Jump to content
Planeta.Ge

ადვოკატები შიმშილობას იწყებენ


Recommended Posts

ადვოკატები 17 მაისიდან პარლამენტის წინ შიმშილობის აქციას იწყებენ.

 

აქციის ორგანიზატორმა ადვოკატებმა _ შალვა ხაჭაპურიძემ, ლალი აფციაურმა და ლანა გვალიამ დღეს მერიაში განაცხადი შეიტანეს, რომლითაც მერიისგან აქციის ჩატარების ნებართვას ითხოვენ.

 

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს იქნება 5- დღიანი გამაფრთხილებელი უპრეცედენტო მოვლენა, რადგან მსოფლიოს მსგავსი აქცია არ ახსოვს.

 

,,ეს იქნება წმინდა სამართლებრივი აქცია. ჩვენ ვითხოვთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, გამოიძიძიონ ქუჩაში დახვრეტილი ადამიანების საქმეები, აღსრულდეს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება“,_განაცხადა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ თავდაპირველად, შიმშილობას 30 ადვოკატი დაიწყებს. კონკრეტული მოთხოვნები კი აქციის მსვლელობისას გახდება ცნობილი.

 

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ქვეყნის მეთაური, მთავარია ქვეყანაში ბატონობდეს სამართლისა და კანონის უზენაესობა.

 

,,მსოფლიოში მსგავსი მოვლენაა არ ყოფილა, როდესაც ადვოკატები გამოდიან და იწყებენ საპროტესტო აქციებს. როდესაც ადვოკატი იწყებს შიმშილობას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წართმეული აქვს ყველანაირი ღონე, რომ დაიცვას ჯერ თავისი კლიენტი და შემდეგ საკუთარი თავი“,_აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

 

როგორც ადვოკატები აცხადებენ, ეს იქნება 5-დღიანი გამაფრთხილებელი 24 საათიანი აქცია. მათ არ სურთ, რომ ამას დაუსრულებელი სახე მიეცეს. აქცია 17 მაიის დღის 3 საათზე პარლამენტის წინ დაიწყება.

 

,,ჩვენ გვინდა მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვითხოვთ ადამიანისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს – თავისუფლებას“,_აცხადებენ ადვოკატები.

 

ცნობისთვის; აქციის ჩატარების ნებართვის შესახებ მერიის გადაწყვეტილება სამ სამუშაო დღეში გახდება ცნობილი.

 

http://medianews.ge/index.php/ka/content/71966/

 

პ.ს. უკვე ყველგან აქციებია....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არსად არაა აქციები!!!

არ უყურე იმედს? არავინა რ გავა არასოდეს რადგან ქუცაში გასვლა გოიმობა და ღალატია !!!

 

ხო ადვოკატებს რაც შეეხება. აზრი არ აქვს

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადვოკატები 17 მაისიდან პარლამენტის წინ შიმშილობის აქციას იწყებენ.

 

დაარბევენ პარლამენტის მიფსმისთვის :yes:

 

ქუცაში გასვლა გოიმობა და ღალატია !

:))

მართლა თქვეს ეს?

 

ნუ ეხლაააააააააა, ცირკთან ნინა წკრიალაშვილისნაირი "სვეტცკები" დგანან მხოლოდ :party:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადვიკატები დასაჭერები არიან. უნდა იყოს კანონი, რომ ადვოკატი თუ ვერ დაიცავს კლიენტს, სროკის 4/5 ნაწილს ის იხდის.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს იქნება 5- დღიანი გამაფრთხილებელი უპრეცედენტო მოვლენა, რადგან მსოფლიოს მსგავსი აქცია არ ახსოვს.

 

17მაისი+5მაისი=22მაისი.

21-ში ნინო მიადგება ჯარით პარლამენტს და რამე შარში გაეხვევიან ადვოკატები. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაარბევენ პარლამენტის მიფსმისთვის :yes:

 

 

ადვოკატებმა კანონიერი მოფსმა იციან, ასე რომ ვერ დააბრალებენ ჩვეულებრივ გადაფსმას. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსოფლიოში მსგავსი მოვლენაა არ ყოფილა, როდესაც ადვოკატები გამოდიან და იწყებენ საპროტესტო აქციებს. როდესაც ადვოკატი იწყებს შიმშილობას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წართმეული აქვს ყველანაირი ღონე, რომ დაიცვას ჯერ თავისი კლიენტი და შემდეგ საკუთარი თავი“,_აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატს მაყუთი დაუადე და ყველაზე დედამოხნულ მიშმაკაკას დაიცავს

ამიტომ ამ პროფესიით აპელირება არ გამოდგება მუხტის ასაწევად :yes:

თუ კაცი ხარ, გამოდი და კაცობით გაათრაკე

ასე,რომ ბედნიერ შიმშილს გისურვებთ ამხანაგო ხაჭაპურიძე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

ხო ადვოკატებს რაც შეეხება. აზრი არ აქვს

აქვს... ყველა აქციას აქვს აზრი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ადვოკატები 17 მაისიდან პარლამენტის წინ შიმშილობის აქციას იწყებენ

,,ეს იქნება წმინდა სამართლებრივი აქცია. ჩვენ ვითხოვთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, გამოიძიძიონ ქუჩაში დახვრეტილი ადამიანების საქმეები, აღსრულდეს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება“,_განაცხადა ხაჭაპურიძემ და დასძინა, რომ თავდაპირველად, შიმშილობას 30 ადვოკატი დაიწყებს. კონკრეტული მოთხოვნები კი აქციის მსვლელობისას გახდება ცნობილი.

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...