Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რომ არ დაიკარგოს ჩემი ერთი პოსტი ფორუმ ჯიზე , აქაც ვაკოპირებ და ვიმსჯელოთ :)

 

გიგი წარმოადგენს ამ ხელისუფლების მოხელეთა ახალ თაობას. მდუმარე , შემსრულებელ "ბიჭებს", ვინც კაბინეტში ზის და კარგად შეეგუენ კონფორმისტულ გარემოს.მისგან არაა მოსალოდნელი სააკაშვილის ტიპის ნოვაციები, პიარის აგრესიული ფორმა. მარტივი ფორმულა აქვს- ვარ აღმშენებელი, ჩემზე უკეთესი ვინაა, ვიზრუნებ ხალხზე.

 

ეს ფენა რეგრესულია,მათგან შორსაა კრეატიული იდეები, კაბინეტური ტიპების ფავორიტი შეიძლება გახდეს,მაგრამ მისი პოპულარულობის ზრდის შემთხვევაში,არის დიდი საფრთხე, რათა 2012 წლისათვის ელიტა უფრო ჩინოვნიკური ,მდუმარე და მოსაწყენი "მეურნე" ხალხით დაკომპლექტდეს,დამყაყდეს შევარდნაძეზე უარესად .

 

არის მეორე მძლავრი შიდა დინება -ძალოვანი სტრუტურები. ვანოს აგრესიული სტილი

.აბსოლიტურად განსხვავებული პიროვნებაა, თან აშკარად საკმაოდ ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა.ეს ფენა მარტივად არ შეეგუება კლერკების თავზე დაჯდომას, მითუფრო მათ გარეშე "მოხელეები" ვერ გაიმარჯვებენ.

სულაც არ უნდა დავაიგნოროთ ბაქრაძე. მას ეყოლება საპარლამენტო დასაყრდენი , მხარდამჭერები რეგიონებში. არ მგონია მასაც არ გაუჩნდეს ამბიცია,თან ინტელექტიც აქვს.

ბოკერია? ეს კაცი დასაიგნორებელი სულაც არაა. მის უკან დადგება ე.წ ლიბერასტური ინტილიგენცია. მართალია არა აქვს რეიტინგი,მაგრამ შიდა თამაშებში შესაძლოა მოხელე გიგი აირჩიოის პარტნიორად ან რომელიმე ოპოზიციური ლიდერი.

რატომ მოვაყოლე ეს ამბავი?

აბა კარგად დავუკვირდეთ.

გიგიმ რამდენჯერმე უკვე მიანიშნა სერიოზულ ამბიციებზე, მორიდებული,მაგრამ გარკვეული სვლებიც გააკეთა.

ბოკერიამ რვიანთან დამოკიდებულებაში აშკარად გაცილებით ლოიალური დამოკიდებულება გამოიჩინა , ერთგვარად გაემიჯნა ნაცების ზოგად დამოკიდებულებას.

ბაქრაძე? ისეთი არაფერი,მაგრამ მისი პრესცენტრის ინფორმაცია,რომ ბაქრაძე მსოფლიოს 20 ჭკვიან კაცში შედის ერთგვარი მესიჯი იყო .

ვანო ჩუმადაა,მაგრამ ახალაია აკონტროლებს სამეგრელოს და მაინცდამაინც სააკაშვილის სურათების დაკიდებით არ ერთობა.ვანოსადმი ლოალურია ეი...."მარგალური კარტა" ცოტას არ ნიშნავს. აქ ხომ განსაკუთრებულად პოლიტიკურად აქტიური ადამიანები არიან.

რატომ აწყობს მიშას ჯერ საპარლამენტო არჩევნები?

ამ დინებებს მარტივად გააკონტროლებს, ექნება ყველანაირი ბერკეტი მეჯლისის წესები თვითონ განსაზღვროს და არ იჩქაროს ფსონი დადოს რომელიმე დაჯგუფებაზე. ესაჭიროება მდუმარე მაჟორიტართა კორპუსი,რათა მათი მეშვეობით მანიპულირება შეძლოს .

