Jump to content
Planeta.Ge

სუბტიტრები სუფთა იდიოტიზმია


Recommended Posts

მართალი გითხრათ, ამაში მთლედ ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ, რომ, ხშირ შემთხვევაში, ისეთი ქართულის მოსმენას, რა ქართულითაც არის ნათარგმნი უცხოური ფილმები, ჯობია საერთოდ თუ არ მოუსმენთ, განსაკუთრებით მოზარდი თაობა, რომელიც ღრუბელივით ისრუტავს ამ ფრაზებს და მერე წარმატებით ამკვიდრებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. (მარტივი მაგალითი_ ამის დედაც, ჯეკ! ეს ფრაზა სწორედ რომელიღაც ამერიკული ფილმის ქართული თქრგმნიდან გაჩნდა და ლამის გამარჯობასავით გახდა ყოველდღიურ ქართულ მეტყვლებაში).

 

 

გარდა ამისა, ამ ტიტრებით უბრალოდ ინგლისურის არმცოდნე მაყურებელი მოაშორეს ტელეეკრანს, მეტი არაფერი, რასაც მე პირადად, მივესალმები კიდეც :) ვინც ინგლისურად ისმენს, ის ტიტრებიანი ფილმით რატომ დაიტანჯავს თავ, ისედაც შეუძლია მოიძიოს ინგლისური ვერსია ფილმის და იქ უყუროს.

 

 

ქართულ ენას ნამდვილად არამგონია ამით რაიმე მოაკლდეს, პირიქით, შიძლება ნაკლებად დაბინძურდეს.

ინგლისურის მცოდნის მოშორება რა შუაშია? მას სუბტიტრები არ უშლის ხელს.

აი ვინც არ იცის, ის მართლაც მოშორდა ტელევიზორს.

რაც შეეხება ბარბარიზმს, ის დაამკვიდრეს კარგა ხანია და ამისთვის ჯარიმები უნდა იყოს.

ენის შესახებ კანონი უნდა მოქმედებდეს და ყველა ტელევიზია უნდა ისჯებოდეს უცხოური სიტყვების გამოყენებისთვის, რომლებსაც აქვს თავისი შესატყვისი ქართულში და ხმარობენ მაინც უცხოურად.მაგალითად სიტყვა თინეიჯერი, რომელიც ყმაწვილს, ახალგაზრდას ნიშნავს, მაგრამ ჩვენთან რატომღაც თინეიჯერს ხმარობენ და ამის გამავრცელებელი ტელევიზიაა და სხვა არავინ.

Edited by verusi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

მაგალითად სიტყვა თინეიჯერი, რომელიც ყმაწვილს, ახალგაზრდას ნიშნავს, მაგრამ ჩვენთან რატომღაც თინეიჯერს ხმარობენ

ყმაწვილს და ახალგაზრდას ნიშნავს იანგ. თინეიჯერი ნიშნავს ასაკს 13-დან 19 წლის ჩათვლით ანუ თინ -ზე რა რიცხვებიც მთავრდება- სრითიინ, ფორთიინ და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

 

ყმაწვილს და ახალგაზრდას ნიშნავს იანგ. თინეიჯერი ნიშნავს ასაკს 13-დან 19 წლის ჩათვლით ანუ თინ -ზე რა რიცხვებიც მთავრდება- სრითიინ, ფორთიინ და ა.შ.

ყმაწვილი აბა 40 წლისას ნიშნავს?

 

ვაი თქვენს პატრონს თინეიჯერებო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყმაწვილი აბა 40 წლისას ნიშნავს?

ყმაწვილი სხვა ასაკობრივ დიაპაზონშია.

 

 

მინუსები არ დაგავიწყდეს, მინუსები :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

არა აქვს თინეიჯერს ზუსტი ქართული შესატყვისი, ვერ თარგმნი უბრალოდ ინგლისურიდან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თინეიჯერმა უბრალოდ არასწორად ჩაანაცვლა ყმაწვილი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...