Jump to content
Planeta.Ge

რატომ არის საშიში "მწვალებლობა"?


Recommended Posts

ეს არ იყო ჩემი შეკითხვის არსი..

მწვალებლები იყვნენ თუ არა ნახსენები ბიბლიაში ეს არ იკითხე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 31
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

morfiudi

ბიბლიაში ტერმინი მწვალებელი ვერანაირად ვერ შეგხვდებოდა, მარტივი მიზეზის გამო, იმ დროს სიტყვა მწვალებელი არ არსებობდა, მაგრამ ამ ტერმინის ქვეშ, ცრუ მოძღვარნი და დამახინჯებული რელიგიური სწავლების მიმდევ

morfiudi

1. იმიტომ რომ სულის დამღუპველია 2. თუნდაც იმიტომ რომ ერთს უფრო დიდი შანსი აქვს გადარჩენის ვიდრე მეორეს. 3. ვისთვის უკეთესი? ღმერთს თუ გულისხმობ კითხვაში ის ხომ არ არსებობს შენი თქმით და ზოგადად კაცისთ

Siknadmo

საქმეში რას ვგულისხმობ თუ იცი, ქველმოქმედებას? საქმე არის საკუთარ თავზე მუშაობა, საკუთარ ცოდვებთან ბრძოლა და განწმენდის საშუალებით ღმერთთან მიახლოვება, ანუ თუკი ამბობ ღმერთის მწამს და საროსკიპოში დადი

zanneti

პავლე მორწმუნეებს წმინდებს უწოდებდა რადგან ქრისტეს მორწმუნეები არიან უკვე განწმენდილები, გადარჩენილები, ანუ ცოდვებისგან თავისუფლები, ანუ კარმული ვალებისგან დახსნილები არა საქმეებით(რაც ისედაც შეუძლებელია) არამედ მადლით, რომელსაც რწმენით ღებულობ.

ხო, აი სწორად აქაა არსებითი სხვაობა ჩვენს შორის, ადამიანი წმინდანი რომ იყოს მაინც სცოდავს, ცოდვისგან განთავისუფლება მუდმივი პროცესია, რომლის პერიოდშიც ადამიანი იზრდება სულიერად,

კარმულ ვალში რას გულისხმობ, ეს ტერმინი არაქრისტიანული, მოდი ვთქვათ რუსულად ვიტყვი ეგ. წოდებული პერვაროდნი გრეხ-ს თუ გილისხმობ არ ვიცი,

მშობლების მიერ შვილებზე გადაცემულ მიდრეკილებებს ცოდვებისკენ, მოკლედ ვერ გავიგე, სად ქრისტიანობა და სად კარმა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

თუ სრულად წაიკითხე ის პოსტი ნახავდი რაც ეწერა. ან შეიძლება არ ჩაწვდი რაც ეწერა.რადგანაც იქ წერია რომ წმიდანი ქვია მაგრამ ის მაინც ცოდავს ამიტომაც არავინ აბობს რომ წმიდანი არ ცოდავს მაგრამ მას წმენდს უფლის წმიდა სისხლი, პავლე მოციქული რას ამბობს რომალეთა წერილში?

7 თავი რომლაეთა წიკითხე და იქ წერია ყველაფერი ამაზე, გუნებით ადამიანი ცოდვილია მაგრამ სულით ის ცოცხალია უფლისთვის. ქრისტიანობა არის სულიერი ცხოვრება ამიტომაც... ხოლო საქმეები რაზეც შენ ამბობ ესენი არიან რწმენის ნაყოფები და სიყვარულის და პატივისცემის გამოხატულება და არა იმის შიშით ჯოჯოხეთში არ მოხვდე, ადამიანი გამართლებულია ქრისტეთი და არა საქმეებით, თუ ადამიანი თავისით გადარჩება ქრისტე რისთვი მოკვდებოდა. ადამის ცოდვა და ყველა ცოდვა უფალში იწმიდება დიახ ასეა,

 

ამიტომ ჩემს და თქვენს შორის არ არის განსხვაევბა ბიბლიას და თქვენს შორის არის თუ ასე ასწავლით რომ ხსნა საქმეებით და მადლით არის,

 

ხსნა მხოლოდ რწმენით არის, მაგრამ რწმენა მრავალნაირია,ერთია მხსნელი რწმენა რომელიც ნიშნავს ირწმუნო ის რაც ქრისტემ გააკეთა შენთვის, კი არ იცოდე არამედ ირწმუნო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zanneti

ერთი რამ ვერ გავიგე, ვთქვათ ადამიანი მრუშობს ამასთან ერთად მას რწმენაც აქვს, ნუ ყოველ შემთხვევაში ის ამბობს და ფიქრობს რომ არსებობს ღმერთი, წაკითხული აქვს სახარება და ეთანხმება იქ მოწოდებულ ინფორმაციას,

ამასთან ერთად უარს არ ამბობს მრუშობაზე და აგრძელებს ასეთ ცხოვრებას, იმ იმედით რომ ქრისტემ მის ცოდვები გამოისყიდა (როგორც თქვენ ამბობთ)

ანუ ის მაინც ცხონდება თუკი მას ბოლომდე ექნება იმის შეგრძნება რომ ქრისტე ეწამა მისთვის?

 

ხო და კიდევ, მე მწამს რომ ქრისტე არსებობდა და ის ჯვარზე გააკვრეს და ის იყო ღმერთი

და აქედან გამომდინარე გარანტიას მაძლევთ იმის რომ მე ხვალ რომ მოვკვდე სამოთხეში მოვხვდები?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

პირველ ნაწილზე გაგცემ პასუხს, ვისაც წამს ის იმას აკეთებს რასაც სახარება ეუბნება და თუ ის მრუშობს ის არის მრუში და მას რწმენა ვერ უშველის, რადგანაც წერია რომ ვერ დამკვიდრებენ ასეთე სასუფელევს. მაგრამ ის ამბობს რომ აქვს რწმენა სინამდვილეში მისი საქმეები პირიქით ამბობს, ანუ ამბობენ მისი საქმეები რომ მას რწმენა არ გააჩნია, ანუ ააქედან დასკვნა ის არის რომ ის თავს იტყუებს და მას არ წამს ღმერთის და მისი სიტყვის მომსმენია და არა შემსრულებელი,

 

მეორე ნაწილი: თუ შენ მთელი გულით გწამს და აღიარებ რომ იესო შენი უფალია და თუ გწამს რაც მან გააკეთა ჯვარზე დიახ ეს არის მხსნელი რწმენა,

 

თუმცა ეს რწმენა უნდა იყოს და არა უბრალოდ სიტყვები როგორ იაკობი წერს მორწმუნეებს რომ თქვენ "ამბობთო" რომ რწმენა გაქვთო ანუ მათი საქმეები ანახებდა რომ მათ რწმენა არ გააჩდათ, ხოლო რწმენას კი საქმეები მოყვება ანუ ადამიანი არ არის უკვე მიდრეკილი ცოდვისკენ არამედ უფლისკენ არის,

აი გამორიცხულია რომ გადარჩეს ადამიანი თავისი საქმეებით, ხოლო საკუთარ თავზე მუშაობა ეს უკვე რწმენის ნაყოფია

 

ანუ ადამიანი ინანიებს (მონანიება ნიშნავს მობრუნებას ცოდვისგან) და ამის შემდეგ იმ მიყვება უფლის მცნებებს არა იმიტომ რომ გადაირჩინოს თავი არამედ იმისთვის რომ მისი რწმენა სრულყოფილი შეიქმნას საქმეებით,

ხსნა კი უკვე ჯვარზე მოხდა ყველასთვის, ეს უკვე მომხდარი ფაქტია, მაგრამ ყველა არ გადარჩება რადგანაც არ ირწმუნებენ ამას, და ზოგი ვის მიენდობა და ზოგი ვის მაგრამ არა ქრისტეს, ისინი ფორმალურად ამბობენ რომ უფლის ნებაა უფლის ნებააო მაგრამ ცდილობენ გადაირჩინონ თავი და საბოლოოდ არაფერი გამოსდით რადგანაც თუნდაც ერთი მცნება დაარღვიო რჯულისა შენ უკვე ყველას არღვევს, ამიტომაც რწმენაა მხსნელი და არა საქმეები. ჩემი სიტყვის შემსრულებელნიო და არა მხოლოდ მომსმენნიო .აი შენ ამბობ რომ გწამს მაგრამ შენმა საქმეებმა უნდა დაამტკიცოს რომ გწამს,ანუ აი არ ვიცი როგორ აგიხსნა

 

5. მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით,

 

6. რომელიც უხვად მოგვფინა ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს მიერ,

 

7. რათა მისი მადლით გამართლებულთ სასოებისამებრ დაგვემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე.

 

8. სარწმუნოა ეს სიტყვა, და მე მინდა, რომ მტკიცედ იდგე ამ აზრზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილ საქმეთა კეთებას, რაც სარგო და სასიკეთოა კაცთათვის.

 

იქნებ აქ გაიგო ნახე. ხოლო მორწმუნე იმიტომ აკეთებს კეთილ საქმეებს რომ ამისთვის არის შექმნილი და მასშია უკვე ღვთიური გუნება და ეს ამოძრავებს, მე იმიტომ არ ვაკეთებ სიკეთეს რომ გადავრჩე არამედ იმიტომ რომ მსურს ასე და ვიცი რომ ბიბლიაც ამას ასწავლის, ანუ მე მინდა რომ ის ბიბლიური სიტყვა შევასრულო, მე არ მეშინია ჯოჯოხეთის იმიტომ რომ იქ არაფერი მესაქმება და ხვალვე რომ მოვკვდე უფალთან ვიქნები, არა იმიტომ რომ მე კაი ტიპი ვარ არამედ იმიტომ რომ უფალი მოკვდა ჩემთვის და ის აღდგა და ცოცხალია დღეს და მისი სისხლი მწმენდს ყოველი ცოდვისაგან და მისით მე ვარ გამართლებული

 

თუ გინდა მე მოვდძებნი კიდევ მგავს მუხლებს, მგონია რომ ბევრია ასეთი მუხლები, რომ ჩვენ გამართლებულები ვართ, ხოლო წერია რომ მართალი მართლობდესო ამიტოამც არ ვწყვეტთ ზრდას ქრისტეში არამედ დიდებიდან დიდებაში რწმენიდან რწმენაში ვიზრდებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ მხოლოდ ძახილზე არ არის არამედ გულით უნდა გწამდეს და იყო იმის შემსრულებელი რისიც გწამს და ისმენ,

ჩაუკვირდი უფლის სიტყვას

46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?

 

47. ყველა, ვინც მოდის ჩემთან, ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, გიჩვენებთ, ვისა ჰგავს:

 

48. ჰგავს იგი სახლის მაშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ამოაღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას ეკვეთა მდინარე ამ სახლს, მაგრამ ვერ შეარყია, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.

 

49. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს მათ, იმ კაცსა ჰგავს, მიწაზე უსაძირკვლოდ რომ დადგა სახლი, და როგორც კი ეკვეთა მდინარე, მყისვე დაინგრა და დიდი იყო ნგრევა იმ სახლის.

 

შენი რწმენა უნდა იყოს ნაშენები კლდეზე და არა ქვიშაზე ხოლო საძირკველი არის ქრისტე ანუ რწმენა შენდება ქრისტეზე, და ასე შენდება მორწმუნე და იზრდება სულ ზევით ზევით მაღლა და მაღლაა :D უფალმა გაკურთხოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zanneti

47. ყველა, ვინც მოდის ჩემთან, ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, გიჩვენებთ, ვისა ჰგავს:

ა ბატონო, ისმენს და ასრულებსო და თუკი არ ვასრულებ, მაგრამ ძალიან მიყვარს მოსმენა და საკუთარ თავსაც ვაჯერებ რომ მწამს?

გადავრჩები?

49. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს მათ, იმ კაცსა ჰგავს, მიწაზე უსაძირკვლოდ რომ დადგა სახლი, და როგორც კი ეკვეთა მდინარე, მყისვე დაინგრა და დიდი იყო ნგრევა იმ სახლის.

ხო, ა კიდო, ე.ი. აუცილებელია რომ შევასრულო, მაშინ გამოდის რომ მხოლოდ რწმენა საკმარისი არაა, არამედ საჭიროა საკუთარ თავზე ძალის დატანება და ისეთI რაღაცის გაკეთება ან არ გაკეთება რაც მაინცდამაინც სიამოვნებას არ განიჭებს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

აი ეხლა დავჯექი კომპიუტერთან და მალე უნდა გავიდე, ბოლნისში უნდა წავიდე ხვალე და ივნისის დასაწყისში რომ ჩამოვალ, ყველა კითხვაზე გაგცემ პასუხს..

 

:mubaraq: :mubaraq: :mubaraq:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

თუკი არ ასრულებ რწმენა არ გაქ და ვერ შეგიცნია უფალი,ან შეიცანი და ძალით განუდექი და თავისთავად ესეც იმის ნიშანია რომ შენ უკვე არ გწამს და ურწმუნოდ იწოდები.

 

მოკლედ შენ რწმენა სიტყვების ძახილი გგონია ასე არ რაის ხომ ვთქვი: რწმენას საქმეები მოყვება რასაც ეძახიან რწმენის საქმეებს მაგრამ რწმენით გადარჩება ადამიანი საქმეთაგან მიუხედავად,

 

ხოლო კიდევ გეტყვი საკუთარ თავზე მუშაობა იმ მიზნით რომ უფალს დაუახლოვდე არის რწმენის გამოხატულება, შენ უფალს ვერ ხედავ და მაინც გინდა რომ მიუახლოვდე,ეს რწმენა არ არის? ხომ გითხარი რომ ზედაპირულად ამას ვერ გაიგებ ეს უფრო ღრმაა, ან უბრალოდ უნდა გაიგო რა არის რწმენა და როგორ მოიპოვება საუკუნო სიცოცხლე,

 

უფალმა თქვა 47. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე.

ეს არის იესო ქრისტეს სიტყვები, აქ წერია ვისაც წამსო უკვე აქვსო, სხვაგან კიდევ წერია

13. ეს მოგწერეთ, ღვთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე.

აქაც იოანე ეუბნება მორწმუნეებს რომ მათ "უკვე" აქვთ ეს სიცოცხლე,

 

ბიბლია არის გადაჯაჭვული და მას ვერ გაიგებ ერთმანეთის უმისოდ ანუ წიგნებს, თუ საქმე მოციქულთა არ იქნება ბიბლიაში შენ ვერ გაიგებ პავლეს წერილებს თუ რა წერია იქ, თუ სახარება არ იქნება დანარჩენი წიგნები აზრს კარგავს, ამიტომ ვამბობ რომ რწმენას აქვს ცალკე განსაზღვრება, ეს არის დაჯერება უხილავში

ანუ:აი მაგალითის. შენ გითხრეს რომ B პუნკტში არის საუკუნო სიცოცხლე და იჯერე ამას და A პუნკტიდან იწყებ სიარულს იმ მიმართულებით რომელიც გითხრეს ანუ B-ს მიმართულებით, მაგრამ როდესაც მიხვალ და მიიღებ საუკუნო სიცოცხლეს ეს არ ნიშნავს რომ ის შენ შენთვის გაამზადე წინასწარ, ანუ გამიგე რისი თქმა მინდა? ეს სიცოცხლე შენ იქ უფალმა დაგიდო შენ გწამს და მიდიხარ და როდესაც მიხვალ მიიღებ, ამას ქვია რწმენა, მაგრამ თუ შენ გითხრეს და გაჩერდი თავისთავად შენ ვერ მიიღებ სიცოცხლეს იმიტომ რომ გაჩერდი არადა უნდა გემოძრავა და გევლო.

