georgekh13 Posted April 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2011 რამდენი "არქიტექტურული შედევრები" იქნება დასანგრევი?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted April 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2011 newstudio9)აწ უკვე ყოფილი მიშისტები არ უნდა დაინიშნონ სელმძღვანელ თანამდებობებზე სრულმასშტაბიანი ლუსტრაციაა პირველ რიგში საჭირო.აი ესაა უმთავრესი თუ გვინდა სისტემის ამოძირკვათან ამას უნდა ახლდეს კონფისკაციები და აქა იქ დახვრეტებიც ან აღსდგეს გასამართლება ლინჩის წესითდამიჯერეთ ახალი ხელისუფლება დაფიქრდება ღირს თუ არა ხალხის აბუჩად აგდება და ძარცვასისხლისმსმელის შთაბეჭდილებას ტოვებს,მაგრამ ამ ეტაპზე ასეა საჭირო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2011 Ostapაი ესაა უმთავრესი თუ გვინდა სისტემის ამოძირკვათან ამას უნდა ახლდეს კონფისკაციები და აქა იქ დახვრეტებიც ან აღსდგეს გასამართლება ლინჩის წესითდამიჯერეთ ახალი ხელისუფლება დაფიქრდება ღირს თუ არა ხალხის აბუჩად აგდება და ძარცვასისხლისმსმელის შთაბეჭდილებას ტოვებს,მაგრამ ამ ეტაპზე ასეა საჭირო რევოლუცია გდომებიათ თქვენ ჩემო ბატონო. ნამდვილი რევოლუცია. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ვგონებ რომ რევოლუციის გარეშე არც ლუსტრაციას გაბედავს ვინმე (არსებულიდან რომელიმე ფსევდო პოლიტიკური პარტია) და ვერც ახალი საზოგადოებრივ/პოლიტიკური ელიტის ფორმირება გამოვა.. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ სამუდამო პატიმრობა და ქონების სრული კონფესკაცია ნამდვილად არ უნდა აცდეს მოქალაქეს რომელმაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აზარალა სახელმწიფო. და ეს დაწყებული დამოუკიდებლობის პირველი დღიდან ახალი (რევოლუციური) ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლამდე დროის მონაკვეთს ეხება. საერთოდ ვფიქრობ რომ სახელმწიფოსთვის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფინანსური/მატერიალური ზარალის შეგნებულად მიყენება სახელმწიფოს ღალატს უნდა გაუტოლდეს და შესაბამისი უნდა იყოს სასჯელიც ამ ტიპის დანაშაულზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 29, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 29, 2011 georgekh13რამდენი "არქიტექტურული შედევრები" იქნება დასანგრევი?!რამდენიმე Ostap9)აწ უკვე ყოფილი მიშისტები არ უნდა დაინიშნონ სელმძღვანელ თანამდებობებზეპროფესიონალიზმი არ მისცემთ ამის საშუალებას *უფეო სწორედ არ ქონა) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2011 (edited) 6. მონოპოლიების მოსპობა... და ბაზარზე ვინ გყავს ალტერნატივად საერთოდ? 7 მედია გარემოს ლიბერალიზაცია... და აბა ვინ დააფინანსებს ტელევიზიებს? არ მითხრა ეხლა რეკლამებითო... 8. ეკონომიკის წახალისებისთვის კრედიტების გამოყოფა ჩემს ფეხებს დაგიბრუნებენ უკან... (პირადად შენზე არ მიგულისხმია) მასე დაიწყო ზუსტადაც ფინ.კრიზისი... თვალდახუჭულად და მასიურად დაიწყეს ამერიკის ბანკებმა კრედიტების გაცემა და კიდევაც მიიღეს მსოფლიო კრიზისი შედეგად... ან არ, ან ვერ გადაიხდიან და მორჩა... უნდა დაამატოთ:10. საგარეო პოლიტიკა და ორიენტაციის განსაზღვრა! Ostapსრულმასშტაბიანი ლუსტრაციაა პირველ რიგში საჭირო.ძალიან გთხოვ ლუსტრაციის ზუსტი განმარტება დამიდე... რა უნდა გაიფილტროს და რა კრიტერიუმებით? Edited May 1, 2011 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted May 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2011 ძალიან გთხოვ ლუსტრაციის ზუსტი განმარტება დამიდე... რა უნდა გაიფილტროს და რა კრიტერიუმებით? люстрация применяется пришедшими к власти революционными режимами по отношению к их политическим противникам (состоявшим в дореволюционных политических партиях, работавших в полиции и спецслужбах свергнутой власти и т. п.) ეს რაც მე ვიგულისხმე (დანარჩენი ვიკიში)ფილტრი და კრიტერიუმი განსაზღვრავს დანაშაულის სიმძიმის ხარისხს...ეს უკვე შემდეგი ეტაპიარეალური ქმედითუნარიანობის შესამოწმებლად შეიძლება თვალი გადავავლოთ სხვა ქვეყნების მაგალითებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2011 ჯერ გადავხტეთ და მერე ჰოპ ვთქვათ.. თორე ჰოპ-ის თქმით არაფერი იცვლება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 ჯერ გადავხტეთ და მერე ჰოპ ვთქვათ.. თორე ჰოპ-ის თქმით არაფერი იცვლება.. გეგმიანად რომ გადავხტეთ ვერა?თუ დაგვამძიმებს ჰაერში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 სერიოზულად კი: პირველ რიგში ჯანდაცვა და განათლებაა მისახედი. ეტაპობრივად - საგადასახადო-საბაჟო სისტემა და სასამართლო (ზოგადად მთელი კანონდებლობა და სამართალწარმოება). პირველ რიგში განათლება! განათლების სისტემის მოგვარების გარეშე ნებისმიერი განვიტარება, რეფორმა და ა.შ. ადრე თუ გვიან ჩიხში მოექცევა, რაც არ უნდა გენიალური პროექტი, წარმატებული გზა დადასაწყისი ჰქონდეს.კიბატონო მაგრამ საკუთრების საკითხი არაა მისახედი? საქ. მოსახლოების უმრავლესობას არაფერი გააჩნია ხოლო ცაკლეული ადამიანები ბაირამობენ უკანონო გზით ნაშოვნი შემოსავლებით,რატომ წაართვეს ამერიკელებმა ალ-კაპონეს ქონება?ან იტალიურ მაფიას რატომ გამოგლიჯეს ხელიდან კაზინოები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 Siknadmoკიბატონო მაგრამ საკუთრების საკითხი არაა მისახედი? ამაში იგულისხმება ეგსასამართლო (ზოგადად მთელი კანონდებლობა და სამართალწარმოება). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 Ostapმე არ მიკითხავს ვის წინააღმდეგ применяется ... მე ვიკითხე რატომ და რა კრიტერიუმებით უნდა გამოიყენო ეგ ლუსტრაცია??? რაღაც ძაან არაკომპეტენტური და ზოგადი განმარტება დადე მანდ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 (edited) მე არ მიკითხავს ვის წინააღმდეგ применяется ... მე ვიკითხე რატომ და რა კრიტერიუმებით უნდა გამოიყენო ეგ ლუსტრაცია???რაღაც ძაან არაკომპეტენტური და ზოგადი განმარტება დადე მანდ... შენ ლუსტრაციის მნიშვნელობა გაინტერესებს თუ ჩემი ცოდნის დონეთუ პასუხმა არ დაგაკმაყოფილა ვიკიში შაიარე პლზეს რაც მე ვიგულისხმე (დანარჩენი ვიკიში) Edited May 2, 2011 by Ostap Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 Ostapთუ პასუხმა არ დაგაკმაყოფილა ვიკიში შაიარე პლზვიკიდან არ იყო ეგ პასუხიც? რა შუაშია აქ რევოლუციური გზით მოსული ხელისუფლეა და მათი რევოლუციამდელი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები??? სალუსტრაციო რა არის მანდ? ანუ რას ფილტრავენ და რა მიზნით, რისთვის/რატომ? რას ეძებენ ან რას უნდათ რომ მაგით მიაღწინ? და რა შუაშია აქ საქართველს მთავრობა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 (edited) ლუსტრაციაზე რადგან საუბრობთ მოგახსენებთ ჩემ აზრს ამ თემაზე. ლუსტრაციაში რომელსაც მე ვაყენებ აუცილებელ წინაპირობად ვგულისხმობ იმას რომ უნდა გაიხსნას უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროების არქივები და ყველა მოქალაქეს, რომელიც ამა თუ იმ ფორმით თანამშრომობდა კომუნისტურ სუკ-თან ან რომელიმე სხვა ქვეყნის უშიშროების სამსახურთან და ყველა იმ მოქალაქეს რპმე;ოც პოსტ საბჭოთა პერიოდში თანამშრომლობდა შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან და სხვა რომელიმე ქვეყნის უშიშროების სამსახურთან სამუდამოდ უნდა აეკრძალოს საჯარო სამსახური და კერძო სექტორში საპასუხისმგებლო პოზიციების დაკავება. ეს იმ შემთხვევაში თუ სისხლის პასუხისგებაში არ მიეცემა, თორე ძალიან ბევრი ციხეში ამოყოფს თავს, რადგან სახელმწიფოს ღალატი კონკრეტული დანაშაულია და ასეთ დამნაშავეებს არ უნდა ეპატიოთ უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობა. მათ შორის აშშ-ის სპეც სამსახურებთან, თორე გურჯისტანში გონიათ ამერიკელ ნაძირლებზე მუშაობა მოსულა, მთავარია რუსებთან არ ითანამშრომლო.. არა ბატონო დედაბუდიანა უნდა მოისრას ყველა ვინც სახელმწიფოს უღალატა, მათ შორის ვინც თანამშრომლობდა და დღესაც თანამშრომლობს შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან! აი ეს და ბევრი სხვა რამე მოხდებოდა ნამდვილი რევოლუციის შემთხვევაში, მაგრამ არ გინდათ თქვენ რევოლუცია და ..... Edited May 2, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 2, 2011 asdsლუსტრაციაზე რადგან საუბრობთ მოგახსენებთ ჩემ აზრს ამ თემაზე. შენი აზრი გასაგებია მაგრამ სტანდარტულად რისთვის და რის მისაღწევად იყენებენ? asdsხომ ხარ ჩამოყალიბებული და ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი? ხოოდა რამოდენიმე კითხვას დაგისვავ: ყველა მოქალაქეს, რომელიც ამა თუ იმ ფორმით თანამშრომობდა კომუნისტურ სუკთან ან რომელიმე სხვა ქვეყნის უშიშროების სამსახურთან რას ნიშნავს ,,თანამშრომლობდა'' და თანაც: 1. რატომ მარტო ფარული აგენტები და რატომ არა მაგალითად კომუნისტების დროინდელი სუკისა და შსს-ს ოფიციალური თანამშრომლები და თანამდებობის პირები??? 2. თუ ძალოვანი ორგანოს ოფიციალური თანამშრომლებიც (და არა მარტო აგენტები) გადიან ლუსტრაციას მაშ რატომ მარტო სუკისა და შსს თანამშრომლები გადიან ამას და რატომ არა მაგალითად პროკურატურის, სასამართლოს და შეიარაღებული ძალების ოფიციალური თანამშრომლებს არ ეკუთვნით ამის გავლა???რითი იყო საბჭოთა პროკურატურა საბჭოთა სუკზე უკეთესი (თუ უარესი არა)??? იერარქიულად ხომ სუკსაც და შსს-საც პროკურატურა უწევდა ზედამხედველობას! რა... საბჭოთა პროკურატურა ანდაც საბჭოთა შეიარაღებული ძალები/ჯარი ნაკლები ბოროტების წყარო იყო თუ როგორ ხდებოდა მაგ ამბავი??? სამუდამოდ უნდა აეკრძალოს საჯარო სამსახური და კერძო სექტორში საპასუხისმგებლო პოზიციების დაკავება. ხოდა გავაგრძელოთ: 3. თუ სუკის თანამშრომლებსაც-აგენტებსაც, შსს-ს თანამშრომლებსაც-აგენტებსაც, პროკურატურისა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებსაც და მზვერავებსაც შეეხებათ ეგ ლუსტრაცია-აკრძალვა მაშ რატომ მაგალითად არ უნდა შეეხოს მათ ცენტრს, სულ მთავარ ბოროტების წყაროს და მამოძრავებელ ძალას - კომუნისტურ პარტიას, მის წევრებს და აქტივისტებს?ეს ყველა ორგანო ხომ პირდაპირ ექვემდეარებოდა კომუნისტურ პარტიას და უშუალოდ ასრულებდა კომპარტიის დავალებებს? ფაქტიურად კომპარტია იყო მათი შემკვეთი და ეს სუკი, შსს, პროკურატურა და ჯარი იყვნენ შემსრულებლები... ეს ყველა ორგანო ხომ მეტ-ნაკლებად თანაბრად უწყობდა ხელს კომუნისტური რეჟიმის მშენებლობას და სიძლიერეს, მის მყარად ფეხზე დგომას? 4. თუ სხვებთან ერთად კომუნისტური პარტიის წევრებსაც შეეხებათ ეგ აკრძალვა მაშ რატომ კომკავშირლებს, პიონერებს და ოქტომბრელებს არა??? რა... ცოტანი იყვნენ მათ რიგებში ჩამშვებები და აგენტები? რა... ნაკლებად უწყობდნენ ხელს ეს ორგანიზაციები კომუნისტური რეჟიმის სიძლიერეს??? ხოდა რა გამოდის ეხლა??? მე მგონი ოქტომბრელებში, პიონერებში, კომკავშირლებში და კიდევ საბჭოთა ჯარში შენც იყავი, მეც, სააკიანციც და კიდევ საქართველოს 18 წლამდე მაშინდელი ახალგაზრდობის 90%... ხომ ასე??? ეს იყო ჩვეულებრივი ცხოვრების წესი... სკოლაში ოქტომბრელებში და პიონერებში უნდა შეეყვანეთ და სკოლის მერე კიდევ მამაკაცებისთვის ჯარში წასვლა იყო სავალდებულო... გამოდის რომ მთელი საზოგადოება იყო ამაში გათხვრილი და მონაწილე იყო კომუნისტური რეჟიმის მშენებლობისა... არ გააკეთებდი და მაშინ... ნუ მოკლედ ყველა ვერ იქნებოდა კოსტავას და გამსახურდიას ნაირი დისიდენტი... მაშინ ეგენი თეთრი ყვავებივით იყვნენ საზოგადოებისთვის! ხოდა ეხლა ჩვენ შემთხვევით მეორე უკიდურესობამდე ანუ აბსურდამდე ხომ არა მივდივართ??? საქართველოს ისტორია ჩიპი ხომ არ არის უბრალოდ გამოაძრო თავისი ადამიანებიანად და ახალი შეურჭო თავისი ახლად გამოჩეკილი ადამიანებიანად??? მოსახლეობას ფიზიკურად ხომ ვერ გამოცვლი არა საქართველოში??? ეს ხომ არის ჩვეულებრივი ისტორია და მემკვიდრეოა რაც საქართველოს და მის მოსახლეობას ერგო და გაიარა... გთხოვ მოკლე და ლაკონურ პასუხს! წაიკითხე კითხვები ბოლომდე და პასუხის გასაცემად არ ამოგლიჯო საერთო აზრიდან მარტო ერთი წინადადება ! ... და საერთოდ რატომ უნდა დაისაჯნონ ეს ხალხნი??? ამით რას ვააშკარავებთ და რას გვინდა ამით მივაღწიოთ??? რა... ჩვენ მაგ ლუსტრაციის საშუალებით ფარული თანამშრომლების სახით მარტო ჩამშვებებს ვეძებთ თუ რაშია საქმე??? აბა სხვა ლოგიკას აქ ვერ ვხედავ და... ... მასე საგარეო დაზვერვის ოფიციალური რეზიდენტიც კი თავისი არსით ,,ჩამშვები'' გამოდის... არა და კაცი ერთ-ერთი გამოცდილი პროფესიონალია და დიდი რისკის ფასად ნებისმიერი წყობილებისა და რეჟიმის პირობებში ემსახურება სამშობლოს და სამშობლოს ინტერესებს! მაშინ ამ სამშობლოს საბჭოთა კავშირი ერქვა და დღეს კი საქართველო ჰქვია... და რა... საბჭოური აგენტი ცუდია და ეროვნული აგენტი კარგი? გამოდის რომ ქვეყანას დაზვერვა არ უნდა ჰყავდეს და ვიქნებით ასე დაუცველნი... არა და მსტოვრობის ინსტიტუტი ჯერ კიდევ როდიდან არსებობდა/არსებობობს საქართველოში... ჯერ კიდევ გიორგი მეფის დროიდან... სად იყვნენ კომუნისტები მაშინ... იმ დროს თუ გინდოდა რომ ცხოვრებში წინ წაწეულიყავი ამ კომუნისტების მიერ აწყობილ ცხოვრებისეულ ფერხულში უნდა ჩაბმულიყავი ამა თუ იმ სახით... ზოგი შსს-ს თანამშრომელი ხდებოდა, ზოგი სუკ-ის, ზოგიც პროკურატურის, ზოგიც ჯარში მსახურობდა და ზოგიც სამხედრო საწარმოში მუშაობდა მუშად... მერე რა მაგით? სუკის აგენტი დასაჯელია და სამხედრო საწარმოს მუშა არა??? ორივე ხომ საბოლოდ კომუნისტებს ემსახურებოდნენ... აბა ბიძია სხვანაირად ან კრიმინალი უნდა ყოფილიყავი და ან დისიდენტი რომ არ გასვრილიყავი ამ კომუნისტურ მარაზმში... არ დაგავიწყდეს რომ მაშინ ერთპარტიულობბა იყო და არჩევანისა და ალტერნატივის საშუალება არ გქონდა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.