Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ–ს ვიზების ხანგრძლივობა იზრდება


Recommended Posts

აშშ-ს მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა კატეგორიის აშშ-ს ვიზების მაქსიმალური ხანგრძლივობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

ტურისტული და სამუშაო (B1/B2), ასევე ტრანზიტული (C1/D) მრავალჯერადი ვიზების ხანგრძლივობა არსებული 12 თვიდან 120 თვემდე გაიზრდება. აშშ-ს ვიზების მაქსიმალური ხანგრძლივობის გაზრდა შეეხება A, F, G, H, J, L, M, O, P, Q, R კატეგორიებსაც, რომლებიც არსებული მრავალჯერადი 12-თვიანი ვიზებიდან 60 თვემდე გახანგრძლივდება. რაც შეეხება B, C, D კატეგორიის მრავალჯერად ვიზებს, მათი მოქმედების ვადა არსებული 12 თვიდან 120 თვემდე გახანგრძლივდება.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება 15 მარტს ვაშინგტონში გამართული აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.

 

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ გადადგმულ ამ მნიშვნელოვან, კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ხელს შეუწყობს კონტაქტების გაღრმავებას ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის და, ამავდროულად, სტიმულს მიანიჭებს სავაჭრო, საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ კავშირ-ურთიერთობებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის", – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...