lasha_alo Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის 5 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში დღეს, რამდენიმე ადგილზე, საპროტესტო აქციები გაიმართება . აქციების ორგანიზატორია მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლე".როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა განუცხადა, აქციის მონაწილეები, 12:00 საათზე, კლუბ "ჯაზუსთან" შეიკრიბებიან, საიდანაც შს სამინისტროსა და მთავარი პროკურატურისკენ მსვლელობას მოაწყობენ.14:00 საათზე, კორტებთან, ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის მკვლელობის ადგილზე დაიწყება მეორე აქცია, სახელწოდებით – "არ შეგარჩენთ – მოვითხოვთ სიმართლეს!".აქციებს შეუერთდებიან პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. "ვისაც უნდა საქართველოს მომავლის გადარჩენა და ქვეყნის დალაგება, ყველა მიიღებს აქციებში მონაწილეობას; თუ ხელისუფლებამ ქუჩაში ადამიანების დახვრეტა დროებით შეწყვიტა, დღეს ციხეებში აგრძელებს ამ პროცესს", - აღნიშნა იური ვაზაგაშვილმა.ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი სამართალდამცველებმა 2006 წლის 2 მაისს, კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.http://www.interpressnews.ge/ge/politika/167278-zurab-vazagashvilisa-da-aleqsandre-khubulovis-mkvlelobis-5-tslisthavi-saprotesto-aqciebith-aghinishneba.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 კორტებთან, 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის ადგილზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია . აქციაში 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. მათ შორის არიან თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა ახალგაზრდული მოძრაობების აქტივისტები. საპროტესტო აქციაზე გამომსვლელებმა ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობაში მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი დაადანაშაულეს. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის დაკვეთით, 100-მდე ახალგაზრდა მოკლეს, თუმცა მათგან არავინ არ დაუსჯიათ. აქციის მონაწილეები ითხოვენ, მოხდეს მკვლელობების გამოძიება და მკვლელები უახლოეს მომავალში დაისაჯონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აცხადებენ, რომ სამართალი საბოლოოდ მაინც იზეიმებს და მკვლელები, მკვლელობების დამკვეთები, აუცილებლად დაისჯებიან. 2006 წლის 2 მაისს შს სამინისტრომ კორტებთან სპეცოპერაცია ჩაატარა. ოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ზურაბ ხუბულოვი დაიღუპნენ. http://www.interpressnews.ge/ge/politika/167344-kortebthan-khalkhmravali-saprotesto-aqcia-mimdinareobs.html პ.ს. არ მეგონა ამდენი ხალხი თუ მივიდოდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის ოფიციალურ მასალებში წერია, რომ 2006 წელს თბილისში მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი (ალექსანდრე (საშა) ხუბულოვი, ზურაბ ვაზაგაშვილი და ბონდო ფუთურიძე), რომლებმაც 2006 წლის 30 აპრილს დააყაჩაღეს ყაზბეგის ქუჩაზე #25-ში მდებარე ერთ-ერთი ლომბარდი და გაიტაცეს დიდი ოდენობით თანხა. ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახს აქვს ვიდეოჩანაწერი, სადაც ფიქსირდება, რომ 30 აპრილს ზურაბ ვაზაგაშვილი მეგობრის ქორწილში იმყოფებოდა. მოგვიანებით, 2 მაისს, იგივე ჯგუფი თავდასხმას გეგმავდა ერთ-ერთ ოჯახზე, რომელიც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით კორტებთან მომხდარი შემთხვევიდან ერთი თვის შემდეგ გაჩნდა საქმეში. ამ ინფორმაციის საფუძველზე ეჭვმიტანილების მიმართ დაწესდა თვალთვალი, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება - ერთ-ერთი პოლიციელის მიერ შედგენილი პატაკი, რომლის საფუძველზეც დაწესდა თვალთვალი, დაწერილია 2006 წლის 2 მაისს, ხოლო ე. წ. დამნაშავეთა დასაჭერად შედგენილი გეგმა დაწერილია 2006 წლის 1 მაისს, ანუ ერთი დღით წინ, რასაც ბრალდება ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მტკიცებულებად აყენებს. ყოველივე ამის შემდეგ მოხდა ტრაგიკული შემთხვევა კორტებთან, როცა პოლიციამ თითქოს მიიღო გადაწყვეტილება დაეკავებინათ ის ადამიანები, რომლებსაც უთვალთვალებდნენ. ოფიციალური ვერსიით ცეცხლი ეჭვმიტანილებმა გახსნეს, რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. საქმეში ფიგურირებს ავტომობილის უკანა საქარე მინა, რომლიდანაც თითქოს ისროდნენ გარდაცვლილები, მაგრამ რამდენიმე საათში მანქანისთვის გადაღებულ ფოტოზე უკანა საქარე მინას, არათუ ნატყვიარი, სერიოზული დაზიანებაც არ აღენიშნება და იგივე წერია მიღება-ჩაბარების აქტში, რომელიც ოფიციალური დოკუმენტია და მას შემდეგ დაიწერა, რაც ზურაბ ვაზაგაშვილის კუთვნილი ავტომობილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ წაიყვანა, როგორც მტკიცებულება. ბრალდების მხარემ სხვა უამრავი მტკიცებულებაც წარმოადგინა, მათ შორის ისიც, რომ გარდაცვლილებს თან არ ჰქონდათ არანაირი იარაღი (თვითმხილველის ჩვენებიდან) და საძილე საშუალება. პოლიციის მხრიდან კი დაირღვა სულ მცირე სამი პრინციპი (რასაც ასევე თვითმხილველთა ჩვენებეფბიდან გამომდინარე ამტკიცებს ბრალდების მხარე): 1. ავტომანქანიდან არ მომხდარა გასროლა, რასაც შეიძლებოდა საპასუხო რეაქცია გამოეწვია; 2) პოლიციამ ცეცხლი გახსნა გაუფრთხილებლად; 3) სროლა გაგრძელდა მანქანის ბოძთან შეჯახების შემდეგაც. თუ არა დაგეგმილი დანაშაულის აღკვეთა, რა ედო საფუძვლად ამ სპეცოპერაციის ჩატარებას. დაზარალებული მხარე ამტკიცებს, რომ ეს იყო პირადი შურისძიება საშა ხუბულოვზე, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა ძალოვან უწყებებს მათი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ძმის ნარკოდილერობასთან დაკავშირებით, რის გამოც ის პიროვნება დაიჭირეს, თუმცა მოგვიანებით თავისი გავლენიანი ძმის ძალისხმევით ისევ გაათავისუფლეს. იმ დღეს კი, 2006 წლის 2 მაისს საშა ხუბულოვი, ზურაბ ვაზაგაშვილი და ბონდო ფუთურიძე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ ვაზაგაშვილის მანქანაში. ეს ინფორმაცია დაზარალებულის ოჯახს აწ გარდაცვლილმა ყოფილმა პოლიციელმა ოთარ ქელდიშვილმა მიაწოდა. ვარაუდი იმითაც მტკიცდება, რომ სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ სამი საათის განმავლობაში არ იცოდნენ ზურაბ ვაზაგაშვილის ვინაობა, მისი მანქანა ტელევიზიით დედამ ამოიცნო და პროზექტურაში სწორედ ამის გამო მივიდა, მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდა ზურაბ ვაზაგაშვილის ვინაობა. ეს არის მოკლე ისტორია კორტებთან ჩატარებული გახმაურებული სპეცოპერაციისა, რომელსაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა (ბონდო ფუთურიძე დაიჭრა) და მათი ოჯახები სამართალს დღემდე უშედეგოდ ეძებენ. "სახალხო სასამართლო" კი ვერდიქტს დღეს გამოიტანს, რომელსაც მართალია იურიდიული ძალა არ ექნება, მაგრამ საქმის საერთაშორისო სასამართლოებში გასაჩივრების შემდეგ დამატებით მტკიცებულებად გამოიყენებენ. http://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2010&art=13035 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 http://www.youtube.com/watch?v=6Je6EtL5ZNM Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 აღარ მობეზრდათ რა ეს პროტესტები.შვილს რომ მოუკლავენ კაცს, ნორმალური კაცი ირჩევს შემდეგი ვარიანტებიდან ერთერთს:ან თAვზე ხელს იღებს და ბრიდავს მკველს ან უტრაკობის გამო გადადის ლოცვაზეან გამორჩენის მიზნით, მიდის მკველებთან დაგავორზე.არის კიდევ მეოთხე ვარიანტი, ელოდება სიტუაციას და მერე იძიებს შურს. შეიძლება მეხუთე ვარიანტიც იყოს, აი ძაან ტაკოი მორჭმუნე თუ იქნება და შეუნდობს.აი ეს მიტინგები კი ვერ გავიგე, რაღაც ახალია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
axaluxi Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 DonCaredoაი ეს მიტინგები კი ვერ გავიგე, რაღაც ახალიარო გაიგებ, მეც გამაგებინე რა, მეც არ მესმის... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 მათ შორის არიან თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები,აუ ამ კრახების ხო არ მწამს არაფერიარა და ზოგიერთი მათგანი რეჟიმს ემსახურებოდა იმ დროს############### Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 Ostapარა და ზოგიერთი მათგანი რეჟიმს ემსახურებოდა იმ დროსზოგიერთი კი, ულაპარაკოდ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted May 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 ზოგიერთი კი, ულაპარაკოდ! ზოგიერთი კი არა და აბსოლუტური უმრავლესობა - ვინ ოფიციალურად, ვინაც "არაოფიციალურად" მათი ასეთ აქციებზე "ერთად ყოფნის" მორალურ მხარეზე არაფერს ვამბობ,მითუმეტეს დარწმუნებული ვარ,რომ ეს პიარია და არა მამულიშვილური თანადგომა############ ამიტომ გვინდა ასჯერ აწონვა არჩევანის გაკეთებისას და არა ისე - მიშა ოღონდ წადი!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 ვასილ სანოძის (გვირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი) დაჭრის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროში არ ადასტურებენ 09:53 03-05-2011 საქართველოს შს სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამინისტროს გენინსპექციის უფროსი ვასილ სანოძეს თავის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია მოთავსებული. "ინტერპრესნიუსი" შს სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ეს ონფორმაცია კატეგორიულად უარყვეს. არსებული ინფორმაციით, ვასილ სანოძე თავის არეში მიყენებული ჭრილობით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გამთენიისას მიიყვანეს. მას ოპერაცია დაახლოებით ორი საათის წინ გაუკეთდა. სანოძის მდგომარეობა მძიმეა. http://www.interpressnews.ge/ge/samartali/167417-vasil-sanodzis-datcris-shesakheb-informacias-shs-saministroshi-ar-adastureben.html ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაცვის ზომები გაძლიერებულია10:16 03-05-2011ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში დაცვის პოლიცია სამედიცინო პერსონალის გარდა არავის უშვებს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკის ორივე შესასვლელი დაცვის პოლიციის თანამშრომლებს გადაკეტილი აქვთ. ამასთან, უშუალოდ კლინიკის ეზოში იმყოფებიან თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი, კუდ-ის უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძე. პოლიციის თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ. "ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა ღუდუშაურის კლინიკის დირექციას, მაგრამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მათ კომენტარი არ გააკეთეს.შესაბამისად, არ არსებობს ოფიციალურ განმარტება, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი დღეს დილით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში შს სამინისტროს გენინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე მიიყვანეს. იგი თავის არეშია დაჭრილი. სანოძეს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, მისი მდგომარეობა მძიმეა. ამასთან, საქართველოს შს სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამინისტროს გენინსპექციის უფროსი ვასილ სანოძეს თავის არეში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია მოთავსებული. "ინტერპრესნიუსი" შს სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს. ვასილ სანოძე ფიგურირებს გირგვლიანის მკვლელობის საქემში - "შარდენბარში", საიდანაც ინციდენტი დაიწყო, სწორედ მის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. გარდა ამისა, სანოძის გვარი აქტუალური გახდა რამდენიმე წლის წინ, აქციების დროს, როდესაც იგი აქციის მონაწილეებს წყლით სავსე პარკებს ესროდა http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...lierebulia.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.