Jump to content
Planeta.Ge

რვიანი აქციებს იწყებს?


Recommended Posts

ეს სააკაშვილის და მისი პარტიული გოშიების დამახასიათებელი ნიშანია.

ერთს ფიქრობენ, მეორეზე არა. ერთს აკეთებენ, მეორეში აჯვამენ იმ საქმით.

აჭარა მაგალითად ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და მცირემიწიანია საქართველოში.

აქ ძალიან ჭირს სახნავ სათესი ფართი და მიწაც შესაბამისად ძვირი ღირს.

ამას წინ აიღეს სოფელ ქაქუთთან და ჩუმად ვიღაცას 9 თეთრად მიწები მიყიდეს, რომელსაც ხალხი ამუშავებდა რაც თავი ახსოვთ, მაგრამ საკუთრებაში არ აძლევდენ. ეხლა ის ხალხი გამოხატავს აღშფოთებას ამის გამო. ჩვენთვის ეთქვათ და 9 თეთრი რას ქვია, ლარის გადამხდელიც ვიყავითო ეგრე გაყიდვა თუ უნდოდათო.

ესენი კი ამტკიცებენ კარგად, მიღებულ, დადგენილ ფასებში გავყიდეთო. სადაა ლოგიკა?

კაცი 10 ჯერ მეტს იხდის და არ აძლევენ და სხვას 10ჯერ ნაკლებში მიცემულს კარგად გაყიდულს ეძახიან.

გარდა ამისა სააკასვილმა გადავხნათ ყველაფერიო და იმას არ ითვალისწინებენ, ყველგან ეს ხვნა რომ არ სეიძლება. სადღაც საძოვრებადაა ეგ მიწები და სიმინდი თუ მოგყავს და საჭიროა, ხორცს და რძეს რას უშვები?

მოკლედ თავის ტვინის ერთი ნახევარსფეროთი ფიქრობენ, თუ აქვთ საერთოდ მეორე...

მიწა უნდა ეკუთვნოდეს ადგილობრივ მოსახლეობას და არა თბილისელ ან მითუმეტეს უცხოელ ინვესტორს,

ქვეყანა ხალხისთვისაა,

თუკი ყიდიან მიწას კაცო და ის თუნდაც ძვირად გაყიდონ ხალხს რა ხეირი?

თავად პრივატიზაცია მიმდინარეობს არასწორად, მე არ ვამბობ რომ მიწა ხალხს უფასოდ უნდა გადაეცეს, მამენტ გადასახადებიც დაადონ ბაზარი არაა, მაგრამ მიზანი რააა საბოლოო ჯამში რომ რა, ბიუჯეტში ფული შევიდეს მხოლოდ, თანაც ერთჯერადად???

 

მიზანი უნდა იყოს ის რომ ადგილობრივ მოსახლეობას უნდა მიეცეს შესაძლებლბოა საკუთარი შრომით იქონიონ შემოსავალი

 

საუკუნეების განმავლობაში ხალხის საკუთრებაში იყო ტყეები და საძოვრები, მოვიდნენ ნაცმოელები და ვიღაცეებს მიყიდეს და ბიუჯეტი შეავსეს, მე არ ვიცი ამას რა ქვია, საკუთარი ხალხის ძარცვა, კარგად გავყიდეთო,

შე დედამიჩექმილო გაყიდე და შენს ძაღლებს უნდა მიუგდო ეგ ფული რომ მერე მაგათმა ხელკეტები ურტყან მშიერ მწყურვალ ხალხს,

იმ ხალხს რომელიც შენ გაძარცვე იმით რომ მიწა გაუყიდე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიწა უნდა ეკუთვნოდეს ადგილობრივ მოსახლეობას და არა თბილისელ ან მითუმეტეს უცხოელ ინვესტორს,

ქვეყანა ხალხისთვისაა,

თუკი ყიდიან მიწას კაცო და ის თუნდაც ძვირად გაყიდონ ხალხს რა ხეირი?

 

 

მაგალითისთვის.

ჩეხეთმა ეხლახან მიიღო კანონი უცხოელებისტვის უძრავი ქონების და მიწის გაყიდვის თაობაზე.

 

წარმოიდგინეთ რამდენი დრო დასჭირდათ ჩეხებს,1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ხო და დაფიქრდით რატომ ეს შეჩვენებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმ ხალხს რომელიც შენ გაძარცვე იმით რომ მიწა გაუყიდე

აირჩიეს და უთხრეს, მიდი მიშიკო, შენ გირჩევთ ბელადადო. იმანაც, როგორც უნდოდა, ისე გაუყიდა. რა პრობლემაა? აირჩიე? დაემორჩილე. რატო ირჩევდი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგალითისთვის.

