Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- ზურაბ აბაშიძე – კიდევ ერთი რევოლუცია ქართულ სახელმწიფოებრიობას სრულად მოშლის


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/05/7931f37cf04c62c566b047480c05d344.jpgპოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე ქართულ საზოგადოებას, საქართველოში მოვლენების რევოლუციური გზით განვითარების ინიციატორ ოპოზიციას მოუწოდებს, გააცნობიეროს, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი რევოლუცია ქართულ სახელმწიფოებრიობას სრულად მოშლის.

 

ზურაბ აბაშიძე მათ, ვინც საქართველოში კიდევ ერთი რევოლუციის მოწყობას აპირებენ, მოუწოდებს, კარგად გაიაზრონ, რას სთავაზობენ ისინი ქართულ საზოგადოებას და პროცესების რევოლუციური გზით განვითარების შემთხვევაში, რა დიდი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ქვეყანა, ისე – მთელი საზოგადოება.

 

“რევოლუცია და სამოქალაქო ომი ძმები არიან, ხშირად – ტყუპი ძმები. ქვეყანაში კიდევ ერთი რევოლუცია, გარდა იმისა, რომ ქართულ სახელმწიფოებრიობას სრულად მოშლის, უბედურებას მოუტანს ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ოჯახს, პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფის გამონაკლისის გარდა, რომლებსაც შემდგომ, ყველა შემთხვევაში, ცუდი ბედი ელით. ჩვენ ამის გამოცდილება უკვე გვაქვს”, _ დასძენს ზურაბ აბაშიძე

 

მისივე თქმით, იმავე დროს, ხელისუფლებამ ხელი არ უნდა შეუწყოს ქვეყანაში რადიკალურ განწყობილებებს და ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მიმდინარე მოლაპარაკებები რეალურ შედეგზე ორიენტირებული იყოს.

 

“ქართული პარტია” საპროტესტო აქციებს 9 მაისიდან, კახეთიდან იწყებს. სახალხო კრება კი აქციების ორგანიზებას 21 მაისიდან გეგმავს.

 

IPN

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...