Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

34 წლის პატიმარი, კახაბერ კეჭყემაძე გარდაიცვალა

16:52 10.05.2011

 

[obiektivi.net]

”ობიექტივის” ცნობით, გუშინ, 9 მაისს პატიმარი კახაბერ კეჭყემაძე გლდანის მე-18-ე სამედიცინო დაწესებულებიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც პატიმარი გარდაიცვალა.

 

კახაბერ კეჭყემაძის ადვოკატის, გაიოზ ჩარკვიანის განმარტებით, ექსპერტიზა ჯერ კიდევ 2010 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა, რადგან დიაგნოზი იყო ცეროზის მძიმე ფორმა, რის გამოც განაჩენი აუცილებლად უნდა გადავადებულიყო და პატიმრის სასწრაფო მკურნალობა დაწყებულიყო, რაც არ მოხდა. ცნობისთვის, პატიმარს სამედიცინო გამოკვლევა ჩატარებული აქვს, რომლის მიხედვით დიაგნოზი - ცეროზის მძიმე ფორმა დაუდგინდა.

 

ერთი წლის მანძილზე, კახაბერ კეჭყემაძის ადვოკატი, გაიოზ ჩარკვიანი მიმართავდა სასჯელაღსრულების სამინისტროს ყველა სათანადო სტრუქტურას, რათა პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში გადაეყვანათ, რასაც ვერ მიაღწია.

 

1977 წელს დაბადებული კახაბერ კეჭყემაძე დღეს დილით გარდაიცვალა.

ამ წუთებში კახაბერ კეჭყემაძის გვამს ასათიანის ქუჩაზე, ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უტარდება.

 

http://www.presage.tv/?m=news&NID=9020

 

პ.ს. მაგ სისტემაში არაადამიანობის ზეპიკია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ კაცი მკვლელი იყო. და რაც დათესა ის მოიმკა.

მაშინ დახვრეტა უნდა შემოიღონ..ხოლო თუ ჰუმანურობას ვთამაშობთ,მაშინ კიბოანი ადამიანი სამკურნალოდ უნდა გადაეყვანათ..

 

ისე ზოგი მკვლელი ამინისტიით გამოუშვეს,თუ იმათ არ დაუთესიათ..?? :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაშინ დახვრეტა უნდა შემოიღონ..ხოლო თუ ჰუმანურობას ვთამაშობთ,მაშინ კიბოანი ადამიანი სამკურნალოდ უნდა გადაეყვანათ..

რამდენადაც ვიცი ციხის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, მაგრამ ცეროზს ციხეში კი არა გარეთ ვერ არჩენენ.

 

ზოგი მკვლელი ამინისტიით გამოუშვეს,თუ იმათ არ დაუთესიათ..??

ყველა მკვლელმა მოიმკას ის რაც დათესა, მე თანახმა ვარ.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რამდენადაც ვიცი ციხის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, მაგრამ ცეროზს ციხეში კი არა გარეთ ვერ არჩენენ.

მერე მაგაშია საქმე,რომ ბევრ მართლა ევროპულ,ჰუმანურ სახელმწიფოში..მომაკვდავ ხალხს სახლში უშვებენ,რომ იქ მოკვდეს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ბევრ მართლა ევროპულ,ჰუმანურ სახელმწიფოში..მომაკვდავ ხალხს სახლში უშვებენ,რომ იქ მოკვდეს..

პრინციპში მაგ აზრს ვიზიარებ, რომ თუ ადამიანი კვდება ჯობია სახლში გაუშვან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეგ კაცი მკვლელი იყო. და რაც დათესა ის მოიმკა.

მაშინ მიესაჯათ სიკვდილი

თუ არადა ...........

 

კოშმარული რამ დაწერე :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ეგ კაცი მკვლელი იყო. და რაც დათესა ის მოიმკა.

:what: :what: :what: კანონი ფეხებზე გვკიდია?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:what: :what: :what: კანონი ფეხებზე გვკიდია?!

რომელი კანონი? ცეროზით ბებია დამეღუპა და ვერ ვუშველეთ ვერაფერი. რა კანონზე მელაპარაკები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზაზა ხატიაშვილი: ევროსასამართლოში საჩივრის შეტანის შემთხვევაში მსჯავრდებულს პატიმრებთან საჯაროდ აწამებენ

თბილისი 18:49 - 10.05.11 "ჯი-ეიჩ-ენი"

 

ევროსასამართლოში საჩივრის შეტანის შემთხვევაში მსჯავრდებულს პატიმრებთან საჯაროდ აწამებენ. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მას შემდეგ რას მსჯავრდებულის ადვოკატი საქმე ევროპის საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრებს, იგი პატიმართა სასეირნო ბილიკზე გამოჰყავთ, აწამებენ და შეურაცხყოფას აყენებენ სხვა პატიმრების თანდასწრებით.

 

"ასეთი მოქცევის მთავარი მიზანია, რომ სხვა პატიმრებმა სტრასბურგში საქმის გასაჩივრება ვერ გაბედონ", - აცხადებს ხატიაშვილი.

 

ადვოკატის თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც წამების შემდეგ პატიმარი თავის ადვოკატს საერთაშორისო სასამართლოდან საქმის უკან გამოწვევას სთხოვს.

 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უცხოელ კოლეგებს ქართველი ადვოკატების დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი აჩვენა, ბრაზილიის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი იმდენად გაოცდა, რომ განაცხადა, "მეგონა, ბრაზილია ყველაზე საშინელ დღეში იყო, მაგრამ როგორც ჩანს, თქვენ ერთი საუკუნით ჩამოგვრჩებით".

 

ხატიაშვილის თქმით, ასოციაცია გეგმავს ევროპარლამენტარების ხელმოწერების შეგროვებას, რათა საქართველოში ადვოკატთა უფლებების დარღევის საკითხის ინიცირება და განხილვა ვეროპარლამენტში მოხდეს.

 

http://ghn.ge/news-41784.html

http://ghn.ge/news-41783.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მისი თქმით, მას შემდეგ რას მსჯავრდებულის ადვოკატი საქმე ევროპის საერთაშორისო სასამართლოში გაასაჩივრებს, იგი პატიმართა სასეირნო ბილიკზე გამოჰყავთ, აწამებენ და შეურაცხყოფას აყენებენ სხვა პატიმრების თანდასწრებით.

რაც დათესეს,იმას იმკიან.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რომელი კანონი? ცეროზით ბებია დამეღუპა და ვერ ვუშველეთ ვერაფერი. რა კანონზე მელაპარაკები?

იქნებ ნიუსი წესიერად წაგეკითხა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...