ჩეხეთმა ეხლახან მიიღო კანონი უცხოელებისტვის უძრავი ქონების და მიწის გაყიდვის თაობაზე.

 

წარმოიდგინეთ რამდენი დრო დასჭირდათ ჩეხებს,1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ხო და დაფიქრდით რატომ ეს შეჩვენებული.

ჭკვიანები არიან, თავიანთი ხალხის ერთგულები, რა ქნეს, მისცეს საზოგადოებას იმის შესაძლებლობა რომ მიწები აეთვისათ,

ანუ ეს წლები საკმარისი იყო ამისთვის,

კარგი მიწები მოითრიეს ჩეხებმა და ეხლა უვარგისი და ნაკლებად მოსავლიანი ინებეთ უცხოელებოოო :givi:

 

აირჩიეს და უთხრეს, მიდი მიშიკო, შენ გირჩევთ ბელადადო. იმანაც, როგორც უნდოდა, ისე გაუყიდა. რა პრობლემაა? აირჩიე? დაემორჩილე. რატო ირჩევდი?

ვახ, რა იცის გლეხი კაცმა ვის აძლევს ხალხს, შენ თბილისელმა რა გააკეთე გლეხი კაცითვინა,

განათლება მიეცი, ტექნიკა გადაეცი იაფად თუ პროდუქტის შესყიდვაში დაეხმარე,

 

ოღრაშობის მეტს რას სწავლობენ ჩვენგან :givi:

 

რაც კი გოთვერნობა მოხდა საქართველოში ლომის წილი თბილისელებზე მოდის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვახ, რა იცის გლეხი კაცმა ვის აძლევს ხალხს,

ხოდა არჩევნები ღლეობაა მეთქი რომ ვამბობ, არაო :)

მაგაშია საქმე.

დოქტორის წოდების მინიჭებისათვის კენჭისყრაში მონაწილეობას ყველა კი არ იღებს ხოლმე. ვინც კომპეტენტურია, მხოლოდ ის.

ქვეყნის მართვა რა, დოქტორობაზე უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია?

80 წლის ბებო რომ თავისი არჩევანით ქვეყნის პრეზიდენტის ვინაობაზე იმოქმედებს, მაგარი სისტემაა რა.

ხოდა რადგან ვერასოდეს ვერ გაარკვევ, ვისი ხმა უნდა ჩაითვალოს არსებითად, და ვისი არა, ამიტომ ზოგადად არჩევენები არის მოგონილი სწორედ აფიორისათვის.

მე ჩემსას ვამბობ და დანარჩენი თქვენ იცით :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგალითისთვის.

ჩეხეთმა ეხლახან მიიღო კანონი უცხოელებისტვის უძრავი ქონების და მიწის გაყიდვის თაობაზე.

 

წარმოიდგინეთ რამდენი დრო დასჭირდათ ჩეხებს,1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ამ გადაწყვეტილების მისაღებად. ხო და დაფიქრდით რატომ ეს შეჩვენებული.

თავის დროზე სხვათაშორის გამსახურდიამაც მაგის გამო სეაჩერა პრივატიზაცია და თავისუფალი გაყიდვა მიწების. არ უნდოდა წითელ დირექტორებს და პარტიულ ნომენკლატურას ჩაეგდო ხელში მოპარული მილიონებით ის ქონება.

ამას კი მას ბრალდებად უყენებდენ, პრივატიზაციას არ ჩქარობსო.

მაშინ ხომ არ ჩანდა იმ დროში მისი მოტივის სიმართლე? მაგრამ მერე რაც მოხდა ხომ იმან დაამტკიცა მისი სიმართლე?

და მას რომ ვერ გაუგეს, ამიტომ ჩამოაგდეს იმ წითელმა დირექტორებმა და ნომენკლატურამ, მერე რომ ქვეყანა ეღლიტათ და ჩვენი გამოსირებული ხალხიც თავიანთ ჯალათებს დაუდგა გვერდში და არა მას ვისაც ხსნა უნდოდა ამათგან.

ზვიადის ბევრი რამ არ მომწონდა, არ მიმაჩნდა კარგ პოლიტიკოსად და ბევრ რამეში მას ვადანაშაულებ. მაგრამ ალალად კი უყვარდა და უნდოდა კარგის გაკეთება. ეგაა დიქტატორი კარგი ცუდისგან არაფრით განსხვავდება და ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე შეცდომებისგან რომელიც საბედისწერო აღმოჩნდება ხოლმე, დაზღვეული არავინაა.

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა არჩევნები ღლეობაა მეთქი რომ ვამბობ, არაო :)

მაგაშია საქმე.

