Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

თუ კი, მაშინ ეს ორი პირობა უნდა შესრულდეს აუცილებლად:

1. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე უნდა დაკომპლექტდეს პარიტეტულად, პრინციპით - ერთი კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტი = 1 ხმა

2. არჩევნების დანიშვნის დღიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე პოლიციის და პროკურატურის ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა თავის ყველა გადაწყვეტილებას უნდა ათანხმებდეს შესაბამისი დონის საარჩევნო კომისიასთან (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამართალდამცველთა ოპერატიული ქმედება აუცილებელია მოქალაქეთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და საკუთრების დასაცავად; ასე მაგალითად, თუ რომელიმე პროკურორი მოინდომებს წინა დღეს მომხდარი გაუპატიურების ისეთ ფაქტზე გამოძიების დაწყებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას, რომელი ფაქტის დროსაც ადგილზე არ იქნა დაკავებული გამაუპატიურებელი, უნდა მიცუნცულდეს შესაბამისი რაიონის საარჩევნო კომისიაში და მისგან აიღოს ნებართვა ძიების დაწყების თაობაზე, რადგან სრულიად დასაშვებია, რომ რომელიმე ციცო დეიდამ ტყუილად მოიგონა გაუპატიურება იმისთვის, რომ ციცოს არმოსაწონი რომელიღაც პარტაქტივისტი დაეჭერინებინა თუნდაც რამდენიმე საათით და ამით ხელი შეეშალა მისი არმოსაწონის პარტიის წარმომადგენლისათვის პლაკატების გაკვრაში ან ამომრჩევლებთან შეხვედრაში; თუ საარჩევნო კომისია ჩათვლის, რომ ციცო მართლა იმასქნეს და გამოძიება დასაწყებია, მისცემს უფლებას პროკურორს დაიწყოს გამოძიება; თუ არ ჩათვლის, ან თუ სულაც სირზე დაიკიდებს ციცოს გაუპატიურებას და სათანადო ნებართვას არ მისცემს პროკურორს - ამ უკანასკნელმა არჩევნების დამთავრებამდე უნდა მოიცადოს და მერეღა აღძრას საქმე - თუ დატოვეს თანამდებობაზე ახლადმოსულებმა, რასაკვირველია. მაგალითი შეგნებულადაა უტრირებული, რადგან ხაზი გაესვას საარჩევნო ადმინისტრაციის ჭეშმარიტ უზენაესობას მთელი არჩევნების განმავლობაში - დიახ, კატა ვერ უნდა აკუებდეს მთელს ქვეყანაში პარიტეტული საარჩევნო კომისიის ნებართვის გარეშე მთელი არჩევნების პერიოდის განმავლობაში)

 

ან ეს ორი პირობა შესრულდება, ან არჩევნები არ გვექნება.

 

სხვა ყველაფერი არის ბლა-ბლა-ბლა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ ციცოს არმოსაწონი რომელიღაც პარტაქტივისტი დაეჭერინებინა თუნდაც რამდენიმე საათით

ასეთი რამ როდის მოხდა ბოლოს? მე მგონი ბელორუსეთში გერევა საქართველო. არააქტუალურია ეს პრობლემა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

axaluxi

არჩევნები გვინდა?

 

საქართველოში არჩევნები როგორც ასეთი არ ჩატარდება.

რაც იქნება, იმას არჩევნებს ვერ ვუწოდებთ.

ფანტაზიით სფეროა საქართველოში ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა, თუ გარედან არ იყო უდიდესი ზეწოლა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

1.ან ეს ორი პირობა შესრულდება, ან არჩევნები არ გვექნება.

 

2.სხვა ყველაფერი არის ბლა-ბლა-ბლა.

პირველს ვინ გეკითხება და მეორეში გეთანხმები)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

axaluxi

 

 

საქართველოში არჩევნები როგორც ასეთი არ ჩატარდება.

რაც იქნება, იმას არჩევნებს ვერ ვუწოდებთ.

ფანტაზიით სფეროა საქართველოში ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა, თუ გარედან არ იყო უდიდესი ზეწოლა.

რომც ჩაატარონ ყველა წესის დაცვით, არ იქნება ის მაინც ხალხის ნებასურვილის გამომხატველი და წარმომადგენლობითი, რადგან უამრავი ადამიანის ხმა გადაყრილი იქნება და არა იმიტომ რომ გააყალბებს ვინმე, არამედ იმიტომ რომ საარჩევნო კანონია ისეთი, 5 % ბარიერსაც ბევრი ვერ გადალახავს ამდენი პარტიების წყალობით და დიდი მასა ხმების, ანუ იმ ხალხისაც ვისი ნახვაც პარლამენტში უნდათ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, პარლამენტის გარეთ დარჩება.

მე ვფიქრობ ეხლა საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი ეტაპია და ამაში ოპოზიცია მაინც გაერთიანდეს, რომ საერთო მოთხოვნები წამოაყენონ, გამოსვლებით, აქციებით მხოლოდ ამ მოთხოვნით % ბარიერი მოხსნან, ან 1% ჩამოიყვანონ, რომ პარლამენტში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი პოლიტიკური სპექტრი.

თუ ამას ისევ ”ქართულ სახეს” არ მისცემენ ჩვენი პოლიტიკოსები და პარტიები და ფრაქციები შემდეგ ვაჭრობის ობიქტებად არ იქცევიან პარლამენტში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ასეთი რამ როდის მოხდა ბოლოს? მე მგონი ბელორუსეთში გერევა საქართველო. არააქტუალურია ეს პრობლემა.

არჩევნების დროს არ მახსოვს,მაგრამ აპრილის აქციები რომ იყო მარტო ჩვენი პარტიის 11 წევრი დაიჭირეს(მიზეზი უმთავრესად იარაღის ჩადება) და ერთი ეხლაც ზის,დანარჩენებზე კი საქმე შეწყვეტილი არ არის.შესაბამისად მარტო ლუკაშენკო არ აკეთებს ამას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე უნდა დაკომპლექტდეს პარიტეტულად, პრინციპით - ერთი კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტი = 1 ხმა

ამაზე არ წავლენ :D

2. არჩევნების დანიშვნის დღიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე პოლიციის და პროკურატურის ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობა თავის ყველა გადაწყვეტილებას უნდა ათანხმებდეს შესაბამისი დონის საარჩევნო კომისიასთან (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამართალდამცველთა ოპერატიული ქმედება აუცილებელია მოქალაქეთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და საკუთრების დასაცავად; ასე მაგალითად, თუ რომელიმე პროკურორი მოინდომებს წინა დღეს მომხდარი გაუპატიურების ისეთ ფაქტზე გამოძიების დაწყებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას, რომელი ფაქტის დროსაც ადგილზე არ იქნა დაკავებული გამაუპატიურებელი, უნდა მიცუნცულდეს შესაბამისი რაიონის საარჩევნო კომისიაში და მისგან აიღოს ნებართვა ძიების დაწყების თაობაზე, რადგან სრულიად დასაშვებია, რომ რომელიმე ციცო დეიდამ ტყუილად მოიგონა გაუპატიურება იმისთვის, რომ ციცოს არმოსაწონი რომელიღაც პარტაქტივისტი დაეჭერინებინა თუნდაც რამდენიმე საათით და ამით ხელი შეეშალა მისი არმოსაწონის პარტიის წარმომადგენლისათვის პლაკატების გაკვრაში ან ამომრჩევლებთან შეხვედრაში; თუ საარჩევნო კომისია ჩათვლის, რომ ციცო მართლა იმასქნეს და გამოძიება დასაწყებია, მისცემს უფლებას პროკურორს დაიწყოს გამოძიება; თუ არ ჩათვლის, ან თუ სულაც სირზე დაიკიდებს ციცოს გაუპატიურებას და სათანადო ნებართვას არ მისცემს პროკურორს - ამ უკანასკნელმა არჩევნების დამთავრებამდე უნდა მოიცადოს და მერეღა აღძრას საქმე - თუ დატოვეს თანამდებობაზე ახლადმოსულებმა, რასაკვირველია. მაგალითი შეგნებულადაა უტრირებული, რადგან ხაზი გაესვას საარჩევნო ადმინისტრაციის ჭეშმარიტ უზენაესობას მთელი არჩევნების განმავლობაში - დიახ, კატა ვერ უნდა აკუებდეს მთელს ქვეყანაში პარიტეტული საარჩევნო კომისიის ნებართვის გარეშე მთელი არჩევნების პერიოდის განმავლობაში)

 

ან ეს ორი პირობა შესრულდება, ან არჩევნები არ გვექნება.

არც ამაზე ანუ

 

2

ან ეს ორი პირობა შესრულდება, ან არჩევნები არ გვექნება.

 

სხვა ყველაფერი არის ბლა-ბლა-ბლა.

+10000000

და დღეს :კონსტრუქციული" ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელისაგან შემომესმა

2წინადადება

1) თურმე ნაცებს მიუღიათ სუფთა 52 პრ ადგილობრივ არჩევნებში

2)თურმე მიმდინარეობს საარჩევნო რეფორმა

რას გვაბოლებთ ბიჭებო?

დებილები გგონივართ? :*

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრა ჩაიციკლეთ ამ არჩევნებზე რა :)

აუ ვერ ვპოულობ ეხლა კომუნისტების პლაკატებს, "ვსე ნა ვიბორი" და ეგეთები :) მგლებს რომ ჭკუა ქონდეთ, ცხვრებს "საარჩევნო გარემოს" შეუქმნიდნენ და თავად აარჩევინებდნენ, რომელმა შეჭამოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

მაგრა ჩაიციკლეთ ამ არჩევნებზე რა

ყველა ვარიანტშI მოგვიწევს ნორმალური არჩევნების ჩატარება, ადრე თუ გვიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგვიწევს ნორმალური არჩევნების ჩატარება

ხოდა ჩაატარეთ და მერე ისევ 8 წელიწადი აპროტესტეთ. ზოგი ცხოვრობს, ზოგიც არჩევნებიდან არჩევნებამდე აპროტესტებს, მანამ, სანამ არ მიხვდება, რომ არჩევნები არის დაკანონებული თაღლითობა მთელ მსოფლიოში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

არჩევნები არის დაკანონებული თაღლითობა მთელ მსოფლიოში

ხომ ვერ დაგვისაბუთებდით, პატივცემულო, რატომ არის არჩევნები თაღლითობა, მაგალითად, ფინეთში ან ნორვეგიაში (ან სადმე ნორმალურ ქვეყანაში)?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არჩევნები არის დაკანონებული თაღლითობა მთელ მსოფლიოში

არაა მთლად ოპტიმალური ვარიანტი,მაგრამ არჩევნების გარეშე იქნება მუდმივი ფიდელა ან კიმ ჩენირი

ანაც მაჰმუდა – ჟივეე ვსეხ ჟივიხ :yes:

Edited by Ostap
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხომ ვერ დაგვისაბუთებდით, პატივცემულო, რატომ არის არჩევნები თაღლითობა, მაგალითად, ფინეთში ან ნორვეგიაში (ან სადმე ნორმალურ ქვეყანაში)?

დაკანონებული თაღლითობა აღარაა იურიდულად უკვე თაღლითობა. ამიტომაც ვთქვი, რომ დაკანონებულია. ანუ, ის, რომ შეიძლება დაპირდე, მოატყუო, არანაირი პასუხისმგებლობა არ აიღო იურიდიული, და თუ "ჭამა" ხალხმა, აგირჩევენ და ამაში არანაირი უკანონობა არ იქნება, როგორც იყვიან, "მჭამელმა ჭამაო". რატომ არ უნდათ, რომ მიიღონ ელემენტარული კანონი: საარჩევნო პროგრამა, გაწერილი დროში, თავისი პასუხისმგებლობებით, ითვლებოდეს იურიდულ დოკუმენტად და არ შესრულების შემთხვევაში ისჯებოდეს. ძნელია? ძნელი კი არაა, უბრალოდ მერე ვეღარ ითაღლითებენ, ვერ გეტყვიან იმ ანეკდოტის კოჭლი ძაღლივით, რომ "ვა რა მაგრა დარბიან ეს დედამოდღნულებიო".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ასეთი წინადადება მაქვს რომ ოფიციალურად რამდენიმე წლით მმართველობა გადავცეთ ნაციონალურ მოძრაობას და აღარ იყოს ასე 25 წელიწადი არჩევნები :pupuza:

დაიზოგება ფული და გაბრიყვებული ხალხიც არ მოხვდება ციხეში,

შესაძლოა ტელევიზიაც უკეთესი გახადონ-შეწყდება ოპოების გინება,

იქნება ძმობა ერთობა და სიყვარული :what: (თავისუფლებისთვის დჟერ მზად არ ვაართ)

 

ხეირი ისიც იქნება რომ ქრისტიან ძერმაკრატებსა და ედეპეს დეერხევა, ჩახვაძე მანდატის გარეშე :givi:

+ საქონლებზეც არ დაიხარჯება 25-25 ლარი და ტომარა ფქუილი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

მე და შენ სხვადასხვა რამეზე ვლაპარალკობთ.

არჩევნების წინ უკლებლივ ყველა ქვეყანაში უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი რომ ტყუის მეტნაკლები დოზით - ეგეც თაღლითობაა, რასაკვირველია, მაგრამ კაცობრიობამ მაგდაგვარი თაღლითობისგან თავდასაცავად ძალიან მარტივი გზა მოიგონა - გაუყალბებელი არჩევნები! ითაღლითებს რომელიმე ჟულიკი და აუსრულებელი დაპირებით დააბოლებს ხალხს? - მომდევნო არჩევნებზე აღარ აირჩევენ და მორჩა და გათავდა.

 

ხოლო ჩვენთან საქმე გაცილებით მარტივადაა: პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო ჟულიკობა პრაქტიკულად არაფერს წყვეტს - უბრალოდ, არჩევნებს აყალბებენ! არ უნდა ხალხს ნაგვისთვის ხმის მიცემა - აშანტაჟებენ, ემუქრებიან, ზოგს - მოისყიდიან (რასაკვირველია, ყველა ამ საზიზღრობას კანონმდებლობის სრული დარღვევით სჩადიან) და თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა - უბრალოდ, ყალბი ბიულეტენებით ტენიან ურნებს - აი, ამ საზიზღრობას უნდა ეშველოს როგორმე და მერე იტყუონ წინასაარჩევნოდ რამდენიც უნდათ, ქვეყანას სერიოზულად ვერ ავნებენ, იმიტომ, რომ საქართველოში მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა შესანიშნავად არჩევს ტყუილს და მართალს და ცრუპენტელას და წესიერს - არ აირჩევენ ჟულიკებს და ეგ იქნება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...