 

ასე რომ ნაცების პარტიული გამარჯვების შემთხვევაში მეჯლისმაისტერი ის იქნება, ხოლო თანამდებობა თავისუფლად შეუძლია ნელნელა დათმოს ,მაგალითად გადაჯდეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის სავარძელში

აქ ოპოზიცია არ მიხსენებია?

ზომიერები მზად არიან ამ ბალმასკარადში მონაწილეობა მიიღონ და თავისი ლუკმა ანუ ყვავს კაკალი გააგდებინონ.

რადიკალებმა კი კარგად იციან . მეჯლისზე მათ არავინ დაპატიჟებს .,ამიტომ შეეცდებიან ეს შოუ არ შედგეს .

 

შეიძლება გადავახტი თემას ,მაგრამ ამ რეკლამამ დამაფიქრა.

 

ვცდები?

განაგრძეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 42
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

Posted Images

მისი პრესცენტრის ინფორმაცია,რომ ბაქრაძე მსოფლიოს 20 ჭკვიან კაცში შედის ერთგვარი მესიჯი იყო

მისი პრესცენტრის იყო ეგ ინფორმაცია თუ კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

გასაგებია, შიდანსახელისუფლებო დაპირისპირება თითქმის ყველგან არსებობს, მითუმეტეს სადაც ავოტოკრატული რეჟიმია,

მე, როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს ვისთვისაც მიუღებელია არა მხოლოდ სააკაშვილი არამედ მთლიანად ნაცმოძრაობა და ნაცძოძრაობის მმართველობის სტილი, რას მომცემს ამ ინფორმაციის ცოდნა რაზეც შენ წერ,

 

მოკლედ, ასეთი ინფორმაციები ხელს შეუწყობს ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს რომ უფრო იოლად დავამარცხოთ რეჟიმი?

შეგვიძლია რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს დაპირისპირება,

ჩემთვის პირადად, არცერთი მანდ ჩამოთვლილი ძალა არაა მისაღები,

ვერანაირად ვერ ვიტყვი რომ ვანო ჯობია ბოკერიას, ან გიგი უარესია ორივეზე,

ჩემის აზრით მათი შიდა დაპირისპირება არ გადავა ისეთ ზღვარს რომ ერთმანეთის ჩაძირვა დაიწყონ,

შესაძლოა გარკვეული შპილკები, ინტრიგები და ას. შ. მაგრამ მათ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთის გარეშე კი

შესაძლოა ძალაუფლება დაკარგონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

ვის რა ამბიცია აქვს და სურვილი გასაგებია, მაგრამ თუ ოპოზიცია იმაზე აჭყლოპინდება სიხარულით, რა თქვა ჰილარიმ ანდაც თინამ -არაფერი გამოვა.

ხელისუფლებაში მოვა ის ძალა, რომელსაც მხარს დაუჭერს ის ქვეყანა, რომლის გავლენაც დიდი იქნება საქართველოზე.

ამჟამად, როგორც ვატყობ ამერიკას გაუჭირდება ფინანსურად და საქართველოსთვის აღარ ეცლება. ტინამაც მიანიშნა მსო-ში რუსეთის გაწევრიანებაზე და მგონი გადაგვაბარებენ რუსეთს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მისი პრესცენტრის ინფორმაცია,რომ ბაქრაძე მსოფლიოს 20 ჭკვიან კაცში შედის ერთგვარი მესიჯი იყო

 

 

მისი პრესცენტრის იყო ეგ ინფორმაცია თუ კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის?