დოქტორის წოდების მინიჭებისათვის კენჭისყრაში მონაწილეობას ყველა კი არ იღებს ხოლმე. ვინც კომპეტენტურია, მხოლოდ ის.

ქვეყნის მართვა რა, დოქტორობაზე უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია?

80 წლის ბებო რომ თავისი არჩევანით ქვეყნის პრეზიდენტის ვინაობაზე იმოქმედებს, მაგარი სისტემაა რა.

ხოდა რადგან ვერასოდეს ვერ გაარკვევ, ვისი ხმა უნდა ჩაითვალოს არსებითად, და ვისი არა, ამიტომ ზოგადად არჩევენები არის მოგონილი სწორედ აფიორისათვის.

მე ჩემსას ვამბობ და დანარჩენი თქვენ იცით :)

არა მგონია შენ მონარქისტი იყო და ბოლო ბოლო გვითხარი შე დალოცვილო რა სახის მმართველობა უნდა იყოს,'

იქნებ საერთოდ გავაუქმოთ სახელმწიფო და მმართველობა ხევისბერებს გადავცეთ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა მგონია შენ მონარქისტი იყო და ბოლო ბოლო გვითხარი შე დალოცვილო რა სახის მმართველობა უნდა იყოს,'

არჩევნების ტიპის, ოღონდ არჩევნები უნდა ჩანაცვლდეს ტენდერით. რამდენჯერ უნდა ვთქვა კაცო :)

დაპირებების ნაცვლად იქნება ვალდებულებები, თავისი საჯარიმო სანქციებით შეუსრულებლობის შემთხვევაში. არანაირი პიარკამპანიები არ იქნება საჭირო (პიარ კამპანია ფაქტიურად არის ოსტაპ ბენდერობა, ოღონდ დაკანონებული). იასნია რომ ესეთი ტიპის არჩევნები არ აწყობთ არც იმათ, ვინც უკვე არიან, და არც იმათ, ვისაც მოსვლა უნდა. ამიტომ უნდა ვაიძულოთ. დაიწყება საუბარი იმაზე, რომ ამას დიდი ხარჯები დაჭირდება, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ დასაბუთებით ვერავინ დაასაბუთებს, რატომ დაჭირდება უფრო მეტი ხარჯები, ვიდრე იხარჯება ეხლა, ან რატომაა შეუძლებელი, რომ კანდიდატის დანაპირებს მიეცეს ხელშეკრულების სახე, რა არის ამაში შეუძლებელი?

"მეორედ ნუ აირჩევ თუ არ ივარგა" - აი აქაა აფიორის თავი და თAვი. მეორედ ნუ აიჩევ კი არა, თუ ვერ შეასრულა, უნდა დაკისროს სანქცია, დაწყებული ფულადიდან, დამთავრებული ვირის აბანოთი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

”ოპოზიციური რვიანი” მმართველი გუნდისგან და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილისგან უმოკლეს ვადებში ოფიციალურ წერილობით პასუხს მოითხოვს.

ამასთან დაკავშირებით რვიანმა დღეს, "ეროვნული საბჭოს" ოფისში ბრიფინგი გამართა, რომელზეც რვიანის წარმომადგენლებმა მიმართვის ტექსტი წაიკითხეს.

"ოპოზიციური რვიანის სამართლიანი, პრინციპული პოზიციისა და სწორი ტაქტიკის გამო, სააკაშვილის გუნდი ვერ ახერხებს პროცესის მისთვის სასურველი შედეგით დასრულებას და ამიტომ არ უბრუნდება საარჩევნო მოლაპარაკებების მაგიდას. ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობა ხელისუფლებისგან ცალსახად და დაბეჯითებით მოითხოვს საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციასთან შეთანხმებას, როგორც ქვეყნის დემკრატული განვითარების წინაპირობას", - აღნიშნულია მიმართვის ტექსტში.

რვიანში შემავალი პარტიები მიიჩნევენ, რომ ამგვარ ვითარებაში აღმოჩენილი მმართველი რეჟიმი, ოპოზიციური რვიანის სამართლიანი მოთხოვნებისაგან თავის დასახსნელად ხელს უწყობს მოსახლეობაში არჩევნებისადმი ნიჰილიზმის გაღვიძებას და პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას.

"ჩვენ, რვა პოლიტიკურმა პარტიამ არაერთხელ განვაცხადეთ და კვლავ ვიმეორებთ, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით. საარჩევნო მოლაპარაკებებში ჩვენ ვართ ერთიანი პოზიციის მქონე მხარე და ხელისუფლებისგან მოვითხოვთ საჯარო და გამჭვირვალე მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევას", - ნათქვამია მიმართვაში.

ოპოზიციური რვიანი მიმართავს მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს უღირსი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა და ხელი შეუწყოს საარჩევნო საკითხებზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.

