Jump to content
Planeta.Ge

ჟოაო-ს ახალი ანალიტიკა


Recommended Posts

გაზაფხულის აქციები და საქართველოს სახელმწიფო

 

by Irakli Margvelashvili on Saturday, May 7, 2011 at 9:14pm

 

 

საქართველოში ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ ოპოზიციური პარტიები გაზაფხულზე აქციებს აანონსებენ და რევოლუციით იმუქრებიან. ტექსტები, გამონათქვამები და ლოგიკა არაფრით განსხვავდება წინა წლების დაანონსებული რევოლუციებისგან. გამოვალთ და დავამთავრებთ, მოვდივართ, უმოკლეს ვადაში დავამთავრებთ... მინდა ვისაუბრო იმ საკითხზე, თუ რატომ ვერ მოხდება ეს ყოველივე. რატომაა ეს ფრაზები ცარიელი და არაფრისმთქმელი.

 

რევოლუციურ სიტუაციას რამენიმე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნიშანი აქვს, რომ ის წარმატებით გასნხორციელდეს.

ხალხის კრიტიკული მასის უკმაყოფილება

ხელისუფლების შიგნით განხეთქილება

ძალოვან სტრუქტურებში განხეთქილება და მიმხრობა

საგარეო მხარდაჭერა

 

ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე.

ხალხში უკმაყოფილება არის, თუმცა არა კრიტიკული მასის უკმაყოფილება. ბევრი მიზეზია, რის გამოც ადამიანი უარს იტყვის მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო გადატრიალებაში. უმთავრესი ამ მიზეზთაგანი არის ძალიან ცუდი გამოცდილება 1991-1992წწ. ბევრი ვალდებულებები, ფინანსური ინსტიტუტების მიმართ. მათი გასტუმრება დამოკიდებულია შემოსავლებზე, რომელიც არეულობის ნიადაგზე შესაძლოა აღარ იყოს, (გაჩერდეს საწარმოები, აღარ მოხდეს ხელფასების გაცემა... ) ხოლო საბანკო ვალდებულებები არ მოითმენს მის გაუსტუმრებლობას. გზავნილი, რომელიც მათ გაანთავისუფლებს ამ ვალდებულებისგან ტყუილი და ბლეფია. ეს ყველამ იცის. ასევე არის კრიმინალის ზრდის შიში, რომელიც მსგავს სიტუაციებს ახლავს თან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1991-1992წ. გადატრიალების ერთერთი მთავარი მოტივაცია ქონების პირველადი დაგროვება იყო, რაც დღეს არ არსებობს. დღეს მთავარი მოტივაცია ამ ქონების შენარჩუნება და განვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხში უკმაყოფილებაა, ეს არ არის ის კრიტიკული მასა, რომელიც მსგავსი რევოლუციისთვის საკმარისია. ასევე ამაში მოიაზრება ისიც რომ მიუხედავად ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისა, დღევანდელ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე ძნელია დაინახო ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რაიმე მომავლის პერსპექტივებზე აქვს გათვლილი თავისი მოღვაწეობა. ასევე დიდა ოპოზიციის მიმართ უნდობლობა მათ მიერ წინა მარცხებისა გამო. კიდევ არის ბევრი მიზეზი რის გამოც ეს გამოსვლა არ განხორციელდება.

ხელისუფლების შიგნით განხეთქილება, ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია რევოლუციისათვის. ეს ნიშანი დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ არსებობს. ხელისუფლება მონოლითურია და მისი გახლეჩა მოკლე დროში წარმოუდგენელია. დროის პერსპექტივაში შესაძლოა მოხდეს ხელისუფლების გახლეჩა, მაგრამ ეს მოხდება ორგანიზებულად და კონტროლირებულად. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ წინასწარ მოახდინა სახელმწიფო საბოტაჟის შეუძლებლობის პრევენცირება და დღეს მას ეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე შეიძლება საუბარი მმართველი პარტიის სტრუქტურაზე, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ არ იძლევა საშუალებას დაიყოს ფრაქციებად. 2 ასეთი მცდელობა ერთი ოქრუაშვილის და მეორე ბურჯანაძის კრახით დასრულდა. ორივე გაძევებულ იქნენ პარტიიდან. ამიტომ თავად მმართველი პარტიის გახლეჩის შესაძლებლობა ნულის ტოლია.

