Jump to content
Planeta.Ge

მიშას წასვლის შემდგომ


Recommended Posts

asds და ყველას სხვებსაც!

 

ლუსტრაციაზე რადგან საუბრობთ მოგახსენებთ ჩემ აზრს ამ თემაზე.

შენი აზრი გასაგებია მაგრამ სტანდარტულად რისთვის და რის მისაღწევად იყენებენ?

 

asds

ხომ ხარ ჩამოყალიბებული და ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი?

 

ხოოდა რამოდენიმე კითხვას დაგისვავ:

 

ყველა მოქალაქეს, რომელიც ამა თუ იმ ფორმით თანამშრომობდა კომუნისტურ სუკთან ან რომელიმე სხვა ქვეყნის უშიშროების სამსახურთან

რას ნიშნავს ,,თანამშრომლობდა'' და თანაც:

 

1. რატომ მარტო ფარული აგენტები და რატომ არა მაგალითად კომუნისტების დროინდელი სუკისა და შსს-ს ოფიციალური თანამშრომლები და თანამდებობის პირები???

 

2. თუ ძალოვანი ორგანოს ოფიციალური თანამშრომლებიც (და არა მარტო აგენტები) გადიან ლუსტრაციას მაშ რატომ მარტო სუკისა და შსს თანამშრომლები გადიან ამას და რატომ არა მაგალითად პროკურატურის, სასამართლოს და შეიარაღებული ძალების ოფიციალური თანამშრომლებს არ ეკუთვნით ამის გავლა???

რითი იყო საბჭოთა პროკურატურა საბჭოთა სუკზე უკეთესი (თუ უარესი არა)??? იერარქიულად ხომ სუკსაც და შსს-საც პროკურატურა უწევდა ზედამხედველობას!

 

რა... საბჭოთა პროკურატურა ანდაც საბჭოთა შეიარაღებული ძალები/ჯარი ნაკლები ბოროტების წყარო იყო თუ როგორ ხდებოდა მაგ ამბავი???

:what:

 

სამუდამოდ უნდა აეკრძალოს საჯარო სამსახური და კერძო სექტორში საპასუხისმგებლო პოზიციების დაკავება.

 

ხოდა გავაგრძელოთ:

 

3. თუ სუკის თანამშრომლებსაც-აგენტებსაც, შსს-ს თანამშრომლებსაც-აგენტებსაც, პროკურატურისა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებსაც და მზვერავებსაც შეეხებათ ეგ ლუსტრაცია-აკრძალვა მაშ რატომ მაგალითად არ უნდა შეეხოს მათ ცენტრს, სულ მთავარ ბოროტების წყაროს და მამოძრავებელ ძალას - კომუნისტურ პარტიას, მის წევრებს და აქტივისტებს?

ეს ყველა ორგანო ხომ პირდაპირ ექვემდეარებოდა კომუნისტურ პარტიას და უშუალოდ ასრულებდა კომპარტიის დავალებებს?

ფაქტიურად კომპარტია იყო მათი შემკვეთი და ეს სუკი, შსს, პროკურატურა და ჯარი იყვნენ შემსრულებლები...

ეს ყველა ორგანო ხომ მეტ-ნაკლებად თანაბრად უწყობდა ხელს კომუნისტური რეჟიმის მშენებლობას და სიძლიერეს, მის მყარად ფეხზე დგომას?

 

4. თუ სხვებთან ერთად კომუნისტური პარტიის წევრებსა შეეხებათ ეგ აკრძალვა მაშ რატომ კომკავშირლებს, პიონერებს და ოქტომბრელებს არა??? რა... ცოტანი იყვნენ მათ რიგებში ჩამშვებები და აგენტები? რა... ნაკლებად უწყობდნენ ხელს ეს ორგანიზაციები კომუნისტური რეჟიმის სიძლიერეს???

 

 

ხოდა რა გამოდის ეხლა??? მე მგონი ოქტომბრელებში, პიონერებში, კომკავშირლებში და კიდევ საბჭოთა ჯარში შენც იყავი, მეც, სააკიანციც და კიდევ საქართველოს 18 წლამდე მაშინდელი ახალგაზრდობის 90%... ხომ ასე???

ეს იყო ჩვეულებრივი ცხოვრების წესი... სკოლაში ოქტომბრელებში და პიონერებში უნდა შეეყვანეთ და სკოლის მერე კიდევ მამაკაცებისთვის ჯარში წასვლა იყო სავალდებულო... გამოდის რომ მთელი საზოგადოება იყო ამაში გათხვრილი და მონაწილე იყო კომუნისტური რეჟიმის მშენებლობისა... არ გააკეთებდი და მაშინ... ნუ მოკლედ ყველა ვერ იქნებოდა კოსტავას და გამსახურდიას ნაირი დისიდენტი... მაშინ ეგენი თეთრი ყვავებივით იყვნენ საზოგადოებისთვის!

 

ხოდა ეხლა ჩვენ შემთხვევით მეორე უკიდურესობამდე ანუ აბსურდამდე ხომ არა მივდივართ??? საქართველოს ისტორია ჩიპი ხომ არ არის უბრალოდ გამოაძრო თავისი ადამიანებიანად და ახალი შეურჭო თავისი ახლად გამოჩეკილი ადამიანებიანად???

მოსახლეობას ფიზიკურად ხომ ვერ გამოცვლი არა საქართველოში???

ეს ხომ არის ჩვეულებრივი ისტორია და მემკვიდრეოა რაც საქართველოს და მის მოსახლეობას ერგო და გაიარა...

 

 

 

გთხოვ მოკლე და ლაკონურ პასუხს! :yes:

 

წაიკითხე კითხვები ბოლომდე და პასუხის გასაცემად არ ამოგლიჯო საერთო აზრიდან მარტო ერთი წინადადება !

 

... და საერთოდ რატომ უნდა დაისაჯნონ ეს ხალხნი??? ამით რას ვააშკარავებთ და რას გვინდა ამით მივაღწიოთ???

 

 

რა... ჩვენ მაგ ლუსტრაციის საშუალებით ფარული თანამშრომლების სახით მარტო ჩამშვებებს ვეძებთ თუ რაშია საქმე??? აბა სხვა ლოგიკას აქ ვერ ვხედავ და... :what:

 

... მასე საგარეო დაზვერვის ოფიციალური რეზიდენტიც კი თავისი არსით ,,ჩამშვები'' გამოდის... არა და კაცი ერთ-ერთი გამოცდილი პროფესიონალია და დიდი რისკის ფასად ნებისმიერი წყობილებისა და რეჟიმის პირობებში ემსახურება სამშობლოს და სამშობლოს ინტერესებს!

 

მაშინ ამ სამშობლოს საბჭოთა კავშირი ერქვა და დღეს კი საქართველო ჰქვია... და რა... საბჭოური აგენტი ცუდია და ეროვნული აგენტი კარგი? გამოდის რომ ქვეყანას დაზვერვა არ უნდა ჰყავდეს და ვიქნებით ასე დაუცველნი... არა და მსტოვრობის ინსტიტუტი ჯერ კიდევ როდიდან არსებობდა/არსებობობს საქართველოში... ჯერ კიდევ გიორგი მეფის დროიდან... სად იყვნენ კომუნისტები მაშინ...

 

კომუნისტების დროს თუ გინდოდა რომ ცხოვრებში წინ წაწეულიყავი ამ კომუნისტების მიერ აწყობილ ცხოვრებისეულ ფერხულში უნდა ჩაბმულიყავი ამა თუ იმ სახით... ზოგი შსს-ს თანამშრომელი ხდებოდა, ზოგი სუკ-ის, ზოგიც პროკურატურის, ზოგიც ჯარში მსახურობდა და ზოგიც სამხედრო საწარმოში მუშაობდა მუშად... მერე რა მაგით? სუკის აგენტი დასასჯელია და სამხედრო საწარმოს მუშა არა??? ორივე ხომ საბოლოდ კომუნისტებს ემსახურებოდნენ...

 

აბა ბიძია სხვანაირად ან კრიმინალი უნდა ყოფილიყავი და ან დისიდენტი რომ არ გასვრილიყავი ამ კომუნისტურ მარაზმში...

არ დაგავიწყდეს რომ მაშინ ერთპარტიულობბა იყო და არჩევანისა და ალტერნატივის საშუალება არ გქონდა!

:vedreba:

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

შენი აზრი გასაგებია მაგრამ სტანდარტულად რისთვის და რის მისაღწევად იყენებენ?

ლუსტრაცია ვეფხვო საჭიროა იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ აილაგმოს არსებული კორუმპირებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა და ნამდვილ რჩეულ უმცირესობას მიეცეს საზოგადოების ლიდერობის/ბუნებრივად კუთვნილი ელიტარული პოზიციის დაკავების შესაძლებლობა.

