Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მეგობრებო, "სანოძეს შემთხვევა" მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ დაიწყო 'ოტსტრელი' არასასურველი მოწმეებისა...

რატომ ვფიქრობ ასე..

იმიტომ რომ, გახმაურდა საქმე... ევროსასამართლომ ღიად დაადანაშაულა საქართველოს მთავრობა, დაწყებული დაბალი საფეხურიდან დამთავრებული პრეზიდენტით, მკვლელობის დაფარვაში...

ამიტომ, ახლა მოხდება ზედმეტი მოწმეების და შემსრულებლების (რაც ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა) თავიდან მოშორება...

ევროსასამართლომ შეიძლება მოითხოვოს მკვლელების უკან შებრუნება ციხეში, რამეთუ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება ისინი შეეწყალებინა... ამიტომ ევროსასამართლო ამბობს... კარგით, რაც მიუსაჯეთ, ეს თქვენ სინდისზე იყოს, მაგრამ, რაც მიუსაჯეთ ის მაინც მოახდევინეთო...

ისინი ციხეში არ შებრუნდებიან, არ გაჩუმდებიან... და რაც მოხდება, ჩემი აზრით ისაა, რომ მოხდება მათი ლიკვიდაცია...

თქვენ როგორ ფიქრობთ?

Edited by georgekh13
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერიც არ მოხდება, თუმცა გასაგებია რომ მამაკაცებს ლათინურამერიკული სერიალები არ გვხიბლავს,

არადა წარმოიდგინეთ რამხელა სიამოვნებაა, ნაციკები ერთმანეთს ხოცავენ,

ჩვენ კი ტელევიზორიდან ვუმზერთ ამას ყველაფერს და ერორის ჟურნალისტებზე ვკაეფობთ :givi:

(აზრზე ხართ რა დღეში იქნებიან)

ნაცმოელები საკმაოდ პრაგმატული ხალხია, შეთანხმდებიან, ვინც გასაწირია გაწირავენ ჭკვიანურად, დიდი კომპენსაციებით

Edited by Siknadmo

არ არის მთლად მასე...

რა თქმა უნდა ნაცმოელები შეთანხმდებოდნენ საქმე რომ არ "გამსკდარიყო"...

არ გამოვა მაგ საქმე შენ რომ ამბობ ისე...

ვნახავთ...

Edited by georgekh13
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეგობრებო, "სანოძეს შემთხვევა" მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ დაიწყო 'ოტსტრელი' არასასურველი მოწმეებისა...

რატომ ვფიქრობ ასე

იმიტომ რომ ასე გინდა იყოს. არგუმენტები მაგ დასკვნის გასაკეთებლად უბრალოდ არ არსებობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მართლაც მხოლოდ რომ გავარდნოდა ის რაც ღუდუშაუღტან ხდებოდა არ იქნებოდა მასე. ვიფიქრე პრეზიდენტზე მოხდა თქო ტავდასხმა... ჯავშანტრანსპორტიორები აკლდათ და მთელი შსს იქ იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმიტომ რომ ასე გინდა იყოს. არგუმენტები მაგ დასკვნის გასაკეთებლად უბრალოდ არ არსებობს.

რომ მოხდეს უახლოეს მომავალში მსგავსი, რაც სანოძეს მოუვიდა, ანდა ავარია, ანდა გაზის მოწამვლა, მაშინ რას იტყვი...

იქნება საკმარისი არგუმენტი?

Siknadmo

მართლაც მხოლოდ რომ გავარდნოდა ის რაც ღუდუშაუღტან ხდებოდა არ იქნებოდა მასე. ვიფიქრე პრეზიდენტზე მოხდა თქო ტავდასხმა... ჯავშანტრანსპორტიორები აკლდათ და მთელი შსს იქ იყო

რა თქმა უნდა...

თუ თვითმკვლელობის მცდელობა იყო, რად უნდოდა დაცვა და ამხელა აჟიოტაჟი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ მოხდეს უახლოეს მომავალში მსგავსი, რაც სანოძეს მოუვიდა, ანდა ავარია, ანდა გაზის მოწამვლა, მაშინ რას იტყვი...

იქნება საკმარისი არგუმენტი?

ორი შემთხვევა მოკლე დროში იქნება კი. მაგრამ საქმე იმაშია რომ არაფრით არ ემუქრება იმ სასამართლოზე მიღებული გადაწყვეტილება არავის. ასე რომ ლოგიკასაა მოკლებული საფუძველშივე ის რასაც შენ ამბობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმიტომ რომ ასე გინდა იყოს. არგუმენტები მაგ დასკვნის გასაკეთებლად უბრალოდ არ არსებობს.

მინდა კიდეც და არსებობს არგუმენტები... ამაზე დავწერე პირველ წერილში, მაგრამ შენ მიგაჩნია, რომ ასე არ არის... დაველოდოთ...

პს. არ არის დრო, პასუხი აგონ მკვლელებმა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორი შემთხვევა მოკლე დროში იქნება კი. მაგრამ საქმე იმაშია რომ არაფრით არ ემუქრება იმ სასამართლოზე მიღებული გადაწყვეტილება არავის. ასე რომ ლოგიკასაა მოკლებული საფუძველშივე ის რასაც შენ ამბობ.

ცდები...

ძალიანაც რომ ემუქრება...

პრეზიდენტმა რომ გამოუშვა შეწყალებით მკვლელები, მათ სასჯელი ხომ არ მოუხდიათ, და რომ მოინდომოს ევროსასამართლომ მათი უკან შებრუნება, როგორ გგონია, შებრუნდებიან?