ამისთვის კი, ისინი მიიჩნევენ, რომ საჭიროა ხელისუფლებამ მაისის ბოლომდე, როგორც ეს პროცესის დასაწყისში პარლამენტის თავმდჯომარესთან ერთად განისაზღვრა, კონკრეტული წერილობითი პასუხები გასცეს მათ წინადადებებზე, პირველ რიგში ამომრჩეველთა აღრიცხვისა და საარჩევნო სისტემის მოდელებზე.

დადგენილ ვადებში ხელისუფლების პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, მოლაპარაკებების მიმდინარე პროცესის ჩაშლას და მის შედეგებზე, რვიანი პასუხისმგელობას აკისრებს მიხეილ სააკაშვილს.

"ჩვენ კი ამ გარემოების გათვალისწინებით და ყველა კონსტიტუციური საშუალების გამოყენებით, გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად", - აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს რვა პოლიტიკური პარტია: "ახალი მემარჯვენეები", "ეროვნული ფორუმი", "თავისუფალი დემოკრატები", "კონსერვატიული პარტია", "რესპუბლიკური პარტია", "საქართველოს გზა", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" და "ხალხის პარტია".

 

ჩემი ბმული

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციური რვიანის სამართლიანი, პრინციპული პოზიციისა და სწორი ტაქტიკის გამო, სააკაშვილის გუნდი ვერ ახერხებს პროცესის მისთვის სასურველი შედეგით დასრულებას და ამიტომ არ უბრუნდება საარჩევნო მოლაპარაკებების მაგიდას

3:0 მოგება ჩაეთვლებათ :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არჩევნების ტიპის, ოღონდ არჩევნები უნდა ჩანაცვლდეს ტენდერით. რამდენჯერ უნდა ვთქვა კაცო :)

დაპირებების ნაცვლად იქნება ვალდებულებები, თავისი საჯარიმო სანქციებით შეუსრულებლობის შემთხვევაში. არანაირი პიარკამპანიები არ იქნება საჭირო (პიარ კამპანია ფაქტიურად არის ოსტაპ ბენდერობა, ოღონდ დაკანონებული). იასნია რომ ესეთი ტიპის არჩევნები არ აწყობთ არც იმათ, ვინც უკვე არიან, და არც იმათ, ვისაც მოსვლა უნდა. ამიტომ უნდა ვაიძულოთ. დაიწყება საუბარი იმაზე, რომ ამას დიდი ხარჯები დაჭირდება, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ დასაბუთებით ვერავინ დაასაბუთებს, რატომ დაჭირდება უფრო მეტი ხარჯები, ვიდრე იხარჯება ეხლა, ან რატომაა შეუძლებელი, რომ კანდიდატის დანაპირებს მიეცეს ხელშეკრულების სახე, რა არის ამაში შეუძლებელი?

"მეორედ ნუ აირჩევ თუ არ ივარგა" - აი აქაა აფიორის თავი და თAვი. მეორედ ნუ აიჩევ კი არა, თუ ვერ შეასრულა, უნდა დაკისროს სანქცია, დაწყებული ფულადიდან, დამთავრებული ვირის აბანოთი

შენ საუბრობ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტ პარტიების ვალდებულებების შესრულების მექანიზმზე, რაც საინტერესოა,

მაგრამ ამჯერად პრობლემა სხვა რამეშია, რომ ადამიანი რომელიც ხმას აძლევს ამა თუ იმ პოლიტ ძალას მისი ხმა არ დაიკარგოს,

არ მოხდეს გაყალბება, სიაში არ იყვნენ მკვდარი სულები და ას. შ.

პრაქტიკულად გამოდის რომ შენ არც დემოკრატიის წინააღმდეგი არ ხარ, არც არჩევნების და არც იმის რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

რვიანში შემავალი პარტიები მიიჩნევენ, რომ ამგვარ ვითარებაში აღმოჩენილი მმართველი რეჟიმი, ოპოზიციური რვიანის სამართლიანი მოთხოვნებისაგან თავის დასახსნელად ხელს უწყობს მოსახლეობაში არჩევნებისადმი ნიჰილიზმის გაღვიძებას და პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას.

ქუჩაში კი მიგვექაჩება გრეჩო, კინწმარიშვილი და ოქრუაშვილი,

ამასთან ერთად ოქრუაშვილი აკეთებს ანტიამერიკულ განცხადებას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრაქტიკულად გამოდის რომ შენ არც დემოკრატიის წინააღმდეგი არ ხარ, არც არჩევნების და არც იმის რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება

ეჰ, ნიჩევო ნე პონიალ (© ოპერიდან გამოსული რუბენა მიმინოს :) )

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...