 

აი ამისთვის არის საჭირო სრულმასშტაბიანი ლუსტრაცია პირველ რიგში.

 

გარდა ამისა საზოგადოებამ რომ თავი დაიზღვიოს და საპასუხისმგებლო პოზიციაზე არ "დანიშნოს" უპასუხისმგებლო ნაძირალა, ამისთვისაც..

 

რაც შეეხება ლუსტრაციის მასშტაბსა და ობიექტებს, ლუსტრაცია უნდა შეეხოს სტრუქტურებს რომელზე დაყრდნობითაც ახორციელებდა კომუნისტური რეჟიმი და შემდგომში შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი სახელმწიფოს ტერორის ქვეშ მართვას. ანუ საუბარია უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებზე.. პროკურატურაზეც და კომუნისტურ პარტიაზეც, თუ გამოვლინდება რომ კონკრეტული მოქალაქე საზოგადოების ინტერესის საზიანოდ მოქმედებდა და აგენტურული თუ სხვა საქმიანობით უდანაშაულო თანამოქალაქეების ცხოვრების მსვლელობაზე ახდებდა ნეგატიურ გავლენას..

 

მე რომ მკითხო კომუნისტური პარტიაც დანაშაულებრივ ორგანიზაციად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს! კომუნისტური პარტია რომელიც საკუთარ თავს საბჭოეთის კომუნისტური პარტიის მემკვიდრედ ასაღებს, თორე ზოგადად კომუნისტებთან არაფერი მაქვს მე პირადად გასარჩევი.. თან სტროგა საბჭოთა კავშირის დამახასიათებელი ფენომენი არ იყო კომუნიზმი და ამდენად ამა თუ იმ პარტიის სახელწოდებაში სიტყვა კომუნისტის ან კომუნისტურის არსებობას რათქმაუნდა არავინ შეეწინააღმდეგება..

 

ჩემთვის ცალსახად ცხადია რომ თუ არ შეიქმნა ახალი ელიტა არაფერი საქართველო არ ეშველება. ახალი ელიტის შექმნა კი პრინციპში შეუძლებელია ლუსტრაციის გარეშე..

 

გადახედე ვინ არის დღეს ელიტარულ პოზიციაში, 99% მაგ ნაგიჟრების კომუნისტების დროს გაბლატავებული პრასტიტუტკების ნაბიჭვარია. რატომ? იმიტომ რომ კუმინისტების დროს პატიოსან აქტიურ ადამიანებს გულაგში უშვებდნენ, ჩათლახებს და ბოზებს კი თანამდებობებზე, ერთ ბინდზურ ნაკომუნისტარ ნაჩათლახარ ხელს რომ უკეთესად დაებანა მეორე ასეთივე ბინდზური ხელი.. იყო გამონალისებიც, კი ბატონო, მაგრამ ეს ცალკეული შემთხვევები გამონაკლისი იყო და არა წესი.

 

ხოდა დღემდე ასე ერთმანეთის ხელს ბანენ ეგ ღორები, ხალხი კი აზრდაკარგული და გონებამიხდილი მიექანება უფსკრულში..

 

 

ლუსტრაცია აუცილებელია. არ ვამბობ რომ უნდა დაიხვრიტოს ეგ არაადამიანობა, მაგრამ უმკაცრესად ნამდვილად უნდა დაისაჯოს!

 

პ.ს. "ოქტომბრელებზე და პიონერებზე" საუბარი ზედმეტია რათქმაუნდა.. მე ყელსახვევი ჯიბით დამქონდა, რადგან დაბადებიდან პროტესტანტი ვარ ეტყობა, მაგრამ სხვას ეამაყებოდა პიონერობა და მარტო იმიტომ მისი გაკიცხვა, რომ იდეოლოგიური პროპაგანდის უნებლიე მსხვერპლი გახდა არ შეიძლება..

 

პიონერში რიგით მოქალაქეებს ვგულისხმობ ცხადია.. ადამიანებს რომელთაც მართლა სჯეროდათ რომ ნათელი მომავლისკენ მიიყვანდა პარტია და პატიოსნად შრომობდნენ, ანუ არაფერს საზოგადოების საზიანოს არ აკეთებდნენ.. .

