akkai Posted May 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 გუშინდელის სკანდალური ჩანაწერი; http://www.youtube.com/watch?v=9X-KfkDHhAg&feature=player_embedded წუხელ ხმაურიანი 'საფეხბურთო ღამე" რ 2-ზე; და დღევანდელი დომხალი ფედერაციის სხდომაზე; სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე შეხვედრა, სადაც ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები განიხილება, მწვავე კამათსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. სასტუმროში, დაახლოებით, ერთი საათია, შეკრებილი არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, სხვადასხვა საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. გაფართოებული შეხვედრის საბაბი გახდა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ეროვნული ჩემპიონატის გაყალბებული შეხვედრების შესახებ. ამას დაემატა დღეს უეფა-დან გამოგზავნილი ახალი წერილი, რომელიც კიდევ დამატებით სამი მატჩის გაყალბებას ეხება. აღნიშნული თემის განხილვა რამდენიმე წუთში გადაიზარდა სიტყვიერ შელაპარაკებაში ფეხბურთის ფრედერაციის პრეზიდენტსა და ვეტერან ფეხბურთელებს შორის. ამ კამათში ჩართული იყვნენ, ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და სხვადასხვა ვეტერანი სპორტსმენები. საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა, შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაიხურა. ამ წუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" შეხვედრა ცხარე კამათის ფონზე, დაახურულ კარს მიღმა გრძელდება.http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/167482-fekhburthis-themaze-mimdinare-shekhvedra-mtsvave-kamathsa-da-dapirispirebashi-gadaizarda.html ამის შემდეგ, ვეტერანმა ფეხბურთელებმა ისაუბრეს, თუმცა ძალიან ემოციური იყო რევაზ ძოძუაშვილის გამოსვლა, რომელიც მარტო გუშინდელ ფაქტს კი არ შეეხო, უფრო შორს წავიდა და თქვა: “ჩვენ, ძველი ფეხბურთელები რომ ჩამოგვიშორეს, იმიტომაც გვაქვს საქმე კარგად, ჰოდა, ეხლა ღირსები ხართ და იწვალეთო” (მას კონკრეტული პიროვნება არ დაუსახელებია). აქ ზვიად სიჭინავა ჩაერთო და პოლემიკა გაიმართა.სიჭინავა: - ვინ უნდა იწვალოს, ბატონო რევაზ?ძოძუაშვილი: - ცირკაჩებმა!სიჭინავა: - ვინაა ცირკაჩი, ხურცილავა და ჩივაძე?ძოძუაშვილი: - არა, ის, ვინც დუროვის ცირკში მუშაობდა.სიჭინავა: - მე იქაც პროფესიონალი ვიყავი და აქაც.ძოძუაშვილი: - ხურცილავასა და ჩივაძეს რომ ამბობთ, ძოძუაშვილი რატომ არ დაიყენეთ გვერდით, ჰოდა, იწვალეთ, ღირსები ხართ!ძოძუაშვილის ამ ხმაურიანი საუბრის გამო, სიჭინავა მწყობრიდან გამოვიდა და ცოტაღა დააკლდათ, ერთმანეთს ხელით შეხებოდნენ, გასაშველებლად ხალხიც კი მივიდა.ამის გამო, ქეცბაიამ აღნიშნა: “სად იყავით ვეტერანი ფეხბურთელები, აქამდე ჩუმად რომ იყავით და ეხლა ამოიღეთ ხმა, როცა საქმე გაფუჭდა.”ქეცბაიას სხვა ვეტერანი ფეხბურთელები შეეპასუხნენ. ვახტანგ კოპალეიშვილმა და გოჩა მაჩაიძემ უთხრეს, ჩვენ ადრეც ვიღებდით ხმასო. http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=19809&lang=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
axaluxi Posted May 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 კიდევ არ ამბობენ სიმართლეს.ძოძუაშვილმა არ თქვა და ჩივაძე რო თავისი ნარკუშა შვილით ყავთ ყურებით დაჭერილი ნაცებს, მთელმა ნახალოვკამ იცის. ამოიღებს ხმას? - ეგრევე გაუსროკავენ და ეგ იქნება. სხვებიც სხვადასხვა რამეებით ყავთ დაშანტაჟებულ-მოსყიდულები და ვარძელაშვილების და მიშას მსგავსი განდონები ატრიალებენ ყველას და ყველაფერს თავის მოკლე ჭკუაზე. თითო-ოროლაა გაუსვრელი მართლა დიდებიდან და მაგრებიდან - იგივე მაჩაიძეები, კოპალეიშვილი, ცხონებული დათოც რასაკვირველია სუფთა იყო. ახლა არველაძეებს და სხვა ნაცუშკებს მიჰყავთ სტოსი და ვერ ერევიან ის ცოტა და წესიერი ხალხი ამ საგანდონეთს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted May 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 akkai ხურცილავა და ჩივაძე?ესენი მართლა რა შუაში იყვნენ ვერ გავიგე უფრო სრული ინფო არსადაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 უეფამ ნეტა რომელი გუნდების სია მისცა? რომლებზეც დიდი ფსონები დადებულა აზიურ ტოტალიზატორებში. ითამაშე ამის მერე კროკო და ტოტო ))) ვიღაცა ახვარს გაყიდული აქვს ყოველთვის წინასწარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted May 3, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 ostap ufro sruli info ra gainteresebs? Exla wap-it var da ver movdzebni da komptan ro movxvdebi gvian mogidzebnidi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted May 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 საინტერესო იქნებოდა მაგ კამათის ვიდეოს ნახვა akkaiამ უაზრო საიტის ლინკებს ნუ დებთ რა http://www.interpressnews.geეს ტექსტი უკვე ზეპირად ვიცი ლამის საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის მასალების ნაწილი ხელმისაწვდომია მხოლოდ ხელმომწერებისთვის. თუ თქვენ დარეგისტრირებული მომხმარებელი ბრძანდებით, გთხოვთ, გაიარეთ ავტორიზაცია და მიიღეთ წვდომა სტატიაზე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ხართ ინტერპრესნიუსის ხელმომწერი, შეავსეთ რეგისტრაციის ფორმა ან დარეკეთ 10-18 საათამდე ნომერზე +995 32 450507. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted May 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 akkaiმადლობა ირაკლი და თუ რაიმეს დადებ,კარგი იქნება ალბათ სხვებსაც აინტერესებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 ამ წუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" შეხვედრა ცხარე კამათის ფონზე, დაახურულ კარს მიღმა გრძელდება.ხვალ მივდივარ მანდ და თუ დამხვდნენ გავურჩევ საქმეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted May 3, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 (edited) Ostapამბავი კუდ-ის გავრცელებული ვიდეომასალით დაიწყო (პირველ პოსტში რაც დავდე) შემდეგ იყო წუხანდელ საფეხბურთო შოუ რ--2 ზე სადაც ყველაზე ხმაურიანად ქეცბაიას განცხადება იქცა; გოგუასთან ინციდენტზე თქვა რო " დაპირისპირება ფეხბურთელისგან წამოვიდა, ვინაიდან გააპროტესტაო რომ ხორვატიასთან ძირითადში არ ჩავსვიო და ზამენაზე ნუ მათამაშებო...ამ ნიადაგზე მომივიდა უთანხმოებაO" ოფიციალურად არავინ არ ამბობს.,მაგრამ როგორც ამბობენ ხელითაც შეხებიან ერთმანეთს; კუდ-ის გავრცელებულ ვიდეომასალას მოყვა რეაქცია უეფასგან: უეფას წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას fashistiდღევანდელი დაპირისპირების ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=XhpfeA15688&feature=player_embeddedთვალი.გე-ს თუ გიცსნით აქაა უფრო დაწვრილებითhttp://tvali.eu/index.php?action=sat&channel=1000004&d=2&h=18&m=00&selDate=2011-05-03 Edited May 3, 2011 by akkai Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted May 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 (edited) ქეცბაიამ უთხრა,აბა შევარდნაძის დრო ჯობდაო.. :givi: თემა ფეხბურთზეა..ასე რომ აქაც დავდებ..ლეგენდარული ქართველი მეკარე სტოკჰოლმში გარდაიცვალა3.05.2011 21:27 თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მეკარე სერგო კოტრიკაძე, დღეს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გარდაიცვალა.ამის შესახებ, ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.74 წლის ლეგენდარული მეკარე, რომელიც შვედეთში, “ლენარტ იუჰანსონის თასზე” საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებს მეკარეების მწვრთნელის რანგში ახლდა, გულის შეტევით დაიღუპა. “დინამოს” რიგებში 1964 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მომგებს, თბილისში, სავარაუდოდ, ხვალ გადმოასვენებენ.“მსოფლიო სპორტი” მწუხარებას გამოთქვამს სერგო კოტრიკაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.http://worldsport.ge...ws=19822&lang=1 ძალიან სამწუხაროა.. :( Edited May 3, 2011 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 ქეცოს პატივს ვცემ,მაგრამ ასეთი გამოხტომა არაა ლამაზი,მითუმეტეს ედიკიას დროს არც მას დაუხვრეტია ბადე ბურთებით რაც შეეხება ბატონ რეზოს, მართლაც ლეგენდარული პიროვნებაა და მისი რჩევები დიდად წაადგება ქართულ ფეხბურთსმაგისი მეათასედი გააკეთონ ყველამ ერთად ძალიან სამწუხაროაღმერთმა აცხონოსСерго Котрикадзе играл за «Динамо» (Тбилиси) в 1955-1968 гг. и 1970 г. В составе этой команды становился в 1964 г. чемпионом СССР, четыре раза входил в списки 33 лучших футболистов сезона, был признан лучшим вратарем СССР 1962 года, участвовал в чемпионате мира 1962 г. в Чили.В 2000 году был признан лучшим вратарем Грузии 20-го века. С 1970-х годов занимался тренерской работой — был тренером вратарей «Динамо» (Тбилиси), работал с юношескими командами, в конце 1990-х годов был главным тренером тбилисского клуба «Вит-Джорджия», в нынешней юношеской сборной Грузии (до 15 лет) тренировал вратарей.В 1996 году «за большие заслуги в развитии грузинского футбола» Котрикадзе был удостоен одной из высших наград страны — Ордена Чести. Подробнее: http://news.mail.ru/sport/news/football-foreign/5834354/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted May 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 რაც შეეხება ბატონ რეზოს, მართლაც ლეგენდარული პიროვნებაა და მისი რჩევები დიდად წაადგება ქართულ ფეხბურთს Ostap ძოძუაშვილის მოკლე "სამწვრთნელო კარიერა"ტორპედოდან გამოგდეს ელისტის ურალანიდან გამოაგდეს ალანიადან გამოაგდეს მახაჩკალის დინამოდან გამოაგდეს რუსთავის ოლიმპიდან გამოაგდეს ყარაგანდის შახტიორიდან გამოაგდეს ----------------------------------- ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის გამო თოვუზის თურანიდან გამოაგდეს (კონკრეტული ფაქტიც შემილია პმ-ში მოგწერო თუ გაინტერესებს, უბრალოდ ღიად არ მინდა აქ დაწერა. ძოძუაშვილის გამოხტომა მარტო ერთი რამითაც შეიძლება ახსნა.ტიპს შურს.შურს და ეს მის კომენტარშიც ჩანდა რაზეც პასუხად მიიღო "იქაც პროფესიონალი ვიყავი და აქაცო". ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ. რასაც ვხედავ და ვუყურებ ამით ვსაზღვრავ. და ვუყურებ აი ამას: რა შედეგიც ნაკრებს აქვს 1 წელი წაუგებელი სერია ამის მერე ფეხბურთის ფედერაციას პროსტარა პონტში უნდა უსაყვედურო???ფედერაცია და მწვრთვნელი ერთად არ მუშაობენ?როგორ შეიძლება ფედერაცია იყოს ცუდი და მწვრთვნელი დებდეს მარტო კარგ შედეგს? გუნდური პრინციპია რა: ფედერაცია, მწვრთნელი (თავის გუნდთან ერთად) და ფეხბურთელები:ერთერთმა რგოლმა შეცდომა რომ დაუშვას, ნაკრების თამაშზე ეს აისახება..და აისახა კიდეც ისრაელთან გასვლითი თამაში რომ გადმოიტანეს ხორვატიასთან თამაშის შემდეგ. ეს როგორ ვერ გათვალეს ეხლაც მიკვირს..5 დღეში 2 მძიმე თამაში. არადა ისრაელტან ცოტა გვიან უნდა ჩატარებულიყო, და იმათი ფედერაციის თხოვნით ადრე ჩაატარეს თამაში.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 ძოძუაშვილის მოკლე "სამწვრთნელო კარიერა"ტორპედოდან გამოგდესელისტის ურალანიდან გამოაგდესალანიადან გამოაგდესმახაჩკალის დინამოდან გამოაგდესრუსთავის ოლიმპიდან გამოაგდესყარაგანდის შახტიორიდან გამოაგდეს ----------------------------------- ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის გამოთოვუზის თურანიდან გამოაგდესმე როგორც ვიცი,ფეხბურთის თამაშიც არ სცოდნია..ბიძა ყავდა პარტიული მუშაკი და იმის ხათრით ათამაშებდნენ..მოკლედ ჩასარეცხია.. :givi: კონკრეტული ფაქტიც შემილია პმ-ში მოგწერო თუ გაინტერესებს, უბრალოდ ღიად არ მინდა აქ დაწერა.ისე ეს მაგარია..ადამიანს საჯაროდ ადანაშაულებ,რომ თამაშებს ყიდდა და მერე PM-ში მოგწერო ეუბნები..რა პონტია..თუ საჯარაოდ ადანაშაულებ,ასევე საჯაროდ დადე ფაქრბი..რომ ჩვენც ვიცოდეთ..აისახა კიდეც ისრაელთან გასვლითი თამაში რომ გადმოიტანეს ხორვატიასთან თამაშის შემდეგ. ეს როგორ ვერ გათვალეს ეხლაც მიკვირს..5 დღეში 2 მძიმე თამაში. არადა ისრაელტან ცოტა გვიან უნდა ჩატარებულიყო, და იმათი ფედერაციის თხოვნით ადრე ჩაატარეს თამაში.. მე მეგონა მარტო მანჩესტერის წინააღმდეგ იყო შეთქმულება.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted May 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 (edited) გიორგი68არ ცხოვრობ საქართველოში,(ან უბრალოდ არ დაინტერესებულხარ, როგორც შენგან ვიცი შორს ხარ ტოტალიზატორისგან) თორემ ბევრი ის ფაქტი გეცოდინებოდა, რაზეც მარტო მე კი არა ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს: თბილისი პატარა ქალაქია, და არაფერი არ იმალება; პ.ს. არსებობს რაღაცეები რაზეც ღიად ფორუმზე დაწერა არ შეილება: ნუ ყოველშემთხვევაში მე ასე ვთვლი: Edited May 4, 2011 by akkai Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 akkaiარ ცხოვრობ საქართველოში,(ან უბრალოდ არ დაინტერესებულხარ, როგორც შენგან ვიცი შორს ხარ ტოტალიზატორისგან) თორემ ბევრი ის ფაქტი გეცოდინებოდა, რაზეც მარტო მე კი არა ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს:ხო ისე ბევრ ახალ ფაქტებს ვგებულობ ტოტალიზატორის მოყვარულებისგან..მაგ.კალაძე რომ კუთხურებზე აგდებდა მილანში ბურთებს.. :yes: პ.ს. არსებობს რაღაცეები რაზეც ღიად ფორუმზე დაწერა არ შეილება: ნუ ყოველშემთხვევაში მე ასე ვთვლი: მართალი ხარ..ტოტალიზატორში წაგებული,გაბრაზებული მოთამაშის მონათხრობით,საჯაროდ ბრალი არ უნდა დადო ადამიანს.. :yes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.