Jump to content
Planeta.Ge

მთავრობამ სახელმწიფო ქონება გააჩუქა


Recommended Posts

საქართველოს მთავრობამ დღეს მთავრობისა და საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაამტკიცა.

 

აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს საპატრიარქოს გადაეცემა შემდეგი უძრავი ქონება: შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. ტაკიძეებში (ხიჭაური) წმინდა ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტის განთავსების მიზნით 61 776 კვ.მ. მიწის ფართობი და მასზე განთავსებული 1755,8 კვ.მ. შენობა-ნაგებობები, ქ. თბილისში, წინანდლის ქ. #9–ში ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობის მიზნით 3830 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, დაბა ლენტეხში 18 986 კვ. მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 5672 კვ. მ. შენობა–ნაგებობი საპატრიარქოს წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიის განსათავსებლად, ქ. სენაკში, მშვიდობის ქ. #146–ში ეკლესიის აშენების მიზნით 1864 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 119.54 კვ. მ. შენობა–ნაგებობა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 914 კვ. მ. მიწის ნაკვეთი ეკლესიის აშენებისათვის.

 

კომისიისა და მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად საპატრიარქოს, ასევე, გადაეცემა თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობისას შპს ”საქართველოს რკინიგზის” ბალანსზე რიცხული შენობების დემონტაჟის შედეგად მიღებული სამშენებლო მასალა.

 

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია შეიქმნა 2010 წლის 23 თებერვალს.

 

კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და კომისიის შემადგენლობაში შედიან მთავრობის, საპატრიარქოს, პარლამენტისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

 

http://geonews.ge/religion/13528-mtavrobasisa-dasapatriarqos-shoris.html

 

მე არ მომწონს ეს ამბავი. ვამჯობინებდი რომ ეს ყველაფერი საბაზრო ფასად გაყიდულიყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთავრობამ სახელმწიფო ქონება გააჩუქა

 

ეგრე ბურჯიკასაც კი აჩუქეს 1 ლარად წყნეთი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მე არ მომწონს ეს ამბავი. ვამჯობინებდი რომ ეს ყველაფერი საბაზრო ფასად გაყიდულიყო.

 

არ ვიცი, უნდა იცოდე მაგ მიწების ადგილმდებარეობა და მნიშვნელობა რომ დასკვნა გამოიტანო კაცმა.

 

ისე, სკოლას და უნივერსიტეტს თუ ააშენებენ კარგია და აი ეკლესიებისთვის არ ვიცი, მიეყიდათ, მთელი ქვეყანა ეკლესიად ხომ არ უნდა გადააქციონ კაცო....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთელი ქვეყანა ეკლესიად ხომ არ უნდა გადააქციონ კაცო....

და რა, გადაქცეული არაა? პროსტო მღვდლები ყავთ სხვადასხვა, ზოგს ილია, ზოგს მიშა, ზოგს იკაკო, ზოგსაც გრეჩიხა (აი პატარა ხო დაჟე ლამის წმინდანი ყავდათ) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მთავრობამ სახელმწიფო ქონება გააჩუქა

 

:givi:

გიულის რამდენი მიართვეს პოდ შუმოკ?

 

ესენი უნივერსისტეტს მაინც ააშენებენ , ბურები და ინდოელები რას იზამენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

თრუსოს ხეობაში ერთადერთი ქართველები ვინც არიან ეს საპატრიარქოს დახმარებით ჩასახლებული 2 ოჯახია... !!!! იქ კაციშვილი არ იყო ლოთი ოსების გარდა. ხოდა საპატრიარქომ 2 ოჯახი აიყვანა იქ ჩააბარა საქონელი.. მაგაზე მეტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივ საქმეს ვინ აკეთებს..

ეგ დიდი საქმე კი არა უდიდესი საქმეა! სახელმწიფო კი ლევან რამIშვილის აზრებს მისდევს რომლის მიხედვიტაც მტა ზარალია და არ უნდა ცხოვრობდეს იქ ხალხი!

