planetanews Posted May 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2011 http://b.pix.ge/e/onpgm.jpg ლივერპულის მთავარ მწვრთნელს, კენი დალგლიშს გუნდში კიდევ ერთი საშუალო კლასის ფორვარდი სჭირდება, რომელიც ენდი ქეროლისა და ლუის სუარესის არყოფნაში სათადარიგო სკამიდან გუნდის შეტევაში დაეხმარება. ასეთ კანიდატურად “კოპის მეფე” კენის მრავალი ფეხბურთელი ჰყავს ჩანიშნული. მიუხედავად იმისა, რომ სევილიას 25 წლის ესპანელი თავდამსხმელი, ალვარო ნეგრედო სანდერლენდს უნდა, პირველ რიგში დალგლიში მის შეძენას შეეცდება. რეალის ყოფილი ვარსკვლავის სანაცვლოდ კენის უკვე გამზადებული აქვს £ 15 მილიონი ფუნტი. გარდა ამისა დალგლიშის სატრანსფერო წიგნაკში ბაიერნის 25 წლის გერმანელი თავდამსხმელი, მარიო გომესიც წერია. გომესმა ბუნდესლიგაში ამ სეზონში 24 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას სრულიად დამსახურებლად უდგას სათავეში. გერმანელი ფეხბურთელი “ოქროს ბუცისთვისაც” იბრძოლებს, მაგრამ მას კონკურენციას ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო უწევენ. გარდა ნეგრედოსა და გომესისა ლივერპული ნაპოლის დუეტის, ეზეკილ ლავეცისა და ედისონ კავანის შეძენასაც შეეცდება. მომზადებულია Sport.co.uk-ისა და GiveMeFootball.com-ის მიხედვით View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts