Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - არასამთავრობოები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად


Recommended Posts

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია – „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორის საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და „ახალი თაობა–ახალი ინიციატივა“ – საარჩევნო გარემოს სრულყოფისათვის საზოგადოებას თავის მოსაზრებებს სთავაზობს.

 

რეკომენდაციათა გარკვეული ნაწილი, ორგანიზაციათა განცხადების მიხედვით, კანონის აღსრულებას და პოლიტიკური ნების არსებობას უკავშირდება.

 

ამომრჩეველთა სია, განცხადების მიხედვით,  ნებისმიერისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა პოლიტიკურ პარტიებსაც და არასამთავრობოებსაც ნებისმიერ დროს გადამოწმების საშუალება ჰქონდეთ.

 

ასევე, ორგანიზაციები მთავრობას ამომრჩეველთა სიის განკარგვას, სამოქალაქო რეესტრის, როგორც ყველაზე ეფექტური სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის ქვეშ მოქცევას ყველაზე ეფექტურად მიიჩნევენ.

 

ასევე, არასამთავრობოები საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად მანდატების სამართლიანად გადანაწილების, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების, დარღვევების გამოძიების, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და საკანონმდებლო სისტემაში შესატანი ცვლილებების შესახებ საკუთარ ხედვას აყალიბებენ.

 

„საქართველოში არც თუ იშვიათია შემთხვევები, როცა საკანონმდებლო ცვლილებები არჩევნებამდე ძალიან მოკლე პერიოდში ხორციელდება, რაც ზოგჯერ ახალ პრობლემებს წარმოშობს. ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ამ პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს შორის დროულად შედგეს საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ შეთანხმება“.–აღნიშნულია განცხადებაში.

 

იხილეთ განცხადების სრული ვერსია.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...