Jump to content
Planeta.Ge

მიშას წასვლის შემდგომ


Recommended Posts

asds

მე კაცო მხოლოდ იმ ადამიანების დასჯას ვითხოვ და იმედი მაქვს ლუსტრაცია ამის შესაძლებლობას მოგვცემს, რომელთაც აქტიური მოღვაწეობით უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ჩააგდეს საზოგადობა..

 

მაგი შეიძლება იყოს ნებისმიერი მოქალაქე... დაწყებული პრეზიდენტიდან დამთავრებული დამლაგებამდე... და არა მარტო კაგებეშნიკი!

 

და თანაც მაგას რად უნდა ლუსტრაცია... მასალები დაიდოს და პროკურატურა მიხედავს მაგ საქმეს!

 

 

საუბარია "ადამიანებზე" რომელთაც მაგალითად სრულიად უდანაშაულო ადამიანი გაასროკინეს მარტო იმიტომ რომ ეს უდანაშაულო სუკის თვალთახედვის არეალში მოხვდა..

რატომ მარტო სუკ-ის და არა მაგალითად შსს-ს თვალთახედვაშიც? ანდაც პროკურატურისა და შეიარაღებული ძალების თვალთახედვაშიც? მაშინ მთავარი იყო ვინმე შეძლებულ თანამდებობის პირს შენთვის თვალი არ დაედგა თორეემ... გასროკილი იყავი! ასე რომ სუკ-ი მარტო იარაღი იყო და არა შემკვეთი... სუკ-ს არ შეეძლო თავისი ინიციატივით რამე მახინაციების ჩატარება! ის ყოველთვის პასუხისმგებელ იყო პროკურატურისა და პარტიის წინაშე!

 

შენ რაღაც ძაან ჭედავ ამ სუკ-ზე...

 

 

ბოლო ბოლო საუბარი მაქვს იმ ფსევდო პოლიტიკოსებზე და საზოგადო მოღვაწეებზე, რომელთაც ბოლო 20 წელი ქვა ქვაზე არ დატოვეს ქვეყნისგან და რა არის იმაში ცუდი თუ ამ თახსირებს საზოგადოებრივ აქტიურობას ავუკრძალავთ?

... და თუ ხალხი მაინც მაგათ და მასეთებს ითხოვს?

 

ვერ აუკრძალავ მაგათ აქტიურობას... მაშინ უნდა დააპატიმრო და მორჩა!

 

მარტო იმიტომ რომ რაღაცა რეჟიმის დროს სადღაცა მსახურობდა არ არის საფუძველი იმისა რომ მას მომავალი შევუზღუდოთ!

 

დემოკრატიას ვერ გაექცევი... მიეცი ნებისმიერს, გინდაც მასეთ კაცს შანსი და ეგ ხალხის გადასაწყვეტია მერე ვის აირჩევს და ვის არა, ვის ენდობა და ვის არა!

 

 

მინდა რომ საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა გაიწმინდოს სიბინძურისგან და მინდა ისეთი ელიტა ჩამოყალიბდეს და ისეთი საზოგადოებრივ პოლიტიკური სისტემა, რომელიც არ დაუშვებს დაუმსახურებლად და კორუფციული გზებით ამა თუ იმ მოქალაქის ელიტარულ პოზიციაზე გასვლას..

წესით მაგის გამაკონტროლებელი საზოგადოება უნდა იყოს და არა რაღაც ხელოვნურად შექმნილი ბარიერი!

 

თუ არ მოსწონს ხალხს, უმრავლესობას თავისი კორუმპირებული მთავრობა მაშინ ჯერ არ უნდა აირჩიოს დათუ აირჩია და არ გამოადგა მაშინ უნდა აჯანყდეს და მორჩა... რატომ არ ჯანყდება? იმიტომ რომ უმრავლესობას ან მოსწონს მთავრობა ან კიდევ პასიურია თავისი მთავრობის მიმართ... მორჩა და გათავდა! ამას რად უნდა ლუსტრაცია!

 

უვარგისია, ნაკომუნისტარია, ნაკაკებეშნიკარია და ეს იცის ხალხმა მაგრამ ხალხი მაინც ირჩევს მათ! რაშია საქმე??? არ მოგწონ - ადექი და აჯანყდი! არ ჯანყდები - ხოდა მაშინ წუწუნს თავი დაანებე!

შენს მაგივრად უცხოპლანეტელები არ მოაგვარებენ პრობლემას!

მით უმეტეს ლუსტრაციით ვერ მოაგვარებ მაგ პრობლემას!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

ვერ დაგეთანხმები ვეფხვო რომ ქართულ საზოგადოებას შავსა და თეთრს შორის სხვაობის დანახვა და ადეკვატური არჩევანის გაკეთება შეუძლია.

 

ვერ დაგეთანხმები, რადგან დღეის მდგომარეობით ქართული საზოგადოება იმაზე გაცილებით სუსტია ვიდრე წარმოგიდგენია და ამაზე უკანასკნელი 20-25 წელიც ნათლად მეტყველებს..

 

რა შეიძლება გაკეთდეს ასეთ ვითარებაში?

 

ჩემი აზრით ლუსტრაცია საზოგადოებას მაქსიმალურად დააზღვევს არასწორი არჩევანისგან და რაც უფრო მნიშვნელოვანია ქვეყანას მისცემს ახალი ელიტების ფორმირების შესაძლებლობას.

 

მხოლოდ ახალ ელიტებზე, მათ კომპეტენტურობასა და მორალურ ზნეობრივ საფუძველზე იქნება დამოკიდებული მომავლის საქართველოს რაობა და ჩემი აზრით შეცდომის დაშვების ფუფუნება აღარ გვაქვს. ანუ ლუსტრაცია საზოგადოების ხელში ერთგვარი თავდაცვითი ინსტრუმენტის როლს შეასრულებს, ეცოდინება რა მოქალაქეს, რომ საზოგადოებრივ/პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსულ მოღვაწეთაგან ნებისმიერის მხარდაჭერის შემთხვევაში ანტისახელმწიფოებრივ/ანტისახალხო ელემენტს არ გაუხსნის ელიტარული პოზიციისკენ მიმავალ გზას..

 

ბოლო ბოლო საუბარი მარტო კომუნისტების დროინდელი მედროვეების ლუსტრირებაზე არ არის, საუბარია ე.წ. სოროსის (და არა მარტო სოროსის) გამოკვებილ გავლენის აგენტებზეც, რომელთაც კომუნისტურ/კომკავშირლურ/ჩეკისტურ/ბოლშევიკური მანტია ლიბერალიზმის მანტიაზე გაცვალეს და ფაქტიურად (რიგი) აფრიკული ქვეყნის მსგავსი არაადამიანური რეჟიმი ჩამოაყალიბეს ქვეყანაში..

 

მოკლედ, ახალი ხალხია საჭირო და ამ ახალ ხალხს რომ გზა გაეხსნას, არსებული კორუმპირებული საზოგადოებრივ/პოლიტიკური ელიტის ნეიტრალიზებაა საჭირო, რაც შეუძლებელია სრულმასშტაბიანი ლუსტრაციისა და მკაცრი ზომების გატარების გარეშე..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

მიშამ თქვა - პრეზიდენტის ხელისუფლება გავაძლიეროთ; ოპოზიციამ - აუუუ!!! თავის დიქტატურას ამკვიდრებსო. ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა გვინდაო;

მიშამ თქვა - საპარლამენტო ხელისუფლება გავაძლიეროთ და მთავრობამ მართოს ქვეყანაო; ოპოზიციამ - აუუუ!!! ეს ახლა პარლამენტის გაძლიერებით ცდილობს დიქტატურის დამყარებასო;

მიშამ თქვა - ქურდები ციხეში ჩავსვათო; ოპოზიციამ - აუუუ!!!! ციხეები ხალხით გაავსოო;

მიშამ თქვა - გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს, რომ ბიუჯეტი შეივსოს და ქვეყანა ავაშენოთო; ოპოზიციამ - აუუუ!!!!! ხალხი გაყვლიფაო;

მიშამ თქვა - კორუფცია ქვეყანას ანგრევს და უნდა მოვსპოთო; ოპოზიციამ - აუუუ!!! ერთადერთი ეს მუშაობს და ამასაც ანადგურებსო;

მიშამ თქვა - სახელგატეხილი პოლიციელები სახლში გავუშვათო; ოპოზიციამ - აუუუ!!!! ხალხი უმუშევარი დატოვაო;

მიშამ თქვა - ახალი ხალხი და პატიოსანი ავიყვანოთ პოლიციაში, რომ ქურდებს გასაქანი არ მივცეთ და ხალხი დავიცვათო; ოპოზიციამ - აუუუ!!!! თავის დაცვას აძლიერებსო;

მიშამ თქვა - არმია გავაძლიეროთ და ქვეყანა დავიცვათო; ოპოზიციამ - აუუუ!!!! ფულებს წყალში ყრისო;

მიშამ თქვა - ახალი გზები ავაშენოთო; ოპოზიციამ - აუუუ!!! გზებს უცხოელებისთვის აშენებსო;

მიშამ თქვა - საქართველოს ქალაქები გავალამაზოთო; ოპოზიციამ - აუუუ!!! ქალაქებს რა გალამაზება უნდა. საქართველოს ცა ხომ ისედაც ლამაზიაო;

მიშამ თქვა - ბათუმი შავი ზღვის მარგალიტად უნდა ვაქციოთო; ოპოზიციამ - აუუუ!!!! გადაყვა რა ამ ბათუმს,!!!! მიშამ თქვა - სიღნაღი გავალამაზოთ და „სიყვარულის ქალაქად“ გამოვაცხადოთო; ოპოზიციამ - აუუუ!!! გადაყვა რა ამ სიღნაღს. სიყვარულის არა „შიბლა“;

მიშამ თქვა - ესენგე-დან არ უნდა გამოვიდეთო. ეს არაფერს მოგვცემსო; ოპოზიციამ - აუუუ!!!! ეს რუსეთის აგენტია. ესენგედან არ გამოდის და ნატოში შესვლა არ უნდაო; მიშამ თქვა - ეხლა კი დროა ესენგედან გამოვიდეთო; ოპოზიციამ - აუუუ!!! რას აკეთებს. რუსეთი არ გავაბრაზოთო;

მიშამ თქვა - ინგლისური ვისწავლოთ, რომ მსოფლიოს ხ ალხებთან ურთიერთობა გაგვიალდვილდესო; ოპოზიციამ - აუუუ!!! ქართოლ ენას გვიკარგავსო , რამდენადაც მე ვიცი არცერთ სკოლაში ქართული ენის სწავლება არ აუკრძალავთ. ფარნაოზ მეფემ ინგლისური სულ არ იცოდა, მაგრამ მერე რაო;

მიშამ თქვა - კომპიუტერი ვისწავლოთ და მსოფლიო ხალხებს განვითარებაში დავეწიოთო; ოპოზიციამ - აუუუ!!! წიგნის მნიშვნელობას აკნინებსო;

ჩემი კითხვა ოპოზიციას -ხალხო, ისეთი რა უნდა გააკეთოს მიშამ, რომ თქვენ მოგეწონოთ .მიპასუხეთ, გულწრფელად მაინტერესებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი კითხვა ოპოზიციას -ხალხო, ისეთი რა უნდა გააკეთოს მიშამ, რომ თქვენ მოგეწონოთ .მიპასუხეთ, გულწრფელად მაინტერესებს.

თქვენ გაგინოთ. მე მაგრა მომეწონება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

temo.ge

 

მართლა ეგრე ფიქრობ, თუ გვაშაყირებ.

რას გვაშაყირებს ეგ ვენერა ბებოს შვილიშვილია :grr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ გაგინოთ. მე მაგრა მომეწონება

მეც აგრეთვე დიდი სიამოვნებით გაგინებდით, მაგრამ დაბლოკავენ.

 

temo.ge

 

მართლა ეგრე ფიქრობ, თუ გვაშაყირებ.

ჯერ ჩემ კითხვაზე არ გიპასუხია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც აგრეთვე დიდი სიამოვნებით გაგინებდით, მაგრამ დაბლოკავენ.

მიშამ რომ გაგინოთ-მეთქი. მაგრამ შენ დიდი სიამოვნებით თუ მე მაგინებდი, მაშინ არც მე დაგაკლებ გაითვალისწინე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშამ თქვა ...

მიშას დედაც, არაფერი რომ არ შეასრულა რაც თქვა და არც არაფრის გამოსწორებას რომ არ ცდილობს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ ჩემ კითხვაზე არ გიპასუხია.

 

ყველა კითვა-პასუხი ახსნილია კარდუ-პადოშ-ჩახვაძ-ოჩიაურ-.........სტილში.

ძალიან სუსტი ნამუშევარია და არ ვთვლი საჭიროდ პასუხებს, იმიტომ რომ დემაგოგიაც კი ვერ არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

ჩემი აზრით ლუსტრაცია საზოგადოებას მაქსიმალურად დააზღვევს არასწორი არჩევანისგან

შენაც ნახე რა, ლუსტრაციაზე ვის ელაპარაკო)))

პარტიული ბილეთი შენახული აქვს ალბათ და კოცნის ძილის წინ )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

temo.ge

DonCaredo

ჰა ეხლა იწყებთ თუ დავიძინო?

რავი მიშაზე იკითხა, რა უნდა ქნას რომ გაგისწორდეთო, და მე ალალად ვუთხარი, აი თქვენი გინება რომ დაიწყოს ეგ გამისწორდება მეთქი, და ეგრევე პირადულზე გადმოვიდა, სიამოვნებით გაგინებდიო :) გინება მაინც ვიცი კაცო, მაგინოს :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი კითხვა ოპოზიციას -ხალხო, ისეთი რა უნდა გააკეთოს მიშამ, რომ თქვენ მოგეწონოთ .მიპასუხეთ, გულწრფელად მაინტერესებს.

აბსოლუტურად ვეთანხმები ამხანაგის გამოსვლას

გისმენთ ოპოზიციონერებო!!!

 

და ვაფშემც: ბატონი პრეზიდენტი რომ ავია კატასტროფაში დაიღუპოს ხვალესვე ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, ვის გალანძღავდით ძალიან მაინტერესებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...