planetanews Posted May 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/05/c0ee249682cc190031bd027d694f54be.jpg“ქართული პარტია” 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, საქართველოს მასშტაბით, საპროტესტო აქციებს იწყებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა განუცხადა. მისი ცნობით, 9 მაისს, პირველი აქცია დაგეგმილია კახეთში, რომელიც დაიწყება საგარეჯოდან და მის ყველა რაიონს მოიცავს. “ფაშიმზე გამარჯვების დღეს ჩვენ ვიწყებთ აქციებს ამ რეჟიმის შესაცვლელად და მთელ საქართველოს დავანახებთ, თუ როგორ განწყობაზეა “ქართული პარტია” და ქართველი ხალხი”, – განაცხადა კიწმარიშვილმა. როგორ პარტიის პოლიტიკური მდივანი აღნიშნავს, აქციები გაიმართება მთელ საქართელოში, ასევე თბილისში, რომლის შესახებაც ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება. კიწმარიშვილის მტკიცებით, აქციები იქნება როგორც მასშტაბური ასევე მცირემასშტაბური, თემატური და ძალიან მრავალფეროვანი. მისი განცხადებით, “ქართულმა პარტიამ” უკვე დაამთავრა სტრუქტურული მშენებლობა და შეასრულა ის ვალდებულება, რომელიც აღებული ჰქონდა მხარდამჭერების წინაშე. “ქართული პარტია” მოიცავს 50 ათასს აქტიურ წევს და მებრძოლს, იმისათვის, რომ დანარჩენ ოთხ მილიონ ადამიანთან ერთად ეს რეჟიმი მოუსავლეთში გააგზავნოს”, – თქვა მან. ამასთან, კიწმარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ქართული პარტია” პატივისცემით არის განწყობილი ნებისმიერი ჯგუფის მცდელობის მიმართ, შეცვალოს არსებული რეჟიმი, მაგრამ მათ გარეშე საქართველოს ხვალიდნელი დღე, როგორზეც ქართველი ხალხი ოცნებობს, არ იქნება. რაც შეეხება “სახალხო კრების” მიერ დაგეგმილ 21 მაისის აქციაზე მისვლას, კიწმარიშვილის თქმით, ისინი აქტიურად არიან ჩართულნი “სააკაშვილის გაშვების” პროცესში. “მივალთ თუ მოვლენ, ამას გადავწყვიტავთ უახლოეს დღეებში ქართველ ხალხთან ერთად; საზოგადოებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ, რას, სად და როდის გააკეთებს. მთავარია, ხალხმა იცოდეს, განხორციელდება თუ არა საქართველოში რეჟიმის ცვლილება და არსებობს თუ არა პოლიტიკური ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას შედეგებზე; დიახ, არსებობს ასეთი ძალა და მას “ქართული პარტია” ჰქვია”, – განაცხადა მან. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts