planetanews Posted May 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, რომ დაკავებულ ებრაელ ბიზნესმენებს უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს. თუმცა ებრაელ ბიზნესმენთა გათავისუფლებით საქართველო–ისრაელის პოლიტიკური ურთიერთობები უკეთეს ფაზაში რომ გადავა, ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს ეჭვი ეპარება. მამუკა არეშიძე: დაკავებული ბიზნესმენები მთლად კეთილსინდისიერი ადამიანები რომ არ იყვნენ, ჩემთვის ეს 1990–იანი წლებიდან იყო ცნობილი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებებმა, რომლებიც განვლილი წლების განმავლობაში ამ საქმეს იცნობდნენ, არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო. თუმცა, აქამდე მაინც მივიდა და მასში მხოლოდ პროკურატურა და სასამართლო არ ყოფილან ჩართულნი. ისრაელის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის აქტიურობა ამ საქმეში სწორედ საქართველოს ხელისუფლებისა და კონკრეტულად პრემიერ–მინისტრის, ნიკა გულაურის აქტიური ჩარევით იყო გამოწვეული. ქართული მხარე ასეთი აქტიური რომ არ ყოფილიყო, არც ისრაელი იქნებოდა. ვითარება ამ მხრივ ძალიან გამწვავდა. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რომელმაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაამწვავა? საქართველო–ისრაელის ურთიერთობების გამწვავება არ დაწყებულა ებრაელი ბიზნესმენების დაკავებით. 2008 წლის ომის შემდეგ ისრაელმა სამხრეთ კავკასიაში თავისი სამოქმედო ვექტორი შეცვალა. უფრო მეტად აზერბაიაჯნთან დაახლოვდა. აზერბაიჯანი უფრო საინტერესოა მისთვის, როგორც ენერგომატარებლების მომწოდებელი ქვეყანა. ამასთან, საქართველოსგან განსხვავებით, ის არ არის რუსეთის მტერი, რომელთანაც ურთიერთობა ამ თვალსაზრისით ნაკლებად ჭირდება. გარდა ამისა, აზერბაიჯანთან დაახლოებით ისრაელი მაინც რჩება სამხრეთ კავკასიაში. აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ისრაელმა საქართველოს სამხედრო დახმარება შეწყვიტა, სანაცვლოდ, რუსეთს სირიისთვის ანტისახომალდო რაკეტები არ უნდა მიეყიდა. რუსეთმა დაითანხმა ისრაელი, თვითონ პირობა არ შეუსრულებია. ასე რომ, მათ ურთიერთობაშიც ბოლომდე არ არის ყველაფერი დალაგებული. თუმცა დღევანდელი გამწვავებული ვითარება საქართველო–ისრაელს შორის არის პოლიტიკური კონიუქტურის თემა, რუსეთის მიერ ინსპირირებული, რადგან ძალიან რთული დღეები ელის ისრაელს – სექტემბერში გაერო პალესტინის დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპირებს. ამ თვალსაზრისით კი, ისრაელსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობაა. ისრაელი ახალ დასაყრდენს ეძებს რუსეთის სახით. რუსეთის მხრიდან ისრაელის მიმართ კი შემხვედრი მოთხოვნა აფხაზეთთან ურთიერთობის გააქტიურებაა. რა შეუშლის ხელს ისრაელს, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა? თუ გაერომ აღიარა პალესტინის დამოუკიდებლობა, მე ვერ ვხედავ შემაკავებელ ბარიერს ისრაელისთვის, აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა. შემაკავებელი ბარიერი ერთადერთი შეიძლება იყოს – რუსეთმაც აღიაროს პალესტინის დამოუკიდებლობა. თუ ასე არ მოხდა, არ გამოვრციხავ, რომ ისრაელმა ეს ნაბიჯი გადადგას. რუსეთი არ აღიარებს პალესტინის დამოუკიდებლობას? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთს გაუჭირდება პალესტინის დამოუკიდებლობის არ აღიარება, რადგან პალესტინური ორგანიზაცია ჰამასი, რომელიც მისი დამოუკიდებლობისთვის იღწვის, რუსეთის პარტნიორია. ისრაელის მხრიდან აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ არსებობს, საქართველოში ისრაელის ელჩის კომენტარის გარდა, რომლის განაცხადით, ოფიციალური იერუსალიმი არ ითანამშორმლებს სოხუმთან. ზოგადად კი, დასავლეთთან საკამათოდ ისრაელს ერთადერთი რამ დარჩა – დაახლოება რუსეთთან და აფხაზეთის აღიარება. ეს უკანასკნელი საფასურია რუსეთთან ურთიერთობისთვის. ბოლო დროს დღის წესრიგში ისრაელის ერთ–ერთი ჰოლდინგის (Global CST) მიერ აფხაზეთისვის იარაღის შესყიდვის საკითხიც დადგა. რაც შეეხება იარაღის შესყიდვას და ისრაელის ტექნოლოგიების გამოყენებას, ამას გამოვრიცხავ, რადგან ისრაელი ასე იოლად არ არიგებს თავის ტექნოლოგიებს. მითუმეტეს, თვითონ აფხაზეთს ამის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ სამ თვეში ისრაელის მხარე აფხაზეთში სამედიცნო რეფორმის გეგმას ამზადებს. რას ითვალისწინებს გეგმა? რუსეთი შეშფოთებულია იმით, რომ აფხაზ პაციენტთა რიცხვი თბილისში, ქუთაისში და ზუგდიდში უკანასკნელ პერიოდში რამდენჯერმე გაიზარდა. თვთონ ამ საქმეში აფხაზეთის დახმარებას ვერ ახერხებს, რადგან თვითონ რუსეთს ბევრ რეგიონში არ აქვს ეს სფერო კარგად განვითარებული. ყველაზე ბევრი, მას მედიკამენტების შეტანა შეუძლია აფხაზეთში. რუსეთს ისეთი ჯანდაცვის სისტემის შექმნა უნდა აფხზეთში, რომ აფხაზებს ამ მხრივ საქართველოსთან ურთიერთობა აღარ დაჭირდეთ. სხვათა შორის, აფხაზეთთან ურთიერთობაში საქართველომ თავისი სტრატეგიული გეგმიდან ყველაზე მეტად ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხში წაიწია წინ. შეიძლება ითქვას, რომ ეს სივრცე ნდობის აღდენის სივრცედაც იქცა. გამომდინარე აქედან, როგორც ჩანს, რუსეთმა ისრაელისგან ამ საქმეში დახმარება ითხოვა. თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ ისრაელში ჩასულმა აფხაზურმა დელეგაციამ სთხოვა ისრაელის მხარეს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის სურვილის გარეშე აფხაზეთი ამას არ გააკეთებდა. საბოლოოდ, ჯანდაცვის რეფორმის გეგმა, თავის მხრივ, ფინანსურ დანახარჯებსაც მოითხოვს, და სავარაუდოდ, ისრაელის მხრიდან ეს სამ თვეში მომზადდება. შემდეგ კი სამედიცინო სფეროში სხვადასხვა სახის დახმარება დაიწყება. ერთი მხრივ, ისრაელს ვერაფერში შეედავები, წმინდა წყლის ჰუმანიტარული აქციაა და ერთი ქვეყანა მეორეს ეხმარება სამედიცინო სფეროს ფეხზე დასაყენებლად. თუმცა ეს ფაქტი საერთო კონტექსტში ჯდება და ჩანს, რომ ყოველივე ეს სხვა რამეზეა ორიენტირებული. თუმცა, დღეს საზოგადოება მაინც საუბრობს საქართველო–ისრაელის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობაზე. მოვლენების ასე განვითარება ამაზე გავლენას იქონიებს? მეგობრობა და სახელმწიფო ინტერესები სხვადასხვაა. ამაში ვერ გავამტყუნებთ ვერც ერთ ქვეყანას. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინტერესების რეალიზების გზები არ უნდა იყოს ცინიკური, მაგრამ ყველა სახელმწიფო ყოველთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად იქცეოდა, ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ არა მხოლოდ მეგობრობაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული, არამედ საკუთარ თანმიმდევრულ საგარეო ინტერესების ქონაზე და მუდმივად არ უნდა ვიყიოთ ვაშინგტონზე დამოკიდებული. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts