planetanews Posted May 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/05/gamopenaze_05.05-300x199.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულები დააჯილდოვეს. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გრანპრი პროექტისთვის „რობოტი მზესუმზირა” კომაროვის ფიზიკა–მათემატიკური სკოლის მოსწავლეებს დავით ბულისკირიას და ლევან გაბისონიას გადაეცათ. გამარჯვებულები მიმდინარე წლის ივლისში ინგლისში 4-კვირიანი სასწავლო ტურით გაემგზავრებიან. X-XII კლასების ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილითა და 5 000 ლარით პროექტის “საგანგაშო ღილაკი” ავტორი დიმიტრი კოლოტაური (სოფელ დიღმის სკოლა), მეორე ადგილითა და 3 000 ლარით პროექტის “ზამბარიანი რეოსტატი” ავტორი ლაშა ხუციშვილი (ახალციხის N5 საჯარო სკოლა) და მესამე ადგილითა და 2 000 ლარით პროექტის “მოძრაობის მაგნიტური გამაძლიერებელი” ავტორი ლაშა ჩალაძე (სოფ. აფენის N1 საჯარო სკოლა) დაჯილდოვდნენ. VII-IX კლასების ასაკობრივ კატეგორიაში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი და 5 000 ლარი პროექტის “სახლის სეისმოგრაფი” ავტორი გიორგი მეშველიანი (კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა), მეორე ადგილი და 3 000 ლარი პროექტის “მწვანე უცხოპლანეტელი – 25” ავტორი თემურ ჩიჩუა (N4 საჯარო სკოლა), მესამე ადგილი და 2 000 ლარი პროექტის “წიგნი: რა ვაკეთოთ თავისუფალ დროს” ავტორი ლუკა მარკოზაშვილი (N31 საჯარო სკოლა). ასევე დასაჩუქრდნენ გრანპრისა და პირველ ადგილებზე გასული პროექტების წარმომდგენი სკოლები, ყველა მათგანს ინტერაქტიული დაფა(სმარტბოარდ) გადაეცა. სამინისტროს მიერ კონკურსში მონაწილე ყველა პროექტის ავტორი დიპლომებით დაჯილდოვდა. ფავორიტი პროექტები, კი კომპანია“ბილაინმა” დააჯილდოვა, რომელმაც პროექტების “სარკინიგზო რელსების ორიგინალური გადაბმა” და “SMART-ივი განათების” ავტორებს მობილური ტელეფონები, პროექტის “ბარნაბა” ავტორს კი USB მოდემი გადასცა. კომპანია “ვისოლ ჯორჯია პეტროლიუმში” ერთთვიან სტაჟირებას გაივლის პროექტის “ფიზიკის ელექტრონული ლექსიკონი” ავტორი სალომე ყოფიანი. 10 პროექტის ავტორი დააჯილდოვა ჯურნალმა “ჯუნიორმა” ერთწლიანი უფასო ხელმოწერით, გამომცემლობა “ლოგოს პრესმა სამეცნიერო-შემეცნებითი წიგნები “ლეონარდო და ვინჩი” და “მარკო პოლო” 19 მონაწილეს გადასცა. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის “ლეონარდო და ვინჩი” ფარგლებში ინოვაციური პროექტების გამოფენა ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში მეორე დღეა მიმდინარეობს და დღეს მოსწავლეთა ინოვაციური ნამუშევრების გამოფენით დაიხურება. კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანი იყო მოსწავლეებში სწავლის დონის ამაღლება, ინოვაციებისა და ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდების ინტერესის გაღვივება, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოვებული მოზარდების გამოვლენა, შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით მათთვის სტიმულის მიცემა. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts