Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- ნონა გაფრინდაშვილი – “ქართული პარტიის” განცხადება აქციების დაწყების შესახებ სერიოზულ ეჭვებს ბადებს


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/05/ebf99683f191d6c7b9c33199c463ac92-1.jpg“სახალხო კრების” წარმომადგენელთათვის “ქართული პარტიის” განცხადება, საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ, სერიოზულ ეჭვებს ბადებს , – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნონა გარინდაშვილმა განუცხადა.

 

გაფრინდაშვილისთვის კიწმარიშვილის განცხადება გაუგებარია. მისი თქმით, “ქართული პარტია” ერთი კვირის წინ ამბობდა, რომ მსგავსი პროცესებისთვის მზად არ იყო. რაც შეეხება გაფრინდაშვილის ეჭვებს, ამის შესახებ მას კონკრეტული განმარტება არ გაუკეთებია.

 

“ქართული პარტიის” პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა დღეს “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ პარტია 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, საპროტესტო აქციებს იწყებს. აქციები გაიმართება მთელ საქართელოში, მათ შორის თბილისში, რომლის შესახებაც ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება. პირველი აქცია დაგეგმილია კახეთში, რომელიც დაიწყება საგარეჯოდან და მხარის ყველა რაიონს მოიცავს.

 

კიწმარიშვილის მტკიცებით, აქციები იქნება როგორც მასშტაბური, ისე მცირემასშტაბიანი, თემატური და ძალიან მრავალფეროვანი. “ქართული პარტია” მოიცავს 50 ათას აქტიურ წევრს და მებრძოლს, რათა დანარჩენ ოთხ მილიონ ადამიანთან ერთად ეს რეჟიმი მოუსავლეთში გააგზავნოს”, – აღნიშნა მან.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...