Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ”თემურ ქეცბაიას ძირს უთხრიან, ქართულ ფეხბურთში დიდი სიბინძურე ტრიალებს”


Recommended Posts

თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ლეგენდარული მცველი, ცნობილი ქართველი მწვრთვნელი რევაზ ძოძუაშვილი ქართული ფეხბურთის სატკივარმა „ქორთიარდ მერიოტში“ სასაუბროდ მიიყვანა და დაპირისპირების ეპიცენტრშიც აღმოჩნდა. ძოძუაშვილმა „მერიოტში“ ვეტერან ფეხბურთელებსა და მედიასთან სასაუბროდ შეკრებილი ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები უმოქმედობაში ამხილა და აღნიშნა, რომ ისინი ქართული ფეხბურთისთვის საკმარისად არ ირჯებიან. მეტიც, მან ფედერაციის პრეზიდენტს „ცირკაჩი“ უწოდა.

 

გაზიარება

[მანანა ნოზაძე. 15:29 04-05-2011]

http://4.bp.blogspot.com/-BjCokX2GK_w/TcE4OjPSPZI/AAAAAAAAEf4/P5Td14x2Pv8/s200/temur-qecbaia.jpgსაკუთარი პოზიცია გამოხატა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმაც. მისი განცხადებით, ქართულ ფეხბურთში მენტალური რევოლუცია უნდა მოხდეს, მწვრთნელი მწვრთნელს უნდა დაემსგავსოს, ხოლო ფეხბურთელი - ფეხბურთელს.

მომხდარის გამო კატეგორიული ჩანდა ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, რომელმაც ფეხბურთის გაყიდვა სამშობლოს გაყიდვას შეადარა. „მიმაჩნია, რომ ფეხბურთელი, რომელიც მზადაა, გაყიდოს თავისი თამაში, თავისი კლუბი, გაყიდის თავის ქალაქსა და ქვეყანას", - ასეთია სიჭინავას პოზიცია.

რევაზ ძოძუაშვილი მიიჩნევს, რომ მარტო კონკრეტულ ფეხბურთელებზე ჯოხი არ უნდა გადატყდეს და მთავარი დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ. ფედერაციის მისამართით საკუთარ მკაცრ პოზიციას კი იმით ხსნის, რომ არ სურს, ვინმემ თვალებში ნაცარი შეაყაროს.

- საუბარი ისეთნაირად მიჰყავთ, თითქოს უნდათ, დაგვაბრმაონ. შესაძლოა, თვითონვე არ იციან, რასაც აკეთებენ. იმ ფეხბურთელებმა კი, რომლებსაც ბევრი რამ გაგვიკეთებია, მეტი საიდუმლოება ვიცით. ჩვენ ვითხოვთ, რომ მარტო ფეხბურთელები არ უნდა დაისაჯონ, ეს პრობლემა გლობალურია. ის ხუთი კაცი ჩანს, ვინც ეს გააკეთა, მაგრამ 5 ათასი არ ჩანს.

ვინ უნდა დაისაჯოს?- ყველა, ვისი ხელიც ამაში ურევია. ამაში ურევია დიდი სიბინძურე. ამ სიბინძურეების გამოაშკარავებაა საჭირო.

კონკრეტულად ვის მოეთხოვება პასუხი?- ვისაც უჭირავს ხელში ფეხბურთი და ვისაც უჭირავს სპორტი. იმან უნდა განიხილოს ეს საკითხი და ჩვენ ამაში დავეხმარებით. დღეს ფეხბურთში ამდენი სიბინძურე ჩანს, ფეხბურთს კი ხელმძღვნელობს ფეხბურთის ფედერაცია. მან უნდა აღმოაჩინოს თუ საიდან მოდის ეს სიბინძურე და რა კეთდება. ჩემს ოჯახზე პასუხისმგებელი მე ვარ, როგორც ოჯახის უფროსი. ათ, თხუთმეტ, ოც თამაშს ვუყურებ, თურმე ცენტრიდან გადის ბურთები, ორი თვეა, გაყიდულ თამაშებზე მიდის საუბარი და ახლა თურმე ფიფამ და უეფამ უნდა გამოგიგზავნოს დოკუმენტი და გაგაფრთხილოს, რომ ჩვენთან, საქართველოში თამაშები იყიდება. მხოლოდ ამის მერე უნდა მიხედონ ამათ ქართულ ფეხბურთს?

როგორ გგონიათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში შეგნებულად აჭიანურებენ საქმეს?- ეს ავადმყოფობა საქართველოშია გაბატონებული და ამას მფარველობს ისეთი ხალხი, რომლებსაც დღეს ქართულ ფეხბურთში დიდი ოვაციებითა და ტაშით ეგებებიან. ამ ხალხს თუ მოვაშორებთ, ყველაფერი კარგად იქნება. თორემ, ჩვენ ახლა 4-5 ფეხბურთელს დისკვალიფიკაციას თუ მივცემთ და გავუშვებთ ფეხბურთიდან, ამით მიიმალებიან ის ძირითადი დამნაშავეები, რომლებმაც ბავშვებს ამ სიბინძურეში თავი ჩააყოფინეს.

თუ შენ ფეხბურთი გინდა, ფეხბურთის ფედერაციიდან უნდა მოდიოდეს დიდი პატიოსნება და შემდეგ ამას გუნდების ხელმძღვანელები უნდა დაემატოს. დღეს ისე გაძლიერდა მსოფლიო და ევროპის დიდი ფეხბურთი, რომ ადვილი ჰგონიათ. ამ სფეროში სამუშაოდ მოდიან, მერე ამხელა ბარიერებსა და ტალღას რომ ხვდებიან, სურვილი უჩნდებათ, ასეთ პატარა ბიჭებზე გადაატანინონ გულშემატკივრებს ყურადღება. აქ გლობალურადაა საქმე. ადრე ქართული ფეხბურთის გამაბინძურებელი არაერთი ადამიანი დაისაჯა, ახლაც სხვა გზა არ არის. დადგა ის დრო, თუ ესენი არ მოვიშორეთ, ცოტა ხანში ნახავთ, რა მოხდება. ადრე ვიძახდით, ფეხბურთი ავად არისო, ახლა კი ვამბობთ, ავად კი არა, ნახევრად უკვე მკვდარია.

კონკრეტულად, რა არის დღეს ქართული ფეხბურთის მთავარი პრობლემა?- დღეს მთავარი პრობლემაა ის, რომ ფეხბურთში ჩარეულია ბევრი არაპროფესიონალი, უცოდინარი ხალხი. კი ბატონო, გარკვეულ დონეზე ფეხბურთი ვიცით, მაგრამ ქართული ფეხბურთი გარკვეულ დონეზე გაჩერებული არასდროს ყოფილა და არც მომავალში უნდა გაჩერდეს. ფეხბურთი წინ მიდის და დიდ ასპარეზზე უნდა გავიდეს. ესაა „ბარსელონა“, „ჩელსი“, „მანჩესტერ-იუნაიტედი“... მათ დონეზე უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ამას როგორ მივაღწევთ? ამას ქმნიან პროფესიონალები. აგერ, ხუთ ფეხბურთელს დააბრალო, რომ თურმე თამაშებს ყიდიან და ამიტომაა ფეხბურთი ჩავარდნილი, ეს არასწორია.

ბოლო დროს ფეხბურთელების საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო - გიორგი დემეტრაძის დაჭერა, ახლა კი საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიის“, ზუგდიდის ”ბაიას“, თბილისის „ვიტ-ჯორჯიას“ ფეხბურთელებს ტოტალიზატორის შავ ბიზნესთან ფარულ გარიგებასა და თამაშის გაყიდვაში ადანაშაულებენ, რაც, ცხადია, დაუშვებელია.- ყველა ფეხბურთელის საქციელზე პასუხისმგებელნი ვართ ჩვენ. ყველა ეს ფეხბურთელი ჩვენს ხელშია გამოვლილი და ჩვენ დროს ასეთ საქციელს ვერ ბედავდნენ. ახლა რატომ ბედავენ? ვისაც ახლა ამხელენ, სამივე მათგანი უწესიერესი სპორტსმენი იყო, ახლა რა დაემართათ? რა ლიცენზიები გასცეს ისეთი, რომ ამაზე მიდიან ფეხბურთელები? აბა, ერთი მონახეთ ვინმე და ჰკითხეთ, როცა მწვრთნელებად ძოძუაშვილი, ხურცილავა, გუცაევი, ნოდია იყვნენ, ასეთი რამ ხდებოდა? იმ დროს რატომ არ იჭერდნენ არავის? - იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გვატყუებდნენ.

ჩვენ არც ისე სულელები ვართ, რომ დაგვაბრმაონ, ნაკლებ დანაშაულზე გაჩერდნენ და მთავარს არ მიაქციონ ყურადღება. დაღუპულია თქვენი თაობა. ჩვენმა თაობამ ძალიან დიდი ფეხბურთი მაინც ნახა, კიდევ წავალთ და სხვაგან ვიმუშავებთ, ძალინ დიდ ფეხბურთშიც ვიტრიალებთ, მაგრამ თქვენი თაობა ვერაფერს ნახავს.

ბოლოდროინდელ გამარჯვებებზე რას გვეტყვით. ქეცბაიას ხელში რამდენად შესწევთ ძალა ამ ფეხბურთელებს?- კარგი შეკითხვაა. წარმოიდგინეთ, თურმე დღეს ქართულ ფეხბურთში ასეთი ამბავი ტრიალებს, ამდენად, ამ ფეხბურთელებს შორის რომელი მათგანი აიყვანოს თემურ ქეცბაიამ ნაკრებში სათამაშოდ? არადა, ნაკრებში მათი აყვანის გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება, ეს აუცილებელია. ხედავთ, თემურ ქეცბაიას სად უთხრიან ძირს? ასეთი სიმახინჯე და გაყიდვა რომ მოხდეს ქართულ ფეხბურთში, ამის შემდეგ დაიკარგება თემურ ქეცბაიას გუნდიც, საქართველოს ნაკრებიც და ყველაფერიც.

„ზესტაფონსა“ და ფეხბურთის ფედერაციას შორის ბოლოდრინდელ დაპირსპირებაზე რას გვეტყვით? "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ ფეხბურთის ფედერაცია არასწორ მენეჯმენტსა და არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. „ზესტაფონს“ ებრძვიან?- ეს საკითხი ერთმანეთთანაა მიბმული. არ ვფიქრობ, რომ ებრძვიან, ჩავიდნენ და უცბად ჩემპიონები გახდნენ. ეს დონე მათ ჰყოფნით, და, როდესაც ორივე ხელიხელჩაკიდებულნი გავლენ ევროპაზე და ჩემპიონთა ლიგას გვათამაშებენ, მაშინ მივალ სიჭინავასთან, დავუჩოქებ და ვეტყვი, ჯიგარო, შენ ხარ ის პიროვნება, რომელმაც ჩვენ დიდი ფეხბურთი გვაჩუქე. მაგრამ პირველივე თამაშს ექვს გუნდთან ერთად რომ წააგებ და ამის მონაწილე იქნები, ამის გამო მადლობას ვერ ვეტყვით. კი ბატონო, დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და ვნახოთ, რა მოხდება.

სიჭინავას პერიოდში კორუფციულ სქემებს ამჩნევთ?- სიჭინავას პერიოდში ყველაფერი გამოჩნდა, თუ როგორ მოქმედებს ქართული ფეხბურთის ახალგაზრდობა. ამის მიზეზი კი ისაა, თუ ვინ აძლევს ლიცენზიას მწვრთვნელებს. როგორ ზრდიან მწვრთვნელები ფეხბურთელებს და როგორ იზრდებიან ის ბიჭები ან გაზრდილები როგორ ფუჭდებიან. აი, სად უნდა ვეძებოთ სიმახინჯე.

იქნებ, ფეხბურთელების ფულადი გარიგებები რაიონულ გუნდებში მათი დაბალი ანაზღაურებით აიხსნება?- ეს იმდენად მიზერული ანაზღაურებაა, ფეხბურთის ენით რომ ვთქვათ, ამ სქემით შეიძლება ”ბარსელონას მოვუგოთ”. ამ სქემით, რომელიც ახლა სიმახინჯისა და ქართული ფეხბურთის დანგრევის სქემაა. ამის თანამონაწილეები კი გაერთიანებულნი არიან და შეტევაზე მოდიან. წარმოიდგინეთ, ამის გამო არანაირი მომავალი არ გვაქვს. ერთადერთი ნათელი წერტილია, რომ საბედნიეროდ, თემურ ქეცბაიას ენდნენ, ის ჩვენი გაზრდილია, ჩვენს მიერ გადაცემული სულითა და გულითაა მოსული. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ასეთი ფეხბურთელები ძალით შეაპარონ მის გუნდში და დაღუპონ.

თქვენ არაპროფესიონალიზმი ახსენეთ, მაგრამ სხვა ინტერესებიც ხომ არსებობს?- რასაკვირველია, არაპროფესიონალს ყოველთვის სხვა ინტერესი აქვს. ამაში ბევრი რამ შედის. კაცი, რომელსაც გულითა და სულით არ უყვარს საქმე, რომელ პროფესიონალიზმზეა საუბარი? ნახეთ, რა მოხდა, ერთი გამოდის და ამბობს, ჩვენ ფეხბურთის ფედერაციის ხუთი წარმომადგენელი წავედით და ვუყურეთ ამ თამაშს, რაც ვნახეთ, საზიზღრობა იყოო. ვთქვათ, შენ ხარ პრეზიდენტი, შენი ხუთი თანამშრომელი, შენთან ერთად 24 საათი რომ არის და თამაშებს არჩევენ, არ უნდა მოვიდეს და არ უნდა გითხრას,ძმაო, სიბინძურეა და მივხედოთ ამ საქმეს, თორემ ფიფაც გაიგებს, უეფაც და დავიღუპებითო? ანალიზს დაგვიანებით, 10 და 20 დღის შემდეგ რომ აკეთებენ, ზუსტად ამან მიგვიყვანა ასეთ შედეგამდე. დღეს თუ არ დაასწარი მოვლენებს, დაღუპულია საქმე. ხომ ხედავთ, ჩვენი პროფესიონალები ხმას ვერ იღებენ, რადგან სამსახურებიდან მოხსნის ეშინია ხალხს.

შექმნილი მდგომარეობა რამდენად გაუფუჭებს სახელს ქართულ ფეხბურთს საერთაშორისო ასპარეზზე? - სწორედ აქედან დავიწყოთ - ზუსტად ფიფადან მოვიდა გაფრთხილება, თქვენთან თურმე ამას აკეთებენო. არაა გამორიცხული, ახლა სააკაშვილისაც შეეშინდათ, რადგან მან ხელი დაუქნია, ფეხბურთს მიხედეთო. დღეს, ეტყობა, სჭირდებათ ქართული ფეხბურთის აღმავლობისკენ წაყვანა, იმიტომაც დაიწყო ეს ყველაფერი.

ხელისუფლება აცხადებს, რომ საბავშვო ფეხბურთის განვითარებისთვის სტადიონებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნის, რომ ზრუნავს სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის. რეალურად რა ხდება?- რაშია იცით, საქმე? ეს იგივეა, ბავშვს რომ უთხრა, ქუჩაში უნდა გაგიყვანო და სიცივეში მარტო ტრუსებსა და მაისურს ჩაგაცვამო. არადა, შარვალიც უნდა ჩააცვა, პალტოთიც შემოსო, კაშნეც მოახვიო და ყველაფერი, მაშინ არ გაცივდება ბავშვი. ერთი სტადიონის გაკეთება არაფერია, ამას ყოველდღიურად უნდა მიუმატო. აბა, რა შეკითხვა მივიღე სიჭინავასგან? რეზო, რას იტყვიო? მეკითხება, ვისზე ლაპარაკობ მაგასო? ვისზე ვლაპარაკობ და, თუ მიხვდები, ხომ კარგი-თქო. რა საჭირო იყო ეს შეკითხვა? რა ვთქვი მე ისეთი? უბრალოდ, განვაცხადე, რაც აუცილებელია. თუ არადა, ეს ხალხმა განსაჯოს.

თქვენი მკვეთრი გამოსვლის ადრესატი კონკრეტულად ვინ იყო? სიჭინავა?- მარტო სიჭინავაზე არ მითქვამს, სიჭინავას გვერდით ფეხბურთის ფედერაციაში კიდევ ზის ხალხი, რომელთაც უფლება არ აქვს, ასეთ რაღაცებში შეცდნენ, ბევრი მათგანი ჩემი კოლეგაა. მაგრამ პირად საუბარში, იცით, რას იძახიან ბიჭები? ვინ რას გვეკითხება? - არაფერსო. ესაა დიდი უბედურება. ერთმა დიდმა ფეხბურელმა, იცით, რა მითხრა? რეზო, ვერაფერს ვიტყვი, რადგან, როცა ვთქვი, ერთი წელი უმუშევარი დამტოვესო. იმ ბიჭს მოვიყვან და ამას ტელევიზიით ვათქმევინებ. არადა, იგი საქართველოდან ახლახანს გავიდა და ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთვნელია.

ფედერაციაში კომპეტენტური პირების აზრები არ აინტერესებთ?- სულ არ მაინტერესებს, მათ რა ინტერესი აქვთ. მთელი უბედურება ისაა, რაც უფრო დიდხანს გაყვებიან ეგენი ამ გზას, მით უფრო მეტად შეიძულებს ქართველი ხალხი. როგორც ერთმა მათგანმა დატოვა ხალხში სიძულვილი, მეორეც ასეთი სახელით წავიდა, მესამის ბედიც ასეთია. თავის დროზე სიჭინავას გვარმა ქართულ ფეხბურთში სიდიადე მოიტანა, მიხაროდა, რომ მესამე სიჭინავაც მოვიდა ქართულ ფეხბურთში. ღმერთმა ქნას, სასიკეთო რამ გააკეთოს. მაგრამ ჩემთან კონფლიქტი რატომ დაიწყო, ვეღარ გავიგე. ჩემი ნათქვამი თავის თავზე მიიღო?

presage.tv

 

 

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-497465851350597602?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...