planetanews Posted May 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2011 http://a.pix.ge/r/w42mv.jpg ლივერპულის 26 წლის სლოვაკი ცენტრალური მცველი, მარტინ შკრტელი მიიჩნევს, რომ კენი დალგლიშისა და ლივერპულის გულშემატკივართა დამხარებით ლივერპულს ევროპის ლიგაზე გასვლის დიდი შანსი გაუჩნდა. “მერსისაიდელთა” სლოვაკმა ლეგიონერმა მონაწილეობა მიიღო საკვირაო შეხვედრაში, სადაც ლივერპულმა ნიუკასლი “ენფილდ როუდზე” 3-0 დაამარცხა. მას სჯერა, რომ ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი აუცილებლად გავა მეხუთე ადგილზე: “ეს იყო დიდებული მატჩი, სადაც ფანებმა დიდი როლი ითამაშეს, მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო. შედეგით კმაყოფილი ვარ და ეს ასეც უნდა იყოს, როდესაც შენ ზურგს ლივერპულისნაირი ფანი გიმაგრებს მოგება უფრო გიადვილდება.” “თამაშის დაწყებიდან პირველივე წუთებში მოგებაში დარწმუნებული ვიყავი. ჩვენ ახლა ძალიან ახლოს ვართ მიზანთან, რომელიც ევროპის ლიგაზე მოხვედრაში დაგვეხმარება. კიდევ სამი მატჩი გვაქვს დარჩენილი და დარწმუნებული ვარ, რომ სამივეს კარგი შედეგით დავასრულებთ” – თქვა შკრტელმა ლივერპულის ოფიციალურ საიტთან. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts