Nukriko Posted May 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2011 რატომ არის საშიშ "მწვალებლობა"? რითია უკეთესი ოფიციალური მართლმადიდებელი რელიგია, რომელიმე "მწვალებლობისგან"? რითია მართლმადიდებელი ადამიანი, რომელიმე "მწვალებელზე" უკეთესი? მართლა მაინტერესებს მართლმადიდებლების აზრი, რომლებიც "მწვალებლობაში" საშიშროებას ხედავენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 12, 2011 http://planeta.ge/index.php?showtopic=53746 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
morfiudi Posted May 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 1. იმიტომ რომ სულის დამღუპველია2. თუნდაც იმიტომ რომ ერთს უფრო დიდი შანსი აქვს გადარჩენის ვიდრე მეორეს.3. ვისთვის უკეთესი? ღმერთს თუ გულისხმობ კითხვაში ის ხომ არ არსებობს შენი თქმით და ზოგადად კაცისთვის კიდევ არაფრით.4. მართლმადიდებელი არ ვარ მაგრამ იმედია უფლებას მომცემ ამ კითხვებს პასუხი გავცე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted May 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 რატომ არის საშიშ "მწვალებლობა"? რითია უკეთესი ოფიციალური მართლმადიდებელი რელიგია, რომელიმე "მწვალებლობისგან"? რითია მართლმადიდებელი ადამიანი, რომელიმე "მწვალებელზე" უკეთესი? მართლა მაინტერესებს მართლმადიდებლების აზრი, რომლებიც "მწვალებლობაში" საშიშროებას ხედავენ. მართლმადიდებლობა იქნება ეს თუ სხვა რელიგია, ნებისმიერი მათგანი იმ ფასეულობებზეა დაყრდნობილი და თავისი მორალით იმას ქადაგებს რაც ადამიანისთვის სასარგებლოა, რაც სასარგებლოა მისი გარემოცვისთვის და ზოგადად კაცობრიობისთვის. მართლმადიდებელი არაა უკეთესი თავისი რელიგიური მიკორძოებით, ის უკეთესია მხოლოდ იმიტომ რომ მისდევს რელიგიას რომელიც სიკეთეს ქადაგებს, ანუ იმიტომ რომ კეთილია საკუთარი თავისა და ყველასთვის. მწვალებლობა კი ავადმყოფობაა და ფსიქიკური გადახრა, და ყველა ჯანსაღი ადამიანი სწორედ ამითია მწვალებელზე უკეთესი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 15, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 1. იმიტომ რომ სულის დამღუპველიაეს შენი ხედვით, მათი ხედვით შენი რელიგიაა სულის დამღუპველი 2. თუნდაც იმიტომ რომ ერთს უფრო დიდი შანსი აქვს გადარჩენის ვიდრე მეორეს.ვერ გავიგე ეს.. განმიმარტე 3. ვისთვის უკეთესი? ღმერთს თუ გულისხმობ კითხვაში ის ხომ არ არსებობს შენი თქმით და ზოგადად კაცისთვის კიდევ არაფრით.პიროვნული ღირებულებები ვიგულისხმე + დაგიწერ, იმიტომ კი არა რომ გეთანხმები, არამედ იმიტომ რომ გაწითლებული იუზერები არ მხიბლავს.. nika3012მართლმადიდებლობა იქნება ეს თუ სხვა რელიგია, ნებისმიერი მათგანი იმ ფასეულობებზეა დაყრდნობილი და თავისი მორალით იმას ქადაგებს რაც ადამიანისთვის სასარგებლოა, რაც სასარგებლოა მისი გარემოცვისთვის და ზოგადად კაცობრიობისთვის. მართლმადიდებელი არაა უკეთესი თავისი რელიგიური მიკორძოებით, ის უკეთესია მხოლოდ იმიტომ რომ მისდევს რელიგიას რომელიც სიკეთეს ქადაგებს, ანუ იმიტომ რომ კეთილია საკუთარი თავისა და ყველასთვის. მწვალებლობა კი ავადმყოფობაა და ფსიქიკური გადახრა, და ყველა ჯანსაღი ადამიანი სწორედ ამითია მწვალებელზე უკეთესი ისინი ერთ რამეს ვერ ხვდებიან, ეს სექტები თუნდაც ქმნიან მრავალფეროვნებას, ხოლო მრავალფეროვნება კი თავისუფლების გარანტიააა.. ანუ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თავისუფლებასაც ებრძვიან ამით.