ნაცები კი მოქმედებენ დევიზით, ნეტ ჩელოვეკა, ნეტ პრობლემი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

პრეზიდენტმა რომ გამოუშვა შეწყალებით მკვლელები, მათ სასჯელი ხომ არ მოუხდიათ, და რომ მოინდომოს ევროსასამართლომ მათი უკან შებრუნება

ევროსასამართლოს მაგის პრეროგატივა არ აქვს. ვერანაირად ვერ შეაბრუნებს უკან ვერავის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

ევროსასამართლოს მაგის პრეროგატივა არ აქვს. ვერანაირად ვერ შეაბრუნებს უკან ვერავის.

ვნახოთ...

საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება კანონიერი მკვლელების შეწყნარებისა...

თუ ვცდები, მიმანიშნე კანონის იმ მუხლზე, სადაც იმ პირთა ჩამონათვალია, ვისი შეწყალებაც შეუძლია პრეზიდენტს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და საერთოდ, სატურნ, რაც ევროპარლამენტმა დასკვნა გამოიტანა, ხაზს უსვამს მთლიანად ჩვენ დემოკრატიულ "მიღწევებს"...

პს. თუ არ ჩავთვლით ბურჯალიანის გონებასუსტ გამოსვლას, რომ თურმე, 300 ათასის მაგივრად 50 ათასი დაუწესეს ქვეყანას, და ეს გამარჯვებაა ქვეყნის...

თუმცა, როცა 2008 წლის წაგებულ ომს, ნაციკობა მოგებად ასაღებს, ბურჯალიანის და მისთანანის სიბინძურის ნიაღვარი არ მიკვირს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება კანონიერი მკვლელების შეწყნარებისა

ამდენი ტყუილების წერას არ გირჩევნია კანონი გადაიკითხო? :)

მუხლი 9. შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებულის მიმართ:

ა) რომელსაც მსჯავრი დაედო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მისჯილი აქვს ხუთ წელზე მეტი და მოხდილი არა აქვს სასჯელის ნახევარი მაინც;

ბ) რომელიც პირველადაა მსჯავრდებული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს ამ სასჯელის 1/3 მაინც;

გ) რომელიც ცნობილია განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტად;

დ) რომელსაც მისჯილი ჰქონდა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა და იგი შეწყალების წესით შეეცვალა თავისუფლების აღკვეთით;

ე) რომელსაც ადრე შეეფარდა ამნისტია, შეწყალება ან სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, თუ მან ნასამართლობის გაქარწ####ბამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული;

ვ) რომელიც სასჯელის მოხდის ადგილიდან უარყოფითად ხასიათდება, ცნობილია რეჟიმის ბოროტ დამრღვევად;

ზ) ვისაც მიესაჯა უვადო პატიმრობა.

თ) ასეთ მსჯავრდებულთა შეწყალების თხოვნას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს შეწყალების საკითხთა კომისია, თუ არის რაიმე განსაკუთრებული გარემოება და რომელზეც არსებობს კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება.

რომელი დაირღვა?

რაც ევროპარლამენტმა დასკვნა გამოიტანა, ხაზს უსვამს მთლიანად ჩვენ დემოკრატიულ "მიღწევებს"...

ერთ ან რამდენიმე საქმეს არ შეუძლია რაღაცას ხაზი გადაუსვას. შეეშვი ამ ირაციონალურ "სულში ჩაგვაფურთხეს" და რეალურად იაზროვნე. ვიცი რომ შეგიძლია :)

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

ამდენი ტყუილების წერას არ გირჩევნია კანონი გადაიკითხო? :)

....

ერთ ან რამდენიმე საქმეს არ შეუძლია რაღაცას ხაზი გადაუსვას. შეეშვი ამ ირაციონალურ "სულში ჩაგვაფურთხეს" და რეალურად იაზროვნე. ვიცი რომ შეგიძლია :)

შეუძლია, სატურნ, შუეძლია...

ადამიანი ერთხელ რომ მისცემს ფულის გულისთვის, ის ბოზია მერე და მის პატიოსნებაზე საუბარი უადგილოა...

პს. შენ კარგად უნდა გესმოდეს, რომ მათ სწორედ იმდენი წელი მიუსაჯეს, რომ მერე შეძლებოდათ მათი გათავისულება/შეწყალება...

კაცის წამებით მკვლელს რამდენიმე წელი, ხოლო ძველი აკუმულატორის მომპარავს 16 წელი? (თუ გაინტერესებს გავიგებ იმ ბიჭის სახელს და გვარს და გეტყვი, ვისაც 16 წელი მიუსაჯეს ძველი ნივთის მოპარვისთვის...)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

მათ სწორედ იმდენი წელი მიუსაჯეს, რომ მერე შეძლებოდათ მათი გათავისულება/შეწყალება

შენ არ ამბობდი არ ჰქონდა შეწყალების კანონიერი უფლებაო? ხოდა მე დაგიდე კანონი, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ახლა უკვე სხვა თემაზე გადადიხარ - მისჯის თემაზე. მაგაზეც რომ დაგიდო კანონი, რომლის მიხედვითაც ჰქონდა სასამართლოს მაგდენის მისჯის უფლება, მერე სხვა თემაზე გადახვალ? შენ და არა მხოლოდ შენ ძალიან მარტივად უყურებ ყველაფერს: მეორე მხარეს იდიოტები სხედან, კანონებს "ნალევა ნაპრავა" არღვევენ, არაპროფესიონალები არიან და ა.შ. მაგრამ რეალობა განსხვავებულია შენი წარმოდგენებისგან და რამეში გამოჭერა თუ გინდა უფრო საფუძვლიანად უნდა მოემზადო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...