 

ანუ უნდა იცოდე რას მოიცავს რწმენა რას ითხოვს რწმენა,

გთხოვ რომ წაიკითხო რომაელთა 4-5 თავები და შენ ნახავ უკეთ, და საერთოდ რომაელთა წერილი ამაზე ძალიან კარგად ლაპარაკობს,

წერია რომ მართალი იცოცხლებს რწმენით რადგანაც რწმენის გარეშე შეუძLებელია ღმერთს აამო.

 

ამიტომ პროტესტანტები ასე ზერელედ არ ამბობენ თითქოს აი შენ უნდა თქვა რომ გწამს და გადარჩცები, ეს ილუზიები ვიღაცამ მოიგონა და გაავრცელა, სინამდვილეშI მოინანიო ნიშნავს მოექცე ცოდვებისაგან და მიბრუნდე ღმერთისკენ, ხოლო თუ შენ აღიარებ მას უფლად მაშინ მას ემორჩილები და გადასცემ შენს ასოებს მის მორჩილებაში. უფალი რას ნიშნავს? ეს ნიშნავს ბატონს ანუ შენ იესო ქრისტეს აღიარებ ბატონად და შენ გამოდიხარ მონა, ოღონდ თავისუფალი მონა, ამიტომ ამბობს იესო რომ რას მიწოდებ ბატონო ბატონოო და მე რასაც გეუბნები არ აკეთებო,

 

აი რას ნიშნავს მიიღო უფალი პირად მხსნელად და მოინანიო, აი ამიტომ ვამბობთ ჩვენ მონანიების სიტყვებს, ეს არის საწყისები ამას ქვია მკვდარი საქმეებისაგან მოქცევა,

მოინანიეთ და ირწმუნეთ სახარება აი რას ქადაგებს ბიბლია, ამიტომ ხსნა არ გამომდინარეობს საქმეებიდან არამედ ხსნა მე უკვე მაქვს მიუხედავად ჩემი საქმეებისა, ჩემი რწმენა მიბიძგებს საქმეებზე და უფლის სიყვარული და არა ჯოჯოხეთის შიში, ანუ თუ არ გავაკეთებ მე წავალ ჯოჯოხეთში,ეს ასე არ არის, მე უკვე მაქ სიცოცხლე, და ეს სიცოცხლე უფალი იესო ქრისტეა, ჩემი სიმართლეც უფალი ქრისტეა, ჩემი ცოდვების მპატიებელიც ის არის, ჩემი გამომსყიდველიც და ჩემი ბატონიც ის არის, მე კი უბრალო მონა ვარ რომელიც ღირსიც კი არ არის რომ მის მონად და შვილად იწოდებოდეს, ეს უფლის დიდი წყალობის და მადლის შედეგია, დიდება მას ქონდეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ მხოლოდ ძახილზე არ არის არამედ გულით უნდა გწამდეს და იყო იმის შემსრულებელი რისიც გწამს და ისმენ,

ჩაუკვირდი უფლის სიტყვას

46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?

 

47. ყველა, ვინც მოდის ჩემთან, ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, გიჩვენებთ, ვისა ჰგავს:

 

48. ჰგავს იგი სახლის მაშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ამოაღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას ეკვეთა მდინარე ამ სახლს, მაგრამ ვერ შეარყია, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.

 

49. ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს მათ, იმ კაცსა ჰგავს, მიწაზე უსაძირკვლოდ რომ დადგა სახლი, და როგორც კი ეკვეთა მდინარე, მყისვე დაინგრა და დიდი იყო ნგრევა იმ სახლის.