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლო მაშინაა შესაძლებელი თუკი ვიცით რომ ღმერთი არსებობს,მერე თუკი ისიცი ვიცით როგორია ის და როგორი არაა მესამე, რა არის საჭირო იმისთვის რომ ღმერთს მიუახლოვდე,რომ მიუახლოვდე ხომ უნდა იცოდე, თუკი არ იცი ის როგორია როგორ მიუახლოვდები,თუკი არ მიუახლოვდი როგორღა გადარჩები,პროტესტანტები თვლიან რომ თუკი ადამიანს სჯერა ქრისტესი ის უკვე გადარჩენილია,ასეტი აზრი მართლმაიდებლებისთვის წარმოუდგენლად მიუღებელია,რწმენა არაფერია საქმის გარეშე,იმ რეალური ცვლილებეიბის გარეშე რაც ადამიანმა უნდა განიცადოს ღმერთთან მიახლობესას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zanneti Posted May 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 Siknadmoპროტესტანტები მასე ადვილად არ ფიქრობენ როგორ დაწერე, ხოლო ხსნა კი საქმეთაგან დამოუკიდებლად არის და ამას ბიბლია ამბობს და მოგიყვან უამრავ მაგალითს და მუხს ამისას. და ხსნა არის არა საქმეთგან არამედ მადლით ხოლო მადლი საქმეებს არ გამორიცხავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 Siknadmoპროტესტანტები მასე ადვილად არ ფიქრობენ როგორ დაწერე, ხოლო ხსნა კი საქმეთაგან დამოუკიდებლად არის და ამას ბიბლია ამბობს და მოგიყვან უამრავ მაგალითს და მუხს ამისას. და ხსნა არის არა საქმეთგან არამედ მადლით ხოლო მადლი საქმეებს არ გამორიცხავსრწმენა საქმეების გარეშე მკვდარია, რა თქმა უნდა მადლის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია,პროტესტანტების უამრავი მიმდინარეობა არსებობს,ძირითადად პროტესტანტები თვლიან რომ თუკი მათ სწამთ იესო ქრისტესი ეს რწმენა საკმარისია იმისთვის რომცოდვებისგან მიტევება მიიღონУчение протестантизма: душа человека спасается через веру в Иисуса Христа как своего спасителя, (лат. Sola fides) и через благодать Божью (которая выражается в том, что Иисус умер за грехи каждого человека), католиками и православными отвергается. И как следствием являются дела (Библия, Иаков 2:17-20). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zanneti Posted May 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 Siknadmoსაქმე და მადლი ერთად ვერ ეწყობიან, ხსნა ან ერთით არის ან მეორეთი, რჯული და მადლი ერთად ვერ იქნებიან, ეს ღრმაა უფრო ვიდრე ესე ზედაპირულად ამის ახსნა ხსნა სრულად არის რწმენით საქმეთაგან დამოუკიდებლად, ხოლო იმას რაზეც შენ ამბობ რწმენის გარეშე საქმე მკვდარიაო, რწმენა თუ გაქ საქმეები შესაბამისად გაქ, მაგრამ ხსნა რწმენით არის და არა საქმეებით რწმენა მოქმედია, პროტესტანტები სწორედ ასწავლიან და ამბობენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 (edited) Siknadmoსაქმე და მადლი ერთად ვერ ეწყობიან, ხსნა ან ერთით არის ან მეორეთი, რჯული და მადლი ერთად ვერ იქნებიან, ეს ღრმაა უფრო ვიდრე ესე ზედაპირულად ამის ახსნა ხსნა სრულად არის რწმენით საქმეთაგან დამოუკიდებლად, ხოლო იმას რაზეც შენ ამბობ რწმენის გარეშე საქმე მკვდარიაო, რწმენა თუ გაქ საქმეები შესაბამისად გაქ, მაგრამ ხსნა რწმენით არის და არა საქმეებით რწმენა მოქმედია, პროტესტანტები სწორედ ასწავლიან და ამბობენსაქმეში რას ვგულისხმობ თუ იცი, ქველმოქმედებას?საქმე არის საკუთარ თავზე მუშაობა, საკუთარ ცოდვებთან ბრძოლა და განწმენდის საშუალებით ღმერთთან მიახლოვება,ანუ თუკი ამბობ ღმერთის მწამს და საროსკიპოში დადიხარ, ან მრისხანებაში ვარდები ან სხვა ათას სისაძაგლეს სჩადიხარ ეს იმას ნიშნავს რომ შენი რწმენა (ზოგადად) ზედაპირულია, რამეს რომ მიაღწია უნდა იწვალო, აბა ყავის სმითა და სავარძელში მოაკალათებული თეოლგიური საუბრებით ვერაფერს მიაღწევს ადამიანი Edited May 15, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
morfiudi Posted May 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 ეს შენი ხედვით, მათი ხედვით შენი რელიგიაა სულის დამღუპველი ვერ გავიგე ეს.. განმიმარტე პიროვნული ღირებულებები ვიგულისხმე + დაგიწერ, იმიტომ კი არა რომ გეთანხმები, არამედ იმიტომ რომ გაწითლებული იუზერები არ მხიბლავს.. 1.ადამიანთა ხედვები ჭეშმარიტების ნამდვილობასთან მიმართებაში ნულია, აქ მთავარი ღვთის ხედვაა, ღმერთი კი მწვალებლებს მკვდრებს უწოდებს, ქრისტეს ეკლესიას კი ცოცხალს, ასე რომ მკვდრების ხედვა ცოცხლებზე თუ უფრო მისაღებია შენთვის მათ დაუჯერე.2.გაუგებარი არაფერია ცოცხალს უფრო მეტი შანსი აქვს ცოცხლად გადარჩეს ვიდრე მკვდარს. აპოკალიფსს და სამსჯავროს ვგულისხმობ.3. ადამიანის შეფასებით ხომ დავწერე შეიძლება სულ ერთიც იყოს, ან უკეთესიც კი მწვალებელი ჭეშმარიტ მორწმუნეზე, მაგრამ როდესაც ღვთის შეხედულება მათზე ასეთია: "მკვდრებმა, კი თავიანთი მკვდრები დამარხონ" პირადად მე ამ შემთხვევაში ადამიანთა შეხედულება ნაკლებად მაინტერესებს.+ ისთვის მადლობა წითელი რამკა, მომხსენი ქურდული შავი ვორნიღა დამრჩა, სატურნიც თუ წაიმუშავებს ამ კუთხით მწვანე რამკაღა დამრჩება და შეიძლება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურშიც წავიდე კაკ მუჟიკ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 15, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 ღმერთი კი მწვალებლებს მკვდრებს უწოდებსჯერ ესერთი ბიბლიაში მე არ შემხვედრია მწვალებელი (თუ არის, დადე ციტატა) და შესაბამისად მწვალებლებზე არ იქნება საუბარი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 ჯერ ესერთი ბიბლიაში მე არ შემხვედრია მწვალებელი (თუ არის, დადე ციტატა) და შესაბამისად მწვალებლებზე არ იქნება საუბარი..სამარიტელები იყვნენ ებრაელები რომლებსაც ებრაელებისგან განსხვავებული სწავლება ჰქონდათ, თუმცა ისინიც მიიჩნევდნენ რომ მათი ღმერთი იყო აბრაამის ღმერთი,სამარიტელთა მიმართ დამოკიდებულება იყო საკმაოდ აგრესიული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 15, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 სამარიტელები იყვნენ ებრაელები რომლებსაც ებრაელებისგან განსხვავებული სწავლება ჰქონდათ, თუმცა ისინიც მიიჩნევდნენ რომ მათი ღმერთი იყო აბრაამის ღმერთი,სამარიტელთა მიმართ დამოკიდებულება იყო საკმაოდ აგრესიული ეს არ იყო ჩემი შეკითხვის არსი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zanneti Posted May 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2011 Siknadmoდა შენი აზრით მე რას ვგულისხმობ რწმენაში? იმას რომ მწამსო ამბობ და ლოთაობ? ხსნა არის არა საქმეთაგან და უამრავ მუხლს მოგიყვან ახლა, მაშIნ ბიბლია ტყუის ასე გამოდის, ხსნა არის მადლით და არა საქმეებით ხოლო მე რას შვები ეს შენ არ იცი ამიტომაც ვერ იტყვი რომ ყავას ვსვამ და თეოლოგიაზე ვკამათობ. თუ ეს ჩემი მისამართით თქვი რა თქმა უნდა ხოლო შენ რომ მოიყვანე იმ მუხლში იოაკობის წერილიდან მას უნდა ჩცაუკვირდე და ნახავ რომ იაკობი იქ წერს რომ, მათ კი არ აქვთ რწმენა არამედ ამბობენ რომ აქვთ და არადა ცოდავდნენ, ამიტომ რწმენა თუ გაქ შენ ავტომატურად მუშაობ შენს თავზე და უახოლვდები ღმერთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ შენ იმისთვის იბრძვი რომ გადარჩე რადგანაც ადამიანი ვერასოდეს გადარჩება კარგი საქმეებით, ხოლო საკუთარ თავზე მუშაობა არის რწმენის ქონის დასტური, რომ შენ მართლა გწამს და მართლა ირწმუნე უფალი იესო ქრისტე და მიიღე სიცოცხლე საუკუნო 22. ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით - ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება, 23. რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას. 24. მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით, ეს არის ერთერთი მუხლი თუ გსურს კიდევ დავწერ მინიმუმ ორს ან თავად გადახედე რომ.6:23 ტიტეს 3 თავი მემგონი ეს მუხლები სრულად ამტკიცებს რომ ხსნა მხოლოდ მადლით არის მაგრამ პავლე მოციქული ასევე ამბობს რომ რა ვქნათო თუ მადლის ქვეშ ვართო ვცოდოთო? რაზეც თავად პასუხობს არმაც და არამცო, ამიტომ თუ ვინმე ასწავლის რომ ხსნა შენზეა დამოკიდებული ეს არ არის სწორი, ხსნა ქრისტეშია შენ კი რწმენით ხღებულობ ამ ხსნას და მიდიხარ ხსნის დღისკენ და გზადაგზა იწმიდები აი ეს არის რწმენა ეს ერთი ფორუმელის სიტყვებია რომელიც დიდიი ხნის წინ მომწერა და მეც ვეთანხმები პავლე მორწმუნეებს წმინდებს უწოდებდა რადგან ქრისტეს მორწმუნეები არიან უკვე განწმენდილები, გადარჩენილები, ანუ ცოდვებისგან თავისუფლები, ანუ კარმული ვალებისგან დახსნილები არა საქმეებით(რაც ისედაც შეუძლებელია) არამედ მადლით, რომელსაც რწმენით ღებულობ.ეს უნიკალური მოვლენაა!ანუ ღმერთი აღარ გაშინებს ჯოჯოხეთით, ავანსად გაგანთავისუფლა, რადგან მას შენგან სიყვარული ჭირდება და შეშინებულ მონას არ შეუძლია სიყვარული.აი ეს არის ჭეშმარიტად თავისუფალი არჩევანი.ჯერ ქრისტე ერთიანად გწმენდს, როცა ირწმუნებ და მოინათლები.აი ნამდვილი მადლი და სასწაული! ბუნებით ისევ ცოდვილი ხარ, მაგრამ მადლით წმინდანი. და იმის გამო რომ კვლავ აგრძელებ ცოდვების კეთებას, რადგან ჯერ ბუნებით მაინც ცოდვლილი ხარ, ქრისტე კვლავ და კვლავ გწმენდს ცოდვების დამანგრეველი გავლენისგან, როცა შენ ცოდვებს აღიარებ ქრისტეს, საკუთარი თავის და ადამიანების წინაშე.ამის წყალობით, რახან წმინდა ხარ, უკვე დაუბრკოლებლად შეგიძლია წმინდა ღმერთთან ურთიერთობა ლოცვით, გალობით და ზიარებით. ამ ურთიერთობის შედეგად ღმერთის წმინდა ბუნება გადმოდის შენში და შენს ბუნებას ცვლის. შენ აღარ გსურს ცოდვები და ივსები ღვთაებრივი სიყვარულით. აი ასე იბადება ახალი ადამიანი .ეს არაა სრული ქრისტიანული ცოდნა, მაგრამრომელმა ეკლესიამაც ან სექტამ(სულერთია) ეს იცის და ამაზეა დაფუძნებული, ის ცოცხალია და აქვს ცოცხალ ქრისტესთან რეალური ურთიერთობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.