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ლუსტრაცია ვეფხვო საჭიროა იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ აილაგმოს არსებული კორუმპირებული საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა და ნამდვილ რჩეულ უმცირესობას მიეცეს საზოგადოების ლიდერობის/ბუნებრივად კუთვნილი ელიტარული პოზიციის დაკავების შესაძლებლობა.

 

მაგ რჩეულებისთვის ადგილიების განთავისუფლებას რად უნდა მერე მაგხელა ფართომაშტაბიანი ლუსტრაცია??? მასეთი კორუმპირებულების გამოააშკარავებას რად უნდა აგენტების ,,აყრა''?

 

რა კავშირი აქვს კორუმპირებულ პოლიტიკოსს პროფესიონალ აგენტთან?

 

შენის აზრით ეს ლუსტრაცია არის კორუბციის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება და არა მაგალითად ეფექტური სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები?

 

მაინც ვერ გავიგე - აგენტებისა და დაზვერვის პროფესიონალი რეზიდენტების გამოააშკარავებამ როგორ უნდა აღკვეთოს კორუბცია? რა კავშირი აქვს ამ ორს ერთმანეთთან?

 

რა მნიშვნელობა აქვს აგეტი რომელი დროინდელია, კომუნისტური, შევარდნაძისეული თუ სააკიანცის დროინდელი... სამივე საქართველოს ისტორიის ნაწილია... და მაგ მარაზმში მთელი საზოგადოება იღებდა მონაწილეობას და ეს პრფესიონალი აგენტები კი ემსახურებოდნენ სახელმწიფოს ინტერესებს... ამ შემთხვევაში სახლემწიფო ინტერესებთან გაიგივებული იყო და მოიაზრებოდა კომუნისტების ინტერესები...

 

როგორც მე გავიგე ლუსტრაცია არის რაღაც დაფარულის ან ვირაც დაფარულის გამოააშკარავება... ხომ ასეა? ხოდა ვინ იყო კოუნისტების დროს დაფარული? პროფესიონალი აგენტი - ხომ ასეა??? აბა ბიძია ეგ კორუმპირებული პოლიტიკოს-კომუნისტები კი იდგნენ ტრიბუნებთან და რაღა დაფარულები ეგენი იყვნენ... ყველას დასანახად ფრცქვნიდნენ ქვეყანას და საზოგადოებას... და თანაც სრული კანონის დაცვით... კანონები ჰქონდათ ისეთი შექმნილი რომლებიც აპრავებდათ მათ ასეთ კორუბციულ ქმედებებს და გამოსდიოდათ რომ სრულიად კანონიერად ფრცქვნიდნენ ქვეყანას!

 

 

რაღაც ტენდენციურობა იგრძნობა შენს ლოგიკაში ხომ იცი!

 

 

ლუსტრაცია უნდა შეეხოს სტრუქტურებს რომელზე დაყრდნობითაც ახორციელებდა კომუნისტური რეჟიმი სახელმწიფოს ტერორის ქვეშ მართვას.

ეს სტრუქტურებია: სუკ-ი, შსს, შეიარაღებული ძალები, პროკურატურა, სასამართლო, კომუნისტური პარტია, კომკავშირი, პიონერები, ოქტომბრელები... და ბევრი კიდევ სხვა... ანუ აქ დამნაშავე ეს სტრუქტურები და მისი თანამშრომლები კი არ არიან არამედ მთავარი დამკვეთი - კომუნისტური პარტია და მისი რეჟიმი!

კომუნისტების დროს თუ გინდოდა რომ ცხოვრებაში წინ წაწეულიყავი ამ კომუნისტების მიერ აწყობილ ცხოვრებისეულ ფერხულში უნდა ჩაბმულიყავი ამა თუ იმ სახით... ზოგი შსს-ს თანამშრომელი ხდებოდა, ზოგი სუკ-ის, ზოგიც პროკურატურის, ზოგიც ჯარში მსახურობდა და ზოგიც სამხედრო საწარმოში მუშაობდა მუშად... მერე რა მაგით? სუკის აგენტი დასასჯელია და სამხედრო საწარმოს მუშა არა??? ორივე ხომ საბოლოოდ კომუნისტებს ემსახურებოდნენ...

ეს იყო ჩვეულებრივი ცხოვრების წესი... გამოდის რომ მთელი საზოგადოება იყო ამაში გათხვრილი და მონაწილე იყო კომუნისტური რეჟიმის მშენებლობისა... არ გააკეთებდი და მაშინ სანაგვეზე აღმოჩნდებოდი... ნუ მოკლედ ყველა ვერ იქნებოდა კოსტავას და გამსახურდიას ნაირი დისიდენტი...

