akkai Posted May 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 100 foto,romelmac SeZra msoflioძალიან მძიმე ფოტოები და ამ ფოტოების ისტორიებია: განსაკუთრებით 13 წლის კოლუმბიელი გოგონას ტრაგიკული ამბავიhttp://b.pix.ge/a/nirso.jpg' alt='nirso.jpg'> 1985 წლის 13 ნოემბერი. ვულკანის ამოფრქვევა ნევადო დელ რუისში (კოლუმბია). თოვლი დადნა და 50 მეტრის სისქის ტალახის, მიწის და წყლის მასამ ყველაფერი მიწასთან გაასწორა. დაღუპულთა სიამ 23 000-ს მიაღწია. ამ კატასტროფამ მთელი მსოფლიო შეძრა, სწორედ ამ ფოტოს დამსახურებით, რომელზეც პატარა გოგონა სახელად ომაირა სანჩესია გამოსახული. ის აღმოჩნდა მახეში – ყელამდე ტალახში, ბავშვს ფეხები ჩამონგრეული სახლის ბეტონის კონსტრუქციაში მოყვა. მაშველები ამაოდ ცდილობდნენ ჭუჭყიანი წყლის ამოტუმბვას და ბავშვის გათავისუფლებას. 3 დღის განმავლობაში ვერავინ შეძლო მისი ფეხების ბეტონის ფილებიდან გათავისუფლება და გოგონას ამოყვანა. ომაირას ამბავი შუქდებოდა ტელევიზიით, მასთან მიდიოდა ხალხი, იგი ითხოვდა დახმარებას, ელაპარაკებოდა მათ. ასე გაგრძელდა სამი დღე, ვიდრე ომაირა რამდენიმე ვირუსით არ დაინფიცირდა. მას განუვითარდა განგრენა და ჰიპოთერმია. როგორც ჟურნალისტი კრისტინა ეჩანდია იხსენებს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ომაირას არ მოშორებია, გოგონა მღეროდა და ირგვლივ მყოფთ ესაუბრებოდა. მას ეშინოდა და წარამარა წყალს ითხოვდა. მესამე ღამეს ჰალუცინაციები დაეწყო. საბოლოოდ აგონიურ მდგომარეობაში ტელეკამერებისა და ფოტოობიექტივების თვალწინ დაიღუპა. ეს ფოტო გადაღებულია სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts