Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- „საპატრიარქოს შესასვლელთან დაცვამ მითხრა, პატრიარქთან შესვლა 100 ლარი ღირს, თუ დატოვებ, შეგიშვებო...“


Recommended Posts

13 წლის მარიამ ჩუბინიძეს, უკვე ჩატარებული რვა ოპერაციის შემდეგ, კიდევ ხუთი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. მარიამი დედასთან და სამ დედმამიშვილთან ერთად, ზუბალაშვილების ქუჩის 29 ნომერში ცხოვრობს. ოჯახი, დიასახლისის 70 ლარიანი პენსიის იმედადაა დარჩენილი, რომელსაც მარიამის დედა, ქეთევან სააკაძე თავდაცვის სამინისტროდან იღებს. ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო, შემდეგ ხელის ტრავმა მიიღო, რის გამოც სამსახურის დატოვება მოუხდა.

გაზიარება

[შორენა გოგოლაძე. 16:26 15-04-2011]

http://3.bp.blogspot.com/-mlyh-oO8cS4/TaiLamaeu1I/AAAAAAAAEew/FZ4y6FE1DKM/s200/8C80B970-FC30-4E18-8F5F-866F2C5FB85B_mw800_mh600_s.jpg13 წლის მოზარდი, დილიდან საღამომდე მწოლიარე მდგომარეობაშია. ის უსინათლოა, თუმცა გონებრივი შესაძლებლობები შეზღუდული არ აქვს. მარიამი ამჟამად, რთული სოციალური პირობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების გამო, საშუალო განათლების მიღებას ვერ ახერხებს, თუმცა სახლის პირობებში მეცადინეობს.

ქეთევან სააკაძე, მარიამ ჩუბინიძის დედა: მარიამს უკვე გაუკეთდა მენჯ–ბარძაყის რვა ურთულესი ოპერაცია. ცერებრალური დამბლა აქვს და უსინათლოა. ბავშვს კიდევ, ათი ოპერაცია აქვს გასაკეთებელი. აქედან, ხუთი ოპერაცია ფეხებზეა ჩასატარებელი, ძვლის ტვინზე კი ხუთ ეტაპად აქვს გადასანერგი ღეროვანი უჯრედები. ოჯახს არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. გასული წლის ოქტომბერში, სოციალური დახმარებაც მომიხსნეს, რომელიც 126 ლარს შეადგენდა. ახლა, მხოლოდ მოწყალების თხოვნით ვირჩენთ თავს, რაც მხოლოდ საკვების შესაძენად გვყოფნის’’.

უნარშეზღუდული მოზარდის დედა ,,პრესა.ჯი’’– სთან საუბარში ყვება, რომ მან დახმარების თხოვნით, ბევრ ორგანიზაციას მიმართა, თუმცა უშედეგოდ. უკანასკნელი დახმარების იმედი, კათალიკოს პატრიარქი იყო, თუმცა ქეთევან სააკაძემ უწმინდესთან შეხვედრა ვერ მოახერხა. როგორც თავად ყვება, მას საპატრიარქოს მისაღებში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და იქიდან ისე გამოისტუმრეს.

,,პატრიარქამდე მივიტანე ჩემი გასაჭირი. მან დამიბარა თავისთან და დახმარებას დამპირდა. როდესაც საპატრიარქოში მივედი, შესასვლელში დაცვის ბიჭი იდგა. მე არ მაქვს საშუალება, ნორმალური სამოსი ვიყიდო და თმები სალონში გავიკეთო. ალბათ მათხოვარი ვეგონე. ავუხსენი ვითარება, რომ უწმინდესმა იცოდა ჩემი ვიზიტის შესახებ და მელოდებოდა. იმ ბიჭმა კი საყელოში ხელი მომკიდა და გარეთ მომისროლა. მითხრა, აქ არასდროს დაგინახო მოსულიო. ვიდრე გარეთ გამომაგდებდა მითხრა, პატრიარქთან შესვლა 100 ლარი ღირს და თუ დატოვებ, შეგიშვებო. მას შემდეგ რაც ვუთხარი, რომ 5 ლარის გამო ყინვაში, დილიდან საღამომდე ქუჩაში დავდივარ მეთქი, ჯერ კედელზე მიმანარცხა, მერე გარეთ მომისროლა. რას ვიზამდი. გამოვბრუნდი უკან და ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, რომ უწმინდესს ვერ შევხდი. ამის შემდეგ, განცხადება და მარიამის საბუთები გავატანე ერთ პიროვნებას, მაგრამ, ის განცხადება გზაში დაიკარგა. უწმინდესამდე არ მისულა. პატრიარქსაც ატყუებენ და ჩვენც’’– ამბობს ქეთევან სააკაძე.

მარიამი ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ როგორც დედა ამბობს, ბავშვთა მეორე საავადმყოფოს ექიმის თვითნებურმა ქმედებამ, ინვალიდი გახადა. ,,7 დღის დაბადებული იყო მარიამი, როდესაც განყოფილების გამგე მერი გაჩეჩილაძემ, ჩემ დაუკითხავად ბავშვს ზურგის ტვინიდან სითხე ამოუღო. რატომ გააკეთა ეს არ ვიცი დღემე, მაგრამ ბავშვი სამუდამოდ დამიინვალიდა. ვისაც გაუკეთა მაშინ ეს საშინელება, იმ ბავშვებიდან ზოგი გარდაიცვალა, ნაწილი კი ინვალიდია’’ _ ამბობს მარიამის დედა.

მარიამ ჩუბინიძის მდგომარეობა, ოპერაციის შემდეგ გაუმჯობესდება. ამას ოჯახის წევრებს, სპეციალისტები ეუბნებიან. ოპერაცია კი გერმანიაში უნდა ჩატარდეს, რაც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული. ამ დრომდე, ოჯახს რამდენიმე კერძო კომპანია დაეხმარა და 13 წლის მოზარდს ჩაუტარდა ოპერაციები. მკურნალობის ბოლო ეტაპის ფინანსები, ოჯახს არ გააჩნია. როგორც მარიამის დედა ამბობს, მან შვილის მონაცემები ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’–ში, კერძოდ კი გადაცემა ,,ვის უნდა 20 000’’ – ში სამჯერ გააგზავნა, მაგრამ სამივეჯერ უარი მიიღო.

13 წლის ბავშვის სიცოცხლე ქველმოქმედ ადამიანებზეა დამოკიდებული. მარიამის სახელზე ,,საქართველოს ბანკში’’ სპეციალური ანგარიშია გახსნილი. ცენტრალური ფილიალი (კოდი) 220101502, მიმღების დასახელება მარიამ ჩუბინიძე, ანგარიშის ნომერი 595296400.პრესა.გე

 

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-4273438164575607104?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...