planetanews Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 საქართველოდან სასწავლებლად წავიდა, თუმცა, თავი რომ ერჩინა, იძულებული გახდა, ღამის კლუბში დაეწყო მუშაობა და მამაკაცებისთვის საკუთარი სხეული მიეყიდა. ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და არც კომპლექსები აწუხებს, თუმცა ფოტოს გაბლარება მაინც დაჟინებით ითხოვა – მანდ საქართველოა და არ ესმითო. გაზიარება[18:59 02-05-2011]http://3.bp.blogspot.com/-u9SJnsLHy0k/Tb7GamQIHoI/AAAAAAAAEfo/NUP0x9d2lIc/s200/gey.gif– გიორგი, გამარჯობა.– გამარჯობა, მაგრამ გიორგი არა, ჯორჯი ვარ. გიორგი გურიაში ვიყავი, სამი წელია, გადავეჩვიე ამ სახელს.– და რატომ, ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს?– აქვს, როგორ არა, ევროპელები ჯორჯს უკეთესად გამოთქვამენ.– კარგი, ამაზე უფრო მეტად შენგან სხვა ამბები მაინტერესებს. გერმანიაში რას აკეთებ?– განათლებას ვიღებ, ვმუშაობ... მოკლედ, ეს ის ქვეყანაა, სადაც ადამიანი არ დაიკარგება. მოდი, თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ გულწრფელი ვიქნები, რადგან ინტერვიუზე დაგთანხმდი. აქ კოლეჯში ვსწავლობ. საღამოობით კლუბში ვმუშაობ, ამას თუ მუშაობა ჰქვია. ჭიქებსა და თეფშებს არ ვრეცხავ, უბრალოდ, არიან ადამიანები, რომლებსაც ჩემი დახმარება სჭირდებათ, მეც ვეხმარები.– რას გულისხმობ?– მე ვარ ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავის რეალიზება საქართველოში ვერ მოახერხა. აქ, ამ მხრივ, პრობლემა ამ სამი წლის განმავლობაში ჯერ არ შემქმნია. ყველამ იცის თავისი ადგილი და ფუნქცია. კლუბში კლიენტების „გართობა“ მევალება. მამაკაცების გართობა, რომლებსაც მამაკაცებისგან სჭირდებათ დახმარება. დასამალი არაფერი მაქვს, ამისთვის ისინიც არაფერს იშურებენ, არაფერს.– ფულს გულისხმობ?– კი, ფულს. პრინციპში, არც სხეულზე ამბობენ უარს. საღამოობით, როდესაც დაღლილები არიან და ცოტა დასვენება სჭირდებათ, მე ამაში ჩემი წვლილი შემაქვს. ბერლინში კურსები გავიარე და არაჩვეულებრივ მასაჟს ვაკეთებ, სექსშიც ბადალი არ მყავს, როგორც ჩემი კლიენტები მეუბნებიან.– ანუ სექსუალურ მომსახურებასაც სთავაზობ?– კი, ნატურალი ვარ და ეს ყველაზე კარგად გამომდის, მგონია. შემოდიან კლუბში, ერთმანეთს ვეცნობით, ისინი თავის სიხარულზე, პრობლემებზე მიყვებიან, მე ჩემსაზე ვუყვები... მერე ყველაფერი ბუნებრივად მიდის. თუ ვინმეს ბინა აქვს, ხომ კარგი, თუ არა და სასტუმროში მივყვები. ასეთი რაღაც ვინმეს თუ არ შეუძლია, შემომთავაზოს, კლუბშიცაა საშუალება დაახლოების. საქართველოში ასეთი კულტურა არასდროს იქნება, მგონია. კომპლექსიანი და ჩადრიანი ხალხი ცხოვრობს.– ამას საქართველოში სხვა სახელი ჰქვია, გიორგი...– ჯორჯ! რა სახელი? ის, რომ სადღაც ბუჩქებში დაშლიგინობენ და დაუკმაყოფილებლობის გამო 60%-ს პროსტატა აქვს? ესაა კულტურა? კაბებითა და ბიკინებით არც გერმანიაში დარბის არავინ, მაგრამ თავიანთ მოთხოვნებს იკმაყოფილებენ...– კარგი, ხო, ნუ ვიჩხუბებთ, შენ ეს მითხარი, რა ღირს შენი მომსახურება?– (იცინის) შენი სამი თვის ხელფასი არ ეყოფა ამ ამბავს! გააჩნია კლიენტსა და მომსახურების ფორმას. თუ მე უნდა ვიყო ძლიერი სქესის წარმომადგენლის როლში ერთი საათი, მაშინ 300 ევრო უნდა გადამიხადონ, თუ პირიქითაა, 200-იც საკმარისია, თუმცა კიდევ გეუბნები, რომ გააჩნია კლიენტსა და მის შესაძლებლობებს. არიან ახალგაზრდები, რომლებსაც 2000 ევროც უჩუქებიათ, ზოგს საერთოდ არ აქვს და მე მომწონებია. სწავლისთვის და გადასახადებისთვის მყოფნის ეს შემოსავალი. გერმანიაში ცხოვრება, ცოტა არ იყოს, ძვირი ჯდება.– ფასში ამხელა განსხვავება რატომაა?– პირველ შემთხვევაში, ჩემი ენერგია იხარჯება მაქსიმალურად და იმიტომ. არ ვარ მანერული და რაღაც. ამიტომ წამიყვანა ერთმა ჩემმა გერმანელმა მეგობარმა ამ კლუბში. მასთან ექვსი თვე ვცხოვრობდი, მაგრამ ორივე უფულოები ვიყავით და დიდხანს ვერ „გავქაჩეთ“ ერთად. მერე ეჭვიანობა დაიწყო და მაგის თავი არ მქონდა, დავშორდით.– მაინც რა ასაკის ადამიანებს ემსახურები?– 18 წლიდან ყველას შეუძლია ღამის კლუბში შემოსვლა, ამ ასაკიდან იწყება ჩემი კლიენტების ასაკი, თუმცა სამოცი წლის ადამიანსაც „დავხმარებივარ“. ასაკს ყურადღებას არც ვაქცევ, იმიტომ, რომ ეს ჩემი სამსახურია და იმის გამო არ ვაკეთებ, რომ მსიამოვნებს, ან არ მსიამოვნებს. რაღაც თანხა მინდა დავაგროვო, რომ სწავლის ქირა მთლიანად გადავიხადო და მერე, ალბათ, დავფიქრდები, რა გავაკეთო. ახლა შემოთავაზება მაქვს ერთი კომპანიისგან, რომელიც პორნოფილმებს იღებს და ვფიქრობ, დავეთანხმო თუ არა. შოკი იქნება, საქართველოში ვიღაც რომ ნახავს ამ ყველაფერს. ძალიან ცნობილი კინოსტუდიაა მთელ მსოფლიოში, მაგრამ მისი დასახელების უფლება ჯერ არ მაქვს. დიდ თანხას იხდიან. – ქალები არ შედის შენი ინტერესის სფეროში?– ხომ გითხარი, მე ნატურალი ვარ და პრობლემა არ მაქვს. საქართველოში შეყვარებულიც მყავდა, კინაღამ ცოლად მოვიყვანე და დავიღუპე (იცინის). სულ სამი შემთხვევა მახსენდება გერმანიაში, რომ ქალებს მოვმსახურებოდი. ფულის გადახდა ეზარებათ, ძუნწები არიან და მაგათ სიამოვნებაზე მე ვერ ვივლი.– საქართველოში როცა ცხოვრობდი, მსგავსი რამ გაგიკეთებია?– იქ ჩემს კურსზე ვინც იყვნენ ბიჭები, ყველასთან რაღაც მქონია, მაგრამ სანამ ერთ ბოცა ღვინოს არ ჩავაწურავდი, ჩემი გურული ბაბუს დაყენებულს, მანამ ყველას ქურდობა და კაიბიჭობა უნდოდა... სიმთვრალეში იწყებოდა, რაც იწყებოდა. ფულზე არასდროს არავისთან არაფერი მქონია, ან სად აქვთ ფული სტუდენტებს საქართველოში. სოფლებში ქალი სანთლით საძებარია და ბიჭების 50% ერთმანეთს ებღლარძუნება. მეც მასეთი ბღლარძუნის მსხვერპლი გავხდი (იცინის).– შენი ოჯახის წევრებმა თუ იციან, ან მეგობრებმა, მანდ რასაც აკეთებ?– არაააა, გაგიჟდიი?! მამაჩემი მარმარილოს „პამიატნიკს“ შეუკვეთს. მეგობრების ნაწილმა იცის... ყველამ რომ იცოდეს, არაა საჭირო.– მანდ რამდენ ხანს დარჩები, საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ?– არა მგონია, დავბრუნდე. რა უნდა გააკეთო ადამიანმა, იქ, სადაც მე ვცხოვრობ, სოფლის ბირჟაზე დავდგე? არა, არ მინდა.ptpress.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts