planetanews Posted May 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2011 http://assets.liverpoolfc.tv/uploads/kuyt_potm_350.jpg ლივერპულის ოფიციალურ საიტზე ჩატარდა გამოკითხვა, თუ ვინ იყო საუკეთესო აპრილში “წითლებთა” შემადგენლობაში, Standard Chartered-გან დაწესებული პრიზი დირკ კიუტს ხვდა წილად. მერსისაიდელთა ჰოლანდიელმა ლეგიონერმა ფანების ხმათა 45% დაიმსახურა, მეორე და მესამე ადგილს კი ლუის სუარესი (19%) და ლუკას ლეივა (13%) დასჯერდნენ. ლივერპულის 18-მა ნომერმა გასულ თვეში გაიტანა სამი მნიშვნელოვანი გოლი, აქედან ერთ-ერთი არსენალთან გასვლაზე 102-ე წუთზე. დირკს სრულიად დამსახურებული ჯილდო მელვუდში გადასცეს: “ეს დიდებულია. აპრილი ყველასთვის საუკეთესო იყო, განსაკუთრებით კი ჩემთვის, ეს შედეგი პრემიერ ლიგის ცხრილზეც აისახა. იდეალური გრძნობაა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ბოლოს მართლაც კარგად ვმუშაობდით. გუნდური თამაში უფრო კარგი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალური.” როგორც ზევით მოგახსენეთ კიუტმა არსენალს 102-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით გაუტანა: “ეს იყო გიჟური თამაში. ჩვენ მართლაც მაღალ დონეზე ვითამაშეთ. სამწუხაროდ გუნდში ძირითადი შემადგენლობის ბევრი ფეხბურთელი დაიმტვრა. ამის გამო დალგლიში იძულებული გახდა კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელები ეთამაშებინა და რთული თამაშისდა მიუხედავად მაინც მოვახერხეთ ვან პერსის გოლის გაქვითვა.” “ჩვენ მართლაც კარგად შევუტიეთ და ვფიქრობ, რომ დამსახურებულად მოვიპოვეთ პენალტი. ეს იყო ყველაზე დაძაბული მომენტი, მაგრამ მე მაინც გავიტანე. ახლა, ჩვენ ყველანი კარგ ფორმაში ვართ, მწვრთნელიც, სამწვრთნელო შტაბიც და ფეხბურთელებიც.” კიუტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ლივერპულის ფანებს: “მინდა განსაკუთრებით დიდი მადლობა გადავუხადო მას, ვინც ხმა მომცა. ჩვენი ფანები მსოფლიოში საუკეთესონი არიან. ისინი ყოველთვის დიდ დახმარებას გვიწევენ.” – დასძინა დირკმა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts