akkai Posted May 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 (edited) 100 foto,romelmac SeZra msoflioძალიან მძიმე ფოტოები და ამ ფოტოების ისტორიებია: განსაკუთრებით 13 წლის კოლუმბიელი გოგონას ტრაგიკული ამბავი 1985 წლის 13 ნოემბერი. ვულკანის ამოფრქვევა ნევადო დელ რუისში (კოლუმბია). თოვლი დადნა და 50 მეტრის სისქის ტალახის, მიწის და წყლის მასამ ყველაფერი მიწასთან გაასწორა. დაღუპულთა სიამ 23 000-ს მიაღწია. ამ კატასტროფამ მთელი მსოფლიო შეძრა, სწორედ ამ ფოტოს დამსახურებით, რომელზეც პატარა გოგონა სახელად ომაირა სანჩესია გამოსახული. ის აღმოჩნდა მახეში – ყელამდე ტალახში, ბავშვს ფეხები ჩამონგრეული სახლის ბეტონის კონსტრუქციაში მოყვა. მაშველები ამაოდ ცდილობდნენ ჭუჭყიანი წყლის ამოტუმბვას და ბავშვის გათავისუფლებას. 3 დღის განმავლობაში ვერავინ შეძლო მისი ფეხების ბეტონის ფილებიდან გათავისუფლება და გოგონას ამოყვანა. ომაირას ამბავი შუქდებოდა ტელევიზიით, მასთან მიდიოდა ხალხი, იგი ითხოვდა დახმარებას, ელაპარაკებოდა მათ. ასე გაგრძელდა სამი დღე, ვიდრე ომაირა რამდენიმე ვირუსით არ დაინფიცირდა. მას განუვითარდა განგრენა და ჰიპოთერმია. როგორც ჟურნალისტი კრისტინა ეჩანდია იხსენებს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ომაირას არ მოშორებია, გოგონა მღეროდა და ირგვლივ მყოფთ ესაუბრებოდა. მას ეშინოდა და წარამარა წყალს ითხოვდა. მესამე ღამეს ჰალუცინაციები დაეწყო. საბოლოოდ აგონიურ მდგომარეობაში ტელეკამერებისა და ფოტოობიექტივების თვალწინ დაიღუპა. ეს ფოტო გადაღებულია სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე Edited May 3, 2011 by akkai Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიონს Posted May 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 უმეტესობა უაზრობაა მაგრამ მთლიანად ფოსტს არაუშავს.ყოჩაღ ნუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted May 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2011 ძალიან მაგარია ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ART salo Posted July 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 4, 2011 ზოგი მართლაც საშინელებააა((( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PRODY Posted September 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 18, 2011 ფოტოები ერთი და განცდა ხომ საერთოდ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted July 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2012 http://i069.radikal.ru/1207/c1/1d9ffcfd4edd.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
urfinjus Posted July 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2012 ამ სურათთან დაკავშირებით რომელიც ზემოთაა და შევიდა ცნობილ 100 ფოტოთა შორის. მართლაც ვიეტნამის არმიის გენერალი ნგუენ ნკოგ ლონი ხვრეტს ვიეტკონგოელ ნგუენ ვან ლემ-ს. ეს ფოტო რომელიც ედი ადამსმა გადაიღო მართლაც ცნობილი გახდა....მართალია ედი ადამსმა შემდგომში აღიარა რომ ეს ვიეტკონგოელი რამდენიმე წუთით ადრე ძლივს შეიპყრეს ვიეტნამელის სახლში სადაც მან 7 ადამიანისაგან შემდგარ ოჯახს(მშობლები და ხუთი შვილი) სამართებლით გამოჭრა ყელი. მაგრამ დამეთანხმებით რომ ამ განმარტებით ეს სურათი ისეთი ცნობილი ვერ გახდებოდა. იმდროინდელ მემარცხენე პრესას და სხვადასხვა ჯურის "ადამიანის უფლებათა დამცველებს" ეს არ აინტერესებდათ. მე უბრალოდ დავამატე ინფორმაცია რომლის გარეშეც ვფიქრობ ყველაფერი ბოლომდე ნათელი არ იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.