lasha_alo Posted May 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/168493-saqarthvelos-sapatriarqo-afkhazethshi-dagegmil-shekrebas-gamoekhmaura.htmlhttp://www.interpressnews.ge/pictures/image4/ed7f8b6126a9b85c115c6b5b4cbe780a.jpgსაქართველოს საპატრიარქო სოხუმში დღეს დაგეგმილ აფხაზი სასულიერო და საერო პირების ერთი ნაწილის შეხვედრას გამოეხმაურა. განცხადებას, რომელიც საპატრიარქომ გაავრცელა, ~ინტერპრესნიუსი~ უცვლელად გთავაზობთ. ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სამწყსოს. მასმედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ დღეს სოხუმში შედგება აფხაზი სასულიერო და საერო პირების ერთი ნაწილის შეკრება. ამ შეკრების მიზეზი, როგორც ჩანს, შიდა დაპირისპირებაა.ჩვენთვის მნიშვნელოვანია აფხაზეთში მიმდინარე ყველა და მითუმეტეს, საეკლესიო პროცესები და ბუნებრივია, მტკივნეულია აფხაზ მართლმადიდებლებს შორის არსებული ეს შიდა განხეთქილება.ამიტომაც მივმართავთ კრების მონაწილეთ და აფხაზეთში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს, რომ დავდგეთ გარეშე ძალების მიერ ინსპირირებულ პროცესებზე მაღლა (რაც არის მიზეზი არსებული დაპირისპირებებისა) და ქრისტესმიერი სიყვარულით და მშვიდობისმყოფელობით აღვადგინოთ კანონიკური ერთობა ჩვენს შორის.ქრისტეს მისტიურ სხეულთან, რომელიც ყველაზე მაღლა დგას, კავშირი მხოლოდ ადგილობრივი ეკლესიების კანონიკურ საზღვრებშია შესაძლებელი; მის მიღმა მყოფნი კი მოწყვეტილნია უფლის წიაღს და მის მაცხოვნებელ მადლს. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.საქართველოს ეკლესია ყოველთვის მზად იყო და არის გამართოს შეხვედრები და მოლაპარაკებები თავის სამწყსოსთან, _ აფხაზეთის სასულიერო პირებთან და მრევლთან~, - აღნიშნულია განცხადებაში. აფხაზეთში დღეს დაგეგმილ შეხვედრას, რომლის მიზანი აფხაზური ეკლესიის პრობლემების განხილვაა, სასულიერო პირებთან ერთად საერო პირებიც დაესწრებიან. შეხვედრის თემებია: აფხაზური ეკლესიის დე-ფაქტო მმართველისთვის – ბესარიონ აპლიასთან უფლება-მოსილების შეჩერება, ეკლესიათაშორისი კომისიის შექმნა, ასევე მიმართვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორესადმი, აღიაროს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის უმძიმესი დაპირისპირების გამო აფხაზ მორწმუნეებს აქვთ უფლება, თავის მიწაზე არ მიიღონ ქართველი საეკლესიო პირები.შეკრებას აფხაზური ეკლესიის ყველა სტრუქტურის, დე-ფაქტო ხელისუფლების ყველა შტოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მრევლი დაესწრება. თავად ბესარიონ აპლია კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ მსგავს შეკრებებზე ეკლესიასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა არამართლზომიერია. აფხაზ სასულიერო პირებსა და ბესარიონ აპლიას შორის დაპირისპირების შესახებ ერთი თვის წინ გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა აფხაზური ეკლესიის დე-ფაქტო მმართველის ბესარიონ აპლიას თხოვნით, ახალი ათონის მონასტერში წინამძღვრად იღუმენი ეფრემ ვინოგრადოვი მოავლინა. იღუმენ ეფერმთან ერთად მონასტერში რუსეთიდან რამდენიმე ბერი და მღევდელმსახური ჩავიდა. მათ მიზნად ახალი ათონის მონასტერში რუსული სამონასტრო ცხოვრების ტრადიციების აღორძინება სახელდება. კიდევ იგრძნობენ , რომ დამოუკიდებლობა მსხვერპლს მოითხოვს ისიც ვერ გაუცნობიერებიათ, რომ არცერთ ქვეყანაში ქსენოფობია არ ითვლება კარგ ტონად.ძალიან ბნელა იქაც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 ისიც ვერ გაუცნობიერებიათ, რომ არცერთ ქვეყანაში ქსენოფობია არ ითვლება კარგ ტონად.ძალიან ბნელა იქაც კიდევ სად ბნელა? ;) კიდევ იგრძნობენ , რომ დამოუკიდებლობა მსხვერპლს მოითხოვს მაგათი დამოუკიდებლობა არ გაიშვას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 Saturn კიდევ სად ბნელა? რა თქმა უნდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლსიაში,ხოლო შსს-ში და ნაცმოს ოფისებში სინათლის სიკაშკაშე გვჭრის თვალებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 15, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 კიდევ სად ბნელა?მიშა არაფერ შუაშია ამ თემასთან :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted May 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა აფხაზური ეკლესიის დე-ფაქტო მმართველის ბესარიონ აპლიას თხოვნით, ახალი ათონის მონასტერში წინამძღვრად იღუმენი ეფრემ ვინოგრადოვი მოავლინა. იღუმენ ეფერმთან ერთად მონასტერში რუსეთიდან რამდენიმე ბერი და მღევდელმსახური ჩავიდა. მათ მიზნად ახალი ათონის მონასტერში რუსული სამონასტრო ცხოვრების ტრადიციების აღორძინება სახელდება. რბილად რომ ვთქვათ სადაა ჩვენი საპატრიარქო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.