Saturn Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 ნუ ახურებთ რა ეს კომუნისტები ნუკრიკო, გეძახიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 (edited) მართალი გითხრათ, ამაში მთლედ ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ, რომ, ხშირ შემთხვევაში, ისეთი ქართულის მოსმენას, რა ქართულითაც არის ნათარგმნი უცხოური ფილმები, ჯობია საერთოდ თუ არ მოუსმენთ, განსაკუთრებით მოზარდი თაობა, რომელიც ღრუბელივით ისრუტავს ამ ფრაზებს და მერე წარმატებით ამკვიდრებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. (მარტივი მაგალითი_ ამის დედაც, ჯეკ! ეს ფრაზა სწორედ რომელიღაც ამერიკული ფილმის ქართული თქრგმნიდან გაჩნდა და ლამის გამარჯობასავით გახდა ყოველდღიურ ქართულ მეტყვლებაში). გარდა ამისა, ამ ტიტრებით უბრალოდ ინგლისურის არმცოდნე მაყურებელი მოაშორეს ტელეეკრანს, მეტი არაფერი, რასაც მე პირადად, მივესალმები კიდეც ვინც ინგლისურად ისმენს, ის ტიტრებიანი ფილმით რატომ დაიტანჯავს თავ, ისედაც შეუძლია მოიძიოს ინგლისური ვერსია ფილმის და იქ უყუროს. ქართულ ენას ნამდვილად არამგონია ამით რაიმე მოაკლდეს, პირიქით, შიძლება ნაკლებად დაბინძურდეს.ინგლისურის მცოდნის მოშორება რა შუაშია? მას სუბტიტრები არ უშლის ხელს.აი ვინც არ იცის, ის მართლაც მოშორდა ტელევიზორს.რაც შეეხება ბარბარიზმს, ის დაამკვიდრეს კარგა ხანია და ამისთვის ჯარიმები უნდა იყოს. ენის შესახებ კანონი უნდა მოქმედებდეს და ყველა ტელევიზია უნდა ისჯებოდეს უცხოური სიტყვების გამოყენებისთვის, რომლებსაც აქვს თავისი შესატყვისი ქართულში და ხმარობენ მაინც უცხოურად.მაგალითად სიტყვა თინეიჯერი, რომელიც ყმაწვილს, ახალგაზრდას ნიშნავს, მაგრამ ჩვენთან რატომღაც თინეიჯერს ხმარობენ და ამის გამავრცელებელი ტელევიზიაა და სხვა არავინ. Edited May 2, 2011 by verusi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
daviti2 Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 მართალი ხარ :volk: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 verusiმაგალითად სიტყვა თინეიჯერი, რომელიც ყმაწვილს, ახალგაზრდას ნიშნავს, მაგრამ ჩვენთან რატომღაც თინეიჯერს ხმარობენ ყმაწვილს და ახალგაზრდას ნიშნავს იანგ. თინეიჯერი ნიშნავს ასაკს 13-დან 19 წლის ჩათვლით ანუ თინ -ზე რა რიცხვებიც მთავრდება- სრითიინ, ფორთიინ და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 verusi ყმაწვილს და ახალგაზრდას ნიშნავს იანგ. თინეიჯერი ნიშნავს ასაკს 13-დან 19 წლის ჩათვლით ანუ თინ -ზე რა რიცხვებიც მთავრდება- სრითიინ, ფორთიინ და ა.შ.ყმაწვილი აბა 40 წლისას ნიშნავს? ვაი თქვენს პატრონს თინეიჯერებო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 ყმაწვილი აბა 40 წლისას ნიშნავს? ყმაწვილი სხვა ასაკობრივ დიაპაზონშია. მინუსები არ დაგავიწყდეს, მინუსები :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 verusiარა აქვს თინეიჯერს ზუსტი ქართული შესატყვისი, ვერ თარგმნი უბრალოდ ინგლისურიდან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თინეიჯერმა უბრალოდ არასწორად ჩაანაცვლა ყმაწვილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.