რა თქმა უნდა არ არსებობს ძალოვანი სტრუქტურების გახლეჩის შესაძლებლობაც. სახელმწიფოს ყველა ზომა აქვს მიღებული, რომ ეს არ დაუშვას. შესაბამისად რევოლუციის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, არ არსებობს. ეს ფაქტორიც გამორიცხულია. ასევე მაქსიმალურად გაკონტროლებულია იარაღის არალეგალურად შემოტანის გზები. თვითნაკეთი მოლოტოვის კოქტეილების იმედზე ბარეორი დაიღუპავს თავს.

რაც შეეხება საგარეო მხარდაჭერას, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ეს მოიპოვონ რუსეთის მხრიდან. არაერთი მათი მივლინება იქნა დაგეგმილი მოსკოვში. არაერთი საზღვარგარეთული შეხვედრა მოხდა რუსე ფსბ-ს რეზიდენტებთან, თუმცა რუსეთის დახმარება შესაძლოა შემოიფარგლოს რევოლუციამდე ფულით და დაფინანსებით, რითაც მოეწყობა მხარდაჭერილი ოპო პარტიის სტრუქტურული ერთეულები მთელ საქართველოში, ხოლო რევოლუციის შემდეგ საგარეო მხარდაჭერით. რაც შეეხება რუსეთის პირდაპირ ინტერვენციას ე.წ. რევოლუციონერების მხარდასაჭერად ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან დასავლეთი აქ მსგავს რევოლუციას არ დაუჭერს მხარს, ხოლო რუსეთს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოახდინოს პირდაპირი ინტერვენცია. ეს მან 2008წ. ვერ შეძლო და შანსიც გაუშვა.

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დაანონსებული რევოლუციები არის მარგინალური ჯგუფების კიდევ ერთი გაფართხალება. მათი ყველაზე დიდი მიღწევა 2009წ. იყო. ამის შემდეგ სულ დაღმართია. ჩემი აზრით საქართველოს ევოლუციურ განვითარებას დღეს ალტერნატივა არა აქვს.

 

ირაკლი მარგველაშვილი

 

07.05.2011წ.

 

http://www.facebook.com/note.php?note_id=10150288240959488&comments

 

პ.ს. რას იტყვით?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით საქართველოს ევოლუციურ განვითარებას დღეს ალტერნატივა არა აქვს.

 

დაღმავალი ევოლუცია კრახით დამთავრდება. აღმავალს ბუზისტოლას მაინც თუ ხედავ-ყოჩაღ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ალით ნუ გვტენით! ნუ! ნუ! ნუ! ნუ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

რას?

 

--

 

ესეც პასუხი :

 

შენს მიერ „ფაქტების“ მშრალად გადმოცემა ცხადად მოწმობს- თვითონაც კარგად გესმის, რომ ეს რეჟიმი იდეალური არაა და ერთგვარი ისრების გადატანით ოთხოცდაათიანი წლების აჩრდილებს გვახსენებ. იქნებ უკეთესად გაგვეხსენებინა ის წლები და დაგვენახა საარჩევნო ფალსიფიკაციების როლიც ქვეყნის არასწორი გზით განვითარების კონტექსტში. ეს სისტემა არ ეთმობათ ნაციონალებს.ამდენად პრობლემები იქნებ მათ არაადეკვატურობაშიც დაგვენახა. კარგით ბატონო, მე ვარ იაკობინელი, მაგრამ თქვენ ხართ დალაგებული ქვეყნის შენების ავანგარდში? სამწუხაროდ არა . მეხამრიდული თეორიების კონტექსტში ვერ ვამჩნევ პირდაპირობას რეჟიმის არასწორი მოქმედებების გამო , რომელმაც გამოიწვია ეს მკვეთრი დაპირისპირების აჩრდილები., ვერ ვამჩნევ გამოსავლის ძიების სურვილს, არამედ კვლავინდებურად მტრის ხატთა ლანდებით ამაგრებთ საკუთარ ლოიალურობას სააკაშვილის მმართველობის მიმართ. რა შედეგი შეიძლება მოყვეს „არჩევნებით“ ძალაუფლების განმტკიცებას? მინიმუმ რეგრესი, მაქსიმუმ მუდმივი კატაკლიზმები. ამიტომაც, დიახაც აუცილებლად მეჩვენება საპროტესტო მუხტი, ოპოზიციურ ძალთა მეტი კოორდინაცია,დაქსაქსულობის აღმოფხვრა. ცხადია, მათაც უნდა დაგვანახონ ხვალინდელი დღის პერსპექტივა, უნდა არსებობდეს გარკვეული გარანტიები, მაგრამ „რვიანის“ რეალურად ჩაფლავების შემდეგ, მე შეუძლებლად მეჩვენება "კონსტრუქციული" დიალოგი მითიურ კომპრომისებზე. მეგობრებო,მოახდინეთ ზეწოლა რეჟიმზე, ჩემსავით „მარგინალ“ ,“ იაკობინელებს“ ნუ დააღუპინებთ ქვეყანას :D , ეს შეუძლებელია ხომ ? და ამჯობინებთ ერთმნიშვნელოვნად იდგეთ ბარიკადების ერთ მხარეს. მეც ღიად ვაფიქსირებ, რომ რახან აქეთ მიბიძგებთ, საჭიროების შემთხვევაში დავდგები მეორეზე, თუმცა იმედი მაქვს, არცერთი მხარეს არ დაავიწყდება , რომ მთავარი ამ ქვეყნის ხალხი და სახელმწიფოს ინტერესებია. მე ეს არ მავიწყდება ,კარგად მახსოვს. ვფიქრობ ამ რეჟიმის შემდეგი მმართველობა კატასტროფული შეიძლება აღმოჩნდეს, მხოლოდ თავს ვიცავ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერს არ წერს ისეთს რაც არ ვიცით,

ის გვიჩვენებს რეალობის მხოლოდ ერთ სახეს, მაგრამ გამორიცხავს განვითარების სხვანაირ შესაძლებლობას,

 

იმიტომ რომ აგიტატორია და ამაში ფულს იღებს,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რას?

ვიღაც ჟაოს პოპულარიზაციას ნუ ეწევით..

 

არ არის ცნობილი სახე, არ სარგებლობს არანაირ ავტორიტეტით, არის ერთი ფორუმელი რომელსაც ერთხელ მოვუსმინეთ ერთხელ!

 

 

არ გვინდა მისი ფეისად ქცევა, თავად მიშისტებმა არ აქციეს ფეისად და ჩვენ ნუ ვაქცევთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მის წერილში ზოგადად ამ ფენის ლოგიკაა დაფიქსირებული.

მეტი არაფერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მაიცა და ეგ ექსპერტი გახდა უკვე???

 

:007:

როგორ მახსოვს რომ მწერდა შემიფასეო..

რა დონეზე გასულა უკვე ხედავ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე არ მიწყინოს ამხანაგმა ჟოაომ და პოლიტიკის და გეოპოლიტიკის გარტყმაში არ არის..

 

ია ტაკ დუმაიუ : ))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგით, კარგით, კაცო, არაა ასეთი კატეგორიულობა საჭირო, წაიკითხეთ ისე თითქოს ეს ჟოაოს დაწერილი არაა,
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტიკის განყოფილებაში უნდა იყპოს მსჯელობისკენ მიდრეკილება.

http://www.facebook.com/notes/lasha-mebonia/პასუხი-ირაკლის/10150162882271106?ref=notif&notif_t=note_comment

ეს ჩემი პასუხია , ნიუსტუდიომ დააკოპირა, რევოლუციაზეც ვაპირებ შემდეგ ცალკე დავწერო ჩემი დილეტანტური აზრები :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უბრალოდ ზრდასრული ხალხი ვართ ხო აქ ყველა?

 

სირცხვილი არ არის როცა დღევანდელ საქართველოში რევოლუციის ავკარგიანობაზე და რევოლუციონერებზე მიდის საუბარი?

 

ბოლო ბოლო რევოლუციის დეფინიცია მაინც ხომ შეიძლება გავიგოთ?

 

ბანალური სახელმწიფოს გადატრიალება ან გადატრიალების მცდელობა და მოწოდებები, ანდაც გადატრიალების ინსცენირება თუ გგონიათ რევოლუცია და რევოლუციონერობა, აი როგორი ცდებით კი არა და თქვენც ისევე ხართ პოლიტიკის გარტყმაში, როგორც ამხანაგი ჟოაო : )))

 

ბურჯიკა და ხილბოსტნეულიშვილია რევოლუციონერი არა?

ვაი შენს პატრონს საქართველო!

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ვიღაც ჟაოს პოპულარიზაციას ნუ ეწევით..

 

არ არის ცნობილი სახე, არ სარგებლობს არანაირ ავტორიტეტით, არის ერთი ფორუმელი რომელსაც ერთხელ მოვუსმინეთ ერთხელ!

 

 

არ გვინდა მისი ფეისად ქცევა, თავად მიშისტებმა არ აქციეს ფეისად და ჩვენ ნუ ვაქცევთ...

ისე, ოპოების ნაკლი ზუსტად ესაა, რომ წერა ეზარებათ :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...