Jump to content
Planeta.Ge

ხვალიდან "ქართული პარტიის" საპროტესტო აქციები იწყება


Recommended Posts

"ქართული პარტია" ხელისუფლების შესაცვლელად ხვალიდან ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს . როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პირველი აქცია, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, კახეთის რეგიონში ჩატარდება. აქციების დაწყებამდე პარტიის ლიდერები და აქციის მონაწილეები პატივს მიაგებენ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინებით შეამკობენ მემორიალებს ჯერ ვაკის პარკში, შემდეგ კი საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულსა და გურჯაანში. გურჯაანში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება მიტინგი, რომლის დასრულებისთანავე აქციის მონაწილეები თელავში გაემგზავრებიან და პროტესტს ამჯერად უკვე ერეკლე მეორის სახელობის მოედანზე გამოხატავენ. თელავიდან ავტოკოლონა ყვარელში გადაინაცვლებს, სადაც, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოეწყობა მანიფესტაცია, შემდეგ კი ყვარლის რაიონის გამგეობის შენობის წინ საპროტესტო მიტინგი გაიმართება. კახეთის შემდეგ, "ქართული პარტია" მსგავს აქციებს ქვეყნის სხვა რეგიონებში გამართავს.

 

კახეთში იკითხავენ ხოლმე: ხაშლამა ჩადგმით იყო თუ ჩაქროლებითო.

ამათ აქციას ალბათ დაარქმევენ მიტინგებს ჩაქროლებით. :givi:

და საერთოდ, რა ფუნქცია ექნება მსგავს მიტინგებს მე ვერ ვხვდები.

თქვენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

რა ფუნქცია ექნება მსგავს მიტინგებს მე ვერ ვხვდები.

თქვენ?

ვხვდებით :)

ბოლია გამოსაშვები. მიშას უმაგრებენ ზურგს. ფარად ყავს რვიანი - "კონსტრუქციული", ესენი კი "რადიკალურად" ზურგს უმაგრებენ, რომ ვინიცობაა, მართლა რამე პროტესტი არ გაჩნდეს, რომელსაც ვინმე სხვა ჩაუდგება სათავეში. პახოდუ დასავლეთთან შექმნილია იმიჯი: რა გინდათ ძმაო, კაცი ვისთანაც საჭიროა, კონსტრუქციულია (აი, რვიანთან), თუმცა, რადიკალებსაც ეძლევათ საშუალება ატრაკონ. მეტი დემოკრატია რა გინდათ. ალასანიას მოსაყვანად კეთდება ყველაფერი.

მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი, რომ იგორ გიორგაძე არ გვიღალატებს და ბოლო მომენტში იტყვის თავის სიტყვას :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგენი ისეთი უაზრო კვერცხები არიან რომ ჯობია მე და კისამ ამას მოვუსმინოთ :givi:

 

 

http://www.youtube.com/watch?v=eKtfjsonPFE&feature=player_embedded

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგენი ისეთი უაზრო კვერცხები არიან რომ ჯობია მე და კისამ ამას მოვუსმინოთ :givi:

 

 

http://www.youtube.com/watch?v=eKtfjsonPFE&feature=player_embedded

რა არის ვერ გავიგე?? მიმალავ უძლიერეს სიმღერას??

ისე იდოეთი რო დაამტავრებს გადაიარაღებას მერე რა მოხდება ქაშმირში და საერთოდ პაკისტანში რა მხოდება ...

ალბათ მილიონობით იქნება მსხვერპლი

ტანაც ატომური იარაღი აქვს ორივეს.

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

ისე როგორც მახსოვს ჩინეთსაც რაღაც პრეტენზიები ქონდა მაგ ადგილებთან დაკავშირებით ამიტომ ინდოეთი დიდად ვერ იბლატავებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯვების დღეს ამთხვევენ ეს დამთხვეულები და კახეთში ვის ეცლებათ მაგათთვის?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ქართული პარტია" ხელისუფლების შესაცვლელად ხვალიდან ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს იწყებს . როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, პირველი აქცია, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, კახეთის რეგიონში ჩატარდება.

ნიზლავს ვდებ 1000 კაცსაც ვერ გამოიყვანენ აქციაზე.

გამარჯვების დღესაც იმიტომ დაამთხვიეს, ეგონათ ალბათ ღონისძიებების სანახავად გამოსული ხალხის აყოლა და თავის მომხრეებად გამოცხადება უნდოდათ.

მაგრამ ხელისუფლებამ აქაც გადაუჯოკრა, ღონისძიებები და გამარჯვების დღეც 8-ში გადმოიტანა))

ვნახავ აბა დღეს რამდენ კაცს გამოიყვანენ აქციაზე. კინწმარიშვილი კი იქნევდა მუშტებს და დაველოდოთ )))

ისე რამოდენა იმედი კი აქვთ და წარმოდგენა თავიანთ თავზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯვების დღეს ამთხვევენ ეს დამთხვეულები და კახეთში ვის ეცლებათ მაგათთვის?

 

იციან ქეიფები იქნება და სადმე შეიძლება მიიპატიჟონ კიდეც-მაგის იმედი აქვთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ისე როგორც მახსოვს ჩინეთსაც რაღაც პრეტენზიები ქონდა მაგ ადგილებთან დაკავშირებით ამიტომ ინდოეთი დიდად ვერ იბლატავებს

კი . მაგრამ პირდაპირ ჯერ ვერ ცაერია 4 ომში და ეხლა გაბედავს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

გამარჯვების დღეს ამთხვევენ ეს დამთხვეულები და კახეთში ვის ეცლებათ მაგათთვის?

ძალიან მალე, უახლოეს დღეებში, მთელ კახეთს და მთელ საქართველოს დავუძახებთ თბილისში, რათა დავამთავროთ ეს რეჟიმი , - ამის შესახებ "ქართული პარტიის" თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გურჯაანში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

 

 

აქციას, დაახლოებით, 3 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...es-rezhimi.html

 

პ.ს. ისე გურჯაანში 10 000 კაცამდე ცხოვრობს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეგ სურათი სად ნახე???

 

აუ ეხლა ვანხე მაესტროზე სიუჟეტი. რაის 3000 კაცი რეებს იგონებენ უემეტსობა ავტობუსებIტ მიყვანილი ხალხი იყო კოლონებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

აუ ეხლა ვანხე მაესტროზე სიუჟეტი. რაის 3000 კაცი რეებს იგონებენ უემეტსობა ავტობუსებIტ მიყვანილი ხალხი იყო კოლონებით

 

ეს დღევანდელი სურათია

 

http://b.pix.ge/u/1gr8y.jpg

 

ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში, იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საცხოვრებელ სახლს, რომლის წინაც „ქართული პარტიის“ მხარდამჭერები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, პოლიცია იცავს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი იტყობინება მთისძირიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არა არაა ეგ დღევანდელი. რუსტავი2-ს მიკროფონს შეხედე და გრეჩოს ტანსაცმელს

რუსთაველი 2009

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...