 

შენი რწმენა უნდა იყოს ნაშენები კლდეზე და არა ქვიშაზე ხოლო საძირკველი არის ქრისტე ანუ რწმენა შენდება ქრისტეზე, და ასე შენდება მორწმუნე და იზრდება სულ ზევით ზევით მაღლა და მაღლაა :D უფალმა გაკურთხოს

იგივეს ამბობსა მუჰამედიც და იგივეს ამბობდა ბუდდა უფრო ადრე ქრისტემდე )

მოდი და გაიგე ეხლა რომელია მწვალებელი, კათოლიკე, რომელიც მართლმადიდებელს თვლის და სხვებს მწვალებლად თუ მართლმადიდებელი რომელიც კათოლიკე ს მწვალებლად და სხვებს მათტან ერტად და ამ დროს ერთი და იგივე წიგნს ტხა და გიგოს არ იყოს ისე კითხულობენ, აზრი თვითონაც ვერ გამოუტანიათ მისგან/

რომ გამოეტანათ ცალცალკე ხომ არ იქნებოდნენ?

 

ისე რა ხანია ამ განყოფილებაში არ შემომივლია ))

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

აი ეხლა დავჯექი კომპიუტერთან და მალე უნდა გავიდე, ბოლნისში უნდა წავიდე ხვალე და ივნისის დასაწყისში რომ ჩამოვალ, ყველა კითხვაზე გაგცემ პასუხს..

 

:mubaraq: :mubaraq: :mubaraq:

კეთილი მგზავრობა და წარმატებები :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ესერთი ბიბლიაში მე არ შემხვედრია მწვალებელი (თუ არის, დადე ციტატა) და შესაბამისად მწვალებლებზე არ იქნება საუბარი..

ბიბლიაში ტერმინი მწვალებელი ვერანაირად ვერ შეგხვდებოდა, მარტივი მიზეზის გამო, იმ დროს სიტყვა მწვალებელი არ არსებობდა, მაგრამ ამ ტერმინის ქვეშ, ცრუ მოძღვარნი და დამახინჯებული რელიგიური სწავლების მიმდევარნი იგულისხმებიან ისეთები როგორებიც იყვნენ: ფარისეველთა სექტა, სადუკეველთა სექტა, სამარიტელები, მათ კი მკვდრებს, იქადნეთა ნაშობებს, მამონას ძეებს და ბრმებს უწოდებს, ტერმინი მწვალებელი მოგვიანებით გაჩნდა რათა აღნიშნულიყო ყველა ჭეშმარიტებისაგან განდგომილი სექტა და სათითაოდ ჩამოთვლა და განხილვა რომ არ დაეწყოთ, ისევე როგორც ტერმინი მახინჯი გულისხმობს ბრმას კოჭლს კუზიანს ნორმიდან გადახრილი გარეგნობის მქონე ადამიანს ანალოგიურად ტერმინი მწვალებელი გულისხმობს ჭეშმარიტი მრწამსიდან განდგომილ სექტას, რომლებიც გარდა ზემოთაღნიშნულისა გახლდათ ნიკოლაელთა სექტა 1 საუკუნეში რომელზეც პირდაპირ იძახის მძულს მათი მოძღვრებაო, ეხლა შენ გინდა თქვა რომ რატომ არიან ეს სექტები მწვალებლები და იქნებ მართლმადიდებლები არიან სინამდვილეში მწვალებლები? ეს რომ გაარკვიო ამ სექტების წარმოშვების ისტორია და მოძღვრება უნდა იცოდე შემდეგ შეადარო ის ღვთის სიტყვას და ამით გაარჩევ მწვალებელს ჭეშმარიტი ქრისტიანისგან, მარტივად გეტყვი. რატომ არის რასელისტი მწვალებელი? იმიტომ რომ სულიწმინდას გმობს სიტყვებით "ის ძალაა" მაშინ როდესაც ბიბლიაში უამრავ ადგილზე წერია რომ ის პიროვნებაა.

პირველი საუკუნის მწვალებლებს პირდაპირ ეუბნება თქვენ კაცთა გადმოცემით დაამახინჯეთ ღვთის სიტყვა და ადამიანთა დადგენილ წესებს ღვთის დადგენილ წესებზე უპირატესად სცნობთო და თუ გსურს დავდებ ამ ციტატებს ბიბლია კი არ გამქრალა არსად უბრალოდ ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი შენც კარგად იცი.

Edited by morfiudi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიბლიაში ტერმინი მწვალებელი ვერანაირად ვერ შეგხვდებოდა, მარტივი მიზეზის გამო, იმ დროს სიტყვა მწვალებელი არ არსებობდა,

morfiudi

 

სიბეცე და ტყუილი მთელი ეს შენი პოსტი. ამდენი ხნის მანძილზე, ამ ფორუმზე არ შემომიხედია. აგერ შემოვიხედე, პირველივე პოსტი ვნახე თუ არა, ეგრევე შენი ზღაპრები დამხვდა როგორც ყოველთვის. :D

 

მორფიუს, ბიბლიაში სიტყვა მწვალებელი წერია და თანაც არა ერთხელ! ცნობისათვის. როცა არ იცი, ნუ გრცხვენია აღიარება რომ აზრზე არ ხარ არც ბიბლიის, არც ქრისტიანობის ისტორიის და არც საერთოდ თეოლოგიის. პრინციპში, ვინც ცოტა მაინც ერკვევა თეოლოგიაში, შენს ორ პოსტში დაინახავს რა "განსწავლულიც" ხარ. :D

 

მწვალებელი I საუკუნეშიც იყო და მას შემდეგაც. წაიკითხე ეკლსიის ისტორია, გადაშალე წიგნები წაიკითხე ბიბლია, ან ბოლო ბოლო კითხე ვინც გარკვეულია და ცოტა მაინც გაერკვევი ამ საკითხებში.

 

ბიბლიის ყველა მუხლს არ ჩამოვწერ, ვიმეორებ, ბიბლიის ყველა მუხლს არ ჩამოვწერ, სადაც სიტყვა "მწვალებელი" წერია, რადგან ამის საჭიროება არაა, უბრალოდ მხოლოდ ერთ მუხლს დავდებ (რაც საკმარისია შენი უცოდინრობისა და ტყუილების გამოსააშკარავებლად) სადაც სიტყვა "მწვალებელი" (ბერძ. ჰაირეტიკონ, ანუ ერეტიკოსი, მწვალებელი, სექტანტი) გვხვდება. დანარჩენს კი მკითხველი დაასკვნის რა "განსწავლულიც" ხარ. :))

 

"მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე". - ტიტე, თავი 3, მუხლი 10.http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsmindeli/tite.htm

 

იგივე მუხლს შემდეგნაირად თარგმნის მართლმადიდებელი მთარგმნელი, ბაჩანა ბრეგვაძე: "მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე". - http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/tite-3.htm

 

რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემულ სინოდალურ თარგმანშიც იგივე სიტყვა, "მწვალებელი" (Еретика) წერია: "Еретика, после первого и второго вразумления, отвращайся". - http://days.pravoslavie.ru/Bible/B_tit3.htm

 

რატომ არის რასელისტი მწვალებელი? იმიტომ რომ სულიწმინდას გმობს სიტყვებით "ის ძალაა" მაშინ როდესაც ბიბლიაში უამრავ ადგილზე წერია რომ ის პიროვნებაა.

რავა სულ რასელის ბოღმა უნდა გახრჩობდეს დღე და ღამე. :D

 

მეორეც, ბიბლიაში არსაც არ წერია სულიწმინდა პიროვნებააო. ნუ ცდილობ ხალხის დაბოლებს. პრინციპში ხალხის არა, ერთი ორი იუზერის. :D

ბიბლიაში სულიწმინდაზე ნათქვამია რომ ის ასწავლის, რომ ხელნძღვანელობს, რომ არ უნდა დაანაღვლიაონ ის და ა.შ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის პიროვნებაა. მოკლედ რომ ვთქვათ, ბიბლიაში არსაც წერია რომ სულიწმინდა პიროვნებააო. გადატანითი მნიშვნელობით, ფიქურალურად სიბრძნეზეც წერია რომ ასწავლის და არიგებს. ცოდვაზე წერია რომ ჩასაფრებულია და ა.შ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ პიროვნებაა. თუმცა, შენისთანა "განსწავლულებს" ყველაფერი უკუღმად გესმით როგორც ყოველთვის.

 

ბიბლია კი არ გამქრალა არსად უბრალოდ ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი შენც კარგად იცი.

კარგია ამას რომ წერ. იყო დრო როცა სრულიად საპირისპიროს მიმტკიცებდი შენი ჭკუით. :D ახლა ბიბლია თურმე არ გამქრალა, ადრე კი ამბობდი გადააკეთესო. :D როგორც გინდა ისე ჭრი და კერავ რაა, როგორც ოველთვის. ამ ფორუმზე, ძალიან იშვიათად შემვდივარ. ვინ იცის რამდენი რამ გაქვს ნაბოდვარი, ვინ დათვლის. ორი კაცი კითხლობს და ტაშს გიკრავს, რადგან დიდ ნასწავლად მოგაქვს თავი ამ დროს რისი ტიკი-ტომარაც ხარ, ეგ უკვე კარგადაა ცნობილი ჩემთვის. :) ასე რომ გააგრძელე ტყუილების წერა და რასელის ბოღმით გამსკდარმა, დააბოლე ორი კაცი მაინც. :D სხვა რა შეგიძლია. როცა შენს უცოდინრობას გამოვააშკარავებ, წიწმადდები და ხელებს ირტყავ სახეში. მოკლედ, გააგრძელე, არ მადარდებს ოქრო. იშვიათად შემოვიხედები ხოლმე და როცა შენს ბოდვას შევხდეავ, ორი სიტყვით დავწერ ხოლმე. :) სხვა თემებში არც კი შემიხედია, ასე რომ დარწმუნებული ვარ, არც სხვა თემებს დააკლებდი შენებურ ზღაპრებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ფიქურალურად სიბრძნეზეც წერია რომ ასწავლის და არიგებს

სიბრძნე იესოსაც ეწოდება ;)

 

ცოდვაზე წერია რომ ჩასაფრებულია

ცოდვა კიდევ სატანა.....ადამიანი როცა ცოდავ ის ცოდვის მონააა ანუ სატანის მონა :givi:

 

სხვა რამე მოიფიქრე ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

კეთილი იყო თქვენი მობრძანება :D რომელია ჭეშმარიტება რომ გაიგოთ ამისთვის არის სული წმიდა და ღმერთი, მიდით და მას თხოვეთ და ის განახებთ სწორ გზას, ხოლო ბიბლიას კითხულობენ დიახ მაგრამ ბიბლიას რომ კითხულობენ ეს დიდს არაფერს ნიშნავს მთავრია სული წმიდით იყოს ის სიტყვა გაცხადებული, ხოლო ვიღაცა ფილოსოფიურად ვიღაცა ლოგიკურად მსჯელობს არადა სული წმიდით უნდა იყოს გაცხადებული ბიბლია და ამიტომაა რომ ამდენი მიმდინარეობა, ხოლო სხვადასხვა რელიგიები არ უნდ აიყოს გასაკვირი, ქრისტეს დროსაც იყო დაყოფები და ახლაც არის, ეს არაფერი მთავარი რომ ადამიანები მიყავდეთ ქრისტემდე და მერე ქრისტე თავად მოუვლის მათ და წაიყვანს როგორც მწყემსი კეთილი და არ მიაგდებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...