Jump to content
Planeta.Ge

სადაა ბიჭო ელიტ. კორუფცია?


Recommended Posts

"იქით" წარმატებულად ჩაძირული, ხიზანი (ემიგრანტი) თემა , კაი გამარჯობათ თქვენი პლანეტელებო :)

-------------------------------------------------------------------------------------

 

 

ჩემდა გასაკვირად, ვერსად ვნახე თემა,ამ მეტად მნიშვნელოვან ნიუსზე,საერთაშორისო ორგანიზაციამ Global Financial Integrity

 

http://www.gfip.org/

 

 

რეპორტი, მთელს მსოფლიოში არალეგალურად გატანილითანხების თაბაზე,აი ეს რეპორტი: http://www.gfip.org/storage/gfip/documents..._report-web.pdf

 

სხვა ქვეყანათა შორის, მოყვანილია საქრთველოც, მათი აზრით, საქართველოდან არალეგალურად 2000-2008 წწ ში გატანილია 4,1 მილიარდი დოლარი, მ.შ. ბოლო სამ წელიწადში

2006-957 მილიონი დოლარი

2007-379 მილიონი დოლარი

2008- 834 მილიონი დოლარი

 

სანამ რეპორტს ავტორებს დავცინებთ, გავითვალისწინოთ,რომ დევ კერი სავალუტო ფონდის წამყვანი ეკონომისტი იყო წლების განმავლობაში.

 

ეს კვლევა არის პასუხი კითხვაზე არის თუ არა ელიტარული კორუფცია საქართველოში, ციფრები თვითონ პასუხობენ,რომ დიახ არის,თანაც ძალიან მასშტაბური.

 

ეს თანხები არალეგალურად,უკანონოდ გადის ქვეყნიდან,მათი ნაწილი "ოფშორების" საშუალებით ბრუნდება ,როგორც ინვესტიციები,ამ ფულითვე ფინანსდება "იმედი" და "რ2".

 

ეს ციფრები მეტყველებს იმაზეც,რომ სამსახურებრივი გულგრილობისათვის დასაკავებელია შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ცხაკაია, რომელსაც თბილისის მერობას უპირებენ. მას,რომ კეთილსინდისიერად შეესრულებინა თავისი მოვალეობები,ეს თანხები არ "აორთქლდებოდა" საქართველოდან. თანაც ეს არის კრიზისამდე პერიოდი.

 

"ოფშორები" ცალკე თემაა,ყველა იმ კომპანიის დამფუძნებლად,რომელზედაც ეჭვია,რომ მთავრობის მაღალჩინოსნებს ეკუთვნით, "ოფშორული" ფირმები დგანან. შეუერთდითადამიანებს,ვინც იბრძვის "ოფშორები"-ს წინააღმდეგ, სადაც ჩვენთვის მოპარულ ფულებს მალავენ, ელიტ. კორუფციონერები.გაუგზავნეთ მეილი, G20-ის ლიდერებს.

 

http://www.endtaxhavensecrecy.org/en

 

პოლიტ.პარტიებს კი მოვუწოდებ , მოახდინონ კანონპროექტის ინიცირება,რომელიც აიძულებს, "ოფშორ" დამფუძნებლებს მოახდინონ,რეალური ბენეფიციარების დეკლარირება და არა მისტერ სმიტი, მცხ. ვირჯინიის კუნძულებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

დაკარგულ კაცს მხურვალე სალამი.

მართლაც საინტერესო თემაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...