კემბრიჯის ამ ცენტრის ინფორმაცია,შემთვევით მიშას მიერ გაჟღერებულ, "ფაინენშალ თაიმსში" გამოქვეყნებულ ინფორმაციას ხომ არ გავს?მე არ ვამტკიცებ,უბრალოდ კითხვას ვსვამ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კემბრიჯის ამ ცენტრის ინფორმაცია,შემთვევით მიშას მიერ გაჟღერებულ, "ფაინენშალ თაიმსში" გამოქვეყნებულ ინფორმაციას ხომ არ გავს?მე არ ვამტკიცებ,უბრალოდ კითხვას ვსვამ.

ტყუილი რომ ყოფილიყო ოპოზიცია გვამცნობდა ამის შესახებ. "ფაინენშალ თაიმსში" რა სთქო მიშამ? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მისი პრესცენტრის იყო ეგ ინფორმაცია თუ კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის?

გაჟღერება პრესსამსახურის მეშვეობით მოხდა :D ეწერა თუ არა საინტერესოა ,მაგრამ თემის კონტექსტში არაარსებითი. :)

Siknadmo

რასაც ამბობ , გასაგებია. მე რეალური სურათის აღდგენა ვცადე ანუ რა ხდება ჩვენს თავს.

რითია გამოწვეული ამნათუიმ ხელისუფლების ჯგუფების ინტერესები და რა განაპირობებს კონსსტრუქციულთა თუ რადიკალთა ქმედებათა საზრისს.

შეიძლება არაზუსტი იყოს, მაგრამ ამ რაკურსიდან არ ანალიზდება და ვცადე :D

ვის რა ამბიცია აქვს და სურვილი გასაგებია, მაგრამ თუ ოპოზიცია იმაზე აჭყლოპინდება სიხარულით, რა თქვა ჰილარიმ ანდაც თინამ -არაფერი გამოვა.

ხელისუფლებაში მოსვლისათვის აუცილებლად საჭიროა გავიაზროთ, თუ ვის დაემყარებიან , რა სოციალურ ველზე აიღებენ ფსონს.

ელიტის სტარტეგია ჩემი აზრით მხოლოდ ხალხის დაბოლებაზე გადის , ხოლო კონსტრუქციულები კი მოქმედებენ "ყვავს კაკალი გააგდებინონ ან მთლიანი კაკალი იგდონ ხელთ.

რაც შეეხება რადიკალებს, ალბათ მეტად გულწრფელები უნდა იყვნენ ხალხთან და ეს აუცილებელია რათა კომუნიკაცია მოსახლეობასთან შედგეს . ეს შეფიცული აურა წამგებიანია , ადვილად ხდება მისი ლუსტრაცია .

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

"ფაინენშალ თაიმსში" რა სთქო მიშამ?

რა სთქო და პარლამენტის სხდომაზე "ფაინენშალ თაიმსი" ააფრიალა და განაცხადა,რომ როგორც ეს გაზეთი ამბობსო,ჩვენ მსოფლიოში პირველი რეფორმატორი ქვეყანა ვართო.ამ დროს ის გვერდი,რომელსაც მიშა აფრიალებდა,სარეკლამო გვერდი აღმოჩნდა,თანაც ჩვენი ხელისუფლების მიერ დაფინანსებული.ეს ვიღაც უცხოელმა "საერთაშორისო გამჭირვალობიდან" გამოჩხრიკა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ყოველწლიურად ნობელის პრემიას გასცემენ 6 ნომინაციაში. ხშირად ნომინაციაში არის ორი ან სამი პიროვნება. ნობელის პრემია არ არის გათვალისწინებული მათემატიკოსებისათვის. მათემატიკის გენიამ გრიგორი პირელმანმა უკვე ამოხსნა მათემატიკის შვიდი ურთულესი ამოცანიდან ერთი პუანკარეს გიპოთეზა, კიდევ ორი ამოხსნილი მაქვსო მაგრამ ჯერ არ გეტყვითო.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ნობელის პრემია ენიჭება ადამიანს მარტო ერთხელ,

 