 

 

 

პ.ს. სხვადასხვა მოწყვეტილ ადგილებში ანოლოგიური სიტუაციაა ოღონდ რაც ზუსტად არ ვიი ვერ დავადასტურებ

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ესენი უნივერსისტეტს მაინც ააშენებენ , ბურები და ინდოელები რას იზამენ?

გენმოდიფიცირებულ სიმინდს დაგითესავენ))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

...

 

მე არ მომწონს ეს ამბავი. ვამჯობინებდი რომ ეს ყველაფერი საბაზრო ფასად გაყიდულიყო.

 

რა თქმა უნდა და კაზინო აშენებულიყო, ანდა შადრევანი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

მე არ მომწონს ეს ამბავი. ვამჯობინებდი რომ ეს ყველაფერი საბაზრო ფასად გაყიდულიყო.

ბურჯანაძეს რო გადასცეს საბაზრო ფასში მასე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

მე არ მომწონს ეს ამბავი. ვამჯობინებდი რომ ეს ყველაფერი საბაზრო ფასად გაყიდულიყო.

 

შეეშვით რა ამ საბაზრო ბაზრობას.

ფარა. საიდან მოვიდა საქართველოში ფარა?

შევარდნაძეს "ანარქია" და "პერესტროიკა", მხედრიონელთა საძმოები ღუნავენ საშინელ ფულს. ფაქტიურად მაშინ გამოჩეკილი ქართველი "ბიზმენების" ქონება არის მოპარულზე აგებული.

გადის დრო ეს თანხები თეთრდება და ეხლა საბაზროდ არის გამზადებული :)

მიხომ 68 ლარი მოიპარა, მეზობელმა ჩაუშვა მიხო 5 წლის შემდეგ და მიხოს 14 წელი ციხე მიუსაჯეს.

ამათ კი საბაზრო ფასებში მიწა მივყიდოთ დაე ბოლომდე გაიხარონ ხო?

კაცოოოო, მოდით მომიყვანეთ ერთი რომელიმე "ბიზმენი" და დამიტკიცოს ის რომ ეს თანხები თავისი გოგრით აქვს ნაშოვნი. ვაააააააა........

 

მეორე. თუ ბატონ სატურნამ ის იგულისხმა რომ მიწა უცხოელებს უნდ ამივყიდოთ, მაშინ ფაქტიურად საქართველოს ვყიდით.

არ გვაქვს სამაგისო დამცავი მექანიზმები, არ არსებოს კანონი. საქართველო რუსული "შიროკიე სტეპი" არაა და ნუ იზამთ ისე, ქართველობას ლაგატკით მოუწიოს მთებში სიმინდის დათესვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

შეეშვით რა ამ საბაზრო ბაზრობას.

ფარა. საიდან მოვიდა საქართველოში ფარა?

საბაზრო ფასამდე რა ეწერა, იმას თვალი აარიდე? :givi: ე.ი. ჩუქება ჯობია?

 

მოდით მომიყვანეთ ერთი რომელიმე "ბიზმენი" და დამიტკიცოს ის რომ ეს თანხები თავისი გოგრით აქვს ნაშოვნი

მაგას მე გეუბნებით ხოლმე :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მე არ მომწონს ეს ამბავი. ვამჯობინებდი რომ ეს ყველაფერი საბაზრო ფასად გაყიდულიყო.

პრაგმატული კაცი ხარ შენ, რომ გაეყიდათ ისევ საჯარო მოსამსახურეების ხელფასებს მოხმარდებოდა,

ხოლო სასულიერო პირებისგან რა ხეირს უნდა ელოდოთ :user:

რეალურად ის ფული თქვენ მოგაკლდათ, :007:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრაგმატული კაცი ხარ შენ, რომ გაეყიდათ ისევ საჯარო მოსამსახურეების ხელფასებს მოხმარდებოდა,

ხოლო სასულიერო პირებისგან რა ხეირს უნდა ელოდოთ :user:

რეალურად ის ფული თქვენ მოგაკლდათ, :007:

მე მაგის გამო ხელფასს არავინ მომიმატებდა და ეგ ვთქვათ სკოლებს ან თუნდაც დახმარების პროგრამების დაფინანსებას რომ მოხმარებოდა, უფრო კარგი იქნებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...