planetanews Posted May 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/05/e945d5a2081d3e4ccf6e46cbfd5656ad.jpgცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” თავად ჯული გიორგაძემ დაუდასტურა. მისი ცნობით, ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო და, შესაბამისად, ცესკო-ს პრესსპიკერი აღარ იქნება. ამასთან, გიორგაძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ცესკო-დან სკანდალურად წამოსვლის შესახებ. “არანაირი სკანდალი არ ყოფილა; ის მიზანი, რისთვისაც მივედი, რომ პიარდეპარტამენტი მაქსიმალურად გაძლიერებულიყო, ვფიქრობ, მიღწეულია და მათ აქვთ შესაძლებლობა, 2012 წლამდე კიდევ უფრო გაძლიერდნენ”, – განაცხადა მან. შიდაუთანხმოების არსებობაზე ინფორმაცია არ აქვს ცესკო-ს მდივანს გიზო მჭედლიძეს. “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას მჭედლიძემ გიორგაძის წასვლა ხელშეკრულების ვადის ამოწურვით ახსნა. მისი განმარტებით, ჯული გიორგაძე ცესკო-ში დაქირავებული ადამიანი იყო, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს აგვარებდა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსვლელობის დროს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯული გიორგაძეს “მომხიბლავი პრესსპიკერი” უწოდა. ეგზიტპოლებით გამარჯვებული გიგი უგულავას წარდგენისას სააკაშვილმა იხუმრა, რომ ჯერ არც წვერი გაუზრდია და არც ისეთი მომხიბლავი პრესმდივანი ყავს, როგორიც საარჩევნო კომისიასა და მის თავმჯდომარეს. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts