Siknadmo Posted May 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2011 http://www.palitratv.ge/garthoba/kino-theatri/4475-endi-garsias-saakashvili-gaakhmovanebs.html "აგვისტოს 5 დღის" ქართულ ვერსიაში ენდი გარსიას თავად მიხეილ სააკაშვილი გაახმოვანებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. ამასთან, როგორც ფილმის თანაპროდიუსერმა ნიკა ავალიანმა განაცხადა, რენი ჰარლინის მიერ გადაღებული ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 5 ივნისიდან ქართულ ენაზე იქნება ნაჩვენები. მისივე თქმით, ფილმის ქართული პრემიერისთვის რეჟისორი რენი ჰარლინი საქართველოში საგანგებოდ ჩამოვა. ნიკა ავალიანის ინფორმაციით, ფილმმა ძალიან კარგი გამოხმაურება მოიპოვა ევროპისა და ამერიკის კინოფესტივალებზე. მისი მტკიცებით, ფილმი აჩვენეს როგორც ვენეციის, ისე კანის კინოფესტივალზე, ფილმმა მონაწილეობა მიიღო ევროპულ კინობაზრობაზე. ასევე, ნიკა ავალიანის ინფორმაციით, ფილმი აჩვენეს ლოს-ანჟელესში, ამერიკელმა კინომცოდნეებმა და კინოკრიტიკოსებმა "აგვისტოს 5 დღე" შეაფასეს, როგორც სამხედრო დრამა. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომ ფილმი ეჩვენებინათ ვალენსიის სათავგადასავლო ფილმების კინოფესტივალზე, ავალიანმა განაცხადა, რომ ფესტივალი საგანგებოდ აირჩა, რადგან ფილმი წარმოადგენს სამხედრო დრამას და, გარკვეულწილად, სათავგადასავლო ელემენტებსაც შეიცავს."მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ვალენსიის სათავგადასავლო კინოფესტივალი "ა" კლასის ფესტივალად არ ითვლება. ალბათ ეს გემოვნების საკითხია. თუმცა, არჩევანი ვალენსიის ფესტივალზე სწორედ იმიტომ გავაკეთეთ, რომ ფილმში არის დრამისა და სათავგადასავლო ფილმის ელემენტები", - განაცხადა ნიკა ავალიანმა. ფილმის თანაპროდიუსერი ვერ აკონკრეტებს ფილმის ბიუჯეტის ზუსტ რაოდენობას. "მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური და ამ საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, მთავარ პროდიუსერს მიმართოთ", - განაცხადა ნიკა ავალიანმა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ფილმის გადაღება, დაახლოებით, 20 მილიონი დოლარი დაჯდა. მასალის გამოყენების პირობები კომენტარები (0) ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted May 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2011 გიხაროდენ... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2011 ენდი გარსიას მიხეილ სააკაშვილი არ გაახმოვანებს 13/05/2011 15:18 დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „აგვისტოს 5 დღის" ქართულ ვერსიაში ენდი გარსიას თავად მიხეილ სააკაშვილი გაახმოვანებს. თუმცა, ფილმის თანაპროდიუსერმა ნიკა ავალიანმა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ეს ინფორმაცია უარყო. „საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, არ ვიცი. ასეთი რამ არ მითქვამს. ფილმის გახმოვანება უკვე დაიწყო. რაც შეეხება ენდი გარსიას გამხმოვანებელს, სამი კანდიდატურა გვყავს შერჩეული, მათ შორის, ერთ-ერთი ჩხეიძეა, რომლის სახელიც არ მახსოვს. ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მიღების სტადიაში ვართ და იმ პიროვნებას შევარჩევთ, რომელიც უფრო მიესადაგება ამ პერსონაჟს", - განაცხადა ნიკა ავალიანმა. „აგვისტოს 5 დღე" საქართველოს კინოთეატრებში 5 ივნისიდან ქართულ ენაზე იქნება ნაჩვენები. ინფორმაცია ტყუილია და პალიტრას შAლაბანი ეკუთვნის ცლოსდ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts