 90–იანი წლების დასაწყისში წავიდა. ამჟამად იგი რუსეთის ქართველთა კავშირის პრეზიდენტია. რუსეთში აღზევებულ ქართველ ბიზნესმენებს უყვართ ისეთი ორგანიზაციების შექმნა, სადაც აუცილებლად „ქართული“ ან „ქართველთა“, ან სულაც „საქართველო“ ფიგურირებს. როგორც წესი, ამას მაშინ აკეთებენ, როცა პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია უჩნდებათ. ვინ, თუ არა მათ იციან, რომ რიგით ქართველ ობივატელზე მაგიურად მოქმედებს საქართველოში დაბადებულ და რუსეთში დაფრთიანებულ მილიონერთა მხრიდან ქართველობის აღიარება. ვერაფერს იტყვი – სტალინის ფენომენი ჯერაც აქტიურად მუსირებს. თანამედროვე ბიზნესმენ–ქართველებში კი რაც უფრო მეტია მოპოვებული მილიონები, მით მეტია პოლიტიკური ამბიცია. თუმცა მილიონების მოპოვებას დრო, ნერვები და მფარველები სჭირდება, ამიტომაც, ქართველობა ასეთ ადამიანებს შედარებით გვიან ახსენდებათ ხოლმე – როცა, მათი თქმით, „სამშობლოს უჭირს“. არადა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, თითქმის ყველა მათგანი მაშინაა წასული სამშობლოდან, როცა ქვეყანას ძალიან უჭირდა. მშვენიერი ფორმულაა: ნელ–ნელა მიუყვები რუსული ბიზნესის იერარქიულ კიბეს, ელოდები, როდის დალაგდება სიტუაცია შენს ქვეყანაში, მერე კი, როგორც იმერლები იტყვიან, „გაშლილ სუფრასთან“ დაბრუნების სურვილს გამოთქვამ, თანაც ირწმუნები, მაგ ქეიფში თამადად მე თუ არ დამასახელებთ, სუფრა აირევაო... მიხეილ ხუბუტია მთლად ალექსანდრე ებრალიძის დონეზე ვერ ქაჩავს, მაგრამ არც ბევრად ჩამოუვარდება. უბრალოდ, ამ ეტაპზე ასე ჩაითვალა საჭიროდ, რომ პრეზიდენტობის სურვილი ღიად „ალიკ ბაზრად“ წოდებულმა საშა ებრალიძემ უნდა გამოხატოს. დანარჩენები მის გარშემო ირაზმებიან, მათ შორის, მიშა ხუბუტიაც. ხუბუტიასთან დაკავშირებული კიდევ ორი დეტალი: იგი რუსეთში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი მილიონერის, „მაესტროს“ 25%-ის მფლობელის, კოტე გოგელიას ახლო მეგობარია. მკითხველს შევახსენებთ, რომ კოტე გოგელია სულ ცოტა ხნის წინ პარიზში იმყოფებოდა და მას, დანარჩენ თანაპარტიელებთან ერთად, ირაკლი ოქრუაშვილმა უმასპინძლა. არსებობს ვარაუდი, რომ ხუბუტია, რუსული სპეცსამსახურების დახმარებითა და კოტე გოგელიას შუამავლობით აძლევს "მამაშვილურ რჩევებს" და ფულს, ქართულ პარტიას". მართალია, გოგელიას ფინანსურად არ უჭირს, თუმცა ის და ხუბუტია მაინც "ძმურად" იყოფენ ქართული პარტიის თანადაფინანსების სვე-ბედს. მიხეილ ხუბუტია, რომელიც ხელისუფლების თავგადაკლული მოწინააღმდეგე მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდში პოლიციელებმა მისი ძმა ნარკოტიკების შენახვა-გადატანისთვის დააკავეს და ციხეშიმოხვდა, გუშინ ახალი ინივიატივით გამოვიდა: რუსეთის პრემიერს წერილი გაუგზავნა. „რუსეთის ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია გამოხატავს სურვილს საზოგადოებრივ სახალხო ფრონტში გაწევრიანების შესახებ. "ჩვენმა კავშირმა პრემიერ-მინისტრს ამ წინადადების შემცველი წერილი გაუგზავნა, გადაწყვეტილება კი საბჭომ მიიღო", - განაცხადა ხუბუტიამ. ამ ინფორმაციას რუსული მედია აქვეყნებს. წერილში, რომლის ფრაგმენტებიც რუსეთში ქართველთა ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული, ქართული დიასპორა მიიჩნევს, რომ სახალხო ფრონტი გახდება ერთ-ერთი უმსხვილესი სადისკუსიო "მოედანი" ქვეყანაში. "საერთორუსული სახალხო ფრონტი იქნება არა მხოლოდ ერთ-ერთი უმსხვილესი სადისკუსიო მოედანი, არამედ ისეთი ძალა, რომელიც გააერთიანებს ერთ ძალად მრავალმილიონიან და მრავალეროვან რუსეთს და მისი მომავალი განვითარების გზას განსაზღვრავს",- ნათქვამია წერილში. ქართული დიასპორა გამოდის ინიციატივით, ერთიანი ფრონტის ფარგლებში საერთორუსული ნაციონალური საბჭო შეიქმნას, რომელიც "რუსეთისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - ეროვნულ საკითხზე იქნება პასუხისმგებელი". შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი 6 მაისს გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ორგანიზაცია სახელწოდებით "საერთორუსული სახალხო ფრონტი", რომელიც, მისი თქმით, "გააერთიანებს ქვეყნის განვითარების მომხრეებს" საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ექსპერტთა შეფასებით, პუტინმა ამ განცხადებით საპრეზიდენტო მარათონი დაიწყო. ხუბუტია და მისი მეკავშირეები, აბა, რა ჩიტები იქნებოდნენ, პუტინთან კიდევ უფრო დასაახლოებლად მის მიერ ფრონტის შექმნის იდეა არ გამოეყენებინათ.http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=5202ვაი პაპა აქ დავყაროთ პრესა ჯის გენიალური მიგნებები ანალიზები . მოკლედ ხელი შევუწყოთ ხელისუფლებას განათლოს ჩვენი ერიუ და გადაარცინოს სამშობლო რუსეთისაგან Edited May 15, 2011 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vaniko1978 Posted May 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 17, 2011 საერთოს ეს კაპანაძე რო ჩნდება ასე მგონია ჰიბრიდი ლაპრაკობსთქო ... აუ რა მარაზმი საიტია ხალხნო, მეზიზღება იქ შეხედვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.