Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) რიისე შესაძლოა ”ლივერპულში” დაბრუნდეს


Recommended Posts

http://www.arsenal.com/assets/_files/images/feb_09/gun__1235472019_riise.jpg

 

რომას მცველი იორნ არნე რიისე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა კარიერა მის ყოფილ კლუბში განაგრძოს…

 

 

ნორვეგიელს იტალიურ ”რომასთან” კონტრაქტის დასრულებამდე 1 წელი დარჩა და ჯერ კიდევ მხარეებს შორის მოლაპარაკება ვერ მოხერხდა. ზაფხულში რომაელები რიისეს ყიდვასთან დაკავშირებულ შეთავაზებებს განიხილავენ.

 

 

როგორც იუწყება Sky Sports, ”ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი კენი დალგლიში რიისეს ”ენფილდზე” დაბრუნებას აპირებს. 2008 წელს მცველმა მერსისაიდული კლუბი დატოვა და დღემდე გუნდში მარცხენა მცველის პოზიციაზე მუდმივი პრობლემაა.

 

 

წლევანდელ სეზონში მარცხენა ფლანგზე კენის გლენ ჯონსონის დაყენებაც მოუწია. ასევე ცნობილია, რომ ლივერპული დაინტერესებულია ლეიტონ ბეინსით, რომელსაც ამ პოზიციაზე პრობლემების მოგვარება შეუძლია, მაგრამ მისი მოსვლა ნაკლებად სავარაუდოა. ალბათობა იმისა, რომ 30 წლის რიისე ყოფილ გუნდში დაბრუნდება გაცილებით დიდია.

 

 

”ლივერპული მუდამ ჩემს გულშია. ეს უდიდესი კლუბია, რომლისგანაც ბრწყინვალე მოგონებები დამრჩა. მე კონტრაქტი 2012 წლის ივნისამდე მაკავშირებს რომასთან, ამიტომაც შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.” – განაცხადა რიისემ.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...