 

... და რაღა დარჩა ეხლა??? დისიდენტები და ,,კაი ბიჭები''?

 

აბა ბიძია სხვანაირად ან კრიმინალი უნდა ყოფილიყავი და ან დისიდენტი რომ არ გასვრილიყავი ამ კომუნისტურ მარაზმში...

არ დაგავიწყდეს რომ მაშინ ერთპარტიულობბა იყო და არჩევანისა და ალტერნატივის საშუალება არ გქონდა!

 

ანუ საუბარია უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებზე.. პროკურატურაზეც და კომუნისტურ პარტიაზეც, თუ გამოვლინდება რომ კონკრეტული მოქალაქე საზოგადოების ინტერესის საზიანოდ მოქმედებდა

კონკრეტული მოქალაქე კი არა ... დღეს აღმოჩნდა რომ მთელი სტრუქტურები და მასები იყვნენ ჩაბმულნი და მოქმედებდნენ საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ... და ამაში მონაწილეობას იღებდა მთელი ქართველი საზოგადოება და ყველა ფენა... უბრალოდ ცხოვრება და წყობილება იყო ასეთი... ეს ცხოვრებისეულ ნორმად იყო მიღებული და ვერ იცხოვრებდი სხვანაირად... წინააღმდეგ შემთხვევაში ან დისიდენტი უნდა ყოფილიყავი ან კიდევ კრიმინალი!

უბრალოდ ყველას თავისი როლი ჰქონდა ამ მარაზმში და ვერავინ ვერ აწონის თუ ვის რამდენად მეტი ან ნაკლები ბრალი მიუძღვის საზოგადოების გახრწნაში...

 

აგენტურული თუ სხვა საქმიანობით უდანაშაულო თანამოქალაქეების ცხოვრების მსვლელობაზე ახდებდა ნეგატიურ გავლენას..

 

თანამოქალაქის ცხოვრებაზე კი არ... ქვეყნისა და მთელი სხვა ქვეყნების ცხოვრების მსვლელობებზე ახდენდნენ ზეგავლენას... და თანაც არა სტრუქტურის კონკრეტული თანამშრომლები, ანუ კომუნისტური შეკვეთის შემსრულებლები, არამედ საზოგადოების ყველა ფენები...

 

ეხლა შენ რასაც ლაპარაკობ ეგ იგივეა ბირთვული ომის შემთხვევაში სანადირო თოფით ვინც ომობდა იმ სამხედრო დამნაშავეებს დაუწყოთ დევნა...

 

 

ადამიანებს რომელთაც მართლა სჯეროდათ რომ ნათელი მომავლისკენ მიიყვანდა პარტია და პატიოსნად შრომობდნენ, ანუ არაფერს საზოგადოების საზიანოს არ აკეთებდნენ.. .

მასე პატიოსნად შრომობდა სუკ-ისა და შსს-ს აგენტიც... :yes: პირნათლად ასრულებდნენ კომპარტიის დავალებებს... ასევე მწერლებიც, მხატვრებიც, კინორეჟისორებიცა და მსახიობებიც, მენაგვეებიცა და დამლაგებლებიც, პილოტებიცა და ჯარისკაებიც... როგორც ასევე სხვა ფენების წარმომადგენლებიც... მაშინ სტრუქტურა იყო ასეთი!

დღევანდელი გადასახედიდან მაშინ ნებისმიერი ფენის პატიოსანი შრომაც კი ავტომატურად ითვებოდა საზოგადოების წინააღმდეგ მოღვაწეობად! ... ზოგიერთი პროფესიების გარდა რა თქმა უნდა!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეგმიანად რომ გადავხტეთ ვერა?

თუ დაგვამძიმებს ჰაერში

გეგმები იწყერება უკვე ტომობით - აღარ გვინდა გეგმების წერა, ეხლა დროა გეგმების განხორციელების...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

ერთის მხრივ ვხედავ შენი პოზიციის ლოგიკას, მეორეს მხრივ არგუმენტს ვერ ვპოულობ შენ მსჯელობაში იმისა თუ რატომ არ უნდა მოხდეს ლუსტრაცია და რატომ არ უნდა ვიცოდეთ მოქალაქეებმა ის თუ რომელმა თანამოქალაქემ გამოიჩინა სულმდაბლობა და როდის და რა ვითარებაში გვიღალატა..

გვიღალატა ხალხს პირველ რიგში, თორე ფასეულობას არც საბჭოთა კომუნისტური საქართველო წარმოადგენდა და არც ნაცბოლშევიკური საქართველო წარმოადგენს, ისევე როგორც ფაშისტური გერმანია არ გახლდა არსებობის ღირსი..

 

ახალი, ცივილიზებული საქართველო უნდა ავაშენოთ თუ გვინდა რომ რეალურად ჩვენი (ხალხის) ქვეყანა გვქონდეს მოქალაქეებს. და კარგს ვიზავთ თუ ამ ახალი საქართველოს მშენებლობის პროცესში იმ ნაძირლებს არ მივაღებინებთ მონაწილეობას, რომელთაც არსებული საქართველო აქციეს ჩვენთვის უცხო და ჩვენთან დაპირისპირებულ რეპრესიულ მანქანად..

 

ბოლო ბოლო რა არის ცუდი იმაში თუ ამერიკის ან რუსეთის გავლენისა და შტატიან აგენტებს საზოგადოებრივ აქტიურობას ავუკრძალავთ და სათანადოდ დავსჯით?

 

რა არის ცუდი იმაში თუ სუკის და შსს-ს იმ აგენტებს გამოვავლენთ, რომელთაც დასმენების და უდანაშაულო ადამიანების განადგურების გარდა არაფერი გაუკეთებიათ?

 

მე ვემხრობი და აუცილებლად მივიჩნევ ლუსტრაციას. სხვა რა ვთქვა კაცო..

 

კორუფციასთან ბრძოლა საერთოდ სხვა თემაა და ლუსტრაციასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს..

 

ლუსტრაცია პირველ რიგში ახალი ელიტების ფორმირებისთვის გვჭირდება.

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

ვინც მოვა იმის წასვლის ხერხებისა და ლოზუნგის - "ვინცხა ხარ გადადექი" დახვეწა!

მართალი ხარ, ჩვენი ხალხის მოსაწონი მთავრობა არ არსებობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენი ხალხის მოსაწონი მთავრობა არ არსებობს.

მთავრობა რატომ უნდა მოგწონდეს, თუ თავად არ ხარ მთავრობაში ან ვინმე შენი ძაან ახლობელი არაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი ამოცანაა რევანშისტებს არ ჩაუვარდეთ ძალაუფლება

მაინც მოვალთ :)

ვენდეტა იქნება უსასტიკესი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართალი ხარ, ჩვენი ხალხის მოსაწონი მთავრობა არ არსებობს.

ეს რა ჩიტი მოფრენილა :givi:

 

მაინც მოვალთ :)

ვენდეტა იქნება უსასტიკესი

გაუტეხელი ბოითი არ დარჩება :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი ამოცანაა რევანშისტებს არ ჩაუვარდეთ ძალაუფლება

ასეთი კეთილშობილი ამოცანის დასახვამდე რევანშის წყურვილის მიზეზს ხომ არ იკითხავდი

იქნებ ყველაფერი ძალიან მარტივად მოსაგვარებელია და ტყუილად ირჯები:yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რა ჩიტი მოფრენილა :givi:

ჩიტის გაცნობის სურვილი თუ გაქვს, გაგაცნობ.

 

 

გაუტეხელი ბოითი არ დარჩება :givi:

ალბათ ბაითი გქონდა მხედველობაში. მარტო ამით ნუ შემოიფარგლები, ყაჩაღობა, ბავშვების გატაცება და გაუპატიურება არ დაგავიწყდეს, უფრო მაგარი ტიპი გამოჩნდები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ ბაითი გქონდა მხედველობაში. მარტო ამით ნუ შემოიფარგლები, ყაჩაღობა, ბავშვების გატაცება და გაუპატიურება არ დაგავიწყდეს, უფრო მაგარი ტიპი გამოჩნდები.

არ ვაპირებ პირადი სახის ურთიერთობა მქონდეს ნაცმოელებთან,

უბრალოდ არ მიყვარს ეს ხალხი :yes:

ბაითს მე ბოითს ვუწოდებ (რადიო 2002 ის გავლენით)

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

გეგმები იწყერება უკვე ტომობით - აღარ გვინდა გეგმების წერა, ეხლა დროა გეგმების განხორციელების...

მალე ასდს-ს გადაუწსრებ რადიკალობაში :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...