planetanews Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/05/images.jpg“ლეიბორისტების” მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლება ამერიკელ დიპლომატ მეთიუ ბრაიზასთან ერთად აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. <br style="padding: 0px; margin: 0px;" />როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უცხოური მედია უკვე ფართოდ აშუქებს თემას, სადაც საუბარია მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ორგანიზებით აზერბაიჯანში მორიგი ფერადი რევოლუციისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაზე, რაც აშკარა სიმართლეა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />შატბერაშვილის განცხადებით, ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ აზერბაიჯანში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად დაინიშნა მეთიუ ბრაიზა, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მფარველი, რევოლუციათა სპეციალისტი ავანტიურისტია, რომელმაც კავკასიაში არაერთი პოლიტიკური აფეთქება მოახდინა.<br style="padding: 0px; margin: 0px;" />სოსო შატბერაშვილის განცხადებით, “ლეიბორისტული პარტია” ერთი მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მოუწოდებს მეთიუ ბრაიზას მისი ქვეყნიდან გაწვევა მოითხოვოს და ამით რეგიონში პოლიტიკური დესტაბილიზაცია არ დაუშვას. ამერიკის სენატს კი, კიდევ ერთხელ მიმართავს, რომ მეთიუ ბრაიზას აზერბაიჯანის ელჩად დანიშვნას მხარი არ დაუჭიროს. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts