Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - „არდი ჯგუფმა“ ფოტოკონკურსი „არდი კადრი“ გამოაცხადა


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/05/logo-300x147.jpg

სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“ ფოტომოყვარულებს ნიჭის გამოვლენის შანსს აძლევს და თემაზე „არდი კადრი“ ინტერაქტიულ კონკურსს ატარებს.

კონკურს „არდი კადრი“ სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ არდი ჯგუფის გვერდზე უკვე დაიწყო.

26 მაისის ჩათვლით კონკურსის მონაწილეებმა საკუთარი ნამუშევრები სწორედ ამ გვერდზე უნდა ატვირთონ და გულშემატკივართა ხმები მიიღონ. გამარჯვებულები კი 28 მაისს ხმების, ეგრეთ წოდებული „ლაიკების“ რაოდენობის მიხედვით გამოვლინდებიან.

პრიზები, რომლებიც საგანგებოდ გამარჯვებულებისთვის დაწესდა, პირველ სამ ადგილზე გადანაწილდება. პირველ ადგილზე გასული მონაწილე ტურისტული სააგენტო „ინტერლაინისგან“ თურქეთში 2 კაციან საგზურს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული ავტომობილის ერთწლიან დაზღვევას, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი 200 ლარიან ვაუჩერს მაღაზიებში:Mango, Mexx, United Colours of Benetton, Accessories.

როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, ფოტოები დაზღვევის თემატიკაზე უნდა იყოს აგებული და ასახავდეს, თუ რატომ უნდა იყოს დაზღვეული ადამიანის საკუთრება. სასურველია, რომ კონკურსის მონაწილეებმა გაითვალისწინონ კომპანიის სლოგანი – „როცა ფიქრობ მხოლოდ კარგზე“.

„კონკურსი ყველა თაობის ფოტო მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო საუკეთესო მონაწილის გამოვლენა მთლიანად საზოგადოების და გულშემატკივრების აქტიურობაზეა დამოკიდებული. ფოტოს სიუჟეტის იდეა შეზღუდული არ არის, ფოტომოყვარულებს შეუძლიათ საინტერესო კადრები ავტო–დაზღვევის, ჯანმრთელობის და ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით გადაიღონ. ველოდებით საინტერესო კადრებს, რომლებშიც გამოჩნდება რატომ არის მნიშვნელოვანი დაზღვევა. გვჯერა, რომ ამ ამოცანას ფოტომოყვარულები თავს გაართმევენ და აქტიურად ჩაერთვებიან კონკურსში. ჩვენი მიზანია წავახალისოთ ფოტომოყვარულები და გავზარდოთ ინტერესი დაზღვევის მიმართ,“- აცხადებს „არდი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი არმაზ თავაძე.

პრიზებთან ერთად, სამეულში გასულ მონაწილეებს კომპანია „არდი ჯგუფისგან“ საჩუქრად დაზღვევის საუკეთესო პოლისიც გადაეცემათ.

 

ურჩიეთ:

http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...