გამოდის რომ მარტო მოქმედი ნობელის პრემიის ლაურეატები მინიმუმ 100-ზე მეტია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბაქრაძეს რომელსაც ცხოვრებაში არავითარი პროდუქტი (არც ინტელექტუალური არც ფიზიკური, რამე წიგნი მაინც დაეწერა შეფასება რომ მიმეცა მისთვის) არ შეუქმნია უჭკვიანესებს ვერანაირად ვერ ვერ მიაკუთვნებ. ადამიანი შეიძლება ტესტებით გასინჯო IQ-ზე, მაგრამ ისიც არ გვაძლევს პასუხს ჭკვიანია სუბიექტი თუ არა.

 

გონი, გონივრულობა სამყაროს გრძნობადი მრავალფეროვნების დალაგების, ერთიან ცნებაში მოქცევის ფუნქციას ასრულებს. თუმცა, ადამიანის დამოკიდებულება სამყაროს ფასეულობებთან გონით არ რეალიზდება. ის განსჯის უნარით აღსრულდება. ამჯერად საქმე გვაქვს უკვე არა შემეცნებასთან, არამედ შეფასებასთან.

 

საგნის, მოვლენის, იდეის არსის გააზრების უუნარობას ეწოდება სისულელე და, სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ წამალი არ არსებობს. /ი. კანტი/

 

დაუკვირი წინადადების მეორე ნაწილს - . . . და მის წინააღმდეგ წამალი არ არსებობს.

უმკაცრესი ვერდიქტია. არ შეგიძლია იდეის არსის გააზრება? - ვერავითარი წამალი - ჰარვარდის, ოქსფორდის, კოლუმბიის თუ ჩვენს უნივერსიტეტში მიღებული ინფორმაცია, ანუ განსწავლულობა ვერ გიშველის. ვაჟას არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია. თომას მანს საშუალო განათლების ატესტატიც არ ჰქონდა. თუმცა, მათ განათლებულობას ჭკვიანობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საგნის, მოვლენის, იდეის არსის გააზრების უუნარობას ეწოდება სისულელე და, სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ წამალი არ არსებობს. /ი. კანტი/

:)

 

მშვენივრად ჩამოუყალიბებია ამ კაცს. ეს ხშირად უნდა იკითხოს ჩვენმა ზოგიერთმა თანაფორუმელმა :yes:

 

აქტუალური და სასიგნაჩე ფრაზაა

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მეჯლისს რაც შეეხება სწორი ხარ თუმცა აი საპრეზიდენტოი კანდიდატის დასახელება ცოტა რთულია ყოველ შემთხვევაში ბოკერია ნამდვილად არ იქნება იმიტომ რომ საკმაოდ არაპოპულარული პიროვნებაა ასევე სახის გამომეტყველებასთან და მეტყველებასთან გარკვეული პრობლემები გააჩნია...

 

საერთოდ შეიძლება მიშამ პუტინის ვარიანტი აირჩიოს და ვინმე ჩმორი წამოაყენოს პრეზიდენტის კანდიდატზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მშვენივრად ჩამოუყალიბებია ამ კაცს. ეს ხშირად უნდა იკითხოს ჩვენმა ზოგიერთმა თანაფორუმელმა

 

არამარტო ფორუმელებმა, პირველ რიგში მთავრობის წევრებმა! :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ შეიძლება მიშამ პუტინის ვარიანტი აირჩიოს და ვინმე ჩმორი წამოაყენოს პრეზიდენტის კანდიდატზე

ქართველი და ჩმორი?

ეს არ გამოვა,თუ თვითონ არ შეეცადა გავლენები პარლამეტით შეინარჩუნოს , შანსი არაა ნებისმიერმა არ უმუხთლოს. მედვედი და პუტინი ვერ ქაჩავენ ერთად და ქართველები,. პატარა ქვეყანაში , სადაც ძალაუფლების არეალის გადაკვეთა ხშირად ხდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...