Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ესეგი როცა ამერიკელებმა დაიწყეს დიქტატორების ყრა, ამ დროს ეს შეგზავნილი სლე იწყებს ამერიკელების გინებას. ხომ არის სლეე რაა..

 

ამერიკელების გინება პრობლემა არაა, ამერიკული ტიპის "დემოკრატის" მთელი მსოფლიო აგინებს უკვე.

ქლიავობაა რომ რუსეთის მარიონეტიზმს აძლევს ამ შემთხვევაში უპირატესობას.

 

პ.ს. ამერიკელებს დემოკრატია თავისთვინ აქვთ და არა სხვებისთვის. არ არსებობს ამ შარიკზე ქვეყანა სადაც ამერიკელებმა 60-იანი წლების შემდეგ ცხვირის ჩაყოფით დემოკრატია მოიტანეს.

რაც ეხლა არაბულ ქვეყნებში ხდება არის ხელისუფლების მეთაურების შეცვლა და არა რეჟიმის. რეჯიმი რჩება. ეს უკვე ეგვიპტეში დამტკიცდა.

რაც ლიბიას ეხება, აქ საერთოდ საშინელი უსამართლობა მოხდა. ხალხი ცხოვრობდა ისე, რომ საქართველოში არც კი დაესიზმრებათ, ხო და ეხლა რაც აქვენ კი ხედავთ. კადაფის მაგვარი დიქტატორი გვყავდეს რა გვიჭირს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ მართლა ააგორა მაგით რამე, მე თანახმა ვარ :) მთავარია აგორდეს, გავარდეს, და მერე ვისიც აჯობებს, იმისი იყოს. დამყაყდა უკვე აქაურობა ქაღალდების ფრიალით, რვიანებით და ალასანია-თარგამაძე-ხიდაშელ-კაციტაძეებით
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ფაქტიურად რუსეთი სჯობიაო ასე უთქვამს. :)

:yes:

 

რაც ლიბიას ეხება, აქ საერთოდ საშინელი უსამართლობა მოხდა. ხალხი ცხოვრობდა ისე, რომ საქართველოში არც კი დაესიზმრებათ, ხო და ეხლა რაც აქვენ კი ხედავთ. კადაფის მაგვარი დიქტატორი გვყავდეს რა გვიჭირს

 

მეც მასე ვფიქრობ. მიშას მთავარი პრობლემა დიქტატორობა კი არ არის, არამედ ის, რომ ამაშიც უვარგისია ანუ, როგორც დიქტატორი უვარგისია. თუმცა, ის პირველიც დიდი პრობლემაა.

 

ისე, ლიბია კარგად იმიტომ ცხოვრობდა, რომ ნავთობი და გაზი აქვთ ბევრი. მარტო კადაფის დამსახურება არ უნდა იყოს მაგი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოქრო არის პოლიტიკური გვამი

თავადვე მოიჭრა უკან დასახევი გზა

არ გამოვრიცხავ ისევ ნაცების ხრიკებს მოერგო და ყივის

სამწუხაროა ვიღაც-ვუღაცეებს კიდე სჯერათ მისი და აი ესენი არიან სწორედ მო#####ი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

:yes:

 

 

 

მეც მასე ვფიქრობ. მიშას მთავარი პრობლემა დიქტატორობა კი არ არის, არამედ ის, რომ ამაშიც უვარგისია ანუ, როგორც დიქტატორი უვარგისია. თუმცა, ის პირველიც დიდი პრობლემაა.

 

ისე, ლიბია კარგად იმიტომ ცხოვრობდა, რომ ნავთობი და გაზი აქვთ ბევრი. მარტო კადაფის დამსახურება არ უნდა იყოს მაგი

ეგ რომ ყოფილიყო პინოჩეტის მსგავსი დიქტატორი, ამაში დრეს კიდო სარგებელი იქნებოდა. მაგრამ საქმეც მაგაშია რომ ის არაფერი არაა. კლოუნია სხვის თამაშში.

ოქრუაშვილიც არაფერია, ნულია, მაგრამ საფრთხობელად კი ჭირდებათ.

ეგაა რომ ის საფრთხობელადაც არ ვარგა.

ისიც არ ვარგა, რომ ასეთ პარტიებს და მოღვაწეებს(ვინც საქართველოშია) გასაქანს აძლევენ. მაგრამ სჭირდება მიშას(ვინც მას მართავს), საფრთხობელები, ოპოზიციური განწყობა მის მიმართ რომ შეარბილოს ხალხში.

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამერიკული ტიპის "დემოკრატის" მთელი მსოფლიო აგინებს უკვე.

თუ სააკაშვილის ჩამოგდება გინდა, პრობლემაა და ესე ფილოსოფიაში და ზოგად "ბაზარი" აღარ მაინტერესებს..

 

 

ჩამოაგდონ სააკაშვილი და ნუ აგინებენ იმ დროს ამერიკას, როცა ამერიკა პაძერშკას აღარ აძლევს სააკაშვილს, ესაა და ესს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირველად ოქრუაშვილმა ასწავლა ნაცებს ახევა, წართმევა, შევარდნები და თითქმის ყველაფერი, რაც დღეს ძალიან არ მოგვწონს.

მართლა რომ მოჯდეს ადგილზე, იგივეს გააგრძელებს. ასე რომ ნუ გვაბრმავებს.

საეჭვოა რომ მიშასთან მოხდა რაიმე ფორმით გარიგება. აღარც მიშას მოსწონს ამერიკა და აღარც ამერიკას მიშა.

პ.ს. ცნობისათვის ოქრუაშვილის მამა ვოსკანიანია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ სააკაშვილის ჩამოგდება გინდა, პრობლემაა და ესე ფილოსოფიაში და ზოგად "ბაზარი" აღარ მაინტერესებს..

 

 

ჩამოაგდონ სააკაშვილი და ნუ აგინებენ იმ დროს ამერიკას, როცა ამერიკა პაძერშკას აღარ აძლევს სააკაშვილს, ესაა და ესს..

 

მე სააკაშვილის ჩამოგდება არ მაინტერესებს, არამედ რეჯიმის ჩამოგდება მინდა.

რაც ამერიკას ეხება, ეს საზოგადოდ ვსთქვი. აქ არაფერია ახალი რაც მსოფლიოში ამერიკის გინებას ეხება.

აიღე თუ გინდა დღევანდელი არაბული პროცესები, ამათ პროვოცირებულია და მომზადებული და დაფინანსებულიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ მართლა ააგორა მაგით რამე, მე თანახმა ვარ :) მთავარია აგორდეს, გავარდეს, და მერე ვისიც აჯობებს, იმისი იყოს. დამყაყდა უკვე აქაურობა ქაღალდების ფრიალით, რვიანებით და ალასანია-თარგამაძე-ხიდაშელ-კაციტაძეებით

ჩემი ნატვრა თუ ახდება და უსუფა და გუბაზი თუ ჩაუდგება რევალუციას... ეჰ, ვიცი რომ ორივე ძალიან გიყვარს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯონ ბასი - აშშ პატივისცემით ეკიდება სიტყვის თავისუფლების, შეკრებისა და გამოხატვის ნებისმიერ გამოვლენას

 

11:58 13-05-2011

 

16 მაისს "ქართული პარტიის" მიერ გამართული საპროტესტო აქცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შესაძლოა, ბოლო არ იყოს. ეს განცხადება საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში გააკეთა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები პატივისცემით ეკიდება სიტყვის თავისუფლების, შეკრებისა და გამოხატვის ნებისმიერ გამოვლენას.

"ზოგადად სიტყვის თავისუფლება, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ორი ძირითადი ქვაკუთხედი, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება. ჩვენ დიდი პატივისცემით ვეკიდებით ამ თავისუფლების გამოხატვას, მიუხედავად იმისა, ვეთანხმებით თუ არა გაცხადებულ მიზნებსა და ამოცანებს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ყოფილა შემთხვევები შეკრებებისა და საპროტესტო აქციებისა და შესაძლოა, ეს არ იყოს ბოლო შეკრება", - განაცხადა ჯონ ბასმა.

”ქართული პარტიის” ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა "მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლება სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერით საქართველოში დემოკრატიას ასამარებს.

"ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები და ერთ-ერთი მათგანი მდგომარეობს სათავესთან მისვლაში და ონკანის გადაკეტვაში. ეს ონკანი მდებარეობს დიღომში, აშშ-ს საელჩოში, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც იწამლება ქართული საზოგადოება. 16 მაისს ჩვენ გავაკეთებთ ჩვენი თბილისის აქტივის მობილიზებას აშშ-ს საელჩოსთან, მოვუწოდებთ რიგით თბილისელებს, მოვიდნენ და პროტესტი გამოხატონ იმის წინააღმდეგ, რაც აშშ-დან მომდინარეობს, პირდაპირი და არაპირდაპირი მხარდაჭერით არსებული რეჟიმისადმი, რომელიც საკუთარ ხალხზე ძალადობს", _ აცხადებს ოქრუაშვილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ჯონ ბასი - აშშ პატივისცემით ეკიდება სიტყვის თავისუფლების, შეკრებისა და გამოხატვის ნებისმიერ გამოვლენას

 

 

სხვათაშორის, რაც ელჩები მახსოვს, ყველაზე სპრავედლივი მასტია. ია ტაკ დუმაიუ. ეს მიტინგი კი ამ კონკრეტულ მომენტში სრული უაზრობაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამენტ გაუვარდა რა ოქრუაშვილს ერთი აზრიანი ფრაზა და ისიც არ შეარჩინოთ ეხლა : ))) თან ისეთი აზრიანი, რომ შეიძლება თავადაც ვერ ჩაწვდეს მას, არათუ მისი აუდიტორია, მაგრამ ხომ გაუვარდა? : ))))

 

აზრიანი კი იმიტომ არის ოქრუაშვილის ნათქვამი, რომ აშშ-ი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და პრინციპში შეხმატკბილევულად მოქმედებენ, შესაბამისად კი აშშ-ი თავისუფლებას, თავისუფლებისადმი სწრაფვას უკარგავს ქვეყნებს იდეოლოგიური თვალსაზრისით (საქართველო ამის მაგალთი), რუსეთი კი საჭირო დროს საჭირო ადგილას, ნაჯახის როლს თამაშობს (ისევ საქართველო ამის მაგალითი) და შეუგნებლებს უხეშად აგნებინებს, რომ რუსეთი ავია, აშშ დობრი და ბუნჩულა, სუვერენიტეტი და ტერიტორიალური მთლიანობა კი მხოლოდ ძლიერთა ამა ქვეყნისა ფუფუნება..

 

ეხლა გინდა ამერიკას აგინეთ, გინდა რუსეთს და გინდაც სომალელ მეკობრეებს, ამით არაფერი შეიცვლება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...