Nukriko Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 Anima Libera შემოდი და დავიწყოთ.. მე გთავაზობ დავიწყოთ - ადამიანის ბუნებაზე და მის ურთიერთობაზე საზოგადოებასთან რადგან პოლიტიკა დადის ადამიანის ურთიერთობებამდე და ვინც პოლიტიკას ქმნის, აქვს განსაკუთრებული ბუნება, რომელიც სხვა ადამიანებს არ გააჩნია. საერთოდ მემარჯვენეობა-მემარცხენობის დაპირისპირებაც ადამიანის ბუნებიდან იწყება, როგორ უყურებენ ისინი ადამიანის ბუნებას.. აი მაგალითად ჯონ ლოკს მიაჩნდა, თუ არა სახელმწიფო ადამიანი ადამიანისთვის მგელი იქნებოდა (ამ ამოსავალ წერტილიდან გამომდინარეობს მემარჯვენეობა) ამიტომ უნა იყოს ორგანიზაია რომელიც ადამიანის ბუნებას შეზღუდავს. მემარჯვენეები გამორიცხავენ იმ არგუმენტს, რომ ბუნებრივად ადამიანებმა შეიძლება ითანამშრომლონ, თანამშრომლობა მათი აზრით ძალდატანებითი აქტია. მათი აზრით ადამიანი არის ბუნებრივად ეგოისტი არსება, რომელიც ყველაფერზე წავა რათა საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილოს. მემარცხენეები კი ფიქრობენ რომ ადამიანი ბუნებრივად თანამშრომლობაზე არიან ორიენტირებულნი. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია ტომი, სახელმწიფო და ზოგადად საზოგადოებრივი გაერთაინებები. თუ ადამიანის ბუნებიდან დავიწყებთ კამათს და შემდეგ სახელმწიფოზე გადავალთ, უფრო ნათელი გახდება ჩვენი მსოფლმხედველობა. რას იტყვი, წავუფილოსოფოსოთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 ფერთაჩკი გასროლილია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 ჩვენც ხომ არ შევერკინოთ, ნუკრიკო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 ადამიანი ადამიანისთვის მგელი იქნება სახელმწიფოშიც, მის გარეთაც და ვერავითარი ორგანიზაცია მის ბუნებას ვერ შეზღუდავს. ვერც ბუნებრივი თანამშრომლობის იდეა შველის ადამიანის ეგოისტობას, ნებისმიერი იდეა ჰუმანური იქნება ეს, კანიბალური თუ ნეიტრალური, მაინც პირად კეთილდღეობამდე დადის საბოლოო ჯამში. ადამიანი რომ ეგოისტი და მგელია მეორე ადამიანისთვის ეს ცხადია, მაგრამ მისი შეზღუდვა სახელმწიფოს მანქანებით ამ ეგოიზმის გაველურებას იწვევს და ეს მგელი ხშირად გაცილებით უფრო საშიშ მტაცებლად გადაიქცევა ხოლმე. ერთადერთი "ნახევრად შველა" ეგოიზმისგან, მისი გაშალაშინებააა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 Nukrikoშეუძლებელია ამ თემაზე საუბრისას რელიგიის მნიშვნელობასაც არ შევეხოთ ადამიანის ბუნებასთნ დაკავშირებით, ვრცელ ეპისტოლეს მოგვიანებით მოგაწოდებთ პატ. საზოგადოებავ, ეხლა ბალღი მომაბარეს და ვერა ვკრეფ ტექსტს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 :TAT: ჯერ მოგისმენთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 არ ჯობია რომ სხვა იუზერებმა არ დავპოსტოთ ამ თემაში? :TAT: თორემ შეიძლება უნებურად გრუპაუხა წავიდეს (რომელიმე ადმინმა გაასუფთაოს ზედმეტი პოსტები თუ საჭიროდ მიიჩნევს) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 georgekh13 ჩვენც ხომ არ შევერკინოთ, ნუკრიკო?დუელი მიღებულია... Anima Libera ეგოიზმი - ჩემი აზრით, არის არა ადამიანის თანდაყოლილი ბუნება, რითიც ის იბადება, არამედ აღზრდის შედეგად მიღებული ბუნება. ანუ ეგოიზმათ არ იბადებიან, ყალიბდებიან. ლიბერალური კულტურის ნაკლი ჩემი აზრით სწორედ ეს არის, რომ ადამიანიანს აყალიბებენ ეგოისტებად. ინდივიდუალური ეგოიზმი ეს არის ის პროცესი, სადაც ადამიანის საზოგადოებისგან, კოლექტივისგან გაუცხოება იწყება და ყალიბდება ახალ ადამიანად. ეს ერთის მხრივ თავისუფლებაზე აისახება, რა თქმა უნდა ამით შეიძლება ადამიანი უფრო თავისუფალი გახდეს, მაგრამ რეალურად ამით ყალიბდება ჩვენი მორალიდან გამომდიანრე "ბოროტი" ადამიანი. მაგრამ აქ მაინც ადამიანის ბუენბასთან პრობლემები იწყება. ადამიანი არის კოლექტიური არსება, ის თავის ევოლუციის მანძილზე ჯოგური ცხოვრებით ცხოვრობდა და სწორედ ეს ჯოგურობა, ეგოიზმზე უფრო მეტადაც აქვს განვითარებული. კონკრეტულად: დედა-შვილის ურთიერთობები, ოჯახის ურთიერთობები, ადამიანის ერთან ურთიერთობები. ამ ურთიერთობების დროს, ადამიანს შეუძლია თავი გაწიროს სხვისთვის, იდეებისთვის და ყოველთვის პატრიოტულ გრძნობის მიღმა იმალება უამარავი ადამიანი, რომელიც უნდა დაიცვა. ეგოისტი რომ ყოფილიყო ადამიანი ბუნებრივად, არ იქნებოდა ამდენი თანგანწირვის მაგალითი. მეორეც ჩემი აზრით, ეგოისტები ძირითადად ვინ არიან. ძირითადად ბავშვობაში განებივრებული ადამიანები, დედისერთები (რომლებიც განებივრებულნი არიან) და ის ადამიანები, რომელთაც მშობლები ისეთ სამყაროს უქმნიან, რომ ადამიანი ეგოცენტრისტად და ეგოისტად ყალიბდება. აი მაგალითად სტერეოტიპული წარმოდგენებია, მეფეების ეგოისტობაზე. რატომ არის ესე? 1) ადამიანი ყალიბდება საზოგადოებისგან გამოყოფილად, როგორც სამყაროს ცენტრი, რომელზეც ყველა ზრუნავს და რომლის კაპრიზსაც ყველა ასრულებს 2) ბავშვს სწორედ ესე ზრდიან მშობლები და ესეთ აღზრდის შედეგად ქმნიან ეგოისტს. სწორედ როცა დაიწყო ტრადიციულმა საზოგადოებამ დაშლა და როცა ძველი ურთიერთობების რღვევა დაიწყო, სწორედ მაშინ დაიწყო, ადამიანებს შორის ინდივიდუალური ეგოიზმის (ლიბერალიზმში) და კოლექტიურ ეგოიზმის (კომუნიზმში) აღორძინება. არსებული კულტურა ქმნის ეგოისტებად ადამიანებს და არა ადამიანის თანდაყოლილი ბუნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 (edited) gendolfარ ჯობია რომ სხვა იუზერებმა არ დავპოსტოთ ამ თემაში? ეგოიზმი - ჩემი აზრით, არის არა ადამიანის თანდაყოლილი ბუნება, რითიც ის იბადება, არამედ აღზრდის შედეგად მიღებული ბუნება. ანუ ეგოიზმათ არ იბადებიან, ვერ დაგეთანხმები. შესაფერისი აღზრდა მხოლოდ აშალაშინებს აბ ბუნებას - ან აველურებს, ან ამსუბუქებს. აღზრდის გარეშე ადამიანი ადამიანისთვის ჩვეულებრივი მგელია. მხოლოდ აღზრდა არ შველის გარდა ამისა საქმეს, უამრავი სხვა ფაქტორი მოქმედებს კიდევ ადამიანის ამ ბუნებაზე. კოლექტივი უბრალოდ კარგი და სხვებისთვის ნაკლებად საზიანო საშუალებაა ეგოიზმის დასაკმაყოფილებლად. ჩემი აზრით ბრძოლა პიროვნულ ეგოიზმთან ქარის წისქვილთან ბრძოლას ჰგავს, ანუ აზრი არა აქვს. საზოგადოებისთვის და ზოგადად ადამიანისთვის კოლექტიური ეგოიზმი გაცილებით უფრო საშიში მტერია, თუმცა რატომღაც კოლექტიურ ეგოიზმს კომუნიზმთან ვერ ვაიგივებ. ადამიანს შეუძლია თავი გაწიროს სხვისთვის, დედობრივი ინსტიქტი, ჩემი აზრით ეგოიზმის გასამტკიცებლად არ გამოდგება. ადამიანის ინტელექტს, საიდანაც ეგოიზმი გამომდინარეობს არა აქვს კავშირი ინსტიქტებთან. ადამიანს შეუძლია თავი გაწიროს სხვისთვის, იდეებისთვის და ყოველთვის პატრიოტულ გრძნობის მიღმა იმალება უამარავი ადამიანი, რომელიც უნდა დაიცვა. ეგოისტი რომ ყოფილიყო ადამიანი ბუნებრივად, არ იქნებოდა ამდენი თანგანწირვის მაგალითი. პირიქით, შედარებით განეიტრალებული ეგოიზმის შედეგია ეს, ხოლო რიგ შემთხვევებში პირიქით - უკიდურესი ეგოიზმისა და იდიოტობის ნაზავი. Edited May 9, 2011 by Anima Libera Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 (edited) Anima Liberaფაქტია რომ ადამიანს არ შეუძლია სხვა ადამიანებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება. არა მარტო მატერიალურად, არამედ ემოციურადაც.. ფაქტია რომ ადამიანის ჩამოყალიბება მოხდა ჯოგში. ადამიანს აქვს მოთხოვნილება იყოს კოლექტივის ნაწილი. უბრალოდ ლიბერალიზმმა ადამიანში მესაკუთრეობის შეგრძნება გააღვივა და მესაკუთრეობიდან, მივიდა ეგოიზმამდე. ანუ მესაკუთრეობისგან გამოწვეულ ეგოიზმის პასუხად მიიჩნია სახელმწიფო. მესაკუთრე უნდა იყოს ადამიანი მაგრამ რადგან ეგოისტია და ამ ეგოისტისგან თავის დაცვაა საჭირო, იმიტომ რომ ყველაფერზე წამსვლელია საკუთარი პირადი ინტერესი რომ დაიცვას, ამიტომ სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს ის. მაგრამ ავიღოთ კაცობრიობის ისტორია და ვნახავთ, რომ მისი პირველი საფეხური არ მიეკუთხვნება მესაკუთრეობას, პირიქით გარკვეულწილად ჯოგი პატარა კომუნაა, სადაც ყველაფერი ყველასია. მაშინ ჩნდება ესეთი შეკითხვა, თუ კი ადამიანის მესაკუთრეა თანდაყოლილ ბუნებით, რატომ მოხდა რომ ეს ბუნება მის განვითარების პირველ ეტაპზე არ შეიმჩნეოდა? ჩემი აზრით ეკონომიკურმა, სოციალურმა ფორმაციებმა ადამიანში ჩამოაყალიბებს ისეთი "ბუნება", რომელიც თანდაყოლილად ადამიანს არ გააჩნდა, მაგალითად ადამაინი გახდა მესაკუთრე და უკვე ამ საკუთრებაზე აიგო მთელი ცივილიზაცია. ამ ცივილიზაციამ თავითავად კვლავ "დააკოპირა" ის ბუნება, რა ბუნებაც ამ ცივილიზაციის არსებობას ჭირდებოდა, ამიტომ ეს ბუნება არის გარედან, გარკვეული გარემო-პირობების გამო ჩადებული. და დღეს ადამიანი უკვე არის პროდუქტი, მის მიერ შექმნილი ცივილიზაციის. (ჯერ ადამიანმა შექმნა ცივილიზაცია და ეხლა ცივილიზაცია ქმნის ადამიანებს) დედობრივი ინსტიქტი, ჩემი აზრით ეგოიზმის გასამტკიცებლად არ გამოდგება. ადამიანის ინტელექტს, საიდანაც ეგოიზმი გამომდინარეობს არა აქვს კავშირი ინსტიქტებთან.ინტელექტს აკავშირებ ეფოიზმთან? ანუ რაციონალიზმი მიგაჩნია ეგოიზმის წყაროდ? პირიქით, შედარებით განეიტრალებული ეგოიზმის შედეგია ეს, ხოლო რიგ შემთხვევებში პირიქით - უკიდურესი ეგოიზმისა და იდიოტობის ნაზავი. არა, რატომ? საფრთხის დროის ჩემი აზრით ერთვება ადამიანში "კოლექტიური გონი" და ამ კოლექტიური გონის შედეგია, იგივე თანგანწირვა სამშობლოსთვის. სამაგიეროდ მისი სახელის უკვდავებაზე იზრუნებს, ის ვინც გადარჩება. ანუ ამ შემთხვევაშ მივადექით კულტურას. კულტურის ამოსავალი წერტილია - ცხოვრების აზრის თემა. აი სწორედ ცხოვრების აზრიდან გამომდინარე იქმნება მერე მთლიანად კულტურა.. ამაზე დაწერე შენც და გადავიდეთ კულტურაზე და რელიგიაზე.. Edited May 9, 2011 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 ორივე ფორუმელი მემარცხენე ხართ, ვინ როგორი "დოზით" სხვა თემაა, მაგრამ მემარცხენე და როგორ ახერხებთ პრინციპში მარტივ (მემარცხენისთვის) თემაზე კამათს? : )) ვინმე სულით ხორცამდე მემარჯვენეს ეკამათეთ თუ კამათის ღირსად ჩათვალოთ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 ორივე ფორუმელი მემარცხენე ხართ, ვინ როგორი "დოზით" სხვა თემაა, მაგრამ მემარცხენე და როგორ ახერხებთ პრინციპში მარტივ (მემარცხენისთვის) თემაზე კამათს? : )) ვინმე სულით ხორცამდე მემარჯვენეს ეკამათეთ თუ კამათის ღირსად ჩათვალმემარცხენობა-მემარჯვენეობაზე არ ტრიალებს სამყარო.. მორჩა ეს პერიოდი... მორჩა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 (edited) Anima Libera შეუძლებელია ამ თემაზე საუბრისას რელიგიის მნიშვნელობასაც არ შევეხოთ ადამიანის ბუნებასთნ დაკავშირებით, ვრცელ ეპისტოლეს მოგვიანებით მოგაწოდებთ პატ. საზოგადოებავ, ეხლა ბალღი მომაბარეს და ვერა ვკრეფ ტექსტრელიგიასაც შევეხები რელიგია გაჩნდა ძალაუფლების გაჩენის შემდეგ. ძალაუფლება და რელიგია დაახლოებით ერთი და იგივე დროს გაჩნდა. არქეტიპულად ადამიანში ზებუნებრივი არსებების წარმოდგენები უძველეს დროიდან გაჩნდა და მათგან დასაცავად ადამიანს უნდა ჰყოლოდა ვინმე, ეს ვინმე შამანი, ქურუმი აღმოჩნდა. სწორედ ამის შემდეგ იწყება ახალი ეტაპი, რაზეც შემდეგ უკვე პირველი სახელმწიფოები შეიქმნა. ანუ რეალურად სახელმწიფოს იდეა და რელიგია ერთი პრინციპიდან წარმოიშვა. აი სწორედ მანდ იწყება ადამიანის ტრადიციული ჯოგური სისტემის რღვევა.. დავიწყოთ იქიდან რომ ყველა მეფე უძველეს დროიდან, ან ღმერთი იყო ან ღმერთის რჩეული.. ეს მიუთითებს იმას, რომ სახელმწიფო სისტემა რელიგიურ წარმოდგენებზე იყო დამყარებული. რელიგიური სისტემა მაინც ყოვლისმომცველია და ამიტომ გარკვეულ დაძალების პრინციპზეა აგებული (სეკულარიზმამდე) ამიტომ თავისუფლებაზე ლაპარაკი რომ არის, რელიგიას და თავისუფლებას ექნება ერთმანეთთან პრობლემები. როგორც წესი რამე ფასეულობის დანერგვა, იწყება პატარა ჯგუფიდან და მერე ან დაძალებით ან ხანგრძლივიი პროპაგანდული, მისიონერული საქმიაონით ხდება გავრცელება მტელ საზოგადოებაზე და ვის "გადმობირებას" ვერ მოახერხებენ, საზოგადოებიდან გარიყავენ ან უფლებებს შეუკვეცავდნენ. ერთი სიტყვით აქაც თავს იჩენს ადამიანის ჯოგური ბუნება და ის რომ მას არ უნდა კოლექტივისგან განკვეთილი იყოს, ამიტომ თუ გავრცელება ახალი რელიგიის, იდეოლოგიის, ფასეულობების ხდება, მაშინ ის საზოგადოების დიდ ნაწილს მოიცავს ხოლმე. რელიგიაც დაახლოებით ესე ვრცელდებოდა. ეხლა რა შუაშია ეს ადამიანთან და პოლიტიკასთან? რომ გავიგოთ პოლიტიკა, უნდა გავიგოთ რელიგიაც. პოლიტიკის არსი რელიგიაშიც იმალება. პოლიტიკას მინუს რელიგია (რელიგიას კიდე დავყოფ ორ ნაწილად) ნიშნავს, რომ გაქვს უფრო მეტი თავისუფლება, როგორტც ინდივიდს, იმიტომ რომ შენ სულზე არავინ არ ნადირობს. როცა ვინმე ნადირობს შენ სულზე, მაშინ სწორედაც ცდილობს შენ შეზღუდვას და გაიძულებს გახდე მისი წევრი. ეხლა ორი სახის რელიგიაზე მქონდა საუბარი: 1) მითოლოგიური რელიგია (ღმერთები, ანგელოზები და ა.შ) 2) პოლიტიკური რელიგია (იდეოლოგიები, ბელადის კულტი, ღმერთი-იმპერატორი და ა.შ) ნუ მესამე სახის არის ჰიბრიდი (ფუნდამენტალისტური ქვეყნები). სადაც სწორედ ეს რელიგიები არსებობდა დაწყებული ძველი ეგვიპტიდან დამთავრებული სსრკ-მდე ადამიანის პირადი თავისუფლება იყო შეზღუდული.. ამის შემდეგ დავწერ, ჩემ აზრს თუ რატომ სჭირდებათ ადამიანებს გამოკონტროლებელი სისტემა ან რატომ აკონტროლებენ სხვას.. Edited May 9, 2011 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2011 Nukrikoუბრალოდ ლიბერალიზმმა ადამიანში მესაკუთრეობის შეგრძნება გააღვივა და მესაკუთრეობიდან, მივიდა ეგოიზმამდემესაკუთრეობამ კი არ მიიყვანა ეგოიზმამდე, არამედ პირიქით, ეგოიზმმა შვა საკუთრება და მესაკუთრე. მაგრამ ავიღოთ კაცობრიობის ისტორია და ვნახავთ, რომ მისი პირველი საფეხური არ მიეკუთხვნება მესაკუთრეობას, პირიქით გარკვეულწილად ჯოგი პატარა კომუნაა, სადაც ყველაფერი ყველასიაიმიტომ რომ დაბალი, განუვითარებელი ინტელექტი და რაციონალური აზროვნება (არქონა) არ აძლევდა ამის საშუალებას. ინტელექტის განვითარებასთან ერთად ჯოგის საკუთრებამ საკუთარ ჯიბეში გადაინაცვლა. მაშინ ჩნდება ესეთი შეკითხვა, თუ კი ადამიანის მესაკუთრეა თანდაყოლილ ბუნებით, რატომ მოხდა რომ ეს ბუნება მის განვითარების პირველ ეტაპზე არ შეიმჩნეოდა? მგონი ნათელიA ჩემი პასუხი ადამაინი გახდა მესაკუთრე და უკვე ამ საკუთრებაზე აიგო მთელი ცივილიზაცია. კვლავ არასწორი დასკვნა. ცივილაზცია ინტელექტზეა აგებული, ხოლო საკუთრება ამ ცივილიზაციის თანმდევი მოვლენა. ამ ცივილიზაციამ თავითავად კვლავ "დააკოპირა" ის ბუნება, რა ბუნებაც ამ ცივილიზაციის არსებობას ჭირდებოდა, ამიტომ ეს ბუნება არის გარედან, გარკვეული გარემო-პირობების გამო ჩადებული. და დღეს ადამიანი უკვე არის პროდუქტი, მის მიერ შექმნილი ცივილიზაციის. (ჯერ ადამიანმა შექმნა ცივილიზაცია და ეხლა ცივილიზაცია ქმნის ადამიანებს) ნებისმიერი ევოლუცია გარემო-პირობებზეა დამოკიდებული. უხეშად რომ ვთქვათ, ეგოიზმმა გადაარჩინა ადამიანი განადგურებისა და გადაშენებისგან. მაგრამ დროთა განმავლობაში, ინტელექტის მატებასთან ერთად ამ ეგოიზმმაც განიცადა ზრდა და ევოლუცია და საშიში გახდა თავად ადამიანისთვის. ევოლუციის მომდევნო ეტაპი უეჭველად ამ მუტანტი ეგოიზმის დაშოშმინებას (სოციალიზმი) მოიტანს, ოღონდ რა თქმა უნდა არა ინტელექტის დაქვეითების ხარჯზე, ან კიდევ აუცილებლად გადავშნდებით. მოკლედ, სოციალიზმი ადამიანის განვითრების, ევოლუციის ერთერთი მომავალი ეტაპია, რომელიც აუცილებლად დადგება თუ არ გადავშენდით იქამდე. ინტელექტს აკავშირებ ეფოიზმთან? ანუ რაციონალიზმი მიგაჩნია ეგოიზმის წყაროდ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 10, 2011 მესაკუთრეობამ კი არ მიიყვანა ეგოიზმამდე, არამედ პირიქით, ეგოიზმმა შვა საკუთრება და მესაკუთრე. ანუ მემარჯვენული იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი წარმოდგენები გაქვს ადამიანზე იმიტომ რომ დაბალი, განუვითარებელი ინტელექტი და რაციონალური აზროვნება (არქონა) არ აძლევდა ამის საშუალებას. ინტელექტის განვითარებასთან ერთად ჯოგის საკუთრებამ საკუთარ ჯიბეში გადაინაცვლა.ეს ქათმისა და კვერცხის დონის კამათი იქნება. რაციონალური ეგოიზმიც არსებობს, მაგრამ გააზრება იმისა რომ შენი ცხოვრება საზოგადოებაზეც არის დამოკიდებული და შენნმა ეგოიზმა შენ შეიძლება უფრო მეტი გავნოს, ვიდრე მოგიმატოს, ეს უფრო რაციონალურად მიმაჩნია. ანუ მე არ ვთვლი რომ რაციონალიზმს ეგოიზმამდე მიჰყავს ადამიანი კვლავ არასწორი დასკვნა. ცივილაზცია ინტელექტზეა აგებული, ხოლო საკუთრება ამ ცივილიზაციის თანმდევი მოვლენა.ცივილიზაცია ადამიანის წარმოსახვაზეც არის დამყარებული და ამიტომა რის რომ ცივილიზაციები ერთმანეთისგან განსხვავდება. უბრალოდ არჩევანი სწორი უნდა გავაკთეოთ.. ეგოიზმმა გადაარჩინა ადამიანი განადგურებისა და გადაშენებისგან. ვერ ვხვდები, როგორ.. პირიქით ჯოგმა უზრუნველყო ადამიანის გადარჩენა და არა